განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
330100118002452188
ინსტანცია
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002452188

საქმე №1ბ/1089-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ი---------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------------–---------–-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–-----------–--------------–--------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--------------------–------------------------------–----------------------------ში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით ი---------–-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი---------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

 

ი---------–-----–--ეს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, ქ------–--–------------------------------------------–----------------------------ში, ი---------–-----–--ემ არასრულწლოვანი შვილის - მ----------–-----–--ის თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ-----–-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელები და ფეხები სახისა და თავის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ნ-----–-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ი---------–-----–--ის ქმედებით ნ-----–-----ეს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი---------–-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------------ემ რომელმაც, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული პატიმრობის შეცვლა, არასაპატიმრო ღონისძიებით, პირობითი მსჯავრით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი შვილები და დაზარალებული იმყოფებოდნენ მის კმაყოფაზე. ასევე, გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია, რომელსაც არ სურდა ი---------–-----–--ის პატიმრობაში ყოფნა და ითხოვა მისი საპატიმროდან გათავისუფლება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი---------–-----–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი---------–-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - დ--------------ის, მ----------–-----–--ის, ნ-----–-----ის გამოკითხვის ოქმებით და და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის 1(ერთი) წლის ვადით, პირობითად ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ი---------–-----–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის თანდასწრებით და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი---------–-----–--ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი---------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი---------–-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი---------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 11 აპრილიდან.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული: სსიპ 112-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გადმოგზავნილი კომპიუტერული დისკი 01 პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი