განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002488042
საქმე №1/ბ-1104-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–-----–------ს მიმართ, დაბადებულის 1-----–-–--------------------ს, პირადი №4----------- საქართველოს მოქალაქის, მცხოვრების: ქ------––---------------–---------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენით ნ-----–-----–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 წელი.
ნ-----–-----–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ-----–------–------ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა როგორც სიტყვიერ ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას მის არასრულწლოვან შვილს 2004 წლის 16 დეკემბერს დაბადებულ ა-----–------ს, 2018 წლის 10 აპრილს კი დაახლოებით 23:00 საათზე ქ. ა---––---–------------–------------- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ნ-----–-----–------მ, არასრულწლოვან შვილს ა-----–------ს ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, რამოდენიმეჯერ მოქაჩა თმებიდან, მარჯვენა ფეხის კოჭთან და პოლიეთილენის ტაშტის ზურგის არეში რამოდენიმეჯერ ძლიერად დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დედის ძალადობრივი ქმედების გამო ა-----–------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული დაზარალებულის მდგომარეობა, რომ იგი არის არასრულწლოვანი და მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობრივმა და დამამცირებელმა მოპყრობამ შესაძლოა ფატალური შედეგის დადგომაც კი გამოიწვიოს.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ-----–-----–------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. ნ-----–-----–------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1, დადგენილებით ა-----–------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, მოწმეების: ე-–-----------–-–---–ის, ზ------------------ის, ი-----–-------–--–-–---–ის, ხ-----------------ის, ჟ---------–------ გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულის ა-----–------ს ჩვენებებით, ნ-----–-----–------ს მოწმის და ბრალდებულის სახით გამოძახების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ფოტოილუსტრირებით, სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილებით ნ-----–-----–------ს ბრალდებულად ცნობის შესახებ და ზ----------–--–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ნ-----–-----–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 წელი.
ნ-----–-----–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ნ-----–-----–------ს (პ/ნ 4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 3 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ნ------------------–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა---––---------–--------------------------------- (№12/034 -18წ.2018 წლის 06 ივნისის განჩინება).
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი პლასტმასის გობი ე.წ,,ტაშტი", რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ნ-----–-----–------ს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი