განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
130100118002478446
ინსტანცია
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002478446

საქმე №1ბ/1080-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ----------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 4----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ-----––------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით ლ---------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.

ლ----------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

ლ---------–---ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 21 მაისს ქ-------––-------------------ში, მეუღლეების: ე------------–--ის და ლ-----------–--ის საცხოვრებელ სახლში ლ---------–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. კერძოდ, ეკონომიური მდგომარეობის გამო წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე ცემის შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე-----------–--ეს, რის შემდეგ იმავე დღეს ღამის საათებში თეფში ჩაარტყა თავის არეში, რითაც ე-----------–--ეს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ---------–--ისათვის სასჯელის დამძიმება.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ლ---------–--- გამოძიების დაწყების დღიდან, საქმის არსებითად დამთავრების დრომდე არ თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან, გარდა დასკვნითი სიტვის ეტაპისა, იგი განაჩენის გამოტანის დროისათვის არაერთხელ იყო გასამართლებული და განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მის მიმართ ცალკე იხილებოდა საქმე გორის რაიონულ სასამართლოში, ასევე მის მიმართ არსებობს ადმინისტრაციული წარმოების მასალები ოჯახში კონფლიქტის შესახებ.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ლ---------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ლ---------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: დ--–--------–---–ის, მზ-------------–---–ის, გ-----------–--ის, ნ-----–---------–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ე-----------–--ის გამოკითხვის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის 2016 წლის 15 ივლისის N 9--------- დასკვნითა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

რაც შეეხება ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ლ---------–--ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ლ---------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ლ---------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შემცირების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლ---------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი

 

კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ლ---------–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ----------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 04 მაისიდან 2018 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი