განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
330100118002458693
ინსტანცია
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002458693

საქმე №1ბ/908-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ-----------ს

მსჯავრდებულის: ვ--–---------------ის

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ვ--–---- გ--ს ძე მ---------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭ------------------–--–-------–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–--------------–------------------------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით, ვ--–---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3(სამი)წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ვ--–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 27 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი .

ვ--–---------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 9 აპრილს, დაახლოებოთ 16:15 საათზე, ქ.თბილისში მეტროსადგურ „ა-------–-----------ის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „გ-–----------–თან“ მდგომ N2---ე სამარშუტო ტაქსში, ვ--–---------------ე ნ-----–----ის ქურთუკის ჯიბიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 700 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ნ-----–----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 700 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნ-----------მ, რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ--–---------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–----ის, მოწმეების: თ------------–--ის, ს---------------ის, გ--------–-----–--ს და დ------–--------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულიდან მობილური ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმით, სალომბარდო ხელშეკრულებით, გარესათვალთვალო ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეზე წარმოდეგნილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ვ--–---------------ეს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ვ--–---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი.

4. მსჯავრდებულ ვ--–---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 27 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;

5.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ვ--–---------------ის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ--–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, გირაოს თანხა, გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს.

7. ნივთმტკიცებები:

- ნ-----–----ისაგან ამოღებული ტელეფონის ყუთი და ლომბარდიდან ამოღებული 1(ერთი)ცალი „სამსუნგი A230“ მოდელის ტელეფონი, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

- ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ამსახველი 1(ერთი)ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი