განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
200310015727866
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200310015727866

საქმე N-ბ/1931-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონალური ოფისი;

წარმომადგენელი - თ--------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ---–- გ---–--–---–ი

წარმომადგენელი - რ-------- ჭ--------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ---- ჭ------–---–ი;

 

მესამე პირი - ა(ა)იპ კულტურისა და დასვენების პარკი ,,ნ---------ი’’

წარმომადგენელი - ნ---- ჭ------–---–ი;

 

დავის საგანი - ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აღიარებულ იქნას რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 აპრილს დამოწმებული №--- მიმართვა არ არის ადმინისტრაციული აქტი და არ წარმოშობს სამართლებრივ ურთიერობას;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.04.2008 წლის N--- მიმართვის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №5----------- უძრავ ქონებაზე ზედდების ნაწილში;

 

1.3. 2008 წლის 02 ივნისის №------------- განცხადებით მერიის მხრიდან ააიპ ,,ნ---------სთვის,, გაფორმებული უსასყიდლო უზურფუქტის ხელშეკრულების

ბათილად ცნობა.

 

1.4. მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ლ---–- გ---–--–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით;

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების წარმოდგენლები და მესამე პირი არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ლ---–- გ---–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.04.2008 წლის №--- მიმართვის საფუძველზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდით №5----------- უძრავ ქონებაზე ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ლ---–- გ---–--–---–ის მიერ წარდგენილი განცხადების (საჩივრის) საფუძველზე, საკითხის ხელახალი განხილვისას შეისწავლოს მითითებულ უძრავ ქონებაზე ლ---–- გ---–--–---–ის (და მესამე პირთა ) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნაედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერსებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაცისა თუ მასზე უარის თქმის თაობაზე. სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2007 წლის 27 აპრილს ლ---–- გ---–--–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ------- დ------–---–ისაგან შეიძინა ქალაქ თელავში თ--------ის ქუჩა

N---ში მდებარე მიწის ფართი 1321 კვ.მ., 203,8 საერთო სასარგებლო ფართით. ქონების სარეგისტრაციო №-------------.

 

ნ------- დ------–---–ის საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე დასტურდება ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით, რომლის საფუძველზეც ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთი შეადგენს 1321 კვ.მ. -ს, განაშენიანებული ფართია 210 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი 203.8. კვ.მ.( იხ. ტ.1 ს.ფ 145), (ტ.1 ს.ფ 148—150) (ტ.1 ს.ფ 152) (ტ.1 ს.ფ 153) (ტ.1 ს.ფ 154).

 

4.2.2. დადგენილია, რომ 2007 წლის 27 აპრილს ლ---–- გ---–--–---–ის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია ქონებაზე მდებარე თელავი, თ--------ის ქუჩა 3, მიწის ფართობი 1321კვ.მ., ნაკვეთის საკადასტრო კოდი 5------------. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული 27.04.2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება; (ტ.1 162)

 

4.2.3. დადგენილია, რომ ლ---–- გ---–--–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე თელავი, თ--------ის ქუჩა #--, მოხდა 27.04.2007 წლის

N------------ განაცხადის საფუძველზე, არასასოფლო -სამეურნეო 920 კვ.მ. მიწის ფართობზე. ნაკვეთის წინა ნომერი 5-----------; შენობა -ნაგებობის ჩამონათვალი №1

№2. საკადასტრო კოდი 5-----------; რეგისტრაციის საფუძველია 27.04.2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. (ტ.1 ს.ფ 25)

 

4.2.4.დადგენილია, რომ ლ---–- გ---–--–---–მა 2012 წლის 26 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართია თელავი, თ--------ის ქუჩა, უძრავი ნივთის მისამართია თელავი, თ--------ის ქუჩა №- ა. განცხადებას თან ერთვოდა ახალი აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.06.2012 წლის და 08.08.2012 წლის გადაწყვეტილებებით ჯერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, შემდეგ კი შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რესგიტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით გათნსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (5----------- საკადასტრო კოდით) საზღვრებში, შესაბამისად, წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტაცია მარეგისტრირებელ ორგანოში, რაც გახდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. ( ტ.1 ს.ფ 169) (ტ.1 ს.ფ 167) (ტ.1 ს.ფ 166)

 

4.2.5. დადგენილია, რომ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით №5----------- თელავში, ნ---------ის ქუჩა-------ში, არასასოფლო -სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართით 5390.00 რეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 14.04.2008 წლის N--- მიმართვა; (ტ.1 ს.ფ 27)

 

4.2.6. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.06.2012 წლის და 08.08.2012 წლის გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ლ---–- გ---–--–---–ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც მან

მოითხოვა სადავო ადმინისტრაციული აქტების არარა აქტად აღიარება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.12.2014 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ---–- გ---–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი. მარეგისტრირებელი ორგანოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების მიხედვით, რის გამოც არ დასტურდება სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. (ტ.1 ს.ფ 40)

 

4.2.7. დადგენილია, რომ 2008 წლის 3 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კულტურისა და დასვენების პარკი ,,ნ---------ს,, შორის გაფორმდა უსასყიდლო უზუფრუქტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც უზუფრუქტუარმა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით მიიღო თელავში ნ---------ის ქუჩა N---ში არსებული არასასოფლო -სამეურნეო მიწის ფართი 26441 კვ.მ. და შენობა -ნაგებობები ფართით

1127 კვმ.მ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მეორე მხარის არსებობის მთელი პერიოდით; (ტ.1 ს.ფ 95)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

სასამართლომ განმარტა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წელს განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია და ლ---–- გ---–--–---–ი აღირიცხა 1231 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ქ. თელავში თ--------ის ქუჩა N--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. საკუთრების საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

ამავე მიწის ნაკვეთის ნაწილზე დარეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება 2008 წელს. მერიის 14.04.2008 წლის №--- მიმართვის საფუძველზე. ამრიგად, რეგისტრაციის საფუძველი გახდა არა რომელიმე კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტი, არამედ, მიმართვა უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რასაც თან ერთვოდა ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

მითითებული ნორმის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამ ქონების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

 

საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მესამე პირის სახელზე განხორციელდა სადავო ნაკვეთის აღრიცხვა ერთი წლით გვიან, ვიდრე მოსარჩელის სახელზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ, დაინტერესებული მხარე კი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა.

 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რასაც თან ერთვის მიწის ნაკვეთის გეგმა. გეგმაზე ჩანს მიწის ნაკვეთის სრული ფართობი და მისი პარამეტრები. აღნიშნული მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც, როგორც აღინიშნა, პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

სადავო რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური (ამჟამინდელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური) ვალდებული იყო, გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციას და, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მესამე პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდა ისე, რომ არ გამოკვლეულა, ხომ არ ილახებოდა ამ რეგისტრაციით სხვა პირთა უფლებები. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამორკვეული რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა მერია სადავო ქონების რეგისტრაციას მის სახელზე. არსებობდა თუ არა შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთის პარკი ,,ნ---------ისადმი,, კუთვნილების ფაქტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა.

 

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ახალ ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ქ. თელავში, ნ---------ის ქუჩაზე (მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის (ს.კ. 5-----------) ნაწილზე) მარლთზომიერ მფლობელად აღრიცხულია კულტურისა და დასვენების პარკი „ნ---------ი“.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სათანადოდ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, კერძოდ: სადავო 420 კვ.მ მიწის ფართზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 აპრილის N--- წერილის საფუძველზე (ნაკვეთი წარმოადგენს დასვენების პარკსა და ასევე აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში: აღრიცხვის სავარაუდო თარიღად:1995 წლიდან 1978 წლამდე). მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება (27/04/2007).

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მოეხდინა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: 5----------- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 14 აპრილის N--- მომართვის საფუძველზე.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, შემოწმდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო რეგისტრაციების კანონიერება, რომლის ფარგლებშიც უნდა დადგინდეს განხორციელდა თუ არა ლ---–- გ---–--–---–ის საკუთრების უფლებით დაცული სფეროს შეზღუდვა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

საკუთრების უფლება აღიარებული და გარანტირებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომლის თანახმად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

საკუთრების უფლებით დაცული სფერო მოიცავს, როგორც საკუთრების შეუფერხებელი შეძენის და ფლობის შესაძლებლობის გარანტიას, ისე მისი შეუფერხებელი განკარგვის შესაძლებლობას და აღნიშნული ძირითადი უფლება სახელმწიფოს, ნეგატიური თვალსაზრისით, ავალდებულებს არ ჩაერიოს არამართლზომიერად საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, ხოლო პოზიტიური თვალსაზრისით, ხელი შეუწყოს და არ დაუშვას ამ უფლების არამართლზომიერი შეზღუდვა. შესაბამისად, მოცემული საქმის განხილვისას უნდა შემოწმდეს აპელანტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა თუ არა ისეთი ქმედება, რომელმაც გამოიწვია ლ---–- გ---–--–---–ის საკუთრების უფლებაში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წელს განხორციელდა პირველადი რეგისტრაცია და ლ---–- გ---–--–---–ი აღირიცხა 1231 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ქ. თელავში თ--------ის ქუჩა N--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. საკუთრების საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, იმის თაობაზე, რომ ამავე მიწის ნაკვეთის ნაწილზე დარეგისტრირებულია თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლება 2008 წელს. მერიის 14.04.2008 წლის №--- მიმართვის საფუძველზე. ამრიგად, რეგისტრაციის საფუძველი გახდა მიმართვა უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რასაც თან ერთვოდა ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363 (კ-12) განჩინებაზე და განმარტავს რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხს არ აგებს წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ, ამავე ნორმის მიხედვით, იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე .

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმციის სამართლებრივი ინსტიტუტი მოქმედებს საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიმართ, შესაბამისად მარეგისტრირებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ აღნიშნული მონაცემები სწორად იქნას დარეგისტრირებული. პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს; იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მითითებული ნორმის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ამ ქონების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია შეედარებინა ტექბიუროს არქივსა თუ თვით რეესტრის სამსახურში დაცულ ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებსა და სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.

 

საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის Nბს-367-363 (კ-12) განჩინებაზე მითითებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ; სწრაფი რეგისტრაცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მესამე პირის სახელზე განხორციელდა სადავო ნაკვეთის აღრიცხვა ერთი წლით გვიან, ვიდრე მოსარჩელის სახელზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ, დაინტერესებული მხარე კი, თავის მხრივ, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ შეესრულებინა მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა.

 

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის

კანონები ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.

 

ამდენად, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით; კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

 

სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს და ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-12) განჩინება).

 

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ინდივიდუალური საბინაო ფონის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, რასაც თან ერთვის მიწის ნაკვეთის გეგმა. გეგმაზე ჩანს მიწის ნაკვეთის სრული ფართობი და მისი პარამეტრები. აღნიშნული მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც, როგორც აღინიშნა, პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

სადავო რეგისტრაციის განხორციელებით მოსარჩელეს ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური (ამჟამინდელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური) ვალდებული იყო, გამოერკვია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციას და, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

 

ამდენად, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ ლ---–- გ---–--–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი.

 

სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2007 წელს ლ---–- გ---–--–---–ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის №206 ბრძანებულებით განისაზღვრა, რომ ახალი გეოდეზიური ქსელით შექმნილი ტოპოგრაფიული რუკებით თანდათანობით დაფარვამდე პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მანამდე არსებული გეოდეზიური ქსელები და ტოპოგრაფიული რუკები.

 

ამასთანავე, რეგისტრაციის დროისათვის არ არსებობდა მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის UTM პროექციაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა.

 

ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას (იხ. სუს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363 (კ-

12)განჩინება).

 

ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობა და საკითხია და ამით არ შეიძლება შეილახოს რეესტრში უკვე ასახული და რეგისტრირებული უფლებები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლ---–- გ---–--–---–ის უფლების დამდგენი დოკუმენტია ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი, სადაც დაცულია უძრავი ნივთის მონაცემები, ხოლო, თვითმმართველი ქალაქი თელავის მერიის უფლების დამდგენი დოკუმენტის 14.04.2008 წლის მიმართვა უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალები ქ. თელავში, ნ---------ის ქუჩაზე, კულტურისა და დასვენების პარკი „ნ---------ის“ სააღრიცხვო-საარქივო დოკუმენტები (ტ.1 ს.ფ 264-324), რაც ასევე უნდა შეისწავლოს და შეაფასოს ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხზე თავიდან მსჯელობისას და შეადაროს იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზს. ტექნიკურ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით ორგანოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალიტიც, რომელიც დახმარებას გაუწევს ნახაზების უკეთ აღქმასა და წაკითხვაში, ასევე იმ საკითხში, თუ რას გულისხმობს ს.ფ. 149-ე (მიწის ნაკვეთის გეგმა) არსებულ ნახაზზე მოცემული წყვეტილი ხაზები, რომლის თაობაზეც მიუთითებენ მხარეები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ მესამე პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდა ისე, რომ არ გამოკვლეულა, ხომ არ ილახებოდა ამ რეგისტრაციით სხვა პირთა უფლებები.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას იმის თაობაზე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა.

 

საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საკითხი, კერძოდ, გამოკვლეულ უნდა იქნას ლ---–- გ---–--–---–ისა და თვითმმართველი ქალაქის თელავის მერიის მიერ წარდგენილი ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც ისინი პრეტენზიას აცხადებენ სადავო ქონების მიმართ და საკითხი უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეისწავლოს და დაადგინოს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რა ტერიტორია ეკავა ადრე ა(ა)იპ კულტურისა და დასვენების პარკი ,,ნ---------ი’’ და რა იყო მოთხოვნილი თელავის მუნიციპალიტეტის მიერ 2008 წლის 14 აპრილის N--- განცხადებითა და თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

 

პალატა მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად შეისწავლოს საკითხი, მოწვეული უნდა იქნას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი და დადგინდეს რას ნიშნავს ს.ფ 149 -ზე წარმოდგენილ დოკუმენტზე არსებული წყვეტილი ხაზები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

8. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -