განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
330100118002394104
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002394104

საქმე № 1ბ/839-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე უკლება

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------------------ი.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ი-–-----------------------, დაბადების თარიღი: 2------------------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: №3----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო------------------------------------------------- (მონაწილეობის გარეშე).

 

ადოვაკატი: თ-------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ-–------------, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი-–------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი ი-–------------ს მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-–------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: მოწმე ლ---------–----–---–-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ი-–------------ არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც 1996 წელს მოსკოვში, ქურდულ შეკრებაზე მოინათლა „კანონიერ ქურდად“. მოწმე გი-------–-------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მარტს მისი თანამშრომლის ლ---------–----–---–-ს მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ი-–------------ არის „კანონიერი ქურდი“, რომელიც 1996 წელს ქურდულ შეკრებაზე მოსკოვში, მოინათლა „კანონიერ ქურდად“. ასევე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულება რუსული ვებ-გვერდის -ს დათვალიერების ოქმი. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ი-–------------მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა ი-–------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულ ი-–------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-------------მ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

2018 წლის 20 მარტის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი-–------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა კანონიერი ქურდობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-–------------ 1996 წლიდან აღიარებულია კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროსადმი მხარდაჭერას. იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით.

 

2018 წლის 18 მარტს კანონიერი ქურდი ი-–------------ დაკავებული იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ი-–------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა ი-–------------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დუმილის უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-–------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

მოწმე ლ---------–----–---–-ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 მარტს მან მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1--- წლის 2-------------ს დაბადებული, ო-------------------------------------------------ში რეგისტრირებული ი-–------------ არის „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ი-–--–-“, რომელიც 1996 წელს, მოსკოვში, ქურდულ შეკრებაზე მოინათლა „კანონიერ ქურდად“. 2018 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში, ი-–------------ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით, ყაზახეთის რესპუბლიკიდან თურქეთის გავლით უნდა შემოსულიყო საქართველოში, რის გამოც მან შესაბამისი პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. ამავე ინფორმაციით, ი-–------------ უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა რუსეთის ფედერაციაში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ის აკონტროლებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს და თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავდა ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ი-–------------ს ყოველდღიურად ჰქონდა ურთიერთობა ქურდული სამყაროს წევრებთან, აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში და სპეციალური წესების შემუშავებაში, რაც ემსახურებოდა ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მოტანას. მოწმის ჩვენებით, მიუხედავად იმისა, რომ ი-–------------ საქართველოდან წასული იყო წლების განმავლობაში, იგი მაინც ახდენდა საქართველოში ე.წ „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან კომუნიკაციას სხვადასხვა პროგრამების საშუალებით და ქურდული ტრადიციებისა და მენტალიტეტის გაძლიერების მიზნით მათ აძლევდა უკანონო მითითებებს.

 

მოწმე გი-------–-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 18 მარტს მისმა თანამშრომელმა ლ---------–----–---–მა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1--- წლის 2-------------ს დაბადებული ი-–------------, რეგისტრირებული: ო-------------------------------------------------ში არის „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ი-–--–-“, რომელიც 1996 წელს მოსკოვში, ქურდულ შეკრებაზე მოინათლა „კანონიერ ქურდად“. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში, ი-–------------ ყაზახეთის რესპუბლიკიდან თურქეთის გავლით აპირებდა საქართველოში შემოსვლას. ი-–------------, მან და მისმა თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო პუნქტის გავლის შემდეგ. მათ დაკავებულს გააცნეს უფლება-მოვალეობები და განუმარტეს თუ რა ბრალდებით იყო დაკავებული. დაკავების ოქმი გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ადგილზე, რასაც გაეცნო ი-–------------, თუმცა დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა.

 

ანალოგიურ განმარტებას იძლევა გამოკითხვის ოქმში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კ-------------------------–---–ი.

 

მოწმე გ---------------–--ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მ--------------------------–-------–--------------–-------------------–-----------------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 18 მარტს, თარჯიმნის მონაწილოებით მის სამუშაო ოთახში, კუთვნილი კომპიუტერის საშუალებით მოახდინა რუსული ვებსაიტის -ს დათვალიერება, სადაც მითითებულია ინფორმაცია კანონიერი ქურდების შესახებ, მათივე ქურდული ზედმეტსახელებით, მონათვლის თარიღით და სასჯელის მოხდის წლებით. ვ-----------------------------------------–----- განთავსებულია მამაკაცის ფოტო, რომელის სახელი, გვარი და მამის სახელი მითითებულია რუსულ ენაზე, კერძოდ წერია - „С---------------------- “, ზედმეტი სახელით „И--------------“, ეროვნება „г-----“, დაბადების წელი 1--- და ადგილი „Тбилиси“, ასევე მითითებულია - К-------------“. მოწმის ჩვენებით, მან დათვალიერების შემდეგ ამობეჭდა აღნიშნული ინფომრაცია და დაურთო დათვალიერების ოქმს. მანვე, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, 2018 წლის 19 მარტს, დაათვალიერა www.google.ge , რომლის საძიებო ველში მიუთითა სახელი და გვარი - ი-–------------, რის შედეგადაც მოძიებულ იქნა ე.წ. „კანონიერი ქურდი“ „ი-–-------------–--ს“ იგივე „ი-–--–-ს“ შესახებ ინფორმაცია. დათვალიერების შესახებ შეადგინა ოქმი, რის შემდეგაც ამობეჭდა მოპოვებული ინფორმაცია და დაურთო ოქმს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-–------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე. ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მის მიერ კანონიერი ქურდობის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - კანონიერი ქურდობის განმარტება მოცემულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამავე კანონის თანახმად, ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული გარჩევა არის ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.

 

ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას. კერძოდ, წევრების გამოძებნას და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებზე, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ამ წესებს, ასევე, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა.შ. ქურდული სამყარო ორგანიზებულად ჩაითვლება მისი შექმნის, სათანადო მიზნისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მომენტიდან.

 

რაც შეეხება ქურდული სამყაროს მართვას, იგი გამოიხატება ამ სამყაროს წევრებისთვის ცალკეული დავალების მიცემაში, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში, უდისციპლინო წევრის დასჯაში და ა.შ. ქურდული სამყაროს გარდა, შესაძლოა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა მართოს პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც შესაძლებელია არც იყოს კრიმინალური.

 

ამასთან, ე.წ. კანონიერი ქურდის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს. იმისათვის, რომ პირი პასუხისგებაში მიეცეს კანონიერი ქურდობისთვის, უნდა დადასტურდეს, რომ იგი მოქმედებდა (მართავდა პირებს ან ორგანიზებას უწევდა მათ) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი საზოგადოებაში კანონიერი ქურდის სახელითაა ცნობილი, არაა საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისთვის. აუცილებელია დამტკიცდეს, რომ იგი სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა ან ორგანიზებას უწევდა ქურდულ სამყაროს, ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯადად აცხადებს კანონიერ ქურდობას, თუმცა არ აზუსტებს, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს კანონიერ ქურდობაში. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ზემოხსენებული მუხლი კონკრეტული ქმედების ჩადენის გარეშე დასჯადად აცხადებს კანონიერი ქურდის სტატუსის ქონას. მოცემული მუხლი ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნებისმიერი სხვა მუხლი, გაგებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილ დებულებებთან შესაბამისობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაულის შემადგენლობაში იგულისხმება კონკრეტული ქმედება, რადგან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენა, შეხედულება, მისწრაფება და ა.შ. კანონიერი ქურდობაც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას. შესაბამისად, მის გარეშე სახეზე არ იქნება დანაშაულის შემადგენლობა. კონკრეტული ქმედებები, რამაც შეიძლება მოგვცეს კანონიერი ქურდობის შემადგენლობა, კანონში ამომწურავად ჩამოთვლილი არ არის. ასევე, არ არის განსაზღვრული სპეციალური წესები, რომელთა აღიარებაც აუცილებელია ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის. წესები დროთა განმავლობაში, ვითარების ცვლილებასთან ერთად იცვლება, რათა ახალმა პირობებმა ხელი არ შეუშალოს ქურდული სამყაროს მიზნების მიღწევას და შეცვლილ პირობებთან შეგუებით მიღწეულ იქნეს ქურდული სამყაროს მიზნები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ი-–------------ს მიერ კანონიერი ქურდობისთვის დამახასიათებელი ნიშნების განხორციელებას. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით არ დასტურდება რომ რომელიმე მათგანი იყო ი-–------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების განხორციელების თვითმხილველი და ინფორმაციის პირველწყარო. მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში არ არის დასახელებული არცერთი კონკრეტული ფაქტი და ინფორმაცია ი-–------------ს მიერ კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

 

მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებულია, რომ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ი-–------------ არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც მოინათლა 1996 წელს. ანალოგიური ინფორმაციაა მითითებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დათვალიერების ოქმებში და თანდართულ დოკუმენტებში. თუმცა ი-–------------ს მხრიდან რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენის, ქურდულ გარჩევებში ან რაიმე დაჯგუფებაში მონაწილეობის შესახებ მათ გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მოწმეთა არაინფორმატიული ჩვენებები საფუძვლად არ შეიძლება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ზემოხსენებული ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია, რომ ის მართავდეს ან/და ორგანიზებას უწევდეს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს და ამ მხრივ ახორციელებდეს აქტიურ ქმედებებს, რაც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ი-–------------ს მიერ კანონიერი ქურდობის შემადგენლობისთვის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების განხორციელებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია პირის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამადასტურებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი და არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-–------------ ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი ი-–------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, - საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის - საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-–------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

ი-–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია.

 

ი-–------------ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

ვ.ლომიძე