განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100118002273505
საქმე №1ბ/518-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე
ლევან თევზაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: დ--------------ის
ადვოკატის: პ------------–---–ის
მსჯავრდებულის: ბ----------------–---–ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–----------ას და მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------ ნ-----–----ის ძე გ--------–---–ის მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ს-----------------------------–----------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–-----–-------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ბ----------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმედგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 12 აგვისტოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენით ბ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი)წელი.
2017 წლის 10 დეკემბერს თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით 15:30 საათზე, ბ----------------–---–ი თავს დაესხა ამავე ბინაში მცხოვრებ ქ------–----------–---–ს და დანის გამოყენების მუქარით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა პლასტიკური ბარათები და თანხა 90 ლარის ოდენობით, რითაც ქ------–----------–---–ს მიადგა 90 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით, ბ----------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბ------ გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
ბ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ბ----------------–---–ი, 2017 წლის 10 დეკემბერს, თბილისში, თ---–-----–--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დღის საათებში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ამავე ბინაში მცხოვრებ ქ------–----------–---–ის კუთვნილ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო პლასტიკური ბარათები და თანხა 90 ლარის ოდენობით, რითაც ქ------–----------–---–ს მიადგა 90 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–----------ამ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ბ----------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
მსჯავრდებულმა მოითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება ან პირობითად ჩათვლა.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - ბრალდების მხარის - მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბ----------------–---–მა ჩაიდინა არა ძარცვა, არამედ ყაჩაღობა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------–----------–---–მა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბ----------------–---–მა აიღო მისი კუთვნილი საფულე და გარბოდა, დაზარალებული შეეცადა მის შეჩერებას, რა დროსაც მსჯავრდებულის სპორტული ზედატანის სახელოში დაინახა დანა. მისივე განმარტებით, გ--------–---–ი დაემუქრა, რომ თუ ხელს არ გაუშვებდა, დანას „გაუყრიდა“. აპელანტის აზრით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა იმ ფაქტს, კონკრეტულად რა ნივთი დაინახა დაზარალებულმა მსჯავრდებულის ხელში, არამედ იმას, რომ დაზარალებულმა თავდამსხმელის ხელში დაინახა იარაღის მსგავსი საგანი და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში, რაც სახეზეა მოცემულ შემთხვევაში. დაზარალებულმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი იყო შეშინებული, ვინაიდან ბ----------------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა მას.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
პალატა უპურველესად ყურადRებას ამახვილებს თავად დაზარალებულ ქ------–----------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 10 დეკემბერს, დღის საათებში იმყოფებოდა ქ. თბილისი, თ---–-----–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში. მასთან მივიდა ბ----------------–---–ი, მეგობართან ერთად. გ--------–---–მა სთხოვა 60 ლარი, რომელიც როგორც განუმარტა, ლომბარდიდან ტელეფონის გამოსატანად სჭირდებოდა. მოწმემ თანხის მიცემაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ბ----------------–---–მა დაინახა თაროზე დადებული ქ------–----------–---–ის საფულე, აიღო და შეეცადა გაქცევას. ის ცდილობდა შეეჩერებინა და დაებრუნებინა თავისი კუთვნილი საფულე, თუმცა ბ----------------–---–მა სპორტული ზედატანის სახელოდან დაანახა ვერცხლისფერი, წვეტიანი დანის პირი და მიუთითა, რომ ხელი გაეშვა საფულისთვის, თორემ „გაუყრიდა“. მოწმეს შეეშინდა და საფულეს ხელი გაუშვა. ბრალდებული გაიქცა, თვითონაც უკან დაედევნა, მაგრამ ვერ დაეწია. დაახლოებით 10 წუთში ბრალდებული უკან დაბრუნდა და უთხრა, რომ არანაირი საფულე მისგან არ წაუღია.
დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას ხაზი უნდა გაესვას მის ცვალებად პოზიციას მსჯავრდებულის ხელში დანის დანახვასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქ------–----------–---–ი ერთ შემთხვევაში უჩვენებს: „ დანა ამოიღო, წვეტიანი იყო, ხელი გაუშვი, თორემ გაგიყრიო“ (იხ. სასამ. სხდომის ოქმი 16.03.18; 13:39:05), ამის შემდეგ, დაზარალებული იქვე მიუთითებს: „დანა ამოიღო, თუ რა იყო, არ ვიცი, ალბათ, დანა იყო“ (იხ. სასამ. სხდომის ოქმი 16.03.18; 13:39:16 ). ამავე ჩვენებაში დაზარალებული განმარტავს: „შემეშინდა, დანის წვერი დამანახა ზედატანის სახელოდან“ (იხ. სასამ. სხდომის ოქმი 16.03.18; 13:41:53 ). შემდეგ მოსამართლის შეკითხვაზე პასუხობს: „დანა დავინახე იღლიაში ჰქონდა, წვეტიანი იყო ვერცხლისფერი“ (იხ. სასამ. სხდომის ოქმი 16.03.18; 13:49:44).
პალატის აზრით, დაზარალებულის ჩვენება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშკარად არათანმიმდევრულია, ვინაიდან უტყუარად ვერ დგინდება მსჯავრდებულმა დანა ამოიღო თუ არა, ზედატანის სახელოდან დაანახა, თუ დაზარალებულმა ის იღლიის ქვეშ შენიშნა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ ქ------–------------–---–ის ჩვენებას მიიღებს ბ----------------–---–ის ყაჩაღობის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, როდესაც სახეზე არ არის სხვა ურთიერშეთანხმებული მტკიცებულება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებული აღიარებს დაზარალებულის საფულის აშკარად დაუფლების ფაქტს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს, ხოლო მოწმე ა-----------–--–---–ი, რომელიც შემთხვევის დღეს მსჯავრდებულს თან ახლდა, საერთოდ არ შესწრებია მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის საფულის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს, რასაც თავად ქ------–------------–---–იც არ უარყოფს.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ბ----------------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - დაცვის მხარის - მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებასთან ან პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მართალია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბ----------------–---–ი ნასამართლობის მქონეა არა მხოლოდ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, არამედ, ასევე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის N1/188-15 განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 111,1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ქმნის რეციდივის შემთხვევას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამასთან, ბ----------------–---–ს მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით გამორიცხავს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4. ბ----------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ბ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ ბ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 11 დეკემბრიდან.
6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
7. ნივთმტკიცებები:
- სუნის კვალის ნიმუში, ხელის კვლები დაქტილოფირებზე, ანაწმენდები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- ქ------–----------–---–ის პირადი დოკუმენტები - დაუბრუნდეს დაზარალებულ ქ------–----------–---–ს.
- ბ----------------–---–ის საფულე, მასში არსებული დოკუმენტებით - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს.
8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე