განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
330210015001022650
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001022650

2ბ/3883-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - თ------------------------

წარმომადგენელი - ნ--------------------, ჯ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა--------------------------

წარმომადგენელი - ბ-------------------

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. ა--------------------------ს სარჩელი მოპასუხეების ფ-------------------ს, მ-------------–---ს, გ-------------–----ს, დ---------------ს, თ----------–---–ის და თ--------------------–--ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

2. დაეკისრათ მოპასუხეებს ფ-------------–---–ს, მ-------------–--ეს, გ-------------–---ეს, დ---------------ს, თ----------–---–ს და თ-----------------------–--ეს მოსარჩელის ა--------------------------ს სასარგებლოდ 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურება.

3. დაეკისრათ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 740 ლარის ანაზღაურება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უძრავი ქონება მდებარე: თბილისში, ა-–----------------------, ფართობით 87,80 კვ.მ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0----------------------. საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ა-–-------------------–---–ის სახელზე. 2012 წლის 12 ნოემბერს ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამოწმდა რწმუნებულება. რწმუნებულების შინაარსში მიეთითა, რომ ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დაუკავშირდა ა-–-------------------–---–ი, რომელმაც განაცხადა რომ იმყოფებოდა უკრაინაში ქალაქ კიევში და სურდა გაეცა მინდობილობა ფ-------------–---–ზე, რომლის თანახმად ფ-------------–---–ს მიანიჭებდა უფლებამოსილებას მარწმუნებლის სახელით აეღო სესხი და იპოთეკით დაეტვირთა ა-–---------------------–---–ის უძრავი ქონება მდებარე: თბილისში, ა-–-------------------------, ფართობით 87,80 კვ.მ უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0----------------------. მითითებულია ასევე, რომ ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობა დაადგინა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ა-–-------------------–---–მა მიმართა მას . სანოტარო აქტში მითითებულია ასევე, რომ სანოტარო მოქმედების შესრულებას ესწრებოდნენ: დ--------------- როგორც განმცხადებლის ნდობით აღჭურვილი პირი (ხელმომწერი) და თ----------–---–ი როგორც მოწმე. სანოტარო აქტი ხელმოწერილი იქნა ორივე მათგანის მიერ.

2.2. 2012 წლის 26 ნოემბერს ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ერთის მხრივ ფ-------------–---–ს და ფ-------------–---–ს როგორც ა-–---------------------–---–ის წარმომადგენელს (2012 წლის 12 ნოემბრის მინდობილობის საფუძველზე) და მეორეს მხრივ ა--------------------–---–ს და გ---–--------ას შორის, რომლის თანახმად ფ-------------–---–ს როგორც მსესხებელს ა--------------------–---–მა ასესხა 11000 აშშ დოლარი, ხოლო გ---–--------ამ -41 000 აშშ დოლარი, სესხის ძირითად თანხაზე 4%-ის დარიცხვით , რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა-–-------------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკა რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მ-------------–---ს, ფ-------------------ს, გ-------------–----ს მიმართ. განაჩენით დგინდება შემდეგი:

ფ-------------–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მ--------------–--ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის.

გ--------------–---ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა თაღლითობაში დახმარება, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში დახმარება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით.

მ-------------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ-------------–--ემ 2012 წლის 12 ნოემბერს თბილისში, ც---------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში ფ-------------–---–ს გ--------------–---ის დახმარებით შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადებინა ყალბი პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რის საფუძველზეც 2012 წლის 26 ნოემბერს იპოთეკით დაატვირთინა ა-–-------------------–---–ის კუთვნილი ბინა, რითაც თავის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სესხად ააღებინა 52 000 აშშ დოლარი.

ფ-------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 12 ნოემბერს თბილისში ც----------------ში მდებარე სანოტარო ბიუროში გ-------------–---ე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდა ნოტარიუსს, რომელიც დაარწმუნა, რომ ვითომდა იყო ა-–--------------------------ში მდებარე ბინის მესაკუთრე ა-–-------------------–---–ი და სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებით მინდობილობა მიეცა ფ-------------------სთვის. ფ-------------–---–მა მ-------------–---ს დავალებით და გ--------------–---ის დახმარებით შემდგომში გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი პირდაპირი ელქტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა. 2012 წლის 12 ნოემებერს ფ-------------–---–მა მ-------------–---ს დავალებით და გ--------------–---ის დახმარებით შემდგომში გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი პირდაპირი ელექტრონულიკომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რის საფუძველზეც ასევე მ-------------–---ს დავალებით იპოთეკით დატვირთა ა-–------------------–---–ის ბინა, რითაც სესხად აიღო 52000 აშშ დოლარი, რაც მ-------------–--ემ მართლასწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

 

გ-------------–----ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გ-------------–---ე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდა ნოტარიუსს, რომელიც დაარწმუნა, რომ ვითომდა იყო ა-–--------------------------ში მდებარე ბინის მესაკუთრე ა-–-------------------–---–ი და სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლებით მინდობილობა მიეცა ფ-------------------სთვის. გ-------------–----ს დამხარებით ფ-------------–---–მა მართლაც დაამზადა ყალბი პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა. 2012 წლის 12 ნოემბერს გ-------------–---ე მ-------------–---ს დავალებით ფ-------------–---–ს დაეხმარა დაემზადებინა ყალბი პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რითაც ასევე მ-------------–---ს დავალებით ფ------------------- შეძლებდა დაეტვირთა იპოთეკით ა-–-------------------–---–ის კუთვნილი ბინა, საიდანაც მ-------------–--ე აიღებდა დიდი ოდენობის თანხას.

2.4. გ----------------–---–ი დაბადებულია 1968 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო ა-–-------------------–---–ი _ 1966 წლის 2 მაისს. მტკიცებულება: ინფორმაცია ცესკოს მონაცემთა ბაზიდან, სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს განაჩენი, პასპორტის ასლი;

2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-–--------------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების ფ---------------–---–ის, ა----------------------–---–ის და გ---–----------ას მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე-–-----–----–---–ის მიერ 2012 წლის 26 ნოემბერს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება, რაც შეეხება დანარჩენ მოპასუხეებს ნოტარიუს თ---------------------–--ეს და ე-–-------–----–---–ს, მოპასუხეებს დ---------------ს, თ----------–---–ს და გ-------------–---ეს სასამართლომ ისინი ვინაიდან სარჩელის საგანი იყო სადავო მინდობილობის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ამ მოთხოვნის მიმართ აღნიშნული მოპასუხეები სასამართლომ არ მიიჩნია სათანადო მოპასუხეებად და მიუთითა რომ ისინი არ წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ სარჩელზე.

2.6. 2017 წლის 31 იანვარს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული იქნა შემდეგი შინაარსის ცნობა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციასა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით გაცნობებთ შემდეგს: თქვენს (თ--------------------–--ის) მიერ 2012 წლის 12 ნოემბერს პირადპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (რეგისტრაციის ნომერი 1-------) შესრულებულ სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში და ნოტარიუსთა პალატაში არ მიმდინარეობდა დისციპლინური წარმოება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.7. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის პოზიციას, რომ დ---------------მ, რომელმაც ა-–-------------------–---–ის ნაცვლად მოაწერა ხელი სანოტარო აქტს და ასევე მოწმის სახით დამსწრე თ----------–---–მა იცოდნენ, რომ მინდობილობის გამცემი პირი რეალურად არ იყო ა-–-------------------–---–ი, რაც გამორიცხავდა ა-–-------------------–---–ის სახელით რწმუნებულების გაცემას. დასახელებულმა მოპასუხეებმა არ შემოიტანეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი, შესაბამისად არ განახორციელეს შედავება მოსარჩელის მიერ სარჩელში მათ წინააღმდეგ მითითებული ფაქტების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №7- ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 52- ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მინდობილობის /რწმუნებულების დამოწმებისას მინდობილობის/რწმუნებულების გამცემის პირის ნაცვალდ და მისი თხოვნით, ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია დადასტურებულად მიიჩნევა. მტკიცებულება: მოსარჩელის განმარტება, სარჩელი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მუხ

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებმა მ---------------–--ემ, გ---------------–---ემ, ფ-------------–---–მა, დ---------------მ და თ----------–---–მა პასუხი უნდა აგონ მიყენებული ზიანიათვის-დანაკლისისათვის რომელიც წარმოეშვა მოსარჩელეს 11 000 აშშ დოლარის ოდენობით. ზიანზე პასუხისმგებლობა მოპასუხეებთან ერთად ეკისრება ნოტარიუს თ------------------------საც.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოპასუხე თ------------------------ს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სათანადო დაკვირვების შემთხვევაში შეეძლო დაედგინა შეუსაბამობა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირის ვიზუალურ მონაცემებს და ა-–-------------------–---–ის პირადობის მოწმობაში არსებულ ვიზუალურ მონაცემებს შორის და შესაბამისად უარი უნდა განეცხადებინა სანოტარო აქტის დამოწმებაზე. ნოტარიუსს უნდა გამოეჩინა სათანადო ყურადღება და ვიდრე სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შეამოწმებდა პირადობის მონაცემებს, ეთხოვა თავად სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირისთვის პირადობის მოწმობის წარდგენა. ნოტარიუსი მინდობილობის გაცემის დროს დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემებს, მაგრამ სახეზე იყო აშკარა და თვალსაჩინო განსხვავება ვიზუალურ მონაცემებს შორის, რისი ამოცნობაც შესაძლებელი იყო სპეციალური ცოდნის არმქონე პირისთვისაც, კერძოდ განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ ა-–-------------------–---–ი თავზე სრულად იყო შემოსილი თმით, ხოლო წარმოდგენილი პირი იყო მნიშვნელოვნად მელოტი, არსებობდა სხვაობა სახის ვიზუალურ მხარესთან მიმართებაშიც.

2.12. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. მავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.

2.13. რწმუნებულების გაფორმების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №7- ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის თანახმად სანოტარო საქმიანობა ხორციელდება ნოტარიუსის დამოუკიდებლობისა და პროფესიული მიუკერძოებლობის, კანონიერების, ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის, ნოტარიუსის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზრაურების პრინციპების საფუძველზე.

 

ინსტრუქციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, უსწოროა სასამართლოს მსჯელობა, თითქოს თ------------------------მ სანოტარო მოქმედების შესრულებისას ისე დაადგინა ა-–-------------------–---–ის ვინაობა, რომ არ არსებობდა ვიზუალური მსგავსება ა-–-------------------–---–ს და გ-------------–---ეს შორის და ნოტარიუსს არ მოუთხოვია პირისთვის პირადობის მოწმობის ჩვენება, რაც აშკარას გახდიდა თაღლითობას. აპელანტის მითითებით, ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა დაადგინა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ა-–-------------------–---–მა მიმართა მას. ნოტარიუსის მიერ გამოთხოვილი მონაცემები შეიცავდა 2005 წლის მონაცემებს, ხოლო სადავო სანოტარო აქტი გაფორმდა 2012 წელს, ანუ შვიდი წლის შემდეგ და შესაბამისად, ა-–-------------------–---–ის სახე შესაძლოა ვიზუალურად შეცვლილიყო. რაც შეეხება პირადობის მოწმობას, აპელანტის განმარტებით, მისი მოთხოვნა ნოტარიუსს ინსტრუქციით არ ევალებოდა.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მ-------------–---ს, გ-------------–----ს, ფ-------------------ს მიმართ და არა თ--------------------–--ის მიმართ. შეცდომაში შეყვანა კი, რაც დადგენილია განაჩენით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში თ. ბ--------–---ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება დადგენილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის და შესაბამისად, თ-------------------–--ეს არ მიუძღვის ბრალი, როგორც ზიანის მიმყენებელს მოსარჩელის მიმართ. აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნულის გათვლისწინებით იგი არ წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს სხვა მოპასუხეებთან ერთად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.13. პუნქტები), შესაბამისად, ყურადღებას გაამახვილებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

4.2. წინამდებარე დავის ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად სააპელაციო პალატას უნდა გაერკვია, თუ როგორ განხორციელდა 2012 წლის 12 ნოემბრის პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------). 2012 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N7- ბრძანების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ვალდებულია: „გ) სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ“. ამავე ბრძანების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად სანოტარო მოქმედება სრულდება შესაბამისი მოქმედების შესრულებისათვის სავალდებულო ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ. სააპელაციო პალატა შედარების მიზნით გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც ასახავენ ა-–-------------------–---–ისა და გ-------------–----ს ვიზუალურ მონაცემებს - ცესკო-ში და სამოქალაქო რეესტრში დაცულ მონაცემებს, ასევე პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) ვიდეოჩანაწერს (ტ.1., ს.ფ. 176-178, 180-181), რათა დაედგინა, თუ რამდენად არის დასაბუთებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.1.4. პუნქტში ასახული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოტარიუს თ------------------------ს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სათანადო დაკვირვების შემთხვევაში შეეძლო დაედგინა შეუსაბამობა სანოტარო მოქმედებაში მონაწილე პირის, გ.ფ---–----ს, ვიზუალურ მონაცემებსა და ა-–-------------------–---–ის პირადობის მოწმობაში არსებულ ვიზუალურ მონაცემებს შორის. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.1.4. პუნქტში არსებულ შეფასებას, რომ სახეზე იყო აშკარა და თვალსაჩინო განსხვავება ა-–-------------------–---–ისა და გ-------------–----ს ვიზუალურ მონაცემებს შორის, რისი ამოცნობაც შესაძლებელი იყო სპეციალური ცოდნის არმქონე პირისთვისაც, კერძოდ, ა-–-------------------–---–ი თავზე სრულად იყო შემოსილი თმით, ხოლო გ-------------–---ე იყო მნიშვნელოვნად მელოტი, ასევე არსებობდა თვალში საცემი აშკარა სხვაობა სახის ვიზუალურ მხარესთან მიმართებაშიც. პალატას მიჩნია, რომ გ-------------–---ე თავზე თმის საფარველით რომც ყოფილიყო შემოსილი, მისი ა---------–---–-დ იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნებოდა სათანადო ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში სპეციალური ცოდნის არმქონე პირისთვისაც - გ. ფ---–----ს და ა---------–---–ის სახის ფორმა და ნაკვთები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებულია, რომ რაიმე სახის მსგავსებაზე მითითება არარელევანტურია. სააპელაციო პალატა დარწმუნდა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.1.4. პუნქტში არსებული შეფასების სისწორეში პიროვნების იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით, იმსჯელა საკითხზე, თუ რას შეეძლო გამოეწვია ნოტარიუსის მხრიდან გ.ფ---–----ს ა---------–---–-დ არასწორად იდენტიფიცირება, იმ პირობებში, როდესაც ნოტარიუსებისთვის ცნობილ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხშირად დანაშაულის ჩადენის მიზნებისთვის სწორედ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული გაყალბებული რწმუნებულებების გამოყენებით დამნაშავეთა მხრიდან ხდება მესამე პირთა უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საკუთარ სახელზე. ზემოაღნიშნული საკითხის დადგენის მიზნით, სააპელაციო პალატის მიერ შესწავლილი იქნა საქმეზე თანდართული 2012 წლის 12 ნოემბრის პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) ვიდეოჩანაწერი, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ნოტარიუსს აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციის დროს ა---------–---–-დ წარმოდგენილი გ.ფ---–----ს ვიზუალური იდენტიფიცირება არ განუხორციელებია - ვიდეოჩანაწერში ნოტარიუსი ძირითადად მის წინ მდებარე დოკუმენტში იყურება, რომელიც, როგორც ვიდეოჩანაწერში არსებული საუბრიდან ირკვევა, მინდობილობის ტექსტია და ა---------–---–-დ წარმოდგენილი გ.ფ---–----ს "ნების გამოვლენას" ადასტურებს ა---------–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოსმენის გზით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტმა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით დაადგინა სანოტარო მოქმედების მონაწილის პიროვნება და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ა---------–---–მა მიმართა მას. ის გარემოება, რომ ნოტარიუსის მიერ სამოქალაქო რეესტრიდან გამოთხოვილი ა---------–---–ის პირადობის მონაცემები შეიცავდა 2005 წლის მონაცემებს, ხოლო სადავო სანოტარო აქტი გაფორმდა 2012 წლის 12 ნოემბერს ანუ 7 წლის შემდეგ და ა---------–---–ის სახე შეიძლება შეცვლილიყო, ვერ მოახდენს ზეგავლენას სააპელაციო პალატის შეფასებაზე, ვინაიდან ნოტარიუსს, როგორც ირკვევა სანოტარო აქტის ვიდეოჩანაწერიდან, სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის ვიზუალური იდენტიფიცირება არ განუხორციელებია (ტ.1., ს.ფ. 180-181, 233). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურებისას (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) აპელანტის მიერ დარღვეული იქნა სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის აუცილებელი სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის ვინაობის დადგენის ფუნდამენტური მოთხოვნა, რამაც შესაძლებელი გახადა დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზება 2012 წლის 12 ნოემბერს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით და რამაც ა.რ----------–---–ს მატერიალური ზიანი მიაყენა 11 000 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.1., ს.ფ. 20-37). „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. ამევე კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998 - ე მუხლის მიხედვით „1. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც ა.რ----------–---–ისთვის 11 000 აშშ დოლარის ოდენობით მიყენებულ ზიანზე მ-------------–--ესთან, გ-------------–---ესთან, ფ-------------–---–თან, დ---------------სთან და თ----------–---–თან ერთად პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ნოტარიუს თ------------------------საც.

 

სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ--------------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ამირან ძაბუნიძე