განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
130100118002446203
ინსტანცია
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002446203

საქმე №1/ბ-924-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ბ----------------–---–ის,მსჯავრდებულ: რ----------------ის,ადვოკატ: მ--------------–---–ის

 

მონაწილეობით,ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------- რეგისტრირებულის ხ-–----–------–---–---–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ხ-–----–----–-----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით რ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2018 წლის 13 აპრილიდან 23 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

რ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117 , 118 ? ან 120 ? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 15.00 საათზე, ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერთან რ----------------მა ჩაიდინა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, მ-----------–-–---–ის მიმართ ძალადობა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რის შემდეგაც რ----------------მა ხ-–----–----–-----------------------ში მდებარე ნაქირავებ ბინაში მისვლისას კვლავ განაგრძო ძალადობა მეუღლის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით - მეუღლეს, მ-----------–-–---–ს მუშტი დაარტყა სახისა და ტანის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. რ----------------ი, მას შემდეგ, რაც მ-----------–-–---–ი, მისგან თავის დაღწევის მიზნით, გამოიქცა ქუჩაში, გამოჰყვა უკან და მან კვლავ განაგრძო დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ რ----------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული აშკარად კანონთან კონფლიქტში მყოფი პირია, 2018 წლის 12 ივნისის განაჩენის გამოტანის დროისათვის რ----------------ი გასამართლებული იყო, ფაქტია რომ განაჩენის შემდეგ მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. მსჯავრდებული 18 წლამდე ასაკის პერიოდში სხვადასხვა სახის დანაშაულებზე იყო ნასამართლევი და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა არ არის აღსრულებული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა რ----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. რ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტის №002536218 დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, შეურიგდა დაზარალებულს, მას შემდეგ, რაც შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდა პატიმრობიდან, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, იგი მატერიალურად ეხმარება ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება,გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც, გარდა იმისა, რომ მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ რ----------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ რ----------------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს რ----------------ი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ბ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

რ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 13 აპრილიდან 23 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

დანიშნული სასჯელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი