განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
010141318700063735
ინსტანცია
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063735

საქმე №1/აგ-454-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ზ------ ი-–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– დ---–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენით:

 

ზ------ ი-–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.

 

ზ------ ი-–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე არსებული რედაქციით) და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

 

ზ------ ი-–------ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დროიდან.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებული პირის მიმართ ამნისტიის შეფარდების შესახებ გავრცელდა მსჯავრდებულ ზ------ ი-–------ეზე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

 

2018 წლის 17 ივლისს მსჯავრდებულ ზ------ ი-–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატის ა-----– დ---–-–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ზ------ ი-–------ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილი ქმედებებისათვის სასჯელის განსაზღვრა სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმიმაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ-კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამარლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. ზ)1 წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. თ) თუ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ------ ი-–------ის მიმართ თბილსიის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არსებითად იხილავს სააპელაციო საჩივარს (საქმის N 1ბ/1176-18) პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან საქმის წარმოება არ არის დასრულებული, მოცემულ ეტაპზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან შუამდგომლობაში დასმული საკითხები შეიძლება განხილულ და გადაწყვეტილი იქნას სააპელაციო პალატის მიერ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 313-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ------ ი-–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----– დ---–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე