განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066701
ინსტანცია
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066701

საქმე №1ა.გ/-542-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო----- ფ-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;

 

ო----- ფ-----ე ცნობილი იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

ო----- ფ-----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის და მე-41 ნაწილის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები ჩამოერთვა 5 (ხუთი) წლის ვადით; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

2018 წლის 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ო----- ფ-----ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ო----- ფ-----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1282 (საქართველოს მოქალაქეები - ზ------ ჯ--------- და ვ------- მ------–-–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ო----- ფ-----ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენავისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიულ შინაარსს - „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს -„ნედლი მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენავას.

 

შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო----- ფ-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-313-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრედებულ ო----- ფ-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე