განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310013399772
საქმე №3ბ/1684-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ი------–- კ--------ე
წარმომადგენლები - დ----- მე-----–---–-, ლ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენლები - ა-–--ა ლ---------–---ი, გ-------ძი გ------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საგ------ოს მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გ-------------------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საგ------ოს მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - პ----- ს----–---–ი
წარმომადგენელი - შ--–--------------–---–ი
მესამე პირები - დ----- ქ-------ე
წარმომადგენელი - ა-–--------------–-–---–ი
მესამე პირი - შპს „მ------ა“
მესამე პირი - შპს „გ------ი“
დირექტორი - ნ-----–-------------–---–ი
მესამე პირი - შპს „მ---------ი“
დირექტორი - დ----- ძ--------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა
1.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ი------–- კ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 05.06.2007 წლამდე ქ. საგ------ოში, ს----–--ის ქ. N2982-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი N5----------- (მიწის ნაკვეთი ფართით 2990 კვმ), 10/11 ნაწილი აღრიცხული იყო ჯ---ლ გ-------–---–ის საკუთრებად, ხოლო 1/11 ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „მ---------ის“ სახელზე. ჯ---ლ გ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, N2------ სამკვიდრო მოწმობის (დამოწმების თარიღი - 05.06.2007 წელი) საფუძველზე, ხსენებული ქონების 10/11 წილი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი------–- კ--------ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 05.06.2007 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ. 23-24; 37)
3.2. უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა 55, სექტორი საგ------ო, კოდი 12, კვარტალი N00, ნაკვეთის N---, შენობა-ნაგებობა წისქვილი, განლაგებული 400 კვ.მ. აღრიცხული იყო რ----- დ------–-–ვილზე და შემდგომში - პ----- ს----–---–ზე. აღნიშნული სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობის ნაწილში მხარემ მოხსნა მოთხოვნა. ამასთან, საგ------ოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 4 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ მოქალაქე რ----- დ------–-–ვილს 2002 წლიდან საკუთრებაში აქვს 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კ----------------–ილის N--ში, რომელზედაც განთავსებულია ფარდულის ტიპის შენობა (საგადასახადო სიის N--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი (ტომი 2, ს.ფ. 27)
- საგ------ოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 4 ნოემბრის წერილი (ტომი 2, ს.ფ.29)
3.3. საგ------ოს რაიონის გამგეობის 19.05.2006 წლის N51 დადგენილებით დამტკიცდა მშენებლობით დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები რაიონული კომისიის 1--------- წლის სხდომის ოქმი N8 და მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. საგ------ოში, ჭ-------ის ქ. N-2-ში მცხოვრები პ----- ს----–---–ის მიერ რეკონსტრუირებული კ----------------–ილი N--ში მდებარე წისქვილის შენობა. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაიცა ცნობა, რომლის თანახმად, ქ. საგ------ოში, კ----------------–ილის N--ში პ----- ს----–---–ი ფლობს 1529 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართს, სადაც განთავსებულია დამხმარე სათავსოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგ------ოს რაიონის გამგეობის 19.05.2006 წლის N51 დადგენილება (ტომი 2, ს.ფ. 79)
- კომისიის 1--------- წლის სხდომის ოქმი N8 (ტომი 2, ს.ფ.79)
- საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 30.04.2008 წლის ცნობა (ტომი 2, ს.ფ.76)
3.4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის N3- ოქმით მიღებულ იქნა 2008 წლის 4 ივნისის N--- გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა პ----- ს----–---–ის მოთხოვნა. საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 05.06.2008 წელს გაცემული საკუთრების N--- მოწმობის საფუძველზე, პ----- ს----–---–ს საკუთრებაში გადეცა მის სარგებლობაში არსებული საგ------ოში, კ----------------–ილი N--ში მდებარე 1529 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (საწყობი - წისქვილი, განაშენებული 200 კვ.მ., ოფისი - 51 კვ.მ., სადარაჯო - 28 კვ.მ., დამხმარე ნაგებობა - 86 კვ.მ.). აღნიშნული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N5-----------, რეგისტრირებულ იქნა პ----- ს----–---–ის საკუთრებად, უფლების რეგისტრაციის თარიღი 25.07.2008 წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2008 წლის 4 ივნისის N--- გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ 72-75);
- საკუთრების უფლების მოწმობა (ტომი 2, ს.ფ.68)
- კომისიის სხდომის ოქმი N23, 04.06.2008 წ. (ტომი 2, ს.ფ. 72-73);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.19-20);
3.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 24.06.2009 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით საგ------ოში, კ----------------–ილზე N--ში მდებარე უძრავ ნივთზე, დაყოფის საფუძველზე, რეგისტრირებულ იქნა პ----- ს----–---–ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 24.06.2009 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ.24);
3.6. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- წერილის საფუძველზე, საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 10.09.2010 წლის N--------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე 1053 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N5-----------, რეგისტრირებულ იქნა საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 10.09.2010 წელი. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- ადმინისტრაციული აქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- წერილი (ტომი 2, ს.ფ.151)
- საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 10.09.2010 წლის N--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 26)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.152)
3.7. საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2--------- წლის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N- ოქმის საფუძველზე გაცემულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N--, რომლითაც პ----- ს----–---–ს საკუთრებაში გადაეცა საგ------ოს ტერიტორიაზე მდებარე 1053 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N5-----------. აღნიშნული მოწმობის საფუძველზე, საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 27.07.2012 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 1053 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა პ----- ს----–---–ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 27.07.2012წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--------- წლის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N- ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 3--33)
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N-- (ტომი 2, ს.ფ.31)
- საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 27.07.2012 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 27)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს.ფ.17-18)
3.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.08.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი შპს „პრივატტექსერვისის“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის მონაცემები ძირითადად ედრება 2008 წლის 27 მაისის N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებს. შეინიშნება მცირედი სხვაობა ნაკვეთის გვერდების ზომებში. აზომვითი ნახაზის მონაცემებისა და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ხდება გადაფარვა, კერძოდ, N5----------- ნაკვეთთან - 439.6 კვ.მ. ფართით და N5----------- ნაკვეთთან - 429.9 კვ.მ. ფართით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.08.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 40-45)
3.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 03.10.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. საგ------ოში, რ---------–ის N------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 03.10.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 16)
3.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 10.10.2013 წლის N1----- და 1----- წერილებით ი------–- კ--------ეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ნივთი ზედდებაში იმყოფება პ----- ს----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებთან, საკადასტრო კოდებით N5----------- და N5-----------, უძრავი ნივთი ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას ფარავს 440 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 10.10.2013 წლის N1----- და 1----- წერილები (ტომი 1, ს.ფ. 25; 28)
3.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. საგ------ოში, რ---------–ის N------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.11.2013 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ტომი 3, ს.ფ. 13)
3.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2013 წლის N------ გადაწყვეტილებით ი------–- კ--------ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ეხებოდა საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 03.10.2013 წლის N8-------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2013 წლის N------ გადაწყვეტილება (ტომი 3, ს.ფ. 14-15)
3.13. 2014 წლის 14 თებერვალს პ----- ს----–---–სა და ხ---- მ-----–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 20.02.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 1053 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ხ---- მ-----–---–ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 20.02.2014 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.02.2014 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 88-89)
- საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 20.02.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილება (ტომი 3, ს.ფ. 87)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 3, ს.ფ. 90-91)
3.14. 2014 წლის 24 აგვისტოს პ----- ს----–---–სა და დ----- ქ-------ეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.09.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 1820.00 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა დ----- ქ-------ის სახელზე. საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 29.09.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ფართობი 1820.00 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრება დარეგისტრირდა შპს „მ------ას“ სახელზე, რასაც საფუძვლად დაედო პარტნიორთა კრების ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.08.2014 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
- საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.09.2014 წლის N8-------------- და 9.09.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებები.
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი N5-----------.
3.15. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი------–- კ--------ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის, საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პ----- ს----–---–ის წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვდა 1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 27 ივლისს მიღებული N8-------------- გადაწყვეტილება; 1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 20 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N-; 1.3 ბათილად იქნეს ცნობილი საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N--; 1.4 ბათილად იქნეს ცნობილი საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ნოემბრის N87 განკარგულება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
3.16. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 6 ნოემბრის N1--- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 6 ნოემბრის N1--- გადაწყვეტილება (ტომი 2, ს.ფ. 66);
სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვა-–--ებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვა-–--ებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.18. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 05.06.2007 წლამდე ქ. საგ------ოში, ს----–--ის ქ. N2982-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი N5-----------, 10/11 ნაწილი აღრიცხული იყო ჯ---ლ გ-------–---–ის საკუთრებად, ხოლო 1/11 ნაწილი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „მ---------ის“ სახელზე. ჯ---ლ გ-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის N2------ საფუძველზე, ხსენებული ქონების 10/11 წილი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი------–- კ--------ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 05.06.2007 წ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.08.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი შპს „პრივატტექსერვისის“ მიერ მომზადებული აზომვითი ნახაზის მონაცემები ძირითადად ედრება 2008 წლის 27 მაისის N------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებს. შეინიშნება მცირედი სხვაობა ნაკვეთის გვერდების ზომებში. აზომვითი ნახაზის მონაცემებისა და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ურთიერთშედარებისას დადგინდა, რომ ხდება გადაფარვა, კერძოდ, N5----------- ნაკვეთთან - 439.6 კვ.მ. ფართით და N5----------- ნაკვეთთან - 429.9 კვ.მ. ფართით. ამასთან, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გადაფარვა ხდება არა მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, არამედ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ საგ------ოში, კ----------------–ილი N--ში, საკადასტრო კოდი N5-----------.
ამასთან დადგენილია, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 20 მაისის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N--ის, საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N---ისა და საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 ნოემბრის N87 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც შესულია კანონიერ ძალაში.
ამასთან, დადგენილია, რომ საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 06.09.2010 წლის N--- ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მოითხოვა ქონების რეგისტრაცია, ხოლო საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 10.09.2010 წლის N--------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე 1053 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N5-----------, რეგისტრირებულ იქნა საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 10.09.2010 წელი. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- ადმინისტრაციული აქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, იმ ფაქტობრივი გარემოების გამო, რომ მოსარჩელეს არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- ადმინისტრაციული აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ქონებაზე (საკადასტრო კოდი N5-----------) გადაწყვეტილებას, უსაფუძვლოა მხარის მოთხოვნა აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ასევე თანმდევი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 20.02.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც 2014 წლის 14 თებერვალს პ----- ს----–---–სა და ხ---- მ-----–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 1053 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრების უფლებით აღირიცხა ხ---- მ-----–---–ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 20.02.2014 წელი.
დადგენილია, რომ საგ------ოს რაიონის გამგეობის 19.05.2006 წლის N51 დადგენილებით დამტკიცდა მშენებლობით დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები რაიონული კომისიის 1--------- წლის სხდომის ოქმი N8 და მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. საგ------ოში, ჭ-------ის ქ. N-2-ში მცხოვრები პ----- ს----–---–ის მიერ რეკონსტრუირებული კ----------------–ილი N--ში მდებარე წისქვილის შენობა, შესაბამისად, აღნიშნული დროს უკვე პ----- ს----–---–ი ფლობდა უძრავ ქონებას, ხოლო, თავის მხრივ, საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ქ. საგ------ოში, კ----------------–ილის N--ში პ----- ს----–---–ი ფლობს 1529 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართს, სადაც განთავსებულია დამხმარე სათავსოები, სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მასში მოყვანილია ფაქტის დადასტურება ფლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეს თან ერთვის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, შესრულებული შპს „ს---------ის“ მიერ, რომელზედაც მოცემულია ფაქტობრივად აშენებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემულ ცნობას არ გამოუწვევია საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში პ----- ს----–---–ის სახელზე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ მოსარჩელე თავის დროზე არ ფლობდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც უკვე აშენებული იყო შენობა-ნაგებობები.
შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 5----------- თავის დროზე (უფლების რეგისტრაციის თარიღი 25.07.2008 ს.ფ 19) პ----- ს----–---–ზე დარეგისტრირდა, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტებსაც წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი 06.12.2006 წელი, საკუთრების უფლების მოწმობა N---, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, დამოწმებული 24.05.2011 წელს საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, დადგენილება N--- დამოწმებული საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და დადგენილება N51, დამოწმებული 19.05.2006 წელს საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ საკუთრების უფლების N--- მოწმობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა პ----- ს----–---–ის მიერ სადავო ქონების ფლობის საფუძვლები, მათ შორის, მასზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და დადგენილება N51-ის საფუძველზე რეგისტრირებული იყო სადავო ფართზე შენობა - წისქვილი (ტომი 2, ს.ფ 27). შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ N--- გადაწყვეტილება მიიღო კანონით დადგენილი წესით და შესაბამისად გასცა საკუთრების უფლების მოწმობა პ----- ს----–---–ზე. თავის მხრივ, პ----- ს----–---–ის მიერ მოხდა (საკადასტრო კოდით 5-----------) უძრავი ქონების გასხვისება დ----- ქ-------ეზე, ხოლო დ----- ქ-------ის მიერ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შპს „მ------ას“ საწესდებო კაპიტალში შეტანა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.09.2014 წლის N8-------------3 და 29.09.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან აღნიშნული ქონების გასხვისებას საფუძვლად დაედო სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებები, რომლებიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ქ. საგ------ოში, კ----------------–ილის N--ში პ----- ს----–---–ი ფლობს 1529 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართს, სადაც განთავსებულია დამხმარე სათავსოები, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მასში მოყვანილია ფაქტის დადასტურება ფლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეს თან ერთვის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, შესრულებული შპს „ს---------ის“ მიერ, რომელზედაც მოცემულია ფაქტობრივად აშენებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა, რომელიც ზუსტად აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობას არ გამოუწვევია საკუთრების უფლების რეგისტრაცია პ----- ს----–---–ის სახელზე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
4.2. სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვა-–--ებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავა-–--ებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვა-–--ებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
4.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
4.4. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვა-–--ებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
4.5. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
4.6. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი) განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.
ამავე კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-10 პუნქტით, თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
დადგენილია, რომ საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 10.09.2010 წლის N--------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე 1053 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N5-----------, რეგისტრირებულ იქნა საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 10.09.2010 წელი, რომელსაც საფუძვლად დაედო საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- ადმინისტრაციული აქტი. ამასთან საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 06.09.2010 წლის N--- ადმინისტრაციული აქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი------–- კ--------ის სარჩელი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, როდესაც განხორციელდა 1053 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში, მასზე არ ვრცელდებოდა სხვისი საკუთრება, შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით მოხდა რეგისტრაცია. საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 2011 წლის 20 მაისს მოწყობილ აუქციონზე გატანილ იქნა ქ. საგ------ოს ტერიტორიაზე მდებარე 1053 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აუქციონში მონაწილე პ----- ს----–---–ი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N--ით ცნობილ იქნა გამარჯვებულად, რის საფუძველზეც მასზე გაიცა საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N-- და საჯარო რეესტრმა კანონით დადგენილი წესით აღრიცხა საკუთრება უძრავ ქონებაზე პ----- ს----–---–ის სახელზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა მხარის მოთხოვნა აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ასევე თანმდევი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება საკადასტრო კოდზე 5----------- განხორციელებულ შემდგომი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, 2014 წლის 14 თებერვალს პ----- ს----–---–სა და ხ---- მ-----–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 1053 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრების უფლებით კანონით დადგენილი წესით აღირიცხა ხ---- მ-----–---–ის სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 20.02.2014 წელი.
4.7. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის ბრძანებულება N525 „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული წესის მეორე მუხლის თანახმად, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიწის ნაკვეთი - სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე; ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი; დ) მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა; ე) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ვ) ცნობა-დახასიათება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე.
მე-5 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით.
უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით, მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა 55, სექტორი საგ------ო, კოდი 12, კვარტალი N0, ნაკვეთის N---, შენობა-ნაგებობა წისქვილი, განლაგებული 400 კვ.მ. აღრიცხულ იყო თავის დროზე რ----- დ------–-–ვილზე და შემდგომში პ----- ს----–---–ზე. ამასთან, საგ------ოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 4 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ მოქალაქე რ----- დ------–-–ვილს 2002 წლიდან საკუთრებაში აქვს 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კ----------------–ილის N--ში, რომელზედაც განთავსებულია ფარდულის ტიპის შენობა (საგადასახადო სიის N--). დადგენილია, რომ საგ------ოს რაიონის გამგეობის 19.05.2006 წლის N51 დადგენილებით დამტკიცდა მშენებლობით დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები რაიონული კომისიის 1--------- წლის სხდომის ოქმი N8 და მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. საგ------ოში, ჭ-------ის ქ. N-2-ში მცხოვრები პ----- ს----–---–ის მიერ რეკონსტრუირებული კ----------------–ილი N--ში მდებარე წისქვილის შენობა, შესაბამისად, აღნიშნული დროს უკვე პ----- ს----–---–ი ფლობდა უძრავ ქონებას. თავის მხრივ, საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მასში მოყვანილია ფაქტის დადასტურება ფლობასთან დაკავშირებით. საქმეს კი თან ერთვის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, შესრულებული შპს „ს---------ის“ მიერ, რომელზედაც მოცემულია ფაქტობრივად აშენებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა.
შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 5-----------, თავის დროზე (უფლების რეგისტრაციის თარიღი 25.07.2008 ს.ფ 19) პ----- ს----–---–ზე დარეგისტრირდა, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტებსაც წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N------, დამოწმების თარიღი 06.12.2006 წელი, საკუთრების უფლების მოწმობა N---, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, დამოწმებული 24.05.2011 წელს საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, დადგენილება N---, დამოწმებული საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ და დადგენილება N51, დამოწმებული 19.05.2006 წელს საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ საკუთრების უფლების N--- მოწმობა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა პ----- ს----–---–ის მიერ სადავო ქონების ფლობის საფუძვლები, მათ შორის, მასზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და დადგენილება N51-ის საფუძველზე რეგისტრირებული იყო შენობა - წისქვილი (ტომი 2, ს.ფ 27). შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ N--- გადაწყვეტილება მიიღო კანონით დადგენილი წესით და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა. პ----- ს----–---–მა კი უძრავი ქონება (ს.კ. 5-----------) გაასხვისა დ----- ქ-------ეზე, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება შპს „მ------ას“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა. ამდენად, აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 04.09.2014 წლის N8-------------3 და 29.09.2014 წლის N8-------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან ქონების გასხვისებას საფუძვლად დაედო სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებები, რომლებიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
4.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვა-–--ებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
4.9. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
4.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონის დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
4.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვა-–--ებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ი------–- კ--------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მითითებაზე, რომ ერთხელ უკვე არ დაკმაყოფილდა ი------–- კ--------ის სარჩელი საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2011 წლის 20 მაისის N- ოქმისა და N-- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. აპელანტი განმარტავს, რომ პირველ შემთხვევაში დავის საგანი იყო ტექბიუროს მონაცემებით დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაციის ბათილად ცნობა, განსახილველი სარჩელი კი ეხება მოსარჩელის სახელზე დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვასა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. ამრიგად, დავის საგანი განსხვავებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ ვინაიდან 2010 წლის 6 სექტემბრის N--- ადმინისტრაციული აქტი სადავოდ არ გამხდარა, მოთხოვნა N8--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა. აპელანტი აღნიშნავს, რომ დავის საგანია მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვა და არა ზოგადად N--- აქტით გამგეობისათვის გაურკვეველ ადგილას არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაცემა. ასევე, პ----- ს----–---–ის მიერ უძრავი ქონების ხ---- მ-----–---–ზე გასხვისებით არ გაუქმებულა ი------–- კ--------ის სახელზე არსებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილება და არ მომხდარა მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუსაჩივრებლობის გამო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აპელანტი N5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით განმარტავს, რომ სახეზეა დაზუსტებული რეგისტრაცია, რომელ ადგილასაც სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო. დავის საგანს არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაუზუსტებელ ადგილას მესამე პირისათვის ქონების გადაცემა ან ის აქტები, რომელთა საფუძველზეც დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში მიღება მოხდა. მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება მოხდა N--- საკუთრების მოწმობის შედეგად, რომელიც სადავოდ არის გამხდარი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა დაზუსტებული რეგისტრაციისას არსებულ გადაფარვაზე და არ შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების უკანონობა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილებით, ხ---- მ-----–---–ის მიერ იურიდიული პირის საწესებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის საფუძველზე, ქ. საგ------ოში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით 5-----------) - 1053 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 583,1 კვ.მ. შენობა-ნაგებობა N1, დარეგისტრირდა შპს „გ------ის“ საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ უთითებს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი------–- კ--------ის პრეტენზია მის საკუთრებაში არსებული ქონების გადაფარვაზე მიმართულია ორი მიწის ნაკვეთის მიმართ, საკადასტრო კოდებით N5----------- და N5-----------.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის ბრძანებულებაზე N525 „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული წესის მეორე მუხლის თანახმად, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიწის ნაკვეთი - სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე; ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი; დ) მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა; ე) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; ვ) ცნობა-დახასიათება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე. მე-5 მუხლის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით, მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ზონა 55, სექტორი საგ------ო, კოდი 12, კვარტალი N0, ნაკვეთის N---, შენობა-ნაგებობა წისქვილი, განლაგებული 400 კვ.მ. აღრიცხულ იყო რ----- დ------–-–ვილზე და შემდგომში - პ----- ს----–---–ზე. ამასთან, საგ------ოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 4 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ მოქალაქე რ----- დ------–-–ვილს 2002 წლიდან საკუთრებაში აქვს 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი კ----------------–ილის N--ში, რომელზედაც განთავსებულია ფარდულის ტიპის შენობა (საგადასახადო სიის N--). დადგენილია, რომ საგ------ოს რაიონის გამგეობის 2006 წლის 19 მაისის N51 დადგენილებით დამტკიცდა მშენებლობით დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები რაიონული კომისიის 2006 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი N8 და მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. საგ------ოში, ჭ-------ის ქ. N-2-ში მცხოვრები პ----- ს----–---–ის მიერ რეკონსტრუირებული კ----------------–ილი N--ში მდებარე წისქვილის შენობა, შესაბამისად, აღნიშნული დროს უკვე პ----- ს----–---–ი ფლობდა უძრავ ქონებას. თავის მხრივ, საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2008 წლის 30 აპრილს გაცემულია ცნობა, რომლის თანახმადაც, ქ. საგ------ოში, კ----------------–ილის N--ში პ----- ს----–---–ი ფლობს 1529 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართს, სადაც განთავსებულია დამხმარე სათავსოები. საქმეს თან ერთვის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, შესრულებული შპს „ს---------ის“ მიერ, რომელზედაც მოცემულია ფაქტობრივად აშენებული სამი შენობა-ნაგებობის მდებარეობა. ამრიგად, 2008 წლის 30 აპრილის ცნობით მოხდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოების არსებობის ხაზგასმა. დადასტურებულია, რომ მოსარჩელე თავის დროზე არ ფლობდა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც უკვე აშენებული იყო შენობა-ნაგებობები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 5-----------, 2008 წლის 25 ივლისს პ----- ს----–---–ზე დარეგისტრირდა, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტებსაც წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N------ (დამოწმების თარიღი 06.12.2006 წელი), საკუთრების უფლების მოწმობა N---, ექსპლუატაციაში მიღების აქტი (დამოწმებული 24.05.2011 წელს საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ), დადგენილება N--- (დამოწმებული საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ) და დადგენილება N51 (დამოწმებული 19.05.2006 წელს საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ). აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან მოსარჩელემ სადავოდ გახადა მხოლოდ საკუთრების უფლების N--- მოწმობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა პ----- ს----–---–ის მიერ სადავო ქონების ფლობის საფუძვლები, მათ შორის, მასზე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და დადგენილება N51-ის საფუძველზე რეგისტრირებული იყო შენობა - წისქვილი. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ N--- გადაწყვეტილება მიიღო კანონით დადგენილი წესით და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა პ----- ს----–---–ზე. თავის მხრივ, პ----- ს----–---–ის მიერ მოხდა (საკადასტრო კოდით 5-----------) უძრავი ქონების გასხვისება დ----- ქ-------ეზე, ხოლო დ----- ქ-------ის მიერ მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შპს „მ------ას“ საწესდებო კაპიტალში შეტანა. ამდენად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე პ----- ს----–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რამეთუ რეგისტრაცია განხორციელებულია კანონიერი უფლებადამდგენი დოკუმენტის საფუძველზე. შესაბამისად, პ----- ს----–---–ის მიერ ქონების გასხვისების შედეგად განხორციელებული რეგისტრაციები ასევე კანონიერია. დამატებით აღსანიშნავია, რომ ქონების გასხვისებას საფუძვლად დაედო სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებები, რომლებიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
რაც შეეხება მეორე მიწის ნაკვეთს, სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. მითითებული კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-10 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
დადგენილია, რომ საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილებით, საგ------ოში მდებარე 1053 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N5-----------, რეგისტრირებულ იქნა საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 6 სექტემბრის N--- მიმართვა, რომელიც მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, როდესაც განხორციელდა 1053 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში, მასზე არ ვრცელდებოდა სხვისი საკუთრება, შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით მოხდა რეგისტრაცია. საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 2011 წლის 20 მაისს მოწყობილ აუქციონზე გატანილ იქნა ქ. საგ------ოს ტერიტორიაზე მდებარე 1053 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აუქციონში მონაწილე პ----- ს----–---–ი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N--ით ცნობილ იქნა გამარჯვებულად, რის საფუძველზეც მასზე გაიცა საგ------ოს მუნიციპალიტეტის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N-- და საჯარო რეესტრმა კანონით დადგენილი წესით აღრიცხა საკუთრება უძრავ ქონებაზე პ----- ს----–---–ის სახელზე. შესაბამისად, სწორია სიღნაღის რაიონული სასამართლოს შეფასება, რომ უსაფუძლოა მხარის მოთხოვნა აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ასევე თანმდევი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება უძრავ ქონებაზე (ს.კ. 5-----------) განხორციელებულ შემდგომი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, 2014 წლის 14 თებერვალს პ----- ს----–---–სა და ხ---- მ-----–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საგ------ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი 1053 კვმ., საკადასტრო კოდი N5-----------, საკუთრების უფლებით კანონით დადგენილი წესით აღირიცხა ხ---- მ-----–---–ის სახელზე.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.08.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადებულია წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
პალატა დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. მითითებული კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგ------ოს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 3 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე კანონშესაბამისია, ვინაიდან ი------–- კ--------ეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული უძრავი ნივთი ზედდებაში იმყოფებოდა პ----- ს----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებთან, საკადასტრო კოდებით N5----------- და N5-----------. ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი განმცხადებელმა ვერ აღმოფხვრა, ასევე კანონიერია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამ აქტების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის დაუკმაყოფილებლობა.
რაც შეეხება საგ------ოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 6 ნოემბრის N1--- გადაწყვეტილებას, რომლითაც ი------–- კ--------ეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან გასაჩივრებული იყო ის აქტები, რომლებზეც უკვე ნამსჯელი ჰქონდა სასამართლოს, საჩივრის განხილვაზე უარი მხარეს კანონშესაბამისად ეთქვა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონულმა სამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის ი------–- კ--------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი------–- კ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №3-), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი