განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №130310117002025460
საქმე N3ბ/2116-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გ------- გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - მ------ კ------–--;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ინდივიდუალური მეწარმე ლ---- გ--------–ი, ფიზიკური პირი მ------ მ------–---–ი, შპს ,,თ-----“, შპს ,,თ-----“, შპს ,,ს-----------------–-----“;
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ინდივიდუალური მეწარმე ლ---- გ--------–ი, მ------ მ------–---–ი, შპს ,,თ-----“ საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------, შპს ,,ს-----------------–-----“, შპს ,,თ-----“ საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------, აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ლ---- გ--------–ს და მ------ მ------–---–ს ცოლ - ქმრული ურთიერთობა 2006 წლიდან აღარ აქვთ ერთმანეთთან და მათ საწარმოებთან სამართლებრივი ან საქმიანი კავშირი არ აქვთ, შპს ,,გ--------–ს“ (ახლა -,,თ-----“) გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, სარჩელში აღნიშნული ნივთები მ------ მ------–---–მა საწარმოსაგან იყიდა ბანკიდან აღებული სესხით, მის მიერ დაფუძნებული შპს ,,გ--------–ის“ დირექტორად ლ---- გ--------–ი დაინიშნა მისივე თხოვნით, დროებით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ინდივიდუალური მეწარმე ლ---- გ--------–ი, საიდენტიფიკაციო კოდი 5----------, შპს ,,თ-----“ საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------, შპს ,,ს-----------------–-----“, საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------, შპს ,,თ-----“, საიდენტიფიკაციო კოდი -4--------, აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მ------ მ------–---–ის ქონების დაყადაღების ნაწილში და ყადაღა მოეხსნა მ------ მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: -L---------------------, სახელმწიფო სანომრე ნიშნით L--------; -საკადასტრო კოდით 6------------------; -საკადასტრო კოდით 6-----------; საკადასტრო კოდით6-----------; -საკადასტრო კოდით 6-----------; -საკადასტრო კოდით 6-----------; -საკადასტრო კოდით 6-----------; -შპს ,,გ--------–ის" (ს/კ 4--------) კაპიტალის 100% წილს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. ლ---- გ--------–ი 2004 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. ასევე არის 2012 წელს რეგისტრირებული, 4-------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე შპს ,,თ-----ს“ 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორი. ასევე 2013 წელს რეგისტრირებული შპს ,,ს-----------------–-----ს“ 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი (ტ.1. ს.ფ. 34-42).
4.2. მ------ მ------–---–ი არის 2016 წლის 5 აგვისტოს რეგისტრირებული შპს ,,გ--------–ის“ 100% წილის მესაკუთრე, რომლის დირექტორი იყო ლ---- გ--------–ი განსახილველი საქმის აღძვრის შემდეგ შპს ,,გ--------–ს“ შეეცვალა სახელი და ამჟამად ის არის 4-------- საიდენტიფიკაციო ნომრის (იგივე, რაც შპს ,,გ--------–ს“ ჰქონდა) მქონე შპს ,,თ-----“, რომლის 100% წილი ისევ მ------ მ------–---–ს ეკუთვნის და ლ---- გ--------–ის ნაცვლად, დირექტორია მისი ძმა გ------- გ--------–ი, ამდენად, მოპასუხეთა შორის არის ორი შპს ,,თ-----“ - ერთი - საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------, რომლის 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორია ლ---- გ--------–ი და მეორე - საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------, რომლის 100% წილი მ------ მ------–---–ს ეკუთვნის და დირექტორია ლ---- გ--------–ის ძმა გ------- გ--------–ი.( ტ.1. ს.ფ. 58-59; ტ.2. ს.ფ. 33-35).
4.3. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, ყადაღა დაედო: ინდ.მეწარმე ლ---- გ--------–ის ქონებას - 2011 წლის 13 ივლისის ბრძანებით, შპს ,,თა- თას“ საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------, ქონებას - 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, შპს ,,ს-----------------–-----ს“ ქონებას - 2016 წლის 23 მაისის ბრძანებით, (ტ.1. ს.ფ.26 - 28);
4.4. 2015 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე განხორციელებული გარიგებებით, მოპასუხეებმა ერთმანეთს გადააწერეს ქონება: - შპს ,,ს------------------–------მ“ - შპს ,,გ--------–ს“ ( ტ.I. ს.ფ. 39; 53 - 65);
4.5. 2017 წლის 10 მარტს შპს ,,გ--------–ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა ავტომანქანა, რომელიც მანამდე შპს ,,ს-----------------–------ს“ ეკუთვნოდა. შპს ,,თ-----მ“ (ს.კ.4--------) 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ივლისამდე, ,,ს----------------–-----ს" ზედნადებებით, გადააწერა 91 745 ლარის საქონელი. (ტ.I. ს.ფ. 61);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლოს განმარტებით, შეუძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელების: ინდივიდუალური მეწარმე ლ---- გ--------–ის, შპს ,,ს-----------------–-----ს“, შპს ,,თ-----ს“ საიდენტიფიკაციო კოდი - 4--------, შპს ,,თ-----ს“ საიდენტიფიკაციო კოდი 4--------, ერთმანეთისაგან განსხვავება, ისინი გამოყენებული იქნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, - ისინი ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები არიან.
ადმინისტრაციული ორგანოს იმ პოზიციაზე, რომ მ------ მ------–---–მა შეიძინა ქონება, მათ შორის, 2014 წელს - შპს ,,თ-----საგან“ და 2016 წელს, შპს ,,ს-----------------–-----საგან“ - უძრავი ნივთები, მაშინ როდესაც არ უფიქსირდება შემოსავალი, აღნიშნული წარმოადგენს ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველს, სასამართლომ განმარტა, რომ მ------ მ------–---–ის, როგორც ფიზიკური პირის და სარჩელში მითითებული სხვა პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობას გამორიცხავს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამასთან, სარჩელში აღნიშნული არ არის რაში გამოიხატა მ------ მ------–---–ის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ დირექტორმა პასუხი აგოს საზოგადოების კრედიტორების წინაშე.
სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მ------ მ------–---–ს გააჩნია ან გააჩნდა იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოახდინა სხვა პირთან ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე, რომ მის მიერ განხორციელებული ოპერაციებით მოქმედებდა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (მ------ მ------–---–ის ნაწილშიც).
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მ------ მ------–---–ი წარმოადგენს სარჩელში აღნიშნული პირების ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან სახეზეა მოპასუხე პირთა ურთიერთდამოკიდებულება.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ------ მ------–---–სა და ლ---- გ--------–ს 2006 წლიდან ცოლქმრული ურთიერთობა აღარ აქვთ და მიუხედავად ამისა, 2016 წლის 05 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს „გ--------–ი“, რომლის დირექტორად ფიქსირდება თავად ლ---- გ--------–ი, ხოლო შპს „გ--------–ის“ დამფუძნებელია მ------ მ------–---–ი. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ისინი კვლავ იმყოფებიან მჭიდრო ნათესაურ კავშირში, მათი განქორწინება კი ემსახურება გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ს------------------–-----“ -ს მიმართ აღირებული დავალიანების წარმოშობამდე, ლ---- გ--------–მა 2016 წლის 15 სექტემბერს შპს „ს------------------–------ს“ კუთვნილი მანქანა გადააფორმა შპს „გ--------–ზე“, ამასთან, 2016 წლის 10 და 14 სექტემბერს ტრანსპორტირების გარეშე ზედნადებით შპს „გ--------–ს„ მიაწოდა 182162,8 ღირებულების სამშენებლო ტექნიკა, ასვე მიაწოდა საქონელი, აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ადგილი ჰქონდა ქონების გარიდების ფაქტს.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ლ---- გ--------–ის მეუღლეს მ------ მ------–---–ს შემოსავლების ფაქტი არ უფიქსირდება, ასევე შპს „გ--------–ის“ (სადაც 100 % წილის მფლობელია მ------ მ------–---–ი) 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენებია დასაბეგრი მოგება 0 ლარი. მ------ მ------–---–მა 2016 წლის 28 დეკემბერს შეიძინა ავტომანქანა. ამასთან, 2014 წლის 15 აპრილს შპს „თ----სგან„ (რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელია მისი მეუღლე ლ---- გ--------–) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება. 2016 წლის 13 სექტემბერს შეიძინა უძრავი ქონება შპს ლ-----“-სგან, რომლის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელია ლ---- გ--------–ი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრებულია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის (მ------ მ------–---–ის ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში) ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეთა მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად პალატა მსჯელობს მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს პირთა ცრუმაგიერად აღიარება, რასაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ასახელებს გარემოებებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხრივ, გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ, კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით. კონსტიტუციის 21-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 94-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა, როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.
პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება თანხვედრაში მოდის თუ არა გადამხდელის სურვილთან/მიზანთან თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. თუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის წინაპირობებს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი მოცემულობის შექმნა შესაძლებელია წინ უსწრებდეს დავალიანების წარმოშობას. გადამხდელი იმ მოლოდინით, რომ წარმოეშვება საგადასახადო ვალდებულება, მისგან თავის არიდების მიზნით ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, იქნება ეს აქტივების გარიდება, საწარმოს საქმიანობის დანაწევრება თუ სხვა. საგადასახადო ვალდებულების არსებობის პირობებში, გადასახადის გადამხდელი, ფაქტობრივად, მოკლებულია შესაძლებლობას გაარიდოს აქტივი, ვინაიდან კანონმდებლობა დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას გადამხდელის სრულ ქონებაზე და როგორც წესი, ამგვარი ღონისძიების გავრცელებას ადგილი აქვს ავტომატურ რეჟიმში. შემოსავლების სამსახურში არსებული გადასახადის გადამხდელთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა უზრუნველყოფს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას საგადასახადო დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ცრუმაგიერი მფლობელობის ნორმა ვრცელდება არამარტო იმ პირთა მიმართ, ვინც საგადასახადო ვალდებულებათა თავის არიდების მიზნით განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები დავალიანების წარმოშობის შემდგომ, არამედ ამ დავალიანების წარმოშობის მომენტამდეც. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელის მიზანი - მოქმედებს თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით, იქნება ეს უკვე წარმოშობილი თუ მოსალოდნელი ვალდებულების პირობებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი - დაადასტუროს, რომ ქონების გარიდების მომენტში გადამხდელმა იცოდა მოსალოდნელი დავალიანების შესახებ და სწორედ მისგან თავის არიდების მიზნით განახორციელა კონკრეტული ოპერაცია.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სარჩელში აღნიშნული შპს ,,თ-----“ (ს.ნ. 4--------) შპს ,,ს-----------------–-----“ ფაქტიურად, ერთია, მისი საკუთრებაა და თვითონ არის ხელმძღვანელი. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ,,ს-----------------–-----“ დაარსდა, რადგან მას, - ინდმეწარმეს ვალი წარმოეშვა ბიუჯეტის წინაშე და ვერ საქმიანობდა, იზრდებოდა ჯარიმებ, საურავები და საქმიანობისათვის საჭირო მასალა ,,ს----------------–------ს“ გადააწერა, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ მასალას (ქვიშა-ღორღი) ყადაღა დაადო და ტენდერებში კვლავ ვერ იღებდნენ მონაწილეობას, ამიტომ დაარეგისტრირა მ------ მ------–---–მა შპს ,,გ--------–ი“, (იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის 4-------- მქონე შპს ,,თ-----“).
დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ლ---- გ--------–ი მ------ მ------–---–ის მიერ დაარსებული შპს ,,გ--------–ის“ (ახლანდელი საიდენტიფიკაციო ნომერი - 4-------- -ს მქონე ,,თ-----“) დირექტორად დაინიშნა მისივე დაჟინებული თხოვნით. შპს ,,გ--------–ის“, რომელსაც სახელი შეეცვალა და გახდა ,,თ-----“, დირექტორობიდან წავიდა და თავისი ძმა გ------- გ--------–ი დაინიშნა დირექტორად. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ყველა საწარმო შეიქმნა იმ მიზნით, რომ არ განხორციელებულიყო გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ინდმეწარმე ლ---- გ--------–ი, შპს ,,თ-----“, ,,ს-----------------–-----“ ერთი და იგივე მისამართზე არიან რეგისტრირებული და ერთი და იგივე საქმიანობას ეწევიან. ასევე მხარეთა მიერ დადასტურებული იქნა, რომ ლ---- გ--------–ის მიერ გაყიდული საკუთარი სახლი აუქციონზე შეიძინა მის მიერ დაარსებულმა შპს ,,თ-----მ“.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს მ------ მ------–---–ის ნაწილში და განმარტავს, რომ პირის მიერ მხოლოდ ნივთის შეძენის განყენებული ფაქტი, თუნდაც მას შემოსავალი არ უფიქსირდებოდეს, არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადგენად, რომ მ------ მ------–---–ი და მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები არიან.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიაჩნია, რომ მ------ მ------–---–ის, როგორც ფიზიკური პირის და სარჩელში მითითებული სხვა პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობას გამორიცხავს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შპს-ს დირექტორის პასუხისმგებლობისაგან განსხვავებულია კომპანიის პარტნიორის სამეწარმეო როლი და პასუხისმგებლობა და როგორც წესი, მასზე არ მოქმედებს გამჭოლი პასუხისმგებლობის პრინციპი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. მტკიცებულებებს, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ სისწორეს და შესაბამისად, მოთხოვნის კანონიერებას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 25-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გ------- გოგიაშვილი -