განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100118002353314
ინსტანცია
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002353314

საქმე №1ბ/809-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ეკა კოკილაშვილის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: მ----–-----ს

მსჯავრდებულის: დ-----ბ----–-–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქმე დ----- ე-–-----ის ძე ბ----–-–---–ის მიმართ (პ/N 3----------- - დაბადებული 1----–-–------------------------------–-- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------------–-- დ/გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით, დ-----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ დ----- ბ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან.

დ----- ბ----–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 20 აგვისტოს, დაახლოვებით 04:00 საათზე, დ----- ბ----–-–---–მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ქ------–--–------------–---–---------------------–------ში მდებარე ნ-----–---------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ოქროს ნივთებს - სამ წყვილ ოქროს საყურეს, ერთობლივად ღირებულს - 1346 ლარად, სამ ცალ ოქროს ბეჭედს, საერთო ღირებულებით - 1654 ლარად, ერთი ცალ ოქროს ძეწკვს თავისივე ოქროს ჯვრით - ღირებულს 290 ლარად, ასევე, ბიჟუტერიას, მთლიანობაში ღირებულს - 90 ლარად და ,,სამსუნგი“-ს ფირმის G------------- მოდელის მობილურ ტელეფონს ღირებულს 2 000 ლარად. იმავდროულად, ნ-----–---------ს საცხოვრებელი სახლიდან დ-----------–-–---–- ფარულად დაეუფლა მ-----– ლ-----ის კუთვნილ ,,სამსუნგი“-ს ფირმის G---------ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 1200 ლარად და ლურჯი ფერის ,---------ს ფირმის საფულეს, ღირებულს 50 ლარად, მასში მოთავსებული მ-----–--–-----ის პირადობის მოწმობით და მისივე სახელზე გაცემული ,----------------ს პლასტიკური ბარათით. აღნიშნულის შემდგომ, დ----- ბ----–-–---–მა ნ-----–---------ს საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული ნივთები, ტაქსის მძღოლ - დ----- ბ----–---–ის დახმარებით, მისივე მართვის ქვეშ მყოფი ,--------------–---ს მარკის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით ,---------, გადაზიდა სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ნ-----–---------ს საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული ,,სამსუნგი“-ს ფირმის G---------ის მოდელის მობილური ტელეფონი, 350 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა ქ------–--–--------------------ში მდებარე ი/მ ლ-–------------- კუთვნილ ლომბარდში, ხოლო ნაქურდალი ოქროს ნივთების ნაწილი - 380 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა ქ------–--–--------------------------ში მდებარე შპს ,,------ს კუთვნილ ლომბარდში. დ-----------–-–---–-ს ქმედებით დაზარალებულ ნ-----–---------ს მიადგა 5380 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო დაზარალებულ მ-----–--–-----ეს მიადგა 1250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ----- ბ----–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა და ნაწილის პირობითად ჩათვლა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-----------–-–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ნ---- წ---------ს, მ-----– ლ-----ის, დ----- ბ----–---–ის, ნ----------ის, ლ------------ის, ნ-----------–---–ის, ლ------------ის და მ------------–---ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთების ამოცნობის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა მართალია აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მის მიერ ანაზღაურებული არ არ ის დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, რაზეც თავად გამოთქვამდა მზადყოფნას. ასევე, ხაზი უნდა გაესვას მის მიერ ჩადენილი ქმედების ხერხს და დამდგარ შედეგს.

ამდენად, პალატას ასეთი პირობებში მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლით დადგენილი საშეღავათო პირობების გამოყენება, მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ დ-----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ-----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

4. მსჯავრდებულ დ----- ბ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ-----------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

- დისკები, ხელშეკრულებები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

- დაქტილოფირები - განადგურდეს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი