განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 140100118002437439
საქმე №1/ბ881-118
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ნ-----------–--ს
ადვოკატის: ხ-------------–-–---–ის
გამართლებულის: ბ-----------–---–ის
მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბ-----------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პ/N 2----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ---–---------------------–---------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით, ბ-----------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
ბ-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბრალის მიხედვით, ბ-----------–---–ის ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 27 მარტს, დაახლოებით 18 საათზე, კ---–---------------------–---------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მთვრალმა ბ-----------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკების გამო მეუღლეს - ნ----------–--ეს ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება;
- 2018 წლის 1 აპრილს, საღამოს, ბ-----------–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ა--------- მ------–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
- 2018 წლის 1 აპრილს, ღამით, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, მთვრალმა ბ-----------–---–მა მამას - გ--–- მ------–---–ს მუშტი დაარტყა სახეში. იმავდროულად, მან მუშტი დაარტყა დედასაც - ა--------- მ------–---–ს, რის გამოც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი;
- ამავე ღამით, თავისი საცხოვრებელის სახლის ეზოში ბ-----------–---–მა ქვითა და რკინის მილით განზრახ დააზიანა მამის - გ--–- მ------–---–ის ,,------------- მარკის ავტომანქანა, რის შედეგად გ--–- მ------–---–ს მიადგა 405 ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან ბ-----------–---–ის ბრალეულობა ბრალდების ყველა ეპიზოდში დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით და შესაბამისად, არ არსებობს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ-----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბ-----------–---–-- უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო მისი ოჯახის წევრებმა, დაზარალებულებმა: გ--–- მ------–---–მა, ა--------- მ------–---–მა და ნ----------–--ემ, ასევე მოწმე ა--------------–---–მა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და ბ-----------–---–ის საწინააღმდეგოდ არ მისცეს ჩვენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება არ გამოკვლეულა. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც გ--–- მ------–---–ს სახის არეში აღენიშნება დაზიანების კვალი, ის როგორც ცალკე აღებული ერთი მტკიცებულება, გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაედება.
2.პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას ბ-----------–---–ის საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მართალია გ--–- მ------–---–მა სასამართლოში მის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს ბექა მერაბაშვილის მიერ ავტომანქანის დაზიანების ფაქტს. მით უმეტეს, საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც დაცვის მხარემ უდაოდ სცნო და რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ბ-----------–---–ის ბრალეულობას სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 2 აპრილს, 00:01 საათზე, ბ-----------–---–ის მამის გ--–- მ------–---–ის მიერ 112-ზე შევიდა შეტყობინება ქ------–--------------------–----------- მომხდარი ოჯახური ძალადობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გ--–- მ------–---–ს შვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა მანქანა. სწორედ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რამდენიმე საათით ადრე დაზარალებულის მხრიდან ასევე შეტყობინება შევიდა ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პოლიციელები იყვნენ გასული შემთხვევის ადგილზე.
მოწმე ა-–-------------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ის მუშაობს შ--------------------–-------------–--–- უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2018 წლის 1 აპრილს ის იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 21:40 საათზე 112 - დან შესული იყო შეტყობინება ქ-----–------------–------------ში ოჯახური ძალადობის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ის თავის მეწყვილე, ინსპექტორ გამომძიებელთან - თ------------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ოჯახში დახვდა გ--–- მ------–---–ი თავის მეუღლესთან, ა--------- მ------–---–თან ერთად, რომელმაც განუცხადა, რომ მისმა შვილმა ბ-----------–---–მა მას და მის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოწერა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბ-----------–---–ი არ იმყოფებოდა სახლში, შემაკავებელი ორდერის გამოწერა არ მოხდა. მოწმის განმარტებით, 2 აპრილს, დაახლოებით 00:01 საათზე, იმავე პირისგან შევიდა ანალოგიური სახის შეტყობინება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისმა შვილმა დაუზიანა ავტომანქანა, რის შემდეგაც თ------------–---–თან ერთად კვლავ გავიდა იმავე მისამართზე. მისვლისას დახვდა გ--–- მ------–---–ი მეუღლესთან ერთად, რომლებიც იტკიებდნენ სახეს და ამასთან, მათ ეზოში ნახეს გ--–- მ------–---–ის კუთვნილი „------------- მარკის დაზიანებული ავტომანქანა ს-------------- რომელსაც ჩამსხვრეული ჰქონდა წინა და უკანა საქარე მინები, წინა მარცხენა კარის მინა და ამავე მხარეს უკანა ხედვის სარკე. ავტომანქანაში ეყარა მინის ნამსხვრევები, სალონში ნანახი იქნა ლითონის მილი, ხოლო საბარგულთან ძირს ეგდო ქვა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე თ------------–---–მაც.
პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები თითქოს ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან ისინი უშუალოდ თვითმხილველები გახდნენ და მიუთითეს ბ-----------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგზე.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ჩვენებები ირიბი ხასიათისაა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც ინფორმაციის ავტორი - მოწმე- დაშინებულია, თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამ ჩვენებას ემყარება ირიბი ჩვენება და ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“.
გარდა ამისა, ბ-----------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოცხრილით და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნიან იმ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია და უტყუარად ადასტურებენ ბ-----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ბ-----------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით და ამ მიმართებით ცვლილება უნდა შევიდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ბ-----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
4. ბ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2018 წლის 3 აპრილიდან 2018 წლის 5 ივნისის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ბ-----------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -გირაო- გაუქმებულია.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,------------- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - რკინის მილი და ქვა -განადგურდეს;
7. პალატის განაჩენი გამოcხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი