განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
820210118002319183
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210118002319183

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-818-2018 26 სექტემბერი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - - - - - ნ-------- ქ-------ე რ----- ჯ---------ე ნ----- ნ--------ე ა------ ქ-------ე ბ---- ქ-------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ----- ცო----ს 2017 წლის 11 დეკემბრის აღწერა-დაყადაღების აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი ქონების: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი - ნაჭრის ღია ფერის, 1 კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზ----პირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) მაცივარი ,,Hitachi“ შავი ფერის - ყადაღისაგან გათავისუფლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე ნ-------- ქ-------ის სარჩელი, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ----- ცო----ს 2017 წლის 11 დეკემბრის აღწერა-დაყადაღების აქტის გაუქმების და აღწერილი და დაყადაღებული ქონების: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი - ნაჭრის ღია ფერის, 1 კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზ----პირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) მაცივარი ,,xitachi“ შავი ფერის - ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; 2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 121 (ასოცდაერთი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 3. გაუქმდეს, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2- თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული №A 17117821 სააღსრულებო საქმის წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 11 დეკემბერს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ----- ცო----ს მიერ დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი- ნაჭრის ღია ფერის, 1კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზ----პირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) „ xitachi“ შავი ფერის. დაყადაღებული მოძრავი ნივთები, განთავსებული ხ--–---------- რაიონი, სოფელი თხ--–----ში ეკუთვნის მოსარჩელე ნ-------- ქ-------ეს. 2.2. მოპასუხე ბ---- ქ-------ე ცხოვრობს, ხ--–---------- რაიონის სოფელ ზ---- თხ--–----ში, მშობლების სახლში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ განმარტა: 2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2.4 ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი ითვალისწინებს იძულებითი აღსრულების ერთ-ერთ ღონისძიებას-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. 2.6. მოცემულ შემთხვევაში, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 11 დეკემბრის აქტით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ნივთების აღწერა-დაყადაღება მოხდა სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე - ხ--–---------- რაიონის სოფელ თხ--–----ში, სადაც ცხოვრობდა მოვალე ბ---- ქ-------ე, მშობლებთან ერთად. აღსრულების მიზნებისათვის, ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსით განსაზღვრული მესაკუთრის პრეზუმფცია (რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან - ამ შემთხვევაში ბ---- ქ-------ესთან მას ეკუთვნის), ვერ იქნა გაქარწყლებული მოსარჩელის მიერ, რამდენადაც, საქმეზე არ წარმოდგენილა არანაირი სახის მტკიცებულება, რომ სადავო ნივთებზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება, მით უფრო, როდესაც სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს მხარესაა. ამდენად, აღმასრულებლის მხრიდან განხორციელებული ღონისძიება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, თითქოსდა მოსარჩელის მიერ, არ იყო წარმოდგენილი სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მის მიერ, სასამართლოში წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ სამზარეულო ტექნიკა განთავსებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტირირებულ საცხოვრებელ სახლში, რაც განკუთვნილია ბინის მომსახურებისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ამდენად, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საკუთვნებელს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება, სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. 3.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა- სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს, ნ-------- ქ-------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი დასაბუთება პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა თ----- ცო----მ, 2017 წლის 11 დეკემბერს 11:20 სთ-ზე შეადგინა აქტი, მოვალის ქონების აღწერისა დაყადაღების შესახებ, რომლის საფუძველზე, ხ--–---------- სოფელ თხ--–----ში დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი- ნაჭრის ღია ფერის, 1კომპლექტი; 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზ----პირით 1 ც; 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი; 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც; 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც; 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც; 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც; 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც; 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც; 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც; 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით; 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც; 13) „ Hitachi“ შავი ფერის. 4.4. ბ---- ქ-------ე ცხოვრობს, ხ--–---------- რაიონის სოფელ ზ---- თხ--–----ში, მშობლების სახლში. პალატა დამატებით ადგენს: 4.5. აღსრულების კრედიტორია ნ----- ნ--------ე, მოვალე - ბ---- ქ-------ე. იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს ბ---- ქ-------ის მიმართ, ნ----- ნ--------ის სასარგებლოდ, ხ--–---------- რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 04 ოქტომბერს გაცემული №------------------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 40). 4.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხ--–---------- რაიონის სოფელ თხ--–----ში მდებარე უძრავი ქონება (ს---------------), 2015 წლის 27 აგვისტოს ხ--–---------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის №---- საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რეგისტრირებულია ნ-------- ქ-------ის საკუთრებაში. (იხ.ს.ფ.38-39) 4.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ----- ცო----ს მიერ, 2017 წლის 11 დეკემბერს შედგენილ, მოვალის ქონების აღწერისა დაყადაღების შესახებ აქტში დაფიქსირებულია, რომ ყადაღადადებული ქონების შემნახველმა პირმა - ს------ ქ-------ემ აღნიშნა, რომ აღწერილ-დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მისი მშობლების საკუთრებას და არ ეკუთვნის მოვალეს (ბ---- ქ-------ე) (იხ.ს.ფ.36-37). სამართლებრივი დასაბუთება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს: 4.8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას, აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზ----ც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად, მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. 4.9. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიცია ემყარება იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელშიც განთავსებულია სადავო მოძრავი ნივთები შესაბამისად, მოძრავი ნივთების მესაკუთრეცაა. 4.10. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციას – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, იგი, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. 4.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ნივთები განთავსებულია მოსარჩელე ნ-------- ქ-------ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს ნ-------- ქ-------ე. შესაბამისად, მოსარჩელე ფლობს სადავო მოძრავ ნივთებს. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული სამართლებრივი პრეზუმფციის პირობებში, რომელიც უნდა გაქარწყლებულიყო კრედიტორის, მოპასუხე ნ----- ნ--------ის მიერ, დაუშვებელია, მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელის მხარეზე დარჩეს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო ნივთების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 4.12. ზემოხსენებული მსჯელობის სისწორის დასასაბუთებლად, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. 4.13. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან, საერთო სამეურნეო დანიშნულებით. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია ნ-------- ქ-------ის საკუთრებაში, სადაც ცხოვრობს კიდეც მოსარჩელე, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელია ნ-------- ქ-------ე. ამდენად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციები, რაც ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. სააპელაციო სასამართლოს ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ 2012 წლის 25 ივნისი, საქმე №ას-262-253-2012; სუსგ 2012 წლის 4 ივნისი, საქმე №ას-1777-1755-2011; სუსგ 2013 წლის 1 ივლისი, საქმე №ას-204-197-2013). 4.14. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლზე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სასარგებლოდ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციების პირობებში, მოპასუხე ნ----- ნ--------ემ უნდა ამტკიცოს, მოსარჩელეს არაუფლებამოსილება მის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი (ბ---- ქ-------ე) კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები კი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი მითითების გაზიარების შესაძლებლობას. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რის გამოც, ნ-------- ქ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 385-386-ე 394-ე მუხლების შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ-------- ქ-------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ-------- ქ-------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; ყადაღისაგან გათავისუფლდეს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ----- ცო----ს მიერ, 2017 წლის 11 დეკემბრის აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი ქონება: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი - ნაჭრის ღია ფერის, 1 კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზ----პირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) მაცივარი ,,Hitachi“ შავი ფერის.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზ----ც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, მოპასუხე ბ---- ქ-------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ნ----- ნ--------ეს, ნ-------- ქ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 370 ლარის ანაზღაურება (ს.ფ.1, 2, 118).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------- ქ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ხ--–---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ-------- ქ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

4. ყადაღისაგან გათავისუფლდეს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ----- ცო----ს 2017 წლის 11 დეკემბრის აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი ქონება: 1) ოთხეული, დივანი და 3 სავარძელი - ნაჭრის ღია ფერის, 1 კომპლექტი, 2) ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზ----პირით 1 ც, 3) სამზარეულოს კარადების კომპლექტი (ხის) – 1 კომპლექტი, 4) კომპიუტერის მაგიდა ხის მუქი ფერის 1 ც, 5) ტელევიზორი „PHILIPS“ შავი ფერის 1 ც, 6) სარეცხი მანქანა “Bosh”, თეთრი ფერის 1 ც, 7) მაცივარი „BEKO” ნაცრის ფერი 1 ც, 8) მაცივარი „SAMSUNG” ნაცრისფერი 1ც, 9) გაზქურა თეთრი ფერის 1 ც, 10) სამეული ნაჭრის ღია ფერის 1ც, 11) მისაღები ოთახის კარადების კომპლექტი ხის შუშებით, 12) კომპიუტერი “acer“ თეთრი ფერის ე.წ. ნოუთბუქი 1ც, 13) მაცივარი ,, Hitachi“ შავი ფერის.

5. ნ----- ნ--------ეს, ნ-------- ქ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს, საპროცესო ხარჯის-370 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე