განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100117002133190
ინსტანცია
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002133190

საქმე №1ბ/1008-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ---------------–-–---–ის,გამართლებულ: დ---------------ს,ადვოკატ: ი-------------ს

მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0---------- დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ---------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის პირველ სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ თ---–--–---–-----------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ----------------მ მეუღლეს ე-–-------–-----–ს მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანება ბარძაყის შუა მესამედის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენით დ--------------- გამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენის შეცვლა და დ---------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 1 სექტემბერს დ---------------სა და მის მეუღლეს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტს ადასტურებს ქეთევან იმნაძეც, დ--------------- და მისი მეუღლეც, თუმცა დ--------------- და მისი მეუღლე ავითარებენ ვერსიას, რომ თითქოს კონფლიქტის დროს აღელევებულმა დ---------------მ შემთხვევით მოიქნია ფეხი და შემთხვევითვე მოხვდა მოქნეული ფეხი ე-–-------–-----–ს, რაც ცხადია მოკლებულია საღ აზრს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–-------–-----–ს დაუდგინდა დიაგნოზი მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედში, გარეთა ზედაპირზე არსებული სილურჯე. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ე-–-------–-----–მა არ მისცა ჩვენება დ---------------ს წინააღმდეგ, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნით, დასტურდება დ---------------ს მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დავით კაჭრავას მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში დ---------------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნას.

 

დ---------------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ---------------–---–მა განმარტა, რომ არის წავკისის სამეზობლო უსაფრთხოების სამსახურის დაცვის თანამშრომელი. ამავე ჩვენებით, არ იცნობს დ---------------ს და არც არასდროს უნახავს იგი, ასევე უცნობია ჰქონდა თუ არა მას ოჯახური კონფლიქტი დაზარალებულთან.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბ----------–-–---–მა და განმარტა, რომ მისთვის უცნობია დ---------------სა და ე-–-------–-----–ს შორის 2017 წლის 01 სექტემბერს მომხდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ.

 

დ---------–-----–მა განმარტა, რომ არ შესწრებია 2017 წლის 01 სექტემბერს მომხდარ შელაპარაკებას მის შვილსა და დ---------------ს შორის. ასევე არ შეუმჩნევია ე-–-------–-----–ის სხეულზე რაიმე ძალადობის კვალი.

 

ქეთევან იმნაძის ჩვენებით, მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ კარგი დამოკიდებულება. შვილმა და სიძემ მხოლოდ ერთხელ 2017 წლის 1 სექტემბერს იკამათეს და მიზეზი მისთვის უცნობია.

 

ნ---------–-–--მ განმარტა, რომ მუშაობს ძიძად ამაშუკელების ოჯახში. ამავე ჩვენებით, დ---------------სა და ე-–-------–-----–ს შორის კონფლიქტს არ შესწრებია და აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის.

 

თ----------–-----–მა განმარტა, რომ დ---------------- არის მისი სიძე, დის ქმარი. ცოლქმარს აქვთ იდეალური ურთიერთობა და მისთვის უცნობია დ---------------ს მხრიდან მის დაზე - ე-–-------–-----–ზე განხორციელებული ძალადობის შესახებ.

 

ე-–-------–-----–მა განმარტა, რომ დ--------------- არის მისი მეუღლე და თანაცხოვრების ეტაპზე ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. დ---------------ს კარგი ურთიერთობა აქვს, როგორც მის მშობლებთან, ასევე, ოჯახის სხვა წევრებთანაც. 2017 წლის 1 სექტემბერს, მათ კამათი ჰქონდათ საყოფაცხოვრებო საკითხზე. დ---------------მ დააპირა სახლიდან წასვლა და როცა ე-–-------–-----–მა სცადა მეუღლის შეჩერება, სწორედ იმ დროს დ---------------მ ფეხი კედლის მიმართულებით მოიქნია რაც შემთხვევით მას მოხვდა. დაზარალებულის განმარტებით, დ---------------ს არც იმ დღეს და არც სხვა დროს, მასზე არ უძალადია და თავს არ ცნობს დაზარალებულად.

 

მოწმეებმა, დ--------------–---–მა, კ----------–--------–---–მა, ვ--------------------–---–მა, კ------------------------მა, ი-–-------–---–---–------------------–-–---–--------–-----–---------–-------------------------–---------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ავთენტურობა.

 

მხარეებმა ზემოთდასახელებულ მოწმეთა დაკითხვის შემდეგ უდავოდ გახადეს საქმეზე დართული ყველა მტკიცებულება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დ---------------ს ბრალდება, ვინაიდან როგორც დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე, უდავო მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება დ---------------ს მხრიდან მეუღლეზე - ე-–-------–-----–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, როცა ე-–-------–-----–ი ცნეს დაზარალებულად და გააცნეს დადგენილება, მან იმავე დღეს მიმართა პოლიციის განყოფილებას განცხადებით, რომ შემთხვევით მოხვდა კედლიდან აცილებული ფეხი და მისთვის მეუღლეს განზრახ არ დაურტყამს. იგივე გარემოებები განმარტა დაზარალებულმა ასევე მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, რომ დ---------------ს მხრიდან ძალადობის ფაქტს არც 2017 წლის 1 სექტემბერს და არც თანაცხოვრების სხვა პერიოდში არ ჰქონია ადგილი.

 

დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და დაადასტურეს, რომ დ---------------სა და ე-–-------–-----–ს აქვთ კარგი ურთიერთობა. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დ---------------ს ბრალდებას საქმეზე არ გამოკვლეულა.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დ---------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა დ---------------ს მხრიდან ე-–-------–-----–ზე ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ დ---------------მ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა დ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დ---------------ს მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დ---------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ--------------- გამართლებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

დ---------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,აიფონი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, დანა, გასაღებები და ფსკვნილი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

თამარ ამაშუკელის ,,აიფონ-6“-ის ფირმის ტელეფონი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

2(ორი) ცალი დალუქული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი