განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
210100117001839495
ინსტანცია
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №210100117001839495-1ბ/1100-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

03 ოქტომბერი,2018წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გ---- ჯერირანაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

სხდომის მდივ--ი: ლელა ბახტაძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი:

პროკურორი - გ---- ჯ-------–---–ი

 

მსჯავრდებული: ზ------ა გ-----–-–---–ი (პ/ნ №----------2), დაბადებული 1--- წლის 0-------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------–-------------------------------------

 

ადვოკატი - გ--–---------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი: ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ს--------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------ა გ-----–-–---–ის ადვოკატმა გ--–ა მ------–---–-ა და ითხოვა მსჯავრდებულ ზ------ა გ-----–-–---–ის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ბრალდების არსი:

 

2016 წლის შემოდგომის პერიოდში ზ------ა გ-----–-–---–მა დ--------–--–------ს რაიონის ადგილ ,,–-----–-’’ მდებარე ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილ 50 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მათი მესაკუთრის აკრძალვის მიუხედავად ჩაატარა მოხვნისა და მარცვლეული კულტურების დათესვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რითაც ი----ბ ქ------–---–ს მიაყენა 75 000 ლარის მნიშვნელოვ--ი მატერიალური ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ------ა გ-----–-–---–ი უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვ--ი ზიანი;

 

დაზარალებულ ი----ბ ქ------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 15 წელია საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 50 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი, დ--------–--–------ს რაიონში, ადგილ ,,–-----–-’’. 50 ჰექტარიდან 25-25 ჰექტარი მდებარეობს ცალ-ცალკე. 2001-2002 წლებში, ზ------ა გ-----–-–---–მა, ი----ბ ქ------–---–მა და დ---თ ლ----–---–-ა გააერთიანეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და ეწეოდნენ ერთობლივ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, უშუალოდ, მან ზ------ა გ-----–-–---–სა და დ---თ ლ----–---–ს პირად საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი 40 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის პარალელურად კი, შეიძინეს სხვა მიწის ნაკვეთები, რის შემდეგაც უკვე ერთობლივად ამუშავებდნენ 376 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, 45 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაასხვისეს, რის შემდეგაც, უკვე 330 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე ეწეოდნენ ერთობლივ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც, თითოეულის წილი მიწის ნაკვეთი შეადგენდა 110 ჰექტარს. სწორედ, მის კუთვნილი 110 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცავდა იმ 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთსაც, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, თვითნებურად დაამუშავა ზ------ა გ-----–-–---–მა. კერძოდ, 2014 წელს იგი ზეპირად შეუთანხმდა ზ------ა გ-----–-–---–ს და შეთანხმების საფუძველზე, მისი კუთვნილი 50 ჰექტარი გადასცა ზ. გ-----–-–---–ს, რათა, ხსენებულ (2014 წელს), ერთი წლის ვადით, ზ. გ-----–-–---–ს ესარგებლა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით, ამავე შეთანხმების თანახმად, ზ------ა გ-----–-–---–ი ერთი წლის შემდეგ ვალდებული იყო დაებრუნებინა მისთვის მიწის ნაკვეთები გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. ამავდროულად, შეთანხმების მიხედვით, ზ. გ-----–-–---–ს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი. თუმცა, აღნიშნული მიწის გადასახადი ზ------ა გ-----–-–---–ს არ გადაუხდია, რის გამოც, თავად მას მოუწია გადასახადის გადახდა. ამავდროულად, ზ. გ-----–-–---–მა არც მიწის ნაკვეთი გამოათავისუფლა და დაუბრუნა. უფრო მეტიც, 2015 წლის შემოდგომაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეხვდა და მოსთხოვა ზ. გ-----–-–---–ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაებრუნებინა მისთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, ამავდროულად, ამ საკითხთან დაკავშირებით ზ. გ-----–-–---–ი გაფრთხილებული იყო პოლიციის მიერაც, ეს უკანასკნელი კვლავ აგრძელებდა რა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფლობას, ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და საპასუხოდ ეუბნებოდა, რომ ჰქონდა მისი ვალი და ამ მიწის ნაკვეთის დამუშავებით უნდა ამოეღო მისგან ეს ვალი. კერძოდ, ზ------ა გ-----–-–---–მა მის წინააღმდეგ გ----------ს რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის თანახმადაც, მისგან ითხოვა საბანკო სესხთან დაკავშირებით ვალდებულების შესრულება და 100 000 ლარის გადახდა. დ---ს მიზეზია სესხი, რომელიც 2013 წელს გამოიტანეს მან, ზ------ა გ-----–-–---–მა და დ---თ ლ----–---–-ა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ზ------ა გ-----–-–---–ისა და დ---თ ლ----–---–ის ქონება. იპოთეკით დატვირთულ ქონებაში არ შედიოდა სადავო 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სესხი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა, ერთგვარი დახმარება ფერმერული მეურნეობისათვის. სესხი განკუთვნილი ჰქონდათ სასუქის და სათესლე პროდუქტების შესაძენად. სესხის აღება სწორედ ზ. გ-----–-–---–მა შესთავაზა მასსა და დ---თ ლ----–---–ს. თუმცა, ამ სესხთან რეალურად წვდომა უშუალოდ მას არ ჰქონია და არც პირადი სარგებლობისთვის გამოუყენებია. სესხი გაიხარჯა სათესლე პროდუქტებზე. ერთი წლის განმავლობაში სესხის ნაწილი არ დაუფარავთ, რადგან, იყო ,,გვალვიანი“ წელი. ამის შემდეგ, ზ------ა გ-----–-–---–მა ბანკთან შეთანხმებით მოახდინა აღნიშნული სესხის რესტრუქტურიზაცია, თუმცა, დღეის მდგომარეობით სესხი დაფარულია თუ არა, არ იცის. იგი ამ საკითხით არ დაინტერესებულა, ვინაიდან, ვალდებულება სესხთან დაკავშირებით არ გააჩნდა. სესხის აღების დროს იგი მხოლოდ ფორმალურად ფიგურირებდა ხელშეკრულებაში. ი----ბ ქ------–---–მა ასევე მიუთითა, რომ ზ------ა გ-----–-–---–თან ერთობლივი საქმიანობის პერიოდში, მათ შორის ანგარიშსწორება ხდებოდა სხვა ეგრეთ წოდებული „შავი რვეულის“ ფორმით. ამდენად, მიწის ფლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, მასსა და ზ------ა გ-----–-–---–ს შორის კონფლიქტი წარმოიშვა სწორედ, ზემოაღნიშნული სასესხო ვალდებულებების გამო. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა 2015 წლის 5 იანვარს წერილობითი განცხადებით მიემართა შსს დ--------–--–------ს რაიონულ სამმართველოსათვის ზ------ა გ-----–-–---–ს მიერ მისი ნაკვეთების თვითნებურად დაკავებისა და თვითნებურად განკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. მართალია, მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა, იმავე წლის 19 აპრილს, ს--------ს რაიონული პროკურატურის მიერ ხსენებულ საქმეზე შეწყდა გამოძიება და მიჩნეულ იქნა, რომ მასსა და ზ------ა გ-----–-–---–ს შორის არსებული ურთიერთობები წარმოადგენდა სამოქალაქო დ---ს საგანს. 2016 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა ს--------ს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და ნაკვეთების გამოთავისუფლება. ზიანის თანხად განისაზღვრა 40 000 ლარი. მიყენებული ზიანის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მან იხელმძღვ--ელა იმ გარემოებით, რომ 2015-2016 წლები დ--------–--–------ს რაიონში აღინიშნა როგორც უხვმოსავლიანი წელი, აღნიშნულზე არსებობდა შესაბამისი კვლევები და სტატისტიკური მონაცემები სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შესაბამისად, მან მიმართა განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მიეწოდებინათ ინფორმაცია 2015-2016 წლებში საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მისცა შესაბამისი ცნობა, რომ დ--------–--–------ს რაიონში 2015-2016 წელს დაფიქსირდა მარცვლეული კულტურის საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 5.1 ტონა. საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად, მას სურდა რა ესარგებლა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთებით, თუმცა, 2016 წლის შემოდგომაზე მისი ნაკვეთი კვლავ იქნა დამუშავებული ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე 2016 წლის 7 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შსს დ--------–--–------ს რაიონულ სამმართველოს. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზ. გ-----–-–---–მა კვლავ განაგრძო მისი მიწის ნაკვეთის განკარგვა და დათესვა. ამდენად, ზ. გ-----–-–---–მა თვითნებური მოქმედებით მიაყენა ზარალი 75 000 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 16 მაისის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების მიწების საკადასტრო კოდით: 1) 5----------4 (ნაკვეთის წინა ნომერი 5-----------), ფართობი 250024.00 კვ.მ, მდებარე - დ--------–--–------ს რაიონი, სოფელი ა-----–-----–------ და 2) 50---------- (ნაკვეთის წინა ნომერი 52----------), ფართობი 250004.00 კვ.მ, მდებარე დ--------–--–------ს რაიონი, სოფელი არ---–-კი, პატარა შ------ - მესაკუთრეს წარმოადგენს ი----ბ ქ------–---–-.

 

2017 წლის 9 იანვრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს დ--------–--–------ს რაიონში, ე.წ. წოდებული „შ------“-ს ტერიტორიაზე და წარმოადგენს ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ორ მიწის ნაკვეთს, თითოეული მიწის ნაკვეთის ფართობი კი არის 25 ჰექტარი. აღნიშნული ნაკვეთებიდან ერთი მდებარეობს ე.წ. წოდებულ „შ------ს დასახლება“-სთან, არის დამუშავებული დათესილია მარცვლეული კულტურა. ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილი მეორე მიწის ნაკვეთი მდებარეობს აღნიშნული მიწის დაკვეთიდან 11,5 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთ მხარეს. აღნიშნული მიწის ნაკვეთიც არის დამუშავებული და დათესილი არის მარცვლეული კულტურა -ქერი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ვ--ო ნ-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, არის ექსპერტ-კრიმინალისტი. 2015 წლის მაისის თვიდან მუშაობს კახეთის საექსპერტო სამსახურში. 2017 წლის დასაწყისში, დაახლოებით იანვრის თვეში, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, საგამოძიებო ექსპერიმენტში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გამომძიებელ ვ-–ა გ----–---–---ნ და მოწმე რ--------ნ ჭ-----–---–---ნ ერთად. რ---------ნ ჭ-----–---–-ა მიუთითა ნაკვეთზე, რომელიც დაამუშავა ზ------ა გ-----–-–---–ის მითითებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, იყვნენ ორ ნაკვეთში. ორივე ნაკვეთი მდებარეობდა დ--------–--–------ს რაიონში, ე.წ „შ------“-ს ტერიტორიაზე.

 

ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა ვ-–ა გ----–---–-ა და მი-----------–-----–---–-ა, რომლებმაც დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე ლევ-- ქ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დ--------–--–------ს რაიონში, ჯ-----–---–-- ქ.N---–ი. არის ფერმერი, ზ------ა გ-----–-–---–თან აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა, დაახლოებით 8-10 წელია მასთან მუშაობს. ზ------ა გ-----–-–---–თან მუშაობისას ერთგვარ კონტროლს უწევდა მისი დავალებით განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას. ზ------ა გ-----–-–---–ის მითითებით, 2016 წლის შემოდგომაზე შ-----–ი დაამუშავა მიწის ნაკვეთი, ტრაქტორისტებთან ივ--ე ლ---–---–--ან, ა-------------------–---–--ან, რ--------ნ ჭ-----–---–---ნ და რ--------ნ ოგანესიანთან ერთად. დაახლოებით 60 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დათესეს ქერი. ზ------ა გ-----–-–---–ი ხშირად მიდიოდა ნაკვეთის სანახავად, მიმდინარე სამუშაოების შესამოწმებლად. ხარჯსაც სწორედ ზ------ა გ-----–-–---–ი იღებდა. ი----ბ ქ------–---–- მიწის ნაკვეთში მისული არ უნახავს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2015 წლამდე ამავე მიწის ნაკვეთებზე სამუშაოების შესრულების დროს, ადგილზე შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობაზე მეთვალყურეობისა და შემოწმების მიზნით, ზ------ა გ-----–-–---–თან ერთად, ასევე მიდიოდა ი----ბ ქ------–---–-ც.

 

ანალოგიური ჩვენებები, მისცეს მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა რ--------ნ ჭ-----–---–-ა, რ--------ნ ო---------ა, ა-------------------–---–-ა და ივ--ე ლ---–---–-ა. მათვე დაადასტურეს ფაქტი იმისა, რომ 2015 წლიდან მუშაობენ ზ------ა გ-----–-–---–თან, ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს დ--------–--–------ს რაიონში, ეგრეთ წოდებულ „შ------“-ს ტერიტრორიაზე. მათ ასევე დაადასტურეს ფაქტი იმისა, რომ ი----ბ ქ------–---–- ნაკვეთში მისული არ უნახავთ, ხოლო მიწის ნაკვეთების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავდა ზ------ა გ-----–-–---–ი.

 

სს ,,საქართველოს ბანკი“-დან წარმოდგენილი N17/1066 და N33/225 მომართვებით დასტურდება, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს, ზ------ა გ-----–-–---–მა, ი----ბ ქ------–---–მა და დ---თ ლ----–---–-ა სს ,,საქართველოს ბანკში“ გახსნეს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება - 300 000 ლარის მოცულობით, რომლის ფარგლებში სოლიდარული თავდებები არიან დ---თ ლ----–---–ი და ი----ბ ქ------–---–-, საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად სს ,,საქართველოს ბანკში“ იპოთეკით დაიტვირთა ზ------ა გ-----–-–---–ისა და დ---თ ლ----–---–ის სხვადასხვა უძრავი ქონება. ამასთან, ზ------ა გ-----–-–---–ის თავდებობით ი----ბ ქ------–---–-ს სახელზე გაცემული იყო 100 000 ლარიანი სესხი, რომლის რეფინანსირებაც მოხდა 2014 წლის 29 აგვისტოს ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ აღებული სესხით.

 

გ----------ს რიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრისა და 25 ნოემბრის განჩინებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს მოსარჩელე ზ------ა გ-----–-–---–ის წარმომადგენელმა გ--–ა მ------–---–-ა სარჩელით მიმართა გ----------ს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი----ბ ქ------–---–-ს მიმართ და ითხოვა: 1) მოპასუხე - ი----ბ ქ------–---–- აღიარებულ იქნა სს „საქართველოს ბანკი“-დან 2014 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელის მიერ აღებული კრედიტის - 300 000 ლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 1/3 ნაწილის მოვალედ; 2) მოპასუხე ი----ბ ქ------–---–- „სოლიდარული პასუხისმგებლობის N517212 ხელშეკრულების“ საფუძველზე აღიარებულ იქნას სს „საქართველოს ბანკი“-ს მიმართ მოსარჩელის ვალდებულების სრული მოცულობის სოლიდარულ თავდებად.

 

ს--------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისისა და 26 ივნისის განჩინებებით დასტურდება, რომ ი----ბ ქ------–---–მა სარჩელით მიმართა ს--------ს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ------ა გ-----–-–---–ის მიმართ და ითხოვა მოპასუხის - ზ------ა გ-----–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული დ--------–--–------ს რაიონის ადგილ „შ-----–ი“ მდებარე მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: 1) 5----------4 და 2) 50----------. ასევე, მოპასუხე ზ------ა გ-----–-–---–ს დაეკისროს მიწის ნაკვეთებით უკანონოდ სარგებლობის გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 40 000 ლარის ოდენობით.

 

ს--------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისისა და 26 ივნისის განჩინებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 2 ივნისს, ზ------ა გ-----–-–---–ის სახელით, მისმა წარმომადგენელმა გ--–ა მ------–---–-ა შეგებებული სარჩელით მიმართა ს--------ს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი----ბ ქ------–---–-ს მიმართ და ითხოვა: 1) აღიარებულ იქნას ზ------ა გ-----–-–---–ისა და ი----ბ ქ------–---–-ს შორის ი----ბ ქ------–---–-ს საკუთრებაში არსებული მიწის ორი ნაკვეთის (საკადასტრო კოდებით 5----------4 და 50----------) თხოვების ხელშეკრულების არსებობა; 2) ზ------ა გ-----–-–---–ი აღიარებულ იქნას ი----ბ ქ------–---–-ს საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდებით 5----------4 და 50----------) კეთილსინდისიერ მფლობელად თხოვების ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა სასამართლოს მიერ არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ------ა გ-----–-–---–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევ--ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევ--ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვ--ელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის მიხედვით დანაშაულს წარმოადგენს თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვ--ი ზიანი;

 

პალატა განმარტავს, რომ თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილი იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულვებულ უფლებას, ხოლო ნამდვილად თავისი უფლება ისეთი უფლებაა, რომელიც პირს მინიჭებული აქვს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე. თავისად დაგულვებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით.

 

ამასთან პალატა მიუთითებს, რომ თვითნებობა ეს უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი. დადგენილი წესის დარღვევად კი ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვ--ი ზიანი. ის შეიძლება წარმოადგენდეს მატერიალურ ზიანს, ხოლო ზიანი მნიშვნელოვ--ია თუ არა ეს დადგენილი უნდა იქნეს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. თვითნებობა მითითებული შედეგის (მნიშვნელოვ--ი ზიანის) გარეშე დანაშაულს არ წარმოადგენს. დანაშაული მატერიალურია და ის დამთავრებულად ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვ--ი ზიანის მიყენების მომენტიდან.

 

პალატა მიუთითებს, რომ თვითნებობა მართალია, ერთი შეხედვით მატერიალური ხასიათის დანაშაულია, დამთავრებულად ითვლება მნიშვნელოვ--ი ზიანის მიყენების მომენტიდან, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ფაქტის დადგენისათვის ამოსავალი წერტილია და უპირველეს ყოვლისა სახეზე უნდა იყოს მმართველობის დადგენილი წესის დარღვევა და სწორედ ამის შემდეგ, უნდა იქნეს დადასტურებული ასეთი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ზ------ა გ-----–-–---–მა განახორციელა ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილი 50 ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავება 2016 წლის შემოდგომის პერიოდში. ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების შეფასებისათვის და იმის დასადგენად, იკვეთება თუ არა აღნიშნულ ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები, ობიექტური შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც წინ უსწრებდა ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და სასამართლო სხდომაზე დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა 2001-2002 წლებიდან ზ------ა გ-----–-–---–მა და ი----ბ ქ------–---–მა, დ---თ ლ----–---–თან ერთად გააერთიანეს მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას.ზ------ა გ-----–-–---–მა, ი----ბ ქ------–---–მა და დ---თ ლ----–---–-ა შეიძინეს სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც, საერთო ჯამში - 330 ჰექტარი და ერთობლივი საქმიანობის გათვალისწინებით, აღნიშული მიწიდან თითოეულის წილი შეადგენდა 110 ჰექტარს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აგრძელებდნენ 2014 წლის ბოლომდე და ერთად ამყარებდნენ ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს საბანკო დაწესებულებასთან.

 

2013 წლის 23 აგვისტოს, ზ------ა გ-----–-–---–ის სახელზე სს “საქართველოს ბანკში“ გაიხსნა გენერალური საკრედიტო ხაზი N517212 – 2 000 000 აშშ დოლარის მოცულობით. სოლიდარულ თავდებებს წარმოადგენდნენ ი----ბ ქ------–---–- და დ---თ ლ----–---–ი. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა მხოლოდ ზ------ა გ-----–-–---–ისა და დ---თ ლ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებები. ამასთან, ზ------ა გ-----–-–---–ი წარმოადგენდა რა სოლიდარულ თავდებს სს „საქართველოს ბანკში“ ი----ბ ქ------–---–-ს სახელზე 2013 წლის 23 აგვისტოს გახსნილ N002944 გენერალური საკრედიტო ხაზზე, რომლის ფარგლებშიც ი----ბ ქ------–---–- სარგებლობდა 100 000 ლარიანი სესხით, როგორც ფიზიკური პირი, ზ------ა გ-----–-–---–მა 2014 წლის 29 აგვისტოს მოახდინა ზემოაღნიშნული - ი----ბ ქ------–---–-ს სახელზე არსებული N002944 სესხის რეფინანსირება - 100 000 ლარის ძირის ოდენობით.

 

2014 წელს ზ------ა გ-----–-–---–ი და ი----ბ ქ------–---–- ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ზ------ა გ-----–-–---–ი დაამუშავებდა მის კუთვნილ 25-25 ჰექტარი ფართობის მქონე ორ მიწის ნაკვეთს, რომლებიც მდებარეობდა ერთმანეთისგან მოშორებით დ--------–--–------ს რაიონში, ეგრეთ წოდებული „შ------“-ს ტერიტორიაზე.

 

2015 წლის 21 აგვისტოს, ზ------ა გ-----–-–---–მა სარჩელით მიმართა გ----------ს რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ი----ბ ქ------–---–-ს 2014 წლის 23 აგვისტოს აღებული კრედიტის 1/3 ნაწილის მოვალედ ცნობა, იმავე სარჩელით, მოსარჩელემ - ზ------ა გ-----–-–---–მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება, მათ შორის, სადავო 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. თავის მხრივ, ი----ბ ქ------–---–მა რამდენჯერმე მიმართა შსს დ--------–--–------ს რაიონულ სამმართველოს, ზ------ა გ-----–-–---–ის ქმედების აღკვეთის მიზნით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ი----ბ ქ------–---–-ს 2016 წლის 5 იანვარს განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე 2016 წლის 19 აპრილს პროკურორის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო. ზ------ა გ-----–-–---–ი კვლავ ახორციელებდა ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ი----ბ ქ------–---–მა 2016 წლის 13 ივნისს სარჩელით მიმართა ს--------ს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა უძრავი ქონების მისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა და საკუთრების უფლების ხელშეშლით 2015 წლის პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2017 წლის 2 ივნისს, ს--------ს რაიონულ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ზ------ა გ-----–-–---–მა და მოითხოვა მასსა და ი----ბ ქ------–---–ს შორის არსებული თხოვების ხელშეკრულების აღიარება და სადავო მიწის ნაკვეთზე ზ------ა გ-----–-–---–ის კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა. ზ------ა გ-----–-–---–ი მიიჩნევდა რა, რომ ი----ბ ქ------–---–თან წარსულში არსებული პარტნიორული ურთიერთოებიდან გამომდინარე, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილი იყო ესარგებლა ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთებით და აღნიშნულ ნაკვეთებზე ეწარმოებინა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. 2016 წლის შემოდგომის პერიოდში, დ--------–--–------ს რაიონში, ე.წ „შ------“-ს ტერიტორიაზე არსებულ ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილი 50 ჰა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კვლავ განახორციელა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მოახდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კულტივაცია და მარცვლეული კულტურის დათესვა.

 

პალატა განმარტავს, რომ როგორც ნამდვილად არსებული უფლება, ასევე თავისად დაგულვებული უფლება კანონმდებლის მიერ მოცემული დანაშაულის შემადგენლობის ერთ ერთ კომპონენტს წარმოადგენს და აუცილებელია პირმა ეს უფლება განახორციელოს კანონით ან კანონქვემდებარე აქტით დადგენილის წესის საწინააღმდეგოდ. ანუ, უნდა დასტურდებოდეს, რომ პირს გააჩნდა ესა თუ ის უფლება, ან ფიქრობდა, რომ გააჩნდა და ეს უფლება გამოიყენა ან იყენებდა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. ამდენად, კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას თუ არ ახლავს პირის მხრიდან თავისი, ან შეცდომით თავისად მიჩნეული უფლების ამ გზით განხორციელების მიზანი, ქმედება შესაძლოა სხვა დანაშაულის შემადგ--–ობას იძლეოდეს და გამოირიცხება თვითნებობის შემადგენლობა, ისევე როგორც თუ პირი თავისი უფლების ან თავისად დაგულვებული უფლების რეალიზაციისათვის მოქმედებს კანონით ან კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული წესით, არ არსებობს თვითნებობის შემადგენლობაც. ამდენად თვითნებობის არსებობისათვის კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს პირის მიერ თავისი რეალურად არსებული ან დაგულვებული უფლების, რეალიზაციის ხერხზე, რაც უნდა იყოს დადგენილი წესის საწინააღმდეგო.

 

პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებობა განზრახი დანაშაულია, რა დროსაც პირი აცნობიერებს, რომ თავის ან თავისად დაგულებულ უფლებას კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ახორციელებს.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო თუ რა უფლება მიაჩნდა ზ------ა გ-----–-–---–ს თავის ნამდვილ უფლებად ან თავისად დაგულვებულად და ამ უფლების რეალიზაცია განახორციელა თუ არა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ------ა გ-----–-–---–მა მიწის ნაკვეთით სარგებლობა დაიწყო ი----ბ ქ------–---–-ს მიერ გამოხატული ნების შესაბამისად. თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად აგრძელებდა მიწის ნაკვეთით სარგებლობას. ამასთან მათ შორის არსებობს სამოქალაქო დავა, რომლითაც ერთის მხრივ ი----ბ ქ------–---–- ითხოვს უკანონო ხელშეშლის აღკვეთას, ხოლო მეორეს მხრივ ზ------ა გ-----–-–---–ი ითხოვს თხოვების ხელშეკრულების არსებობის აღიარებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის მიხედვით თხოვების ხელშეკრულება გულისხმობს ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემას, რაც თავის თავში მოიაზრებს ქონებით სარგებლობის კანონიერ უფლებასაც.

 

პალატა, აღნიშნავს რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არაა დადასტურებული თუ ზ------ა გ-----–-–---–მა რა უფლება (თავისი ან დაგულვებული) განახორციელა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ. ამასთან საგულისხმოა, რომ ბრალდების მხარემ ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ ანალოგიური ქმედება იგივე მიწის ნაკვეთის მიმართ ერთხელ არ მიიჩნია დანაშაულად, ხოლო მეორე წელს სარგებლობა მიიჩნია სისხლის სამართლის დანაშაულად, კონკრეტულად კი თვითნებობად.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს კერძოდ: დაზარალებულ ი----ბ ქ------–---–-ს ჩვენებას, 2016 წლის 16 მაისის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, 2017 წლის 9 იანვრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მოწმის სახით დაკითხული ვ--ო ნ-----–---–-ს, ვ-–ა გ----–---–-ს, მ-------------–-----–---–-ს, ლევ-- ქ--------ს, რ--------ნ ჭ-----–---–-ს, რ--------ნ ო--------------------------------–---–------------–---–---–-- ჩვნებებს, სს ,,საქართველოს ბანკიდან’’ წარმოდგენილი N17/1066 და N33/225 მომართვებს, გ----------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრისა და 25 ნოემბრის განჩინებებს, ს--------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისისა და 26 ივნისის განჩინებებს, რომლითაც უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ზ------ა გი----–-–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვ--ი ზიანი; მხოლოდ ის გარემოება რომ თითქოსდა ზ------ა გ-----–-–---–ს ი----ბ ქ------–---–მა მოსთხოვა გასულიყო მისი კუთვნილი მიწიდან და არ გავიდა ეს ვერ შეფასდება ქმედებად, რომელიც მიმართული იყო თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებად, მითუმეტეს მაშინ როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულსა და ქონების მესაკუთრეს ი----ბ ქ------–---–ს შორის მანამდე არსებობდა გარკვეული სახის სამოქალაქო ურთიერთობა, რის საფუძველზეც ზ------ა გ-----–-–---–ი ახორციელებდა ქონებით სარგებლობას.

 

ამასთან პალატა მიუთითებს, რომ თვითნებობის ობიექტური შემადგენლობა გარდა იმისა, რომ უნდა მოიცავდეს მოქმედებას ან უმოქმედებას (ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას), ამასთან ერთად უნდა მოიცავდეს შედეგს მნიშვნელოვ--ი ზიანის სახით, თუმცა ბრალდების მხარეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ 2016 წლის შემოდგომის პერიოდში ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ დ--------–--–------ს რაიონის ადგილ ,,–-----–-’’ მდებარე ი----ბ ქ------–---–-ს კუთვნილ 50 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების შედეგად ი----ბ ქ------–---–ს მიადგა 75 000 ლარის მნიშვნელოვ--ი მატერიალური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ზიანი 75 000 ლარის ოდენობით არ არის დასაბუთებული, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან და მათი ობიექტური ანალიზიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (რომელიც, როგორც წესი არ მსჯელობს მტკიცებულებათა საკმაროსობაზე), სამართლიანობის პრობლემა, სავალდებულოდ, არ წარმოიშობა ისეთ მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელიც გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით - როცა მტკიცებულება მყარია, რისკი მის სანდოობასთან დაკავშირებით, მისი სხვა მტკიცებულებებით გამყარების საჭიროება, შედარებით ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 89-90).

 

გარდა ამისა პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას აფუძნებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ ს--------ს რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისს შეგებებული (აღიარებითი) სარჩელით მიმართა სწორედ ზ------ა გ-----–-–---–მა და მოითხოვა მასსა და ი----ბ ქ------–---–ს შორის არსებული ზეპირი ფორმით დადებული თხოვების ხელშეკრულების არსებობის აღიარება, თითქოს და აღნიშნული სარჩელის სასამართლოში წარდგენით ზ------ა გ-----–-–---–მა ერთგვარად აღიარა ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე საქმიანობის განხორციელების უფლება თავისად დაგულებულად მიაჩნდა და სწორედ, ამის აღიარებას ითხოვდა სასამართლოს მიერ. მეორეს მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ------ა გ-----–-–---–ის ზემოაღნიშნული სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2017 წელს (აღნიშნული შეგეგებული სარჩელი შეტანილი იყო ი----ბ ქ------–---–-ს მიერ 2016 წლის 13 ივნისს შეტანილ სარჩელზე) და იგი თითქოსდა ამ პერიოდიდან ცდილობდა კანონით დადგენილი წესით განეხორციელებინა მისი უფლება, პალატა მიუთითებს რომ ეს არგუმენტი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ზ------ა გ-----–-–---–ი მოქმედებდა კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და რომ ზ------ა გ-----–-–---–ის მხრიდან ადგილი აქვს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ უფლების განხორციელების გარკვეულ სახესთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–-- მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვ--, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ზ------ა გ-----–-–---–მა თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელა ქმედება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვ--ი ზიანი დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის საფუძველზე დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ------ა გ-----–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ს--------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი ზ------ა გ-----–-–---–ის მიმართ უნდა გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა ზ------ა გ-----–-–---–ის მიმართ ს--------ს რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვ--ელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზ------ა გ-----–-–---–ის ადვოკატ გ--–---------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ს--------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი ზ------ა გ-----–-–---–ის მიმართ.

 

3. ზ------ა გ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა ზ------ა გ-----–-–---–ის მიმართ ს--------ს რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად ზ------ა გ-----–-–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ---- ჯეირანაშვილი