განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002397311
საქმე №1ბ/685-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ი-----------–-–---–ის და ი-----–--------ის
მსჯავრდებულის: ბ-----------ის
მონაწილეობით,თბილისის ვ---------------–--------------–--------------------- სტაჟიორის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ბ--- ჯ----–-ს ძე ბ------ის მიმართ, დაბადებული 19---–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განაჩენით, ბ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ბ-----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ბ-----------ემ, ერთი დღით, გ------------–--–---–ისგან იქირავა თბილისში, ბ--------–---–---------------ში მდებარე ბინა N---- იმავე დღის დაახლოებით 09:00 საათზე, მდგმურმა ბ-----------ემ ნაქირავები ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ,-----------ის ფირმის ტელევიზორი და პულტი, რაც დაალომბარდა თბილისში, 1---–--------–----------------ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში. ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 260 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვ---------------–--------------–--------------------- სტაჟიორ-პროკურორმა მ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბ-----------ის მიერ ჩადენილ ქმედებას. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - გ------------–--–---–ის, მოწმეების: გ--------–-–---–ის და გ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, ტელევიზორის და სალომბარდო ხელშეკრულების ამოღების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით, ბ-----------ესა და ი/მ ,---------------------–---–-- შორის დადებულ სალომბარდო ხელშეკრულებით და საქმეზე წარმოდეგნილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშია მისაღები დამდგარი შდეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბ-----------ეს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვ---------------–--------------–--------------------- სტაჟიორ-პროკურორის მ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ბ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
4. მსჯავრდებულ ბ--- ბ------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ნივთმტკიცებები:
- ,-----------ის ფირმის ტელევიზორი და პულტი, რომლებიც ინახება შსს ქ.ბილისის პ---–-–----------------------------------------–-----------------–--------------------–---–--- დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ ნდობით აღჭურვილ პირს.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი