განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059462
საქმე #1აგ/358-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ნანა გიგიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების: ა---- ა------–---–ის და თ------- მ-------ის
მსჯავრდებულის: ს----- წ------–---–ის
მონაწილეობით,ზეპირი მოსმინით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს მ---------------------------------------––----------------–--–----------–-------–----–-----------------------------------------რორ - ა---- ა------–---–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მსჯავრდებულ ს----- ც------- ძე წ------–---–ის (დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 5----------, დასაოჯახებელის, უმაღლესი განათლების მქონეს, ნასამართლობის მქონეს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------ს, სოფელ ფ------ში) მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს----- წ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----- ბ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენში ს----- წ------–---–ის მიმართ ცვლილება იქნა შეტანილი;
ს----- ც------- ძე წ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით 1 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ს----- წ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა 2008 წლის 04 აპრილს გორის რაიონული სასამართლოს მიერ ს----- წ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე და საბოლოოდ ს----- წ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 09 (ცხრა) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ს----- წ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2008 წლის 25 ნოემბრიდან.
ს----- წ------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს----- წ------–---–ს გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით შეეფარდა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.
მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2008 წლის 25 ნოემბერს, ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციის საფუძველზე, გადაუდებელ შემთხვევაში გაჩხრეკილი იქნა გ---------------ს სოფელ ფ------ში მცხოვრები ს----- წ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა ,,მ-–----–-----------“, სახელმწიფო ნომრით ----------- რა დროსაც ა/მანქანაში ნანახი და ამოღებული იქნა გამოსაყენებლად ვრგისი 2 ცალი: ,,РГД-5” და ,,F-1“ ტიპის ხელყუმბარები, 2 ცალი დეტონატორი და 1 ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი მასში მოთავსებული 1974 წლის ნიმუში5,45 მმ კალიბრის და 7,62 კალიბრის 30 (ოცდაათი) გამოსაყენებლად ვარგისი ვაზნით.
იმავე დღეს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანების გაცემის გარეშე, გაჩხრეკილი იქნა ს----- წ------–---–ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე გ---------------ს სოფელ ფ------ში, რა დროსაც ს----- წ------–---–ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 1974 წლის ნიმუშის 5.45 კალიბრის და 7,62 მმ კალიბრის 30 (ოცდაათი) გამოსაყენებლად ვარგისი ვაზნით.
2018 წლის 11 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მ---------------------------------------––----------------–--–----------–-------–----–-----------------------------------------რორმა ა---- ა------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1“ პუნქტზე მითითებით, ითხოვა მსჯავრდებულ ს----- წ------–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან 2018 წლის 3 მარტს გამოტანილი იქნა პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულ ს----- წ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად. ბრალდების მხარის შუამდგომლობაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ს----- წ------–---–ის უფლებების (თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს, რადგან აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილ იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და იგი ამტკიცებს ს----- წ------–---–ის უდანაშაულობას.
მსჯავრდებულმა ს----- წ------–---–მა და პროკურორებმა ა---- ა------–---–მა და თ------- მ-------ემ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს ახალი მტკიცებულებები, სრულად მიმოიხილეს ახალი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი გარემოებები და განმარტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ს----- წ------–---–ის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტი, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 10 მარტს ს----- წ------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით და მის ნაცვლად დადგენილი იქნას გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო პალატამ განიხილა რა აღნიშნული შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი და დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №7---- დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება”.
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ,,წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.”
როგორც ზემოაღინიშნა ს----- წ------–---–ს მსჯავრი დაედო საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით. დადგენილია ის გარემოებაც, რომ ს----- წ------–---–ი შეყვანილია „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №7---- დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში და ასევე, 2018 წლის 3 მაისის გამოტანილ იქნა პროკურორის დადგენილება, რომლის თანახმადაც მიჩნეულ იქნა, რომ ს----- წ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მისი თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები, აღნიშნული გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის და სსსკ-ის 3321 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პროკურორის მიერ სასამართლოში შემოტანილ შუამდგომლობასთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქმის მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წლის 29 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების პროცესში მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სააპელაციო პალატის სხდომაზე, მათ შორის:
სააპელაციო სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ს----- წ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ის სრულად ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, რადგან მას ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, შესაბამისად 4 წლის განმავლობაში სრულიად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს.
სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თ---------- რ-----–---–მა განმარტა, რომ 2008 წლის ნოემბრის თვეში, სოფელ ფ------იდან ს----- წ------–---–ის კუთვნილი ,,მ-–----–-----------ს“ მარკის ა/მანქანით, რომელსაც მართავდა მსჯავრდებული, მიდიოდა ქ------–-, რა დროსაც ,,ჯიპის“ მარკის ა/მანქანით, რომელშიც ისხდნენ სპეც.რაზმის თანამშრომლები ისინი შეაჩერეს. ს----- წ------–---–ი გადაიყვანეს მათი კუთვნილი ა/მანქანიდან და ამ უკანასკნელს უთხრეს, რომ ა/მანქანის დათვალიერება უნდა მოეხდინათ. თვითონ აღნიშნულ დროს იჯდა ა/მანაქანაში მძღოლის გვერდძე, რა დროსაც ა/მანქანასთან მივიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც სახეზე ნიღაბი არ ეკეთა და დაიწყო პოლიეთილენის პარკში გახვეული, მისთვის უცნობი რაღაც ნივთის ა/მანქანაში, კერძოდ, კი ს----- წ------–---–ი სადაც იჯდა იმ სავარძლის ქვეშ ჩადება, რაზედაც მან უთხრა, რომ აღნიშნული არ გაეკეთებინა, თუმცა აღნიშნული პირისგან მიიღო პასუხი, რომ თუ ის არ გააკეთებდა, ამას სხვები გააკეთებდნენ და ა/მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. შემდეგ მოხდა ა/მანქანის ზედაპირული დათვალიერება, მათ შორის დათვალიერებული იქნა ა/მანქანის საბარგული, თუმცა საგამოძიებო მოქმედების შედეგად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაფერი ამოღებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე არანაირ დოკუმენტაციის შედგენას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ ს----- წ------–---–ი ჩასვეს სხვა ა/მანქანაში და წაიყვანეს, ასევე წაიყვანეს მსჯავრდებულის კუთვნილი ა/მანქანა, ხოლო თვითონ კი დატოვეს შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ, მივიდა ს----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ უკანასკნელის დედას უთხრა, რომ მისი შვილი დაიჭირეს, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ გ-----------–-–----------------–--–ი, ხოლო სახლში დარჩა ს----- წ------–---–ის და - შ------- წ------–---–ი. პოლიციის სამმართველოში მისვლისას მათ ს----- წ------–---–ი არ უნახავთ, რადგან იგი დაკავებული იყო და გადაყვანილი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 2-3 საათში ისინი კვლავ დაბრუნდნენ ს----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შ------- წ------–---–ისგან გაიგეს, რომ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იყო ჩხრეკა.
სააპელაციო სასამართლო პროცესზე დაკითხვისას მოწმის სახით დაკითხულმა კ---- ე–--------–---–მა განმარტა, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე სოფელ ფ------ში, სკოლის წინა იდგა ავტობუსის გაჩერებაზე, რა დროსაც მას ა/მანქანა გაუჩერა ქ.გორისკენ მიმავალმა მეგობარმა - ს----- წ------–---–მა, როდესაც ა/მანქანის ჩაჯდა, ნახა რომ მსჯავრდებულთან ერთად ა/მანქანაში იჯდა კიდევ ერთი პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ იცის. ა/მანქანაში მისი ჩაჯდომის შემდეგ მძღოლი შეეცადა ა/მანაქნის დაძვრას, რა დროსაც მათ გზა გადაუღობა მწვანე ,,პ------“ მარკის ა/მანქანამ, საიდანც გადმოვიდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პიროვნებები, რომლებმაც ს----- წ------–---–ს უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ ა/მანქანის ჩხრეკა, ხოლო მათ განუცხადეს, რომ ა/მანქანიდან გადმოსულიყვნენ, რასაც დაემორჩილნენ და ა/მანქანიდან გადმოვიდნენ. შემდეგ მოხდა ა/მანქანის დათვალიერება, კერძოდ, გააღეს ა/მანქანის საბარგული, კარები, თუმცა არაფერი არ უპოვიათ, რა დროსაც არანაირი დუკუმენტის შედგენა არ მომხდარა, თუმცა ზემოაღნიშნული პირებიდან ერთ-ერთმა წაიყვანა ს----- წ------–---–ის ა/მანქანა, ხოლო თვითონ დაელოდა ავტობუსს, რომლითაც შემდეგ იმგზავრა ქ.გორამდე. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს----- წ------–---–ი გაასამართლეს და დაიჭირეს. მოწმემ მიუთითა, რომ მოცემული შემთხვევის დროს ა/მანქანის ჩხრეკა მიმდინარეობდა დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შ------- წ------–---–მა განმარტა, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 09:30 სათიდან 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში, მისი ძმა -ს----- წ------–---–ი და სიძე - თ---------- რ-----–---–ი წავიდნენ ქ------–- საცხოვრებელის ბინის გასარემონტებლად. მათი წასვლიდან დაახლოებით 30-45 წუთში თ---------- რ-----–---–ი დაბრუნდა სახლში და თქვა, რომ ს----- წ------–---–ი დააკავეს და მას რაღაცას უდებდნენ ა/მანქანაში, რის შემდეგაც დედამისი და თ---------- რ-----–---–- წავიდნენ ქ------–-, ხოლო თვითო კი სახლში დარჩა. დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე პერიოდში მისაღებ კარებზე გაიგო ხმაურის ხმა, ხოლო როდესაც გააღო კარები, მას დაეჯახა ერთ-ერთი ნიღბიანი სპეც.რაზმის თანამშრომელი. ამასთან დაინახა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა დაახლოებით 50 ნიღბიანი სპეც.რაზმის თანამშრომელი, რომლებიც როდესაც სახლში შეცვივდნენ, ერთ-ერთმა ხელი ჰკრა მას, რის გამოც გაიჭედა კარადასა და სავრძელს შორის, საიდანაც მე-2 სპეც.რაზმელმა გამოიყვანა, დასვა სავარძელზე და ჰკითხეს სად იყო ს----- წ------–---–ის საძინებელი ოთახი, რაზედაც მიუთითა მან, რის შემდეგაც აღნიშნული პირები შევიდნენ და კვლავ გამოვიდნენ საძინებელ ოთახიდან, შემდეგ კი დაიწყეს მთლიანი სახლის ჩხრეკა, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს. შემდეგ ერთ-ერთ პიროვნებას ჰკითხა ვინ იყვნენ და რატომ აკეთებდნენ ამას, რაზედაც აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ ც------ იყო. ჩატარდა ჩხრეკა და გამომძიებელს, რომელიც იქ იმყოფებოდა არაფერი დოკუმენტი არ შეუდგენია, თუმცა სახლიდან წაიღეს მასაჟორი, მაკიაჟის ყუთი, ხმალი, იარაღის ჩასადები, რომელიც ს----- წ------–---–ის სამსახურში მუშაობის პერიოდიდან ჰქონდა. მოწმე ასევე მიუთითა, რომ მოცემული შემთხვევის დროს წასვლის წინ ზემოაღნიშნული პირები ისევ შევიდნენ ს----- წ------–---–ის ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ დაახლოებით 2-3 წუთი, რის შემდეგაც ოთახიდან გამოიტანეს ავტომატის 1 ცალი მჭიდი ვაზნებით და თქვეს, რომ თითქოსდა აღნიშნული ნივთების იპოვეს ოთახში, რაც სინამდვილეში არ ყოფილა, რადგან აღნიშნული ნივთები მათ არ ჰქონიათ და რომ ყოფილიყო აუცილებლად შეამჩნევდა მას. შემდეგ კი უთხრეს, რომ თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა შუბლს გაუხვრიტავდნენ, რის შემდეგაც მოაწერა ხელი ცარიელ ფურცლებს, ხოლო მის შეკითხვაზე გამომძიებელმა - ც------მ მას უთხრა, რომ ეს ყველაფერი მ-–---- კ------–---ს ინტერესებში შედიოდა და ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ს----- წ------–---–ი გაწევრიანებული იყო ი-----–- ო------–---–-ს პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც მოცემული შემთხვევის დროს ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მ----- წ------–---–მა განმარტა, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს, დილის საათებში მისი შვილი - ს----- წ------–---–ი და სიძე წავიდნენ ქ------–- არსებული ბინის გასარემონტებლად. შემდეგ მასთან მივიდა სიძე - თ------ რ-----–---–ი და უთხრა, რომ სოფელ ფ------ის სკოლასთან სეც.რაზმმა გააჩერა ისინი, რა დროსაც ა/მანქანიდან გადაიყვანეს ს----- წ------–---–ი და წაიყვანეს, შემდეგ კი ისინიც გადასვეს ა/მანქანიდან და წავიდნენ. თ------ რ-----–--–ის მასთან მივლის შემდეგ ისინი წავიდნე ქ------–- და მივიდნენ პოლიციის სამმართველოში, რა დროსაც თ------ რ-----–---–ი დარჩა დაბლა, ხოლო თვითო ავიდა შენობის მე-2 სართულზე, სადაც დაინახა, რომ ოთახის კარები იყო ღია, ხოლო ოთახში მისგან ზურგით იდგა ორი პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ, რომ ისინი ნარკოტიკებს ვერ დაუწერდნენ და ისევ იარაღი უნდა ჩაეწერათ ს----- წ------–---–ისათვის, რაზედაც მან უთხრა, რომ მისი შვილისთვის არაფერი არ დაეწერათ და არ დაეღუპათ, რა დროსაც ერთი პიროვნება მოტრიალდა და მას უთხრა, რომ არაფერზე არ ენერვიულა. შემდეგ კი გამოიყვანა გარეთ, სადაც ელოდებოდნენ ს----- წ------–---–ს. შემდეგ წავიდნენ სახლში, სადაც გაიგო, რომ საცხოვრებელის სახლის ჩხრეკა იყო ჩატარებული და ვითომდა ამოღებული იყო ავტომატის მჭიდი, რომელიც მათ საცხოვრებელ სახლში არ ჰქონიათ. მოწმე ასევე მიუთითა, რომ მათი ოჯახი ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში, მათ შორის ს----- წ------–---–ი იყო ი-----–- ო------–---–-ს პოლიტიკური პარტიის წევრი, რომელიც იმ დროს იყო ოპოზიციური პარტია.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ს----- წ------–---–ის განზრახ უკანონო დაკავების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული საქართველოს მ---------------------------------------––----------------–--–----------–-------–----–-----------------------------------------რორ გ------- მ----ას N13/11878 მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ჩატარებული გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის პროცესში დათვალიერებულ იქნა საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული საჯარო ინფორმაცია - დადგენილების პროექტი ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“ და თანდართული დოკუმენტები, რომლებშიც მოცემულია პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების ჩამონათვალი და მათი დევნის პოლიტიკური მოტივები.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილების თანახმად, ს----- წ------–---–ი (დაბადებული: 0--------- წელს) მიჩნეულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად. მითითებულ დადგენილებაზე დართული N------------–ი პოლიტიკურ მოტივად აღნიშნულია შემდეგი: ,,ს----- წ------–---–ი არის მოძრაობა ე--------------------–----–----- და მონაწილეობდა გორის საპროტესტო აქციის დროს ხელისუფლების წინააღმდეგ 2007 წლის ბოლოს. ამ გარემოებას უკავშირდება მისი დაპატიმრება“.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული 2018 წლის 3 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ს----- ც------- ძე წ------–---–ი (პ/ნ 5----------) ცნობილ იქნა დაზარალებულად.
ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ 2018 წლის 3 მაისის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმის წარმოების პროცესში არსებითად დარღვეულია მსჯავრდებულ ს----- წ------–---–ის თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები.
ამდენად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის პროცესში გამოკვლეული მტკიცებულებებისა და წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილი იქნა სხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენით დაგენილად მიჩნეული ფაქტები.
პალატა მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში მოპოვებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ახალი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ ს----- წ------–---–ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე მტკიცებულება, რაც მაინც მიუთითებდა მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენაზე, წარმოდგენილი არ არის.
პალატა ახალი წარმოების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით უტყუარად ადგენს, რომ 2008 წლის 25 ნოემბერს, სპეც.რაზმის თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილი იქნა გ---------------ს სოფელ ფ------ში მცხოვრები ს----- წ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა ,,მ-–----–-----------“, სადაც ს----- წ------–---–თან ერთად იმყოფებოდნენ თ---------- რ-----–---–ი და კ---- ე–--------–---–ი, რომლებმაც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მკაფიო ფორმით განაცხადეს, რომ აღნიშნული შემთხვევისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, თ---------- რ-----–---–მა სააპელაციო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ შემთხვევის დროს, როდესაც ს----- წ------–---–ი გადაიყვანეს ა/მანქანიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითონ დარჩა ა/მანქანაში, რა დროსაც დაინახა, რომ ა/მანქანასთან მივიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც სახეზე ნიღაბი არ ეკეთა და დაიწყო პოლიეთილენის პარკში გახვეული, მისთვის უცნობი რაღაც ნივთის ა/მანქანაში, კერძოდ, კი ს----- წ------–---–ი სადაც იჯდა იმ სავარძლის ქვეშ ჩადება, რაზედაც მან უთხრა, რომ აღნიშნული არ გაეკეთებინა, თუმცა აღნიშნული პირისგან მიიღო პასუხი, რომ თუ ის არ გააკეთებდა, ამას სხვები გააკეთებდნენ და ა/მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა.
ზემოაღნიშნული გამომდინარე, მოცემული შემთხვევის დროს (ავტომანქანის ჩხრეკისას) განვითარებული მოვლენების წარმოჩენის კუთხით სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით ცალსახაა, რომ გამოირიცხება ს----- წ------–---–ის ა/მანქანაში შემთხვევის დროს კანონსაწინააღმდეგო ნივთის არსებობა და მისი საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღება, უფრო მეტი მოწმეები ნათლად მიუთითებენ, რომ მოცემული შემთხვევის დროს ა/მანქანის დათვალიერება ჩატარდა ზერელე ფორმით - ზედაპირულად, რა დროსაც არანაირი დოკუმენტი არ შეუდგენიათ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს და რაიმე სახის ნივთმტკიცება ამოღებული არ ყოფილა.
პალატა მოცემული გარემოების გაანალიზების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს ს----- წ------–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის მიმდინარეობის შესახებ სააპელაციო სხდომაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნავს, რომ ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით გამოირიცხება საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ნივთიერების ამოღების ფაქტი, კერძოდ როგორც მსჯავრდებული ასევე მისი ოჯახის წევრები მკაფიო და კატეგორიული ფორმით გამორიცხავენ მათ საცხოვრებელ სახლში საბრძოლო მასალის ან მსგავსი სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთის ამოღების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დროს განვითარებული მოვლენების დადგენის კუთხით, ბრალდების მხარის მიერ ახალი გამოძიების ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც ა/მანქანის, ასევე ს----- წ------–---–ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკას ესწრებოდა გარეშე პირები (პირები, რომლებიც ახალი გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იქნენ დაკითხულნი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე), თუმცა აღნიშნული პირები პირველი გამოძიებისას მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან დაკითხულნი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირები, რომლებიც შემსწრენი გახდნენ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, პირველი გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათ წარმოაჩენენ, რომლითაც მკაფიო ფორმით გამოირიცხება ს----- წ------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც წინააღმდეგობაში მოდის განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი გამოძიებისას პოლიციის თანამშრომლების მიერ გაცხადებულ ინფორმაციებთან და მათ მიერ შედგენილ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში ასახულ გარემოებებთან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში გაცხადებულია, რომ როდესაც სამართალდამცავების ჩვენებები (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ შედგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია) წინააღმდეგობაშია ბრალდებულის და მისი ახლობლების ჩვენებებთან, ანუ როდესაც ერთის მხრივ, პოლიციის ჩვენებებსა და მეორეს მხრივ, ბრალდებულის და მოწმეების ჩვენებებს შორის განსხვავება არსებობს, უპირატესობა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს უპირობოდ არ უნდა მიენიჭოს, განსაკუთრებით ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულია პრეტენზია კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი სავარაუდოდ დაინტერესებულნი არიან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით.
პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიზანს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებული იქნეს მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება, რა დროსაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანონმდებელი მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, რომ გამოძიების დროს მტკიცებულებათა მოპოვებისას დაიცვას კანონის გათვალისწინებული მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებათა მოპოვებასთან (მათ შორის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურულ საკითხთან მიმართებით) ეჭვის წარმოშობს, ანუ კონკრეტულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების დროს მოვლენები/მოქმედებების განსხვავებულ ვერსიაზე უთითებს, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გააქარწყლოს აღნიშნული ეჭვი, რა დროსაც მან მკაფიო ფორმით უნდა დაადასტუროს ის კონკრეტული გარემოება თუ რა თანმიმდევრობით, ვის მიერ, დროის რა პერიოდში, რა საფუძვლით და ა.შ. განხორციელდა კონკრეტული საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედებები და რა მტკიცებულებებით ახდენს მოცემულ გარემოებათა უტყუარად დადასტურებას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების ჭეშმარიტად არსებობის მიჩნევაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ვალდებულებას (და არა უფლებამოსილებას) წარმოადგენს ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში მოიპოვოს არა მარტო პირის გამამტყუნებელი მტკიცებულებები, არამედ იგი ვალდებულია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველყოფის მიზნით მოიპოვოს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ანდა გამამართლებელი მტკიცებულებები, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი (მათ შორის თუნდაც ეჭვის მიმანიშნებელი გარემოებები) კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას.
მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ ახალი გამოძიების ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად სრულიად გამოირიცხება ს----- წ------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რაც დასტურდება თითოეული საგამოძიებო მოქმედებისას შემთხვევის ადგილზე მყოფი (თვითმხილველი) პირების ჩვენებებით, რაც ცნობილი არ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ცალსახაა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ს----- წ------–---–ის მიერ - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; აღნიშნული ბრალდება ახალი გამოძიების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებით ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
ამდენად, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ: „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი; ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი; აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. მტკიცებულებების შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატამ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე, ასევე მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, გამოიტანა სათანადო დასკვნები, რაც მდგომარეობს მასში, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არაა დადასტურებული ს----- წ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი ს----- წ------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე, 3321-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მ---------------------------------------––----------------–--–----------–-------–----–-----------------------------------------რორ - ა---- ა------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის განაჩენი ს----- წ------–---–ის მიმართ.
ს----- წ------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნულ ბრალდებებში იგი გამართლდეს.
განემარტოს გამართლებულ ს----- წ------–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გოჩა ჯეირანაშვილი