განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
120100118002320009
ინსტანცია
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002320009

საქმე №1ბ/887-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,გამართლებულ: ღ--------------ის,ადვოკატ: ნ---------------–---–ის,თარჯიმან: თ------------------ის

მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ღ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N4----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ა---––--------------------–--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ღ--------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიურ შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, გენდერული მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის პერიოდში ღ--------------ი თავის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ----------------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი, შეხედულება და უნდა იყოს სახლში. 2018 წლის 15 იანვარს კი დაახლოებით 11:00 საათზე ღ--------------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს მ---------------ს. კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი მკლავში და ორჯერ ტანის არეში, რის გამოც მ---------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით ღ--------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ღ--------------ის მიმართ.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ღ--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების ა--------------ის და ს----------------ის ჩვენებებით, დაზარალებულის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით. ნიშანდობლივია, რომ დაცვის მხარე სრულიად ეთანხმება ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან გარკვეული მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ღ--------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ღ--------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ჩვენებებს და დაზარალებულის გამოძიებაში მიცემული ჩვენებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული ყველა მტკიცებულება გარდა ღ--------------ის, დაზარალებულის მ---------------ის ჩვენებისა და ბრალდების შესახებ დადგენილებისა გახადა უდავოდ. ორივე მხარე სრულად დაეთანხმება უდავო სახის მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მოწმეების - ა--------------ის, ს----------------ის, მ---------------ის, ლ-------–--–-–---–ის, ლ-------------ის, ვ-–---------------------ის, ა-------------ის, თ------------–-–---–ის, ა-----–----------–---–ის, ა--------------–-–---–ის ჩევნებებს, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომელიც შედგენილ იქნა გამომძიებლების - ლ-------------ის და თ------------–-–---–ის მიერ. ასევე მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს ექსპერტის დ-------------–---–ის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს მ---------------ს სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების ჩვენებებით და დაზარალებულის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება ღ--------------ის ბრალდება, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია, ეს მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ღ--------------ის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ---------------მა მოწმის სახით დაკითხვაზე უარი განაცხადა.

 

ღ--------------მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე.

 

2018 წლის 17 იანვრის N4-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემოწმებული იქნა მ---------------ი, რომელსაც სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებით მ---------------ს ჩივილები ტკივილზე არ აქვს. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2018 წლის 17 იანვრის ღ----------------ის მიერ მ---------------ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.

 

მოწმეები ა--------------ი და ს----------------ი 2018 წლის 15 იანვარს მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ს----------------ი თავის ჩვენებაში განმარტავს რომ გაიგონა როგორ ლანძღავდა და უყვიროდა მ---------------ს მისი დედამთილი და ღ--------------იც სავარაუდოდ მ---------------ის მისამართით ილანძღებოდა. შესაბამისად, დასახალებული მოწმეთა ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულება ღ--------------ის ბრალდების დასადასტურებლად, ვინაიდან არ შეიცავს ინფორმაციას, ღ--------------ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ.

 

2018 წლის 04 იანვარს გამოიცა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება, თუმცა 2018 წლის 24 იანვრის ხელწერილით დგინდება, რომ მ---------------მა უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექპერტიზის ჩატარებაზე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ღ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ღ--------------ის მხრიდან მ---------------ზე ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ღ--------------მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ღ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენი ღ--------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენი ღ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ღ--------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ღ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ა---––---------------------–--–-------- საკადასტრო კოდი 6-----------. (2018 წლის 18 იანვრის N12/010-18წ განჩინება).

 

ღ--------------ს განემარტა,რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი