განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100115001149062
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100115001149062-1ბ/783-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მა----------------–----

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ-------–----------------------–-----------------–-------–-–----------------–--------------–----------–-----------------------------ასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ბ----------------------------;

 

ადვოკატი: მ--–---------–------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი.

 

სასჯელი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მ-----------------–----ა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენი გამართლების ნაწილში შეცვლა, კერძოდ გ-------–----------–---- დამნაშავედ ცნობა ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 238-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება და გ-------–----------–---- მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

გ-------–----------–---ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით; მანვე, ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის,საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ-------–----------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

გ-------–----------–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 0,0146 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი 4 ნატეხი, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად. მანვე, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 1948 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტი და 21 ცალი ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში. 2015 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა გ-------–----------–---, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით 0,0146 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შემცველი აბის 4 ნატეხი და ქარხნული წესით დამზადებული დანა, რაც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. იმავე დღეს, თბილისი, ბ---------------------- სართულზე მდებარე გ-------–----------–---- ბინის ჩხრეკისას, ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული, 1948 წლის ნიმუში, 9 მმ კალიბრის ,,სტეჩკინის” კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის, მოდელის ,,АПС” უნომრო პისტოლეტი, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის 21 ცალი ვაზნა, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. გ-------–----------–--- ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

გ-------–----------–--- უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.

 

გ-------–----------–---მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 1948 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტი და 21 ცალი ვაზნა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში. 2015 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თბილისი, ბ---------------------- სართულზე მდებარე გ-------–----------–---- ბინის ჩხრეკისას, ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული,1948 წლის ნიმუში, 9 მმ კალიბრის ,,სტეჩკინის” კონსტრუქციის საშტატო ნიმუშის, მოდელის ,,АПС” უნომრო პისტოლეტი, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის და ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის 21 ცალი ვაზნა, რაც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ზ------------------- ჩვენების მიხედვით მან 2015 წლის 7 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გ-------–----------–--- იმყოფებოდა თბილისში, ნ----------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე და სავარაუდოდ უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ სახლში. მიღებული ინფორმაციის შესახებ მოახსენა ხელმძღვანელობას. შემდგომ გაიგო, რომ ამოღებული იქნა როგორც ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე იარაღი. განმარტა, რომ არ იცის, რატომ არ არის პატაკზე მითითებული რეგისტრაციის ნომერი და საათი. ინფორმაციის მიღების, გასაუბრების და პატაკის შედგენისათვის დასჭირდა დაახლოებით ერთი საათი.

 

მოწმე გ-------–-----–-----ვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბერს თანამშრომლებთან შ--–-------------------------------------------- ერთად ჩაატარა ბრალდებულის ბინის ჩხრეკა. გ-------–----------–---- ოთახში, დივნის ბალიშის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ,,სტეჩკინის” ფირმის იარაღი და ვაზნები. სახლის აივანზე ასევე აღმოჩენილი იქნა გადაჭრილი, გაჭვარტლული ბოთლი, რომელსაც მიკრული ჰქონდა ფოლგის მსგავსი მასალა. ვინაიდან, მისთვის ცნობილი იყო, რომ მსგავსი ბოთლი გამოიყენება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, მათ მიერ ამოღებული იქნა ეს ბოთლიც. სეიფში ასევე ნანახი იქნა რამდენიმე ერთეული იარაღი, რომელიც ოჯახის სხვა წევრზე იყო რეგისტრირებული. დაადასტურა, რომ ჩხრეკის თაობაზე თანხმობა განაცხადა ბრალდებულის დედამ - მა--------------ემ, რომელიც თვალყურს ადევნებდა ჩხრეკის მიმდინარეობას და იარაღის აღმოჩენისას გაკვირვება გამოხატა. ჩხრეკის პროცედურებთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ გაცხადებულა.

 

მოწმე შ--–----------- ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც ბრალდებული დააკავეს, მათ მიიღეს დავალება, რომ მის სახლში ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ჩხრეკაში უშუალო მონაწილეობას იღებდა თავად და გ------ შ-----–-ა.

 

მოწმე გი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მასთან ერთად ჯგუფში იყო გ-------–-----–-------–--–---------ა. მათ ხელმძღვანელობისგან დაევალათ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ხოლო მეორე ჯგუფს - გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკა. ორივე ჯგუფის წევრები ერთდროულად გავიდნენ და რაციის საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. მისი ჯგუფი გ-------–----------–---- სახლთან გაჩერდა და ელოდებოდნენ მე-2 ჯგუფის მიერ პიროვნების გაჩხრეკას და შესაბამის შეტყობინებას. გამომძიებელმა, სავარაუდოდ თ-----------–--ლმა შეატყობინა, რომ პიროვნებას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და დააკავეს. მოწმემ ბრალდებულის დედას აცნობა, რომ გ-------–----------–--- იყო დაკავებული, ასევე გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო სახლის ჩხრეკის შესახებ. სახლში იმყოფებოდა ასევე ბრალდებულის ძმა - ბ---------------–---, რომელიც იჯდა მისაღებ ოთახში. ჩხრეკის დასრულებამდე სახლში მივიდა ბრალდებულის მამა - მ----------------–---. ისინი ჩხრეკის მიმდინარეობისას ოთახთან არ მისულან და ხელი არ შეუშლიათ. გ-------–----------–---- ოთახში დივნიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, ხოლო აივანზე მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა ,,კოკა-კოლის” გადაჭრილი ბოთლი, თავზე ნამწვიანი ფოლგის ქაღალდით.

 

მოწმე და----------–--–----ვენების მიხედვით, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის ჩხრეკაში ბ-------–-–---–---- ერთად. 2015 წლის 7 ოქტომბერს საღამოს საათებში ზ------------------- მიერ მოპოვებული ოპერატიულ ინფორმაციის საფუძველზე ის, ბ-------–-–---–---- და თ-----------–--ლთან ერთად წავიდა ინფორმაციით მიწოდებულ მისამართისკენ - ნაფარეულის ქუჩაზე, რადგან გ-------–----------–---ს სავარაუდოდ უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მისვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში ბრალდებული დაინახეს, მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა. ბ--- გ--–-–---–მა ბრალდებულისგან ამოიღო 2 ცალ ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული აბის ნატეხები, რაც გამომძიებლების მიერ დაილუქა. ასევე ამოღებული იქნა დანა და სხვა პირადი ნივთები. აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ბრალდებული. ოქმი შეადგინა თ-----------–--ლმა. ბრალდებულს ეტყობოდა, რომ უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. დაცვის მხარის შეკითხვებზე მოწმემ ვერ გაიხსენა, დაკავების შესახებ მან მოახსენა თუ არა ვინმეს, ასევე, არ ახსოვს ჩხრეკის დროს მის მობილურ ტელეფონის ნომერზე შესული ზარი.

 

მოწმე თ-----------–--ლის ჩვენების მიხედვით, და----------–--–-ს მიერ შარვლის საქამრის მარცხენა ნაწილიდან ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ფერის დანა და პირადი ნივთები. ნარკოლოგიურ თრობაზე შესამოწმებლად ბრალდებულმა არ ჩააბარა ბიოლოგიური მასალა, თუმცა ექსპერტის მიერ კლინიკურად დაუდგინდა ნარკოლოგიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. მან დაკითხა ასევე მოწმეები. ჩხრეკის დროს თანამშრომლებს დაურეკა თუ არა მობილურ ტელეფონზე ვინმემ, ვერ იხსენებს, თუმცა მან თავად დაურეკა პროკურორს, მაშინ როდესაც ოქმს ავსებდა და აცნობა, რომ ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება და დააკავეს ბრალდებული.

 

მოწმე ბე------–-–---–-ს ჩვენების მიხედვით, თანამშრომელმა ზ------ ჯ---------მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნაფარეულის ქუჩაზე იმყოფებოდა გ-------–----------–---, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ კონკრეტული დავალებებით გამოყო ჯგუფები. მასთან ერთად ჯგუფში იმყოფებოდნენ და----------–--–- და თ-----------–--ლი, მათ დაევალათ ნაფარეულის ქუჩაზე გასვლა და ბრალდებულის პირადი ჩხრეკა. როცა დარწმუნდნენ, რომ პიროვნება ნამდვილად გ-------–----------–--- იყო, მოწმე და და----------–--–- გაყვნენ, შეაჩერეს ქუჩის ბოლოს, გააცნეს დადგენილება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ბრალდებულისაგან ამოღებული იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული აბის ნატეხები, დანა და სხვა პირადი ნივთები, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას ბრალდებულმა ბიოლოგიური მასალა არ ჩააბარა, თუმცა მას კლინიკურად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

 

მოწმე თამ-------–----- ჩვენებით მიხედვით, 2015 წლის 7 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც გამოკვლეული იქნა გ-------–----------–---, რომელსაც კლინიკურად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ ყოფნა. ლაბორატორიული გამოკვლევა არ ჩატარებულა, ვინაიდან ბრალდებულის მიერ არ იქნა ჩაბარებული ბიოლოგიური მასალა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ კლინიკური ზემოქმედება დგინდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს ბოლო 5-6 საათის განმავლობაში, თუმცა სხვადასხვა ნივთიერების მოხმარებისას ეს დრო იცვლება და აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედების ვადა. ადვოკატის კითხვაზე მოწმემ დაადასტურა, რომ გ-------–----------–---მ არ ჩაბარა მასალა, თუმცა დასკვნაში შესაბამისი აღნიშვნა არ დაფიქსირდა. თრობის დიფერენცირება შესაძლებელია სხვადასხვა ნიშნებით, მაგალითად მარიხუანით თრობისას საკვლევს ენაზე აღენიშნება თეთრი ნადები, ფსიქოტროპული ნივთიერებისას - მოყავისფრო ნადები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ასევე აღსანიშნავია ჭარბი ოფლიანობა, აგრესიული ქმედებები, რაც არ არის მარიხუანით თრობისას, თუმცა სრული - უტყუარი კვლევისათვის საჭიროა ბიოლოგიური მასალის ჩაბარება, რათა დადგინდეს ნივთიერება, რომლითაც გამოწვეულია თრობა, ეს იქნება ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული თრობა. მოწმემ დაადასტურა, რომ პიროვნება იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ამასთან საკვლევმა პიროვნებამ მას განუცხადა, რომ მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული 2 კვირით ადრე.

 

მოწმე ს--------–--------ს ჩვენების მიხედვით 2015 წლის 08 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც - გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული: - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ტაბლეტის ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ”B” წონით 0,1787 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0, 0035 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი ”8”, წონით 0,1679 გრამი, შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0033 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი ”B”, წონით 0,1761 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0035 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი ტაბლეტის ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ”8”, წონით 0,2152 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0043 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს.

 

ოთხ ცალ ტაბლეტის ნატეხში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,0146 გრამი; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, ცისფერი, ტაბლეტის ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ”ZM 1” წონით 0,0708 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ალპრაზოლამს წონით 0,00054 გრამს; წარმოდგენილ ტაბლეტის ნატეხებს გააჩნიათ ქარხნული დამზადების ნიშნები. ასევე, გ-------–----------–---- ბინის ჩხრეკისას ამოღებული, პოლიმერული მასალის გადაჭრილი ბოთლის, მასზე დაფიქსირებული პოლიეთილენის პაკეტის შიდა კედლებზე და ფოლგის ქაღალდზე აღინიშნება კანაფის მცენარისათვის დამახასიათებელი კანაბინოიდური კომპონენტები, კვალის სახით. მოწმემ დაადასტურა, რომ საკვლევი ნივთიერები იყო დალუქული.

 

მოწმე თა----------–---- ასევე დაადასტურა 2015 წლის 08 ოქტომბერს გაცემული დასკვნის სისწორე.

 

მოწმე მ---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 08 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც გ-------–----------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული უნომრო პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1948 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ,,სტეჩკინის” კონსტრუქციის საშტატო ნიმუში, მოდელი ,,АПС”. მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 21 ცალი ვაზნა ასევე არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. მოწმემ დაადასტურა, რომ საკვლევი ობიექტები წარდგენილი იქნა დალუქულ მდგომარეობაში.

 

მოწმე ლ--–-------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 09 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც ფიზიკო-ტექნიკურ ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტზე, იქ სადაც ქარხნის მიერ ხდება იარაღის სარეგისტრაციო ნომრის დატანა, ნომერი გადაშლილია ფიზიკური ზემოქმედების გზით და არ იკითხება. ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად პისტოლეტზე ნომრის გამოვლენა ვერ მოხერხდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ფუთა იყო დალუქული.

 

მოწმე დე--------------- ჩვენების მიხედვით, 2015 წლის 08 ოქტომბერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

მოწმემ მა--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში სახლში იმყოფებოდა შვილთან - ბ---------------–---სთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა 4-5 მამაკაცი, რომლებმაც აცნობეს, რომ მისი შვილი გ-------–----------–--- იყო დაკავებული და უნდა გაეჩხრიკათ სახლი, რადგან მათი ინფორმაციის თანახმად სახლში უნდა ყოფილი ნარკოტიკული საშუალება. მათვე გააფრთხილეს, რომ არ ემოძრავათ. აღნიშნულის პარალელურად კარებზე გრძელდებოდა ზარი, 2 პოლიციელი დადგა კარებთან და არეგულირებდა, ვინ უნდა შეეშვათ სახლში. საბოლოო ჯამში სახლში მოგროვდა ბევრი ხალხი, ნაწილი კითხულობდა გ-------–----------–---- ოთახს, ნაწილი აივანს. მოწმე და პოლიციის 2 თანამშრომელი შევიდა გ-------–----------–---- ოთახში და ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკისას სახლში მივიდა მისი მეუღლეც, რომელმაც შეიხედა ოთახში, მოწმემ გახედა მეუღლეს, უკან მოხედვისას კი დაინახა, რომ პოლიციელები იყვნენ დივანთან, აწეული ჰქონდათ ბალიში და დაანახეს იარაღი, თუმცა მან უშუალოდ დივნის ბალიშის აწევის მომენტი ვერ დაინახა. სანამ გ-------–-ს ოთახში შევიდოდა 2 პოლიციელთან ერთად, იმ ოთახში მანამდე იყო თუ არა შესული რომელიმე გამომძიებელი არ იცის, რადგან ისინი მიმოიფანტნენ ოთახებში და ყველა გამომძიებელს ვერ ადევნებდა თვალყურს. იარაღის დანახვისას მოწმე გაოგნდა და გახდა ცუდად. მოწმემ დაადასტურა, რომ სახლში ოთახები არის თავისუფალი და ოჯახის თითოეული წევრები ერთმანეთის ოთახში შედიან თავისუფლად, მათ შორის გ-------–----------–---- ოთახში შესვლა ოჯახის წევრებს არ აქვთ აკრძალული.

 

მოწმე ბიძ-------------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში სახლში იმყოფებოდა დედასთან - მა--------------ესთან ერთად, რა დროსაც მათთან მივიდა 6-7 პოლიციელი, რომლებმაც აცნობეს, რომ მისი ძმა - გ-------–----------–--- დაკავებული იყო და უნდა გაეჩხრიკათ სახლი, რადგან მათი ინფორმაციის თანახმად, სახლში უნდა ყოფილიყო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ კითხვაზე, თუ რატომ იყო მისი ძმა დაკავებული, პოლიციელებს არ უპასუხიათ. მოწმემ მიუთითა გ-------–----------–---- ოთახი, საითაც დაიძრა ერთი პოლიციელი, დანარჩენები კი სახლში სხვადასხვა ოთახებში გაიფანტნენ, ერთი პოლიციელი კი იყო მასთან ერთად დიდ ოთახში, სადაც მალევე შეიკრიბა სახლში მყოფი ყველა პოლიციელი. იქ მიიყვანეს ასევე მა--------------ე და დაიწყეს ბლანკების შევსება. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე პოლიციელი და მა--------------ე გავიდნენ გ-------–----------–---- ოთახის გასაჩხრეკად. პარალელურად კარებზე გრძელდებოდა ზარი და შედიოდა ხალხი, თუმცა მოწმე ვერ ხედავდა, რადგან პოლიციელი არ აძლევდა გახედვის საშუალებას, ცოტა ხანში მივიდა ასევე გადამღები ჯგუფიც, მოგვიანებით კი მამა - მ----------------–---. დაახლოებით 10 წუთში გაიგონა პოლიციელის ხმა - ,,ვიპოვეთ იარაღი”, რა დროსაც ოთახში მყოფი პოლიციელი წავიდა გ-------–----------–---- ოთახში. იარაღი დადეს დიდ ოთახში მაგიდაზე, დაინახა, რომ მას ჰქონდა ჟანგები და იყო დიდი ზომის, იარაღი დააფიქსირეს ვიდეოკამერით. მან განუმარტა, რომ აღნიშნული იარაღი მას ნანახი არ ჰქონდა. გაჩხრიკეს ასევე მოწმის ოთახიც, რასაც ესწრებოდა თავად. გ-------–----------–---- ოთახი დაკეტილი არ არის და ბრალდებული ხშირად არ იძინებდა აღნიშნულ ოთახში, ძირითადად სასტუმრო ოთახად იყენებენ. ამასთან, სახლი არის მე-2 სართულზე, არის სახანძრო კიბე, ოთახს აქვს აივანი, კარები მიხურულია, იკეტება მხოლოდ შიგნიდან, აღნიშნული კიბით შესაძლებელია მეზობელთან გასვლა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული 2009 წელს ნასამართლევია იარაღის უკანონო შენახვისათვის.

 

მოწმე მ----------------–------ვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბერს იმყოფებოდა წიგნის პრეზენტაციაზე. მეუღლისგან გაიგო, რომ გ-------–----------–--- დაკავებული იყო და მათ სახლში ტარდებოდა ჩხრეკა. დაახლოებით 1930 საათზე მივიდა სახლში, სადაც დაახლოებით 8-9 პოლიციელი იყო. უთხრეს, რომ გ-------–---ირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო სახლის განაპირა ოთახიდან, რომელიც ეზოში გადის, ამოღებული იქნა იარაღი. მოწმემ განმარტა, რომ ოთახში, საიდანაც ამოიღეს იარაღი, კონკრეტულად არცერთ ოჯახის წევრს ეკუთვნის და ყველა სარგებლობს, მათ შორის სტუმრად მისული ნათესავები, თუმცა ბოლო დღეებში გ-------–- იყენებდა დასაძინებლად. ეზოში, სადაც მათი სახლი მდებარეობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შესვლა. მისი მისვლისას ბინის ჩხრეკა თითქმის დასრულებული იყო. მეუღლისგან იცის, რომ იარაღი ამოიღეს. გ-------–-ს გათავისუფლების შემდეგ ისევ მივიდნენ სამართალდამცავები გასაჩხრეკად. ფიქრობდნენ, რომ კვლავ იარაღს ჩაუდებდნენ, მათ დარეკეს ადვოკატთან, საბოლოოდ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს. მოწმემ განმარტა, რომ ის წერს კრიტიკულ სტატიებს, არაერთხელ გააფრთხილეს მუქარით, რომ შეეწყვიტა წერა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გ-------–-სთვის ნარკოტიკი ჩაედოთ. ეს უკანასკნელი შეირჩა იმიტომ, რომ ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკის გამო.

 

მოწმე ს--–----------–---- ჩვენების მიხედვით, ის და მისი მეუღლე მეგობრობენ გ-------–----------–---სთან. 2015 წლის 7 ოქტომბერს ავტომანქანიდან დაინახა ფეხით მიმავალი გ-------–----------–---, შესთავაზა და წაიყვანა სახლისაკენ. ბ-------ის და ნაფარეულის ქუჩების კუთხეში გ-------–- ჩავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 10-12 კაცი მივარდა, 5 კაცი გვერდით ამოუდგა და მიყავდათ, დანარჩენებიც მიყვებოდნენ, გ-------–- ავტომანქანაში ჩატენეს, რა დროსაც ერთ-ერთმა თქვა, რომ დანა ამოუღეს და სხვა ვერაფერი ნახა. მოწმეს უთხრეს, ჩამჯდარიყო მის ავტომანქანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც დაიჭერდნენ. მოწმემ დაახლოებით 1955 საათზე დაურეკა და უთხრა ბ-------ზე მყოფ მეუღლეს, რომ გ-------–- დაიჭირეს. მოვლენები დაახლოებით 2-3 წუთს გაგრძელდა. გ-------–- შ--------–---–ის ქუჩისკენ წაიყვანეს, ხოლო თავად გ-------–-ს სახლთან გაიარა, სადაც 5-10 კაცი იდგა, რომლებმაც გ-------–- დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ გ-------–----------–---ს პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნიდნენ, რადგან მამამისი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო. როდესაც მეუღლემ დაურეკა გ-------–-ს ოჯახს, გ-------–თან ოჯახში ჩხრეკაზე უკვე ასულები იყვნენ.

 

მოწმემ ლე----–--–--ს განმარტებით დადგენილია, რომ გ-------–----------–--- დაკავებამდე სარგებლობდა მისი ნომრით, ამიტომ შპს ,,მაგთიდან“ გამოითხოვა გ-------–-ს დაკავების დღეს დეტალური ამონაწერი, ზარების ისტორია და გადასცა გ-------–-ს ადვოკატს.

 

ბრალდებულმა გ-------–----------–---- ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს შუადღეს გავიდა მშრალ ხიდზე. სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ვარაზისხევში დაინახა მეგობარი სალომე, ჩაუჯდა ავტომანქანაში. დაახლოებით 2000-2100 საათზე ნაფარეულის ქუჩაზე გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც მისცვივდნენ პოლიციელები, შებოჭეს და ჩატენეს ავტომანქანაში, ბორკილებით მიბმული იყო სავარძლის რკინაზე. 5 წუთით გაჩერდნენ, შემდეგ ზევით ქუჩისკენ ავიდნენ, სადაც 30 წუთი გაჩერდნენ. დაანახეს ქაღალდში გახვეული აბები და უთხრეს, რომ ბ--- გ--–-–---–მა ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკი ამოუღო. მან უთხრა, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო, თუმცა წაიყვანეს სამინისტროში და წარუდგინეს ბრალი. ავტომანქანაში ჩატენვისას დანა ამოუღეს, რაც მას ნამდვილად ჰქონდა. პოლიციელები რეკავდნენ სადღაც, უთხრეს, რომ მისი სახლიდან ასევე ამოიღეს იარაღი. გადაიყვანეს ნარკოლოგიურში, ორი საათი რიგში იდგნენ და დაახლოებით 0100-0200 საათზე უთხრეს, ჩაებარებინა ბიოლოგიური მასა, რაზეც უარი განაცხადა, რადგან მას ნარკოტიკი ჩაუდეს და ფიქრობდა, რომ ანალიზშიც რაიმეს გაურევდნენ. ნარკოლოგიურში დიდი დრო დაჰყვეს, შემდეგ ექიმი გააღვიძეს, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა, რომ იგი კლინიკურად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, ისე რომ არც შეუმოწმებია, არანაირი პროცედურა არ ჩაუტარებია. მოწმემ განმარტა, რომ სახლში, ოთახიდან, რომლიდანაც იარაღი ამოიღეს, კონკრეტულად არცერთი ოჯახის წევრის არ არის, ამასთან, აივანზე, საიდანაც ბოთლი ამოიღეს, რომელზეც მარიხუანას კვალი იყო, მისი არ იყო, აივანზე ქუჩიდან კიბე ადის და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ბოთლის დატოვება. მოწმემ განმარტა, რომ მამამისი ოპოზიციაში იყო, წინა ხელისუფლების დროს საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, ამიტომ ხშირად იდევნებოდნენ, მოლოდინიც ჰქონდათ, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი რამ შემთხვეოდათ. მათ სახლთან ხშირად იდგა უცხო ავტომანქანები.

 

გამომძიებელი ზ------------------- 2015 წლის 7 ოქტომბრის პატაკის მიხედვით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ბ--------------------------–- მცხოვრები გ-------–----------–---, 2015 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში უნდა გადაადგილდებოდეს თბილისში, ნ----------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონდეს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ასევე შესაძლებელია გ-------–----------–--- თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდეს ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას.

 

2015 წლის 7 ოქტომბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების თანახმად - თბილისში, ნ----------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე გამომძიებელმა თ-----------–--ლმა დაადგინა ჩატარებულიყო გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკა. დადგენილების შენიშვნის თანახმად, რომელიც შეიტანა გამომძიებელმა თ-----------–--ლმა, გ-------–----------–---ს დადგენილება გაეცნო გამომძიებლის მიერ, რომელმაც ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

 

2015 წლის 7 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 2035-2105 საათების შუალედში. მონაწილეობდნენ დეტექტივ-გამომძიებლები ბე------–-–---–- და და----------–--–-. გ-------–----------–---ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ამოსაღები ობიექტი, თუმცა მან უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე და ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე. ჩხრეკის შედეგად გ-------–----------–---- ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი მოვერცხლისფრო ფერის ქაღალდში გახვეული მოთეთრო ფერის აბის ნატეხები, ერთი ქაღალდის გახსნისას მასში მოთავსებულია 2 ცალი მოთეთრო ფერის წამლის აბის ნატეხი, ხოლო მე-2 ქაღალდის გახსნისას 3 ცალი მოთეთრო ფერის წამლის აბის ნატეხი. გ-------–----------–---- შარვლის საქამრის მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ფერის გასაშლელი დანა, მიბმული შავი ფერის ზონარით. პირადი ჩხრეკის ოქმზე გამომძიებელ თ-----------–--ლის მიერ შესრულებული შენიშვნის თანახმად, გამომძიებელმა გააცნო გ-------–----------–---ს ოქმი, თუმცა პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე ბრალდებულმა უარი განაცხადა.

 

2015 წლის 7 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ-------–----------–--- დაკავებულ იქნა 2015 წლის 2108 საათზე, თბილისში, ნ----------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ცკპდ-ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლების - ბე------–-–---–-სა და და----------–--–-ს მიერ. ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე, დაკავება მოხდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ბრალდებულს უფლებები განემარტა დამკავებელი პირის თ-----------–--ლის მიერ. ოქმზე არსებული თ-----------–--ლის მიერ შეტანილი შენიშვნის თანახმად, გ-------–----------–---ს დაკავების ოქმი გაეცნო გამომძიებლის მიერ, რომელმაც დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე და ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

 

2015 წლის 7 ოქტომბრის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებით გამომძიებელმა გი----------------ემ დაადგინა, რომ თბილისში, ბ-----------------ის მე-2 სართულზე არსებულ გ-------–----------–---- საცხოვრებელ ბინაში უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა, რასაც დაეთანხმა ჩხრეკაში მონაწილე პირი მა--------------ე.

 

2015 წლის 7 ოქტომბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 2120 საათიდან 2230 საათამდე შუალედში. მონაწილეობდნენ დეტექტივ-გამომძიებლები გ-------–-----–-------–--–---------ა. ჩხრეკა ჩატარდა გ-------–----------–---- დედასთან - მა--------------ესთან, რომელსაც მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ამოსაღები ობიექტი, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. მან თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, თუმცა უარი განაცხადა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგენაზე. ჩხრეკის შედეგად ბინაში განთავსებულ საძინებელი ოთახის მარცხენა კედელთან განთავსებული მოწითალო ფერის დივნის ბალიშის ქვეშ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი მეტალის საგანი, მოშავო ფერის ზედაპირით და მოყავისფრო ფერის ტარით, მჭიდითა და 21 ვაზნით. საძინებელი ოთახის გარე აივანზე არსებული გათბობის ქვაბის კარადიდან ამოღებული იქნა გადაჭრილი ბოთლი, წარწერით ,,კოკა-კოლა”, თავზე არსებული ფოლგის ქაღალდით და მასში არსებული ნამწვავებით. ოქმზე აღნიშულია მა--------------ის მინაწერი - შენიშვნა და განცხადებები არ გამაჩნია და ხელმოწერა. საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები არიან გ------ შ-----–-ა, შალვა ჯახუა და მა--------------ე.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, კანონიერად იქნა ცნობილი 2015 წლის 7 ოქტომბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - თბილისში, ბ-----------------ში, მე-2 სართულზე მდებარე გ-------–----------–---- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტ (ექიმ-ნარკოლოგი) თამ-------–----- N------- დასკვნის თანახმად, გ-------–----------–--- კლინიკურად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ბიო მასალა ვერ/არ ჩააბარა.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტ მ---------------- N------ დასკვნით დადგენილია, რომ გ-------–----------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული უნომრო პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1948 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ,,სტეჩკინის” კონსტრუქციის საშტატო ნიმუში, მოდელი ,,АПС”. მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. მოცემულ იარაღს რაიმე სახის გადაკეთების ან რომელიმე დეტალის გამოცვლის აშკარა კვალი არ აღენიშნება. 21 ცალი ვაზნა ასევე არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, რომელიც განეკუთვნება ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტებისათვის ,,ПМ” და ,,სტეჩკინის” სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,АПС”, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის PA-63, P-64, PK-59 და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტ მედეა ჩუბინიძის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის თანახმად დადგენილია, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, მოქალაქე გ-------–----------–---- სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

2015 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფეთქებადსაშიში საგნების, საინჟინრო და სახანძრო კვლევების ექსპერტიზის განყოფილების ასაფეთქებელი მოწყობილობების და ფიზიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარ ექსპერტ ლ--–-------–---–-- N------ დასკვნით დადგენილია, რომ ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტზე, იქ სადაც ქარხნის მიერ ხდება იარაღის სარეგისტრაციო ნომრის დატანა, ნომერი გადაშლილია ფიზიკური ზემოქმედების გზით და არ იკითხება. ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად პისტოლეტზე ნომრის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარ ექსპერტ დე--------------- N----–- დასკვნის თანახმად, გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2015 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარ ექსპერტ თ----- უ---–---- და სპეციალობით ექსპერტ-ქიმიკოს და ინსტრუმენტალური ანალიზის ქვეგანყოფილების მთავარ ექსპერტ ს--------–--------ს N--------------- დასკვნის თანახმად, გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული: - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი, ტაბლეტის ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ”B” წონით 0,1787 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0035 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი, ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი ”8”, წონით 0,1679 გრამი, შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0033 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი, ტაბლეტის ნატეხი, ნაწილობრივ ამოტვიფრული ლოგოთი ”B”, წონით 0,1761 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0035 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, თეთრი, ტაბლეტის ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ”8”, წონით 0,2152 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს წონით 0,0043 გრამს, ხოლო დანარჩენი შეადგენს არანარკოტიკულ შემავსებლებს; ოთხ ცალ ტაბლეტის ნატეხში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა 0,0146 გრამი; - ცალ მხარეს ოვალური ფორმის, ცისფერი, ტაბლეტის ნატეხი, ამოტვიფრული ლოგოთი ”ZM 1” წონით 0,0708 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ალპრაზოლამს წონით 0,00054 გრამს; წარმოდგენილ ტაბლეტის ნატეხებს გააჩნიათ ქარხნული დამზადების ნიშნები. გ-------–----------–---- ბინის ჩხრეკისას ამოღებული, პოლიმერული მასალის გადაჭრილი ბოთლის, მასზე დაფიქსირებული პოლიეთილენის პაკეტის შიდა კედლებზე და ფოლგის ქაღალდზე აღენიშნება კანაფის მცენარისათვის დამახასიათებელი კანაბინოიდური კომპონენტები, კვალის სახით.

 

2015 წლის შპს ,,მაგთიკომის” იურისტის წერილის თანახმად 2015 წლის 7 ოქტომბერს 2035 საათიდან 2120 საათამდე შუალედში ნომერზე 5-------- შემავალი და გამავალი ზარები, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ ფიქსირდება, ხოლო ტელეფონის ნომერზე 57---------- არის გამავალი ზარი ტელეფონის ნომერ 5--------------015 წლის 7 ოქტომბრის 21:01:43 საათზე, ასევე 2015 წლის 7 ოქტომბრის 20:55:46 საათზე 5---------- არის გამავალი ზარი ნომერზე 0-------------.

 

გამოკვლეული იქნა პაკეტი N1, რომელიც იყო დალუქული და მისი მთლიანობა დარღვეული არ არის, პაკეტზე აღნიშნულია წარწერა - პაკეტი N1, სისხლის სამართლის საქმე N009071015005, 08.10.2015 წელი, 13 ცალი 9 მმ. კალიბრის ვაზნა, გამომძიებელი თ---–---–ი, ექსპერტი გ-------, დასკვნა. პაკეტში რომელშიც მოთავსებულია 13 ცალი ვაზნა.

 

პაკეტი N2 შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ლუქით დალუქული პაკეტი, რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის, პაკეტზე იკითხება F---------, საქმის ნომერი N009071015005, 0--------- წელი, 1 ცალი პისტოლეტი მჭიდით, გამომძიებელი თ---–---–ი, ექსპერტი ბ----–---–ი, 525/ამ, მასში აღმოჩნდა თეთრი ფერის პაკეტი, რომლის მთლიანობა დარღვეულია, მასზე არის ყვითელი ფერის ფურცელი ლუქით, ლუქზე იკითხება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დასალუქად. 4 ხელმოწერით, 0---------. სისხლის სამართლის საქმე N009071015005. ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი და 21 ვაზნა. წარმოდგენილია ,,სტეჩკინის” ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით. მასზე აღინიშნება ერთგვარი ჟანგვის პროცესი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გ-------–----------–---- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა,შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ-------–----------–---მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედებით.

 

იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფლის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს მაგალითად საცხოვრებელ ბინაში ან და სხვა ადგილას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან შენახვის) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა, შეინახა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ხოლო მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ოთახი საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული მართალია წარმოადგენს მსჯავრდებულ გ-------–----------–---- ოთახს, თუმცა აღნიშნულ ოთახში შესვლა შეიძლებოდა დაუბრკოლებლად, ბინის ჩხრეკისას ოჯახის წევრები და თავად პოლიციის თანამშრომლები ოთახში დაუბრკოლებლად შევიდნენ, ეს გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია გ-------–----------–---- ოთახში სხვა პირს შეეტანა იარაღი.

 

მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ-------–----------–---- მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტი, რომ მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურებულია ბინის ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებით. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, აღნიშნული გარემოებები დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით და საქმის ფაქტობრივი გარემოებებით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ გ-------–----------–---მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ გ-------–----------–---- მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ გ-------–----------–---- მხილების კუთხით სასამართლოში წარდგენილი იქნა მოწმეები, რომელთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბინის ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით რომლითაც დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად ბინაში განთავსებულ საძინებელი ოთახის მარცხენა კედელთან განთავსებული მოწითალო ფერის დივნის ბალიშის ქვეშ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი მეტალის საგანი, მოშავო ფერის ზედაპირით და მოყავისფრო ფერის ტარით, მჭიდითა და 21 ვაზნით. ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ-------–----------–---- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული უნომრო პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1948 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ,,სტეჩკინის” კონსტრუქციის საშტატო ნიმუში, მოდელი ,,АПС”. მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. მოცემულ იარაღს რაიმე სახის გადაკეთების ან რომელიმე დეტალის გამოცვლის აშკარა კვალი არ აღენიშნება. 21 ცალი ვაზნა ასევე არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, რომელიც განეკუთვნება ,,მაკაროვის” სისტემის პისტოლეტებისათვის ,,ПМ” და ,,სტეჩკინის” სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,АПС”, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის PA-63, P-64, PK-59 და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

ამასთან პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩხრეკაში მონაწილე მა--------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის პოლიციის 2 თანამშრომელთან ერთად შევიდა სწორედ გ-------–----------–---- ოთახში, საიდანაც მოგვიანებით ამოიღეს იარაღი. ასევე, ჩხრეკისას სახლში მყოფმა ბ---------------–---მ განმარტა, რომ მათთან მისულ სამართალდამცავებს მიუთითა გ-------–----------–---- ოთახზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ასევე მოწმე მ----------------–---მაც, რომელმაც განმარტა, რომ ბოლო პერიოდი ამ ოთახით სარგებლობდა სწორედ გ-------–----------–---. შესაბამისად დაცვის მხარის მტკიცება ვითომდა ამოღებული იარაღი ეკუთვნოდა არა გ-------–----------–---ს, არამედ სხვას საფუძველს მოკლებულია, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ოჯახში მცხოვრებმა ყველა პირმა მიუთითა, რომ ამოღებული იარაღი მათ არ ეკუთვნოდათ და პირველად ნახეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩხრეკის ოქმზე აღნიშულია მა--------------ის მინაწერი - ,,შენიშვნა და განცხადებები არ გამაჩნია“ და ხელმოწერა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის დაეთანხმა ჩხრეკის მიმდინარეობას და შესაბამისად, კონკრეტული ოთახიდან ცეცხლსასროლი იარაღის კანონდარღვევის გარეშე ამოღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადია, მის მიერ განხორციელდებოდა შენიშვნა, შესაბამისი მითითებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება რაც გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული ის ფაქტი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გ-------–----------–---- ოთხიდან იქნა ამოღებული, მსჯავრდებულს არ ეკუთვნის და რომ გრ-----–-----------–--- ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი.

 

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ-------–----------–---- მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–-- თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლ წინააღდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება.

 

ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42).

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

გ-------–----------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით) არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტურ და სუბიექტურ მხარეზე. კერძოდ, მოცემული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამ შემთხვევაში პირი მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას ექიმის დანიშნულების გარეშე, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დგინდება შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 8 ოქტომბრის ნარკოლოგიური კვლევის დასკვნის თანახმად გ-------–----------–--- კლინიკურად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა აღნიშნული კვლევის ჩამტარებელ ექიმ ნარკოლოგ თამ-------–----- განმარტების თანახმად კლინიკური ზემოქმედება დგინდება იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს ბოლო 5-6 საათის განმავლობაში. ამასთან, სხვადასხვა ნივთიერების მოხმარებისას ეს დრო იცვლება და აქვს უფრო ხანგრძლივი მოქმედების ვადაც, სრული - უტყუარი კვლევისათვის კი საჭიროა ბიოლოგიური მასალის ჩაბარება, რათა დადგინდეს ნივთიერება, რომლითაც გამოწვეულია თრობა.

 

მსჯავრდებულის დაკავების ოქმის თანახმად, გ-------–----------–--- დაკავებული იქნა 2015 წლის 7 ოქტომბრის 2108 საათზე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი გამოკვლევა დაიწყო 2015 წლის 7 ოქტომბრის 2321 საათზე, კლინიკური გამოკვლევის დრო - 2015 წლის 8 ოქტომბრის 0005 საათი. ამასთან, იმავე დასკვნაში მითითებულია ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულების დრო - 2015 წლის 8 ოქტომბრის 0341 საათი. აქვე მნიშვნელოვანია დეტექტივ-გამომძიებელ ბე------–-–---–-ს განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმის შემდეგ ის შემოწმდა კლინიკურად. აღნიშნული ცხადყოფს, რომ 7 ოქტომბრის 2108 საათზე დაკავებულ პირს კვლევა ჩაუტარდა დაგვიანებით, რაც ექიმ ნარკოლოგის მიერ მითითებული 5-6 საათის პირობებში ეჭქვეშ აყენებს ექსპერტის დასკვნის უტყუარობას, რის გამოც ის გაზიარებული ვერ იქნება.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ექიმ ნარკოლოგის განმარტებით - თრობის დიფერენცირება შესაძლებელია სხვადასხვა ნიშნებით, მაგალითად მარიხუანით თრობისას საკვლევს ენაზე აღენიშნება თეთრი ნადები, ფსიქოტროპული ნივთიერებისას - მოყავისფრო ნადები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ასევე აღსანიშნავია ჭარბი ოფლიანობა, აგრესიული ქმედებები, რაც არ არის მარიხუანით თრობისას, თუმცა სრული - უტყუარი კვლევისათვის საჭიროა ბიოლოგიური მასალის ჩაბარება, რათა დადგინდეს ნივთიერება, რომლითაც გამოწვეულია თრობა, ეს იქნება ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული თრობა. ექიმმა დაადასტურა, რომ პიროვნება იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა არ განუმარტავს კონკრეტულად რა ნიშანთვისებების შეფასებით ჩამოუყალიბდა აღნიშნული შეხედულება გ-------–----------–---- კლინიკური კვლევის შემთხვევაში.

 

პალატას მიაჩნია, დასკვნა სავარაუდოა და უტყუარად ვერ დგინდება ფაქტი, არა თუ რომელიმე კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, არამედ საერთოდ იყო თუ არა გ-------–----------–--- ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში. ბრალდების მხარე ბრალდების ამ ნაწილში დაეყრდნო მხოლოდ ექსპერტ-ნარკოლოგის მოსაზრებას და სავარაუდო დასკვნას, რაც ბუნებრივია, ვერ გახდება გ-------–----------–---- ბრალდების ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებას, პალატა მიუთითებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის უტყუარად დადასტურება, რომ გ-------–----------–---- მიერ განხორციელდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ვერ იქნა დადგენილი თუ სად, როდის, რა ვითარებაში შეიძინა მსჯავრდებულმა ნარკოტიკული საშუალება ამასთან, პალატა განმარტავს, რომ შეძენა, როგორც ცალკე დანაშაული დამთავრებულად ითვლება გარკვეული რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენისთანავე, ხოლო შენახვა თავის თავში გულისხმობს გარკვეული ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ფლობას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გ-------–----------–---მ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ან თუნდაც დროის გარკვეულ მონაკვეთში ინახავდა (ფლობდა) ნარკოტიკულ საშუალებას.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან მსჯავრდებულის დაკავებამდე გასული იყო დრო, რაც ოპერატიული ინფორმაციის შინაარსიდან გამოდინარე არადამაჯერებელია, ასევე მოწმე ს--–----------–---- დაადასტურა, რომ სწორედ მან მიიყვანა მსჯავრდებული ნაფარეულის ქუჩაზე, სადაც ავტომანქანიდან გადასვლისთანავე, მსჯავრდებულს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი 10-12 კაცი მივარდა და ეგრევე ჩატენეს ავტომანქანაში, ერთერთმა დამკავებელმა თქვა, რომ მხოლოდ დანა უნახა. რეალურად მსჯავრდებულს არც უფლებები განუმარტეს და ჩხრეკის ოქმი ადგილზე არ უწარმოებიათ. აღნიშნულის შესახებ მოწმემ ტელეფონით შეატყობინა მეუღლეს და ეს ფაქტი კი თავის მხრივ, დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ამონაწერებით და ე.წ. ,,სქრინებით’’, რაც დადასტურებული იქნა მსჯავრდებულის მიერ, რაც ეჭქვეშ აყენებს იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალურად, სწორედ ნაფარეულის ქუჩაზე განხორციელდა როგორც მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა, ასევე შესაბამისი საგამოძიებო დოკუმენტების ადგილზე შევსება.

 

პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ გამომძიებლების განმარტება, გ-------–----------–----აგან ნარკოტიკული საშულების ამოღების ფაქტის შესახებ, რომელიც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით,არ არის დასაბუთებული, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, მათი ობიექტური ანალიზიდან და მხოლოდ ერთი მოწმის ზეპირ სიტყვიერი განმარტება, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე სხვა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ გახდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდების საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეჭქვეშ აყენებს გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკის ოქმს, რაც მსჯავრდებულის აღიარების პირობებშიც კი, ერთადერთი მტკიცებულების საფუძველზე, გამორიცხავს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას როგორც სსკ-ის 260-ე მუხლით, ასევე განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვისაც (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი), რადგან საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი - სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ კი ამ დანაშაულთან მიმართებაში (სსკ-ის 2381 მუხლი) ასევე არ იქნა წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება.

 

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებს (ნარკოტიკის ამოღების ნაწილში), ისინი, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აღებული, არ აჩენს მაღალი ხარისხის სანდოობას, ისინი უთითებენ, რომ ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში მივიდნენ დაკავების ადგილას, ამ დროში კი მოხდა - ინფორმაციის მიღება, პატაკის შედგენა, პატაკის ავტორის დაკითხვა, შესაბამისი ბაზიდან შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირის - გ-------–----------–---- შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რადგან საჭირო პირი შეეჩერებინათ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.

 

ამასთან, დეტექტივ-გამომძიებელმა ზ------ ჯ---------მ მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისში, ბ--------------------------–- მცხოვრები გ-------–----------–---, 2015 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში უნდა გადაადგილებულიყო თბილისში, ნ----------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე და უნდა ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, მაშინ როცა მოწმე ს--–----------–---- განმარტა, რომ მან შემთხვევით თბილისში, ვარაზის ხევში დაინახა მეგობარი გ-------–----------–--- და შესთავაზა სახლში მისი ავტომანქანით წაყვანა. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეს არ შეუმჩნევია მსჯავრდებულის რაიმე სახის თრობა. მსჯავრდებულის თხოვნით გაუჩერა ბ-------ისა და ნაფარეულის ქუჩების კუთხეში, სადაც ავტომანქანიდან გადასვლისთანავე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა მამაკაცებმა მსჯავრდებული ჩატენეს ავტომანქანაში და წაიყვანეს შ--------–---–ის ქუჩისკენ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–-- მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

 

რაც შეეხება, დაცვის მხარის აპელირებას ნივთმტკიცებების, ნარკოტიკული საშუალების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ მათ ამ ტკიცებულებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუცვალა ბრალდების მხარემ, პალატის აზრით უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო. სისხლის სამართლის საქმეში, (ტომი 1, ს.ფ. 99 -102, ს.ფ.192-193) არსებული შესაძლო მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ოქმებით დაცვის მხარეს გადაცემული აქვს ყველა მტკიცებულება, ხოლო 09.11.2015 ით დათარიღებულ ინფორმაციის გაცვლის ოქმის მე-13-14 პუნქტებში მითებულია, ნივთიერი მტკიცებულებები, როგორც ნარკოტიკული საშუალება, ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც გადაგზავნილია შესანახად და დაცვის მხარეს გადაეცა შესაბამისი გადაგზავნის მტკიცებულებები. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარისთვის ინფორმაცია ნივთმტკიცებების შესახებ მიწოდებული აქვს ბრალდების მხარეს და აპელირება ნივთიერი მტკიცებულებების შესახებ მათთვის ინფორმაციის არ მიწოდების შესახებ დაუსაბუთებელია, ვითუმეტეს აღნიშნული მტკიცებულებების შესახებ მითითებაა, როგორც ჩხრეკის ოქმებში, ასევე შემდგომში მათი კონკრეტულ ადგილზე შესანახად ჩაბარების შესახებ წერილობით დოკუმენტებში.

 

ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ გ-------–----------–---მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მანვე, ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ-------–----------–---- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. რაც საკმარისი იქნებოდა გ-------–----------–---- დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქ/პუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------–----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, რაც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს არ იყო გაქარწყლებული. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ გ-------–----------–--- 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი ჯამნრთელობის გაბნზრახ მძიმე დაზიანებისათვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის და ტარებისთვის და პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შეწყალებული იქნა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია), დამამძიმებელი გარემოებები (ნასამართლობა, რაც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს არ იყო გაქარწყლებული) დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ-------–----------–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ-------–----------–----ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენი, გ-------–----------–---- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 ფუთად ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

გ-------–----------–---- ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.

 

გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცივი იარაღი დანა, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გ-------–----------–---- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--–---------–------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მა----------------–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

4.გრ-----–-----------–-------------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქ/პუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.

 

5.გრ-----–-----------–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ-------–----------–--- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 02 აგვისტოს განკარგულებით განთავისუფლებულია საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

7. გ-------–----------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

8.გ-------–----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 07 ოქტომბრიდან 2016 წლის 05 ივლისის ჩათვლით;

 

9. ნივთიერი მტკიცებულება - ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 ფუთად ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;

 

გ-------–----------–---- ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.

 

გ-------–----------–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცივი იარაღი დანა, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი