განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
180100118002530342
ინსტანცია
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100118002530342

საქმე №1ბ/1216-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------- ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის , რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--–--------–-----------–---------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით გ------------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

გ----------–---–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი - 2018 წლის 22 მაისის 20 საათი და 40 წუთიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით.

 

გ----------–---–---–ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწერებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19 საათზე, ქალაქ დ--–---–--------–----------- საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ----------–---–---–მა განახორციელა ოჯახური ძალადობა მეუღლის თ------–-----–-–---–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. კერძოდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, საკვებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს გ----------–---–---–მა თ------–-----–-–---–ს თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი არასრულწლოვანი შვილების, 2 წლის დ---------–---–---–ის და 16 წლის გ-----------–---–---–ის თანდასწრებით ორჯერ ჩაარტყა თავში მეუღლეს მუშტი. ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა თ------–-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ცვლილების შეტანა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენში და მსჯავრდებულ გ----------–---–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ აღნიშნული დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორების რისკი, განაჩენში დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია მხოლოდ მსჯავრდებულის სიმთვრალე დანაშაულის ჩადენის დროს, თუმცა საქართველოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მის თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ----------–---–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ----------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ------–-----–-–---–ის ჩვენებით, არასრულწლოვანი დაზარალებულის გ-----------–---–---–ის ჩვენებით, მოწმე ია------–---–---–ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულ გ----------–---–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, გ----------–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მიერ იგი დახასიათებულია დადებითად, ამასთან დაზარალებული თ------–-----–-–---–ი შეურიგდა გ-----------–---–---–ს, ოჯახი მრავალშვილიანია და განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში და ისე განუსაზღვრა მას, სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ----------–---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს მოცემულ შემთხვევამდე არ ქონია კანონთან კონფლიქტი და საჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ----------–---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

გ----------–---–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი - 2018 წლის 22 მაისის 20 საათი და 40 წუთიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით.

 

გ----------–---–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გ----------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი