განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
010211418700056583
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ზიანის ანაზღაურება
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010211418700056583

საქმე №2ბ/1927-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - შპს ,,რ--------ჰ---’’

წარმომადგენლები - რ---------------–---–ი, ლ-–-----------–---–ი (დირექტორი), ა---------–-----–--–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-------- გ--------- მ--––---ი

წარმომადგენელი - ა-----– მ–---------ე

 

დავის საგანი - საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,რ--------ჰ---ს’’ სარჩელი მოპასუხე ა-------- გ--------- მ--––---ის მიმართ საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. შპს ,,რ--------ჰ---” დაფუძნდა 2001 წლის 06 თებერვალს (იურიდიული მის: ა------- რაიონი, სოფელი რ-------ი) და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------; შპს ,,რ--------ჰ---ს” პარტნიორები არიან მ--–---- ს--------–---–ი (პ/ნ №-----------) – რომელიც საწარმოს 65%-იანი წილის მფლობელია და ა-------- გ--------- მ--––---ი (პასპორტის №---------, გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე) - რომელიც საწარმოს 35%-იანი წილის მფლობელია.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განაცხადის ნომერი - 2-----; მომზადების თარიღი - 05/04/2011წ. (s.f. 21-22).

 

2.2. 2012 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა შპს ,,რ--------ჰ---ს” დამფუძნებელი პარტნიორი მ--–---- ს--------–---–ი.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ტ.I. ს.ფ.235);

 

2.3. ამონაწერი ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან” განაცხადის ნომერი - 5-----; მომზადების თარიღი - 26/07.2012. თანახმად შპს ,,რ--------ჰ---ს” პარტნიორები არიან მ--–---- ს--------–---–ი, – რომელიც საწარმოს 65%-იანი წილის მფლობელია და ა-------- გ--------- მ--––---ი, რომელიც საწარმოს 35%-იანი წილის მფლობელია. მ--–---- ს--------–---–ის სამკვიდროს მმართველად დაინიშნა ნ--------------ე, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ლ-–-----------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; განაცხადის ნომერი - 5-----; მომზადების თარიღი - 26/07.2012. (ტ.1.s.f. 255-257).

- 2012 წლის 25 ივლისის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,რ-------იჰ---ს” პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი №- (ტ.I..ს.ფ. 252-254).

 

2.4. შპს ,,რ--------ჰ---ს” (წამოდგენილი მისი დირექტორის მ--–---- ს--------–---–ის სახით) და სს ,,ს----------–-------------------–---------------–---------------------ს” (წარმოდგენილი გენერალური დირექტორის დ-- უ-----ს სახით) შორის 2006 წლის 22 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება №--------- ელექტრო ენერგიის შესყიდვის შესახებ, რაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამტკიცებული იქნა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2006 წლის №---- გადაწყვეტილებით.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:

- 2006 წლის 22 მარტის ხელშეკრულება №--------- ა(ტ.I. ს.ფ. 150-156);

- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2006 წლის 11 მაისის №---- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ.157).

 

2.5. შპს ,,რ--------ჰ---’’ 2008 წლის 21 აპრილიდან დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ე-–----------------------–-------------------–----–----------------ს’’ გენერალური დირექტორის 2008 წლის 21 აპრილის წერილი (ტ.I. ს.ფ.148).

 

2.6. შპს ,,რ--------ჰ---სათვის’’ ა-------- გ--------- მ--––---მა 2001 წლის ოქტომბერში შეიძინა ,,ფრენსის’’ ტიპის ავსტრიული წარმოების 2.00 ცალი 255.00 კვ.ტ. სიმძლავრის ტურბინა-გენერატორი (ტურბინა-გენერატორის მართვის ავტომატიზირებულ სისტემასთან ერთად), რაც დამონტაჟებული იქნა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (4-14);

- 2012 წლის 12 აპრილის ინდივიდუალურ აუდიტორის ანგარიში (ტ.I.ს.ფ.182);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2012 წლის 30 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი; ტ.2.სფ.131; 143).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ე--------------–-ის” მიერ გაცემული ცნობის მიხედვით შპს ,,რ--------ჰ---ს” წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ” 2001 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობის თანახმად ჰ--–- დამონტაჟებული აგრეგატები ყველა დამხმარე მოწყობილობებით დამზადებულია ავსტრიულ ფირმა ,,გ----–---ში” 2001 წელს, ტექნიკურად გამართულია, მუშაობენ სრული ავტომატიზაციით, სადგურის სრული მართვა, რეგულირება და სასადგურო პარამეტრების ანათვლების მიღება შესაძლებელია დისტანციურად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ე--------------–-ის ” მიერ გაცემული ცნობა შპს ,,რ-------ჰ---ს” წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ” 2001 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით (ტ.II. სფ.3).

2.8. 2009 წლის 21 დეკემბრის შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოების ,,რ--------ჰ---ს” პატრნიორთა კრების ოქმის თანახმად 2009 წლის 18-19 ნოემბერს მოხდა ,,რ--------ჰ---ს” გაშვება და დაიწყო ელექტროენერგიის გაყიდვა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2009 წლის 21 დეკემბრის შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოების ,,რ-------- ჰ---ს” პატრნიორთა კრების ოქმი (ტ.I. ს.ფ.116-118).

 

2.9. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2011 წლის 25 აგვისტოს დასკვნით დადგენილია, რომ მ--–---- ს--------–---–ს საწარმოდან მიღებული ქონდა 2010 წელს 33 966.56 ლარი, ხოლო 2011 წელს 59 778.87 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2011 წლის 25 აგვისტოს დასკვნა (ტ.I.ს.ფ. 44).

 

2.10. მ--–---- ს--------–---–ის 2008 წლის 16 ივნისისა და 2009 წლის 21 ოქტომბრის წერილით ა------- მ--––---ისადმი დადგენილია, რომ იგი სთხოვს მოპასუხეს საქართველოში ჩამოსვლას და სადგურის გაშვებაში მონაწილეობის მიღებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- ს--------–---–ის 2008 წლის 16 ივნისის წერილი (ტ.1;ს.ფ. 78; 80);

 

2.11. მ--–---- ს--------–---–ის 2009 წლის 29 დეკემბრის წერილით ა-------- მ--––---ისადმი დადგენილია, რომ ა-------- მ--––---ს სთხოვს 2010 წლის 14 იანვრამდე ინსტალატორ ელექტროტექნიკოსის გამოგზავნას სადგურის ჩასართავად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- ს--------–---–ის 2008 წლის 29 დეკემბრის წერილი (ტ.I;ს.ფ.83-84);

 

2.12. მ--–---- ს--------–---–ის 2010 წლის 03 იანვრის წერილით ა-------- მ--––---ისადმი დადგენილია, რომ ა-------- მ--––---ს 2009 წელს ელექტრო სადგურზე ჩაყვანილი ჰყავდა ელექტროინჟინერი გ----–---- და ჰიდროელექტროსადგური აამუშავა, მაგრამ მეორე ტურბინაში იყო ზოგიერთი დეტალი, რომელიც რესტავრაციას და შესყიდვას საჭიროებდა, ასევე წყლის არხიც იყო გასასუფთავებელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- ს--------–---–ის 2010 წლის 03 იანვრის წერილი (ტ.I;სფ.89-90);

 

2.13. მ--–---- ს--------–---–ის 04/01/2010 წლის წერილით ა-------- მ--––---ისადმი დადგენილია, რომ ა-------- მ--––---ს სთხოვს დახმარებას, რომ ,,რ--------ჰ---ს” დირექციას მისი მეშვეობით ქონოდა კონტაქტის შესაძლებლობა მწარმოებელ ფირმასთან ტექნიკური დაზიანების გამოსასწორებლად, რათა ფირმა ,,გ----–----ს” წარმომადგენელმა, ან მათმა შემცვლელმა პირებმა ჩართონ ჰ---ს სამართავი მოწყობილობა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- ს--------–---–ის 04/01/2010 წლის წერილი (ტ.I;სფ.89-90);

 

2.14. მ--–---- ს--------–---–ის 06/01/2010 წლის წერილით ა-------- მ--––---ისადმი დადგენილია, რომ ა-------- მ--––---ს სთხოვს, რომ მისცეს ნებართვა ქარხანა-მწარმოებელ ფირმა ,,გ----–---ს” ან სხვა სპეციალისტს ჩამოსვლაზე და ელექტროსადგურის გაშვებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- ს--------–---–ის 04/01/2010 წლის წერილი (ტ.I;სფ.96);

 

2.15. მ--–---- ს--------–---–ის 2010 წლის 16 იავრის წერილით შ.პ.ს. ,,გ----–------------------”-ს დირექტორ გ--------- გ----–----სადმი, დადგენილია, რომ იგი ვერ ახერხებს 4 ტურბინის მონტაჟს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ფირმის განვითარებისათვის და სთხოვს გ----–---ს გადასცეს მას შპს ,,რ-------ი-ჰ---”-ს საკუთრებაში არსებული მისი კომპანიის წარმოებული ტურბინა-გენერატორების ნახაზები და მათი ელექტროსამართავი მოწყობილობების სრული ვერსიები და დაეხმაროს მის შერემონტებაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მ--–---- ს--------–---–ის 2010 წლის 16 იავრის წერილი შ.პ.ს. ,,გ----–------------------”-ს დირექტორ გ--------- გ----–----სადმი (ტ.I. ს.ფ.125-126).

 

2.16. 2009 წლის 28 დეკემბრის და 2012 წლის 10 იანვრის აუდიტორიული დასკვნებით დადგენილია, რომ სრული საექსპლოატაციო დატვირთვის შემთხვევაში შპს რ--------ჰ---” 2008 წლის 01 მაისიდან 2010 წლის 01 იანვრამდე პერიოდში უნდა გამოემუშავებინა 6816165 კვტ.სთ. ელექტროენერგია, ხოლო 2010 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 01 სექტემბრამდე პერიოში 2647147.00 კვტ.სთ. ელექტროენერგია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 28 დეკემბრის და 2012 წლის 10 იანვრის აუდიტორიული დასკვნები (ტ.I. ს.ფ.166-167; 176-177).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.17. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულება იმისა, რომ მხარეთა შორის არსებობდა რაიმე სახის ვალდებულება ა-------- გ--------- მ--––---ის მიერ 06 ტურბინა-გენერატორის შეძენაზე შპს ,,რ------- ჰ---სათვის” და აღნიშნულის საფუძველზე მოხდა წილის გადაცემა მასზე წარმოდგენილი არ ყოფილა, ამასთან ,,ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან” ცალსახად დასტურდებოდა, რომ შპს ,,რ--------ჰ---ს” დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ მ--–---- ს--------–---–ი, რომელიც წარმოადგენდა საწარმოს 65%-იანი წილის მფლობელს და ა-------- გ--------- მ--––---ი, რომელიც იყო საწარმოს 35%-იანი წილის მფლობელი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კანონმდებლობის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არც სარჩელის წარდგენისას და არც საქმის არსებითად განხილვისას მოსარჩელეთა მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ა-------- გ--------- მ--––---ის ქმედებით ზიანი მიადგა საწარმოს და შპს ,,რ-------ი ჰ---”-ს საკუთრებაში არსებული ტურბინა-გენერატორების ნახაზები და მათი ელექტროსამართავი მოწყობილობები იმყოფებოდა მოპასუხესთან, ხოლო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურებულიყო სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ე--------------–-ის” მიერ გაცემული ცნობის, - შპს ,,რ-------ჰ---ს” წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ” 2001 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, თანახმად ჰ--–- დამონტაჟებული აგრეგატები ყველა დამხმარე მოწყობილობებით დამზადებული ავსტრიულ ფირმა ,,გ----–---ში” 2001 წელს, ტექნიკურად იყო გამართული, მუშაობდნენ სრული ავტომატიზაციით, სადგურის სრული მართვა, რეგულირება და სასადგურო პარამეტრების ანათვლების მიღება შესაძლებელი იყო დისტანციურად და თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით: კონკრეტულად წერილებით, როგორც მოპასუხესთან, ასევე შპს ,,გ----–------------------”-ს დირექტორ გ--------- გ----–----სადმი არ დასტურდებოდა გენერატორების დისტანციური მართვის მოწყობილობის და ნახაზების მოპასუხესთან არსებობის ფაქტი. ამასთან, შპს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ის” გენერალური დირექტორის 2008 წლის 21 აპრილის წერილით დადგენილი იყო, რომ შპს ,,რ--------ჰ---’’ 2008 წლის 21 აპრილიდან დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში, შესაბამისად ტექნიკურად გაუმართავი და არამუშა მდგომარეობაში მყოფი ელექტრო- სადგურის დარეგისტრირება და ჩართვა საბითუმო ვაჭრობაში ვერ განხორციელდებოდა.

 

ამასთან წარმოდგენილი აუდიტორიული დასკვნებით დადგენილი იყო, რომ სრული საექსპლოატაციო დატვირთვით შემთხვევაში შპს ,,რ--------ჰ---” 2008 წლის 01 მაისიდან 2010 წლის 01 იანვრამდე პერიოდში უნდა გამოემუშავებინა 6816165 კვტ.სთ. ელექტროენერგია, ხოლო 2010 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 01 სექტემბრამდე პერიოში 2647147.00 კვტ.სთ. ელექტროენერგია, მაგრამ დასკვნით ვერ დგინდებოდა აღნიშნულის მიზეზი და საფუძველი, მითუმეტეს მოპასუხის რაიმე სახის ბრალეულობა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

აღნიშნული მუხლის დეფინიიციდან გამომდ--არე, სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლებელია დასმული ყოფილიყო მხოლოდ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხე ა-------- გ--------- მ--––---ის მიერ რაიმე სახის ვალდებულება დარღვეული არ ყოფილა.

 

2.18. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო, 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2008 წლის პირველი მაისიდან 2010 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტს წარმოადგენდა 2008 წლის პირველი მაისი, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იყო 2012 წლის 14 მაისს, რის გამოც გასული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნებზე დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

აღიშნული გარემოებებების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს ,,რ--------ჰ---ს'' დირექტორის სარჩელი მოპასუხე ა-------- გ--------- მ--––---ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მისი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ა-------- გ--------- მ--––---ის ქმედებით ზიანი მიადგა საწარმოს.

 

აპელანტის მითითებით, მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი არაერთი მტკიცებულებებით (წერილებით, მოწმეთა ჩვენებებით, კრების ოქმებით) უდაოდ დასტურდებოდა ა-------- გ--------- მ--––---ის მხრიდან საწარმოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი;

 

3.2. სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად დაეყრდნო საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,ე--------------–-ის” მიერ გაცემულ ცნობას - შპს ,,რ-------ჰ---ს” წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ” 2001 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, და არ გამოიკვლია შპს ,,რ-------ჰ---ს” წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა შემდეგი წლების მიხედვით;

 

3.3. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ შპს ,,რ--------ჰ---ს'' სარჩელი იყო ხანდაზმული;

 

3.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1., 3.1.2, 3.1.3., 3.1.4., 3.1.5., 3.1.6. პუნქტებში მითითებული გარემოებები უდავო ფაქტობრივ გარემოებებად, მაშინ, როდესაც, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენენ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელის დაკმაყოფილების უშუალო მტკიცებულებებს. კერძოდ, ა) სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მ--–---- ს--------–---–ის თავდაპირველი შენატანი იყო 100%, ხოლო, ა-------- გ--------- მ--––---ის შენატანი კი მხოლოდ 2 ცალ ტურბინა-გენერატორს შეადგენდა; ბ) სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის უდავო ფაქტი, რომ 2 ერთეული ფრენსის ტიპის ტურბინა-გენერატორი შპს ,,რ--------ჰ---ს'' საკუთრებას წარმოადგენდა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა დეკლარაციები, რომლებიც ადასტურებდნენ ტურბინა-გენერატორების შპს ,,რ--------ჰ---სადმი'' კუთვნილების ფაქტს;. გ) ვინაიდან, შპს ,,რ--------ჰ---'' იყო ჰიდროელექტროსადგური, შესაბამისად, ა-------- გ--------- მ--––---მა კონკლუდენტური მოქმედებით, კერძოდ, კი ჰიდროელექტროსადგურისათვის გენერატორის მიწოდებით გამოხატა ნება სადგურის ამუშავების. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით, მან ასევე იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა ყველა საჭირო საბუთი მისი ამუშავებისათვის; დ) სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოებები და შეფასებები არ მისცა იმ მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, რომ მილცერი მოითხოვდა შპს ,,რ------- ჰ---ს’’ დამატებითი წილების გადაფორმებას, რის გამოც არ მიაწოდა თვითნებობით მიტაცებული საწარმოს ავტომატიზირებული ელექტრონული მართვის სისტემის პულტი, ე.წ. ,,სისტემის გასაღები’’, სქემები, ტექნიკური ნახაზები და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც, საწარმოს მიადგა ზიანი; ე) სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ შპს ,,რ------- ჰ---’’ იყო ჰიდროელექტროსადგური და მისი საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის გამომუშავება, შესაბამისად, მ--––----- მიერ გენერატორების გადმოცემა განპირობებული იყო საწარმოს ძირითადი მიზნის განსახორციელებლად.

 

სამართლებრივი საფუძვლები

 

3.5. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან, არ ასახა გადაწყვეტილებაში საკუთარი შინაგანი რწმენის გამომსახველი პოზიცია თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში; ამასთან, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რითაც მოსარჩელე არათანაბარ პირობებში ჩააყენა მოპასუხესთან მიმართებაში იმით, რომ შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო, მოპასუხის პოზიციის მტკიცების ტვირთი საკუთარ თავზე აიღო;

 

3.6. ხანდაზმულობასთან მიმართებაში, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლები.

 

3.6. სასამართლომ არ გამოიყენა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.3. მუხლი, რომლის შესაბამისად დაადგენდა, ა-------- გ--------- მ--––---ს საწარმოში შენატანი დღესაც არ აქვს სრუალდ განხორციელებული;

 

3.7. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლი და აღნიშნული მუხლის მიხედვით არ იმსჯელა ა-------- გ--------- მ--––---ის, როგორც პარტნიორის მიმართ, საწარმოს წინაშე ვალდებულებების კეთილსინდისიერად შეუსრულებლობის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 68-ე მუხლი და 319-ე მუხლი და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა მონაწილეობდა თუ არა მ--––---ი, როგორც შუამავალი და დამფუძნებელი პარტნიორი ფირმა ,,გ----–----დან’’ ტურბინა-გენერატორების მოწოდებაზე და არ დაადგინა მან ნამდვილად თვითნებობით მიითვისა თუ არა ტურბინა-გენერატორების არსებითი შემადგენელი ნაწილები, ანუ, მოქმედებდა თუ არა სხვისი დავალებით და ასეთ ვითარებაში, შეიძლებოდა თუ არა ემუშავა ჰიდროელექტროსადგურს.

 

სასამართლომ ასევე არ იმსჯელა დაუგეგმავი სესხის და ბანკისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ფაქტებზე, რომლის მიღებაც იყო თუ არა განპირობებული ა-------- გ--------- მ--––---ის მხრიდან საწარმოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ანგარებითი ინტერესის დაყენებით და მისთვის ზიანის მიყენებით.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოვლენილი დამოკიდებულება აუდიტორული დასკვნებისადმი მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რადგან, აუდიტორული, ბუღალტრული და სხვა დასკვნები, სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე ადგენენ კონკრეტულ ფაქტებს, ხოლო, პირთა ბრალეულობის დამოკიდებულების განსაზღვრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, სცილდება აუდიტორის უფლებამოსილებას.

 

არასწორია სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს შპს ,,რ------ ჰ---ს’’ მიმართ არ გააჩნდა არავითარი ვალდებულება.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სპეციალისტების ჩვენებით დადგენილია, რომ მათ საკმაო დრო დასჭირდათ შპს ,,რ------- ჰ--–-’’ არსებული გენერატორების მუშაობის, სიხშირის და საწარმოო პარამეტრების დასადგენად, და მხოლოდ, ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ნახევრად ავტომატიზირებული მართვის ახალი სისტემის შექმნა და დამონტაჟება, რაც თავიდან იქნებოდა აცილებული თუ მილცერი არ იმოქმედებდა საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ანგარებითი მოტივებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1 შპს ,,რ--------ჰ---” დაფუძნდა 2001 წლის 06 თებერვალს (იურიდიული მის: ა------- რაიონი, სოფელი რ-------ი) და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------; შპს ,,რ--------ჰ---ს” პარტნიორები არიან მ--–---- ს--------–---–ი (პ/ნ №-----------) – რომელიც საწარმოს 65%-იანი წილის მფლობელია და ა-------- გ--------- მ--––---ი (პასპორტის №---------, გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე) - რომელიც საწარმოს 35%-იანი წილის მფლობელია. (ტ.1.ს.ფ. 21-22)

 

4.1.2. 2012 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა შპს ,,რ--------ჰ---ს” დამფუძნებელი პარტნიორი მ--–---- ს--------–---–ი. (ტ.I. ს.ფ.235);

 

4.1.3. ამონაწერი ,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან” განაცხადის ნომერი - 5-----; მომზადების თარიღი - 26/07.2012. თანახმად შპს ,,რ--------ჰ---ს” პარტნიორები არიან მ--–---- ს--------–---–ი, – რომელიც საწარმოს 65%-იანი წილის მფლობელია და ა-------- გ--------- მ--––---ი, რომელიც საწარმოს 35%-იანი წილის მფლობელია. მ--–---- ს--------–---–ის სამკვიდროს მართველად დაინიშნა ნ--------------ე, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ლ-–-----------–---–ი. (ტ.1.ს.ფ. 252-257).

 

მოსარჩელის განმარტებით კომპანია თავისი უძრავი ქონებით და კაპიტალით ფაქტობრივად შექმნილია დამფუძნებელი პარტნიორის მიერ, მოპასუხემ საწარმოს მხოლოდ ორი ტურბინა-გენერატორი მიწოდა. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე ძირითად პარტნიორს შეგნებულად უშლიდა ხელს წარმოების ამუშავებაში, კერძოდ, მან ხსენებული ტურბინების გასაშვებად აუცილებელი ნახაზები და მოწყობილობები საწარმოს არ გადასცა. მოპასუხის მიერ ჰ---ს მართვის კოდირებული გასაღების ელექტრონული ვერსიის სამართავი პულტის მიტაცების გამო წარმოება ვერ მუშაობდა, ამიტომ არხი ილექებოდა, სხვა ტექნიური საშუალებები მწყობრიდან გამოდიოდა, მძიმდებოდა სწარმოს ფინანსური მდგომარეობა. ამის შედეგად კი პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს სხვა მიმართულებით, არაკოდირებულ სისტემაზე გადასვლით ემუშავა. კომპანიის დამფუძნებელმა პარტნიორმა მოპასუხის მონაწილეობის გარეშე მიიღო გაუთვალისწინებელი დამატებითი სესხის აღების გადაწყვეტილება ტურბინა გენერატორების რემონტის, არხის გაწმენდის და მართვის ახალი სისტემის დამონტაჟებისთვის. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს მითითებული თანხების და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას.

 

4.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდ--არეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდ--არე იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ 1. მოპასუხეს შპს ,,რ--------ჰ--–-’’ ორი ტურბინა გენერატორის შეტანის ვალდებულება გააჩნდა, 2. ტურბინების სამართავი პროგრამული უზრუნველყოფა ე.წ. „გასაღები“ მოპასუხესთან იყო და ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა საზოგადოებისთვის მის გადაცემაზე, 3. მოპასუხის მიერ ტურბინების სამართავი პროგრამული უზრუნველყოფის ე.წ. „გასაღების“ გადაუცემლობით საწარმოს 525 987 ლარის ზიანი მიადგა მოსარჩელეს ეკისრებოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 16.06.2008წ. და 21.10.2009წ. წერილებით ირკვევა, რომ საზოგადოების დირექტორი მოპასუხეს საქართველოში ჩამოსვლას და საწარმოს ამუშავებაში/გაშვებაში მონაწილეობას მიღებას სთხოვს. (ტ.1.ს.ფ. 78-80) 29.12.2009 წლის წერილით საზოგადოების დირექტორი მოპასუხეს, როგორც ბიზნესპარტნიორს 14.01.2010 წლამდე საქართველოში ინსტალატორ ელექტრომექანიკოსის გამოგზავნას ან/და კომპანია გ----–----სგან ნებართვის მიღებას ითხოვს.(ტ.1.ს.ფ. 84-85) მ--–---- ს--------–---–ი მოპასუხისადმი 03.01.2010 წელს გაგზავნილ წერილში უთითებს, რომ 2009 წელს როდესაც მოპასუხემ ელექტროინჟინერი ჩამოიყვანა და ჰიდროელექტროსადგური აამუშავა, მან მოპასუხისგან მიიღო სიტყვიერი დაპირება მეორე ტურბინის დეტალების შეძენის შემთხვევაში ელექტროინჟინერის კვლავ ჩამოყვანის შესახებ. 04.01.2010 წლის წერილში მ--–---- ს--------–---–ი განმარტავს, რომ საზოგადოების შექმნის და დაარსების დროს მოპასუხის თაოსნობით შერჩეული და მოწონებული იქნა ფირმა ,,გ----–----ს’’ საწარმო, სადაც შეკვეთის განსხორციელებლად, დამზადების პერიოდში თავადაც ორჯერ იმყოფებოდა. 2001 წლის ნოემბერში მოხდა აღნიშნული ტურბინა გენერატორების იმპორტი შპს ,,რ-------ჰ---ს’’ მიერ, ხოლო 2001 წლის დეკემბერში მოხდა მათი გაშვება და გამოცდა ქარხანა მწარმოებლის გამოგზავნილი სპეციალისტების მიერ. ამავე წერილში მ--–---- ს--------–---–ი განმარტავს, რომ არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს, რომ ეს უკანასკნელი საზოგადოებას მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის დახმარებოდა და მიეცა შპს ,,რ--------ჰ---ს’’ დირექციისთვის მისი მეშვეობით მწარმოებელ ფირმასთან ტექნიკური დაზიანებების გამოსასწორებლად კომუნიკაციის ნებართვა. (ტ.1.ს.ფ. 91-92) 06.01.2010 წლის წერილში საზოგადოების დირექტორი მოპასუხისგან ითხოვს მისცეს ნებართვა ქარხანა-მწარმოებელ გ----–---ს ან სხვა სპეციალისტს საქართველოში ჩამოსვლის და ელ.სადგურის გასაშვებად. (ტ.1.ს.ფ. 95-96) ამდენად, დასახელებულ წერილებში საზოგადოების დირექტორი ერთი მხრივ მოპასუხეს სთხოვს დაეხმაროს საზოგადოების დირექციას კომპანია გ----–---თან კომუნიკაციაში, ხოლო მეორე მხრივ მოითხოვს შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და ელ. სადგურის გასაშვებად გასცეს ნებართვა კომპანია გ----–----ს ან სხვა სპეციალისტის ჩამოსვლაზე. საგულისხმოა, არც დასახელებული წერილებიდან და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან არ დასტურდება სადავო გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეს შპს ,,რ--------ჰ---ს’’ კაპიტალში ტურბინა გენერატორის შეტანის და მისი გამართულად მუშობის შენარჩუნების ვალდებულება გააჩნდა. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები შპს ,,რ--------ჰ---ს’’ წესდება, საიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი საზოგადოების დაფუძნების მომენტისთვის 2 000 ლარს შეადგენდა, რომელიც სრულად იყო შევსებული დამფუძნებელი პარტნიორების მიერ. საზოგადოების წესდების მე-9 მუხლის მიხედვით კი საწესდებო კაპიტალის ზრდის შესაძლებლობა გათვალისწინებული იყო, პარტნიორთა მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. (ტ.1.ს.ფ. 28-29) საზოგადოების დაფუძნების ეტაპზე მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის მიხედვით საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას, შესატანი შეიძლება დათქმულ იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით. შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით, რომლებიც შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის საზოგადოებებში უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა აუდიტორმა (არაფულადი შესატანის შეფასება). ამავე კანონის მე-5 მუხლის 5.1. პუქნტის მიხედვით რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს, თუ განცხადება რეგისტრაციაზე შესრულებულია მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის 5.4.-5.4.1 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული იყო განცხადებასთან ერთად რეესტრში წარსადგენი რეკვიზიტების ჩამონათვალი ა) საფირმო სახელწოდება (ფირმას);ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმა; გ) ადგილსამყოფელი (იურიდიულ მისამართს); დ) საქმიანობის საგანი; ე) მონაცემები სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ; ვ) ინდივიდუალური მეწარმის ან ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივის შემთხვევაში – არანაკლებ ორის) სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიას და საცხოვრებელ ადგილს, ხოლო, თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, სასამართლოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები); ზ) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას. ამავე მუხლის 5.4.3 პუნქტით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, 5.4.1 მუხლში მოცემულის გარდა, რეესტრში წარსადგენად დამატებით გათვალისწინებული იყო: ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შესატანის შესახებ; ბ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი. ამდენად, საზოგადოების დაფუძნების ეტაპზე მოქმედი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი საზოგადოების რეგისტრაციის ეტაპზე მარეგისტრირებელ ორგანოში საწესდებო კაპიტალის ოდენობასთან ერთად შესრულებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებასაც ითვალისწინებდა, გარდა ამისა, საზოგადოების წესდებით ირკვევა, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი საზოგადოების დაფუძნების ეტაპზე 2000 ლარს შეადგენდა, რომელიც საზოგადოების დამფუნებელი პარტნიორების მიერ სრულად იყო შევსებული, მათ მიერ კაპიტალში შეტანილი წილების შესაბამისად კი მ--–---- ს--------–---–ის წილი განისაზღვრა 65%-ით, ხოლო ა-------- გ--------- მ--––---ის წილი 35%-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის/მოსარჩელის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხეს საზოგადოებაში 35 %-ანი წილის სანაცვლოდ ექვსი ტურბინა გენერატორის შეტანის ვალდებულება გააჩნდა და აღნიშნული ვალდებულება საზოგადოებაში წილის სანაცვლოდ ექვსი ტურბინა გენერატორის შეტანის შესახებ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული არ იქნა. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის/მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ტურბინა გენერატორები საზოგადოების დირექტორმა შეიძინა, მოპასუხემ კი მხოლოდ მწარმოებელ კომპანიასთან დააკავშირა, შემდეგ კი შუამავლის ფუნქციაც აღარ შეასრულა. (იხ. 27.09.2018წ. სხდომის ოქმი15:28:03-15:28:30) საგულისხმოა, რომ ტურბინა გენერატორების მწარმოებელ ფირმასთან გარიგება გაფორმებულია საზოგადოების დავალების/შეკვეთის საფუძველზე, გარდა ამისა მოსარჩელე მხარე მოპასუხისთვის გაგზავნილ წერილებში უთითებს, რომ ტურბინების მწარმოებელი ფირმა შერჩეული იქნა მოპასუხის მიერ, შეკვეთის და დამზადების პროცესში კი თავადაც იმყოფებოდა დამამზადებელ საწარმოში, ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებული ვერ იქნა მოპასუხის ვალდებულება ტურბინების საწარმოში შეტანის შესახებ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ტურბინების დამზადება უშუალოდ საწარმოს დაკვეთით განხორციელდა, ამასთან ამ პროცესში ჩართული იყო საზოგადოების ორივე დამფუძნებელი პარტნიორი, იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურების გარეშე, რომ ტურბინების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია მათ შორის ტექნიკური პერსონალის საქართველოში ჩამოყვანის ვალდებულება მხოლოდ მოპასუხეს ეკისრებოდა გაზიარებული ვერ იქნება. უფრო მეტიც, სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა ფაქტი მასზედ, რომ ტურბინა გენერატორების ე.წ. ,,სისტემის გასაღები’’, სქემები, ტექნიკური ნახაზები და დოკუმენტაცია მოპასუხესთან იმყოფებოდა, რაც გამორიცხავდა ტურბინების და შესაბამისად ჰ---ს ამუშავების შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ ,,ე--------------–-ის” 09.01.02 წლის ცნობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ 2001 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ჰ--–- დამონტაჟებული, ავსტრიულ ფირმა ,,გ----–---ში” 2001 წელს დამზადებული აგრეგატები ყველა დამხმარე მოწყობილობებით ტექნიკურად გამართული იყო და სრული ავტომატიზაციით მუშაობდა. (ტ.2.ს.ფ.3) უდავოა, რომ 2008 წლის 21 აპრილიდან შპს ,,რ--------ჰ---’’ დარეგისტრირდა საბითუმო ვაჭრობაში. შპს ,,რ-------ჰ---ს’’ 2009 წლის 21 დეკემბრის პარტნიორტა კრების ოქმის დგინდება, რომ 2009 წლის 18-19 ნოემბერს ,,რ--------ჰ---ს” გაშვება მოხდა და ელექტროენერგიის გაყიდვა დაიწყო. (ტ.1.ს.ფ. 116) სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2011 წლის 25 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, კითხვაზე - რა აქტივები, პასივები და კაპიტალი აქვს შპს ,,რ--------ჰ---’’ წლის ბოლოსთვის ექსპერტმა გასცა შემდეგი პასუხი: მ--–---- ს--------–---–ს საწარმოდან 2010 წელს მიღებული აქვს 33 966.56 ლარი, ხოლო 2011 წელს 59 778.87 ლარი. (ტ.2.ს.ფ. 37-44) ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის/მოსარჩელის მსჯელობას მასზედ, რომ საწარმო გაჩერებული იყო და ელ. ენერგიის გამომუშავებას და შემდეგომ რეალიზაციას ვერ ახერხებდა. რაც შეეხება 2009 წლის 28 დეკემბრის და 2012 წლის 10 იანვრის აუდიტორიულ დასკვნებში მითითებულ გარემობებს, რომ სრული საექსპლოატაციო დატვირთვის შემთხვევაში შპს რ--------ჰ---” 2008 წლის 01 მაისიდან 2010 წლის 01 იანვრამდე პერიოდში 6816165 კვტ.სთ. ელექტროენერგია, ხოლო 2010 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში 2647147.00 კვტ. სთ. ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განჩინებით პალატამ არ გაიზიარია აპელანტის/მოსარჩელის მსჯელობა ა-------- გ--------- მ--––---ის მიერ საწარმოსთან მიმართებით ვალდებულების დარღვევის შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ დასახელებულ დასკვნებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ა-------- გ---------- მ--––---ისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით თუნდაც გამოუმუშავებელი ელ.ენერგიის ღირებულების დაკისრების შესახებ.

 

ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები შპს ,,რ--------ჰ---ს’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,რ--------ჰ---ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე