განაჩენი

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
330100117001971267
ინსტანცია
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001971267

საქმე №1ბ/470-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძემ

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - მა----------------–---ის, ირ----------ს

ადვოკატ - გრ-----–-------–---ის

მსჯავრდებულ - პა-----------–---ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ პა-----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გრ-----–-------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

პა-----------–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 2----------- ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: ლ------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ო---------------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით პა-----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

პა-----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანანო შეძენა და შენახვა.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

პა-----------–---მა უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 20 მაისამდე უკანონოდ ინახავდა 9,83 გრამ ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,1966 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 20 მაისს, ქ. თბილისში, გ---------------- N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული პა-----------–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პა-----------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გრ-----–-------–---მა, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმება და პა-----------–---ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო განაჩენი არა მარტო სამართლებრივად გაუმართლებელია, არამედ არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. ერთადერთი „მტკიცებულება“ რასაც პა-----------–---ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეფუძნოს, არის მისი პირადი ჩხრეკის ოქმი, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე არ შეიძლება გაკეთდეს ცალსახა და უტყუარი დასკვნა ამ პროცედურული დოკუმენტის ობიექტურობისა და სანდოობის შესახებ, კერძოდ, სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 პუნქტი გვეუბნება, რომ ამოღების წინ ან ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელი ვალდებულია სასამართლო განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. პა-----------–---ს თავდაპირველად დადგენილების სანაცვლოდ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა თანამშრომლებმა, პირდაპირ ავტომანქანის საქარე მინის ჩატეხვით იარაღი დაადეს თავზე, შემდეგ ავტომანქანიდან გადმოათრიეს, დააგდეს ასფალტის ზედაპირზე, შედგნენ ფეხებით, დაადეს ხელბორკილები, დაუწყეს უმოწყალოდ ცემა, გინება და დამცირება. ხუთი წუთი იწვა პა-----------–---ი ასფალტის ზედაპირზე, ხოლო, პოლიციელები ამ დროს შეუდგნენ ავტომანქანის ჩხრეკას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუტარეს პა-----------–---ს ჩხრეკა. ვერც ავტომანქანაში და ვერც პირადად პა-----------–---ს ვერაფერი აღმოუჩინეს. აპელანტის აზრით, პა-----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება მისი ცემის ფაქტი, რაზედაც მეტყველებს ოქმში არსებული ჩანაწერი „პ--------–---ს ვიზუალური დათვალიერებით კისრის მიდამოში აღენიშნება სიწითლე, ასევე ორივე მხრების მიდამოში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, მარცხენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნება სიწითლე, რომლებიც მისი განმარტებით მიიღო გაძალიანების შემდგომ’’, მაშინ, როდესაც პ--------–---ი ხეიბარია და ვერ ხმარობს ზედა კიდურს. ჩხრეკის ოქმიდან ჩანს, თითქოსდა პ--------–---ს ნარკოტიკი პირის ღრუდან ამოუღეს მაშინ, როდესაც ჩხრეკის ოქმის მიხედვით მან განაცხადა, რომ არანაირ ნარკოტიკს ან კანონსაწინააღმდეგო ნივთს არ ინახავს. ეს მაშინ, როცა იგი დარწმუნებული იყო და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მას ჩხრეკას ჩაუტარებდნენ, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ფაქტის უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა და თუკი მას ნამდვილად გააჩნდა ნარკოტიკი, მისთვის ბევრად მომგებიანი იყო ნებაყოფლობით გაეცა იგი. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ქიქოძის ქუჩიდან პოლიცია არც ერთი ვიდეოთვალის ჩანაწერით არ დაინტერესდა და თვითონაც არ გადაიღო ვიდეო ფირზე, თუ როგორ ამოუღეს ნარკოტიკი პა-----------–---ს, მაშინ, როდესაც ყველა პოლიციის თანამშრომელი ტელეფონს ფლობს. შემთხვევის ადგილას პოლიციელებმა არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს. პა-----------–---ი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. გზაში მიაწოდეს წყალი, რათა პა-----------–---ს აღნიშნულ წყალში გახსნილი ბუპრემორფინის დოზა მიეღო, რომ შემდგომში მის შარდში ,,ბუპრემორფინი’’ აღმოეჩინათ, სამმართველოში მიყვანის შემდგომ მუ---–---ი ისევ სცემეს, დაამცირეს, დააშანტაჟეს და გადმობირებაც კი შესთავაზეს. იგი გადაჰყავდათ კაბინეტიდან კაბინეტში, რის შემდეგაც მან თანხმობა განაცხადა ხელი მოეწერა გამოძიების მიერ შედგენილ დოკუმენტებზე. ჩხრეკის ოქმში არც ისაა დაფიქსირებული, თუ როგორი ამინდი იყო ჩხრეკის ჩატარების დროს, როგორი განათების ქვეშ შედგა ამოღებული ნარკოტიკის დათვალიერება. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ პა-----------–---ი პოლიციელების მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლია და არა დამნაშავე. პა-----------–---ის დაკავებისას და ჩხრეკისას იქვე იმყოფებოდა ტაქსის მძღოლი ბე-----------–---–ი, რომელმაც სასამართლოზე არ დაადასტურა იმის შესახებ, რომ პა-----------–---ს რაიმე სახის ნარკოტიკი ამოუღეს. პა-----------–---ს არ მიეცა საშუალებაც, რათა დროულად დაერეკა სახლში და აეყვანა ადვოკატი. ადვოკატი საქმეში გამოჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ბრალდებას დასჭირდა, რათა წარედგინათ ბრალი და გადაეცათ საქმის მასალები. პა-----------–---ის საქმეში დევს მხოლოდ ცალმხრივი მტკიცებულებები - მოწმე პოლიციელების ჩვენებები. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჯერ კიდევ 1967 წელს გასცა პასუხი ამდაგვარი საქმეების პრაქტიკაზე და განაცხადა, რომ თუ სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ ცალმხრივი მტკიცებულებებია, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებებია და საქმეში არ დევს უწყვეტი პირადი ჩხრეკის ან ამოღების ვიდეო ჩანაწერები, სასამართლომ არ შეიძლება გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება პა-----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია მხოლოდ დაინტერესებულ მოწმეთა - პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, თანხვედრაშია სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის მოწმე ბე-----------–---–ის ჩვენებასთან და მათი არ გაზიარების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

მსჯავრდებულმა პა-----------–---მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ 2017 წლის 20 მაისს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე, ტაქსით წავიდა დიდ დიღომში, ხოლო, როდესაც ბრუნდებოდა სახლში, ქ-------------- შესახვევში არსებული საცობის გამო მძღოლმა შეანელა სვლა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ჩაამსხვრიეს მანქანის შუშა, იგი დააგდეს პირდაპირ მიწაზე და დაადეს ხელბორკილები. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯიბეში ჰქონდა ორი ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ცნობა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში რეგისტრაციის შესახებ. პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს მოპირდაპირე მხარეს, დააწვინეს მანქანასთან და დაუწყეს ცემა, ერთი პოლიციელი ზემოდან ურტყამდა, მეორე ფეხებში, ის ყვიროდა და მოუწოდებდა პოლიციელებს შეეწყვიტათ მისი ცემა. შემდეგ გაიგონა პოლიციელების ხმა ,,ვიპოვე ვიპოვეო“, რის შემდეგაც ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. მანქანაშიც რამდენიმეჯერ ძლიერად დაარტყეს და გამომძიებელმა, ვინაიდან სისხლიანი იყო, წყალი მიაწოდა ,,კოკა-კოლის’’ ბოთლით, რომელსაც გზადაგზა სვამდა. პოლიციის თანამშრომლები აგინებდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ. სამმართველოში მიყვანის შემდეგ კი რაღაც ფურცლებზე მოაწერინეს ხელი, უთხრეს, რომ ეს იყო დაკავებისა და ჩვენების ოქმები და ეთანამშრომლა პოლიციასთან - ეღიარებინა, რომ ნარკოტიკი იყო მისი და ამასთანავე დახმარებოდა თბილისში ჩამოსული სვანი ძმაკაცების დაჭერაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ ცოლის დაჭერით. ვინაიდან, მუქარა აღიქვა რეალურად ჩვენება არც წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი, რის შემდეგაც დაეწყო თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, თავის და მუცლის ტკივილი, ითხოვდა ექიმს, დაკარგა გონება და როცა გამოფხიზლდა ეზოში იჯდა სკამზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო სუსტად, გადაიყვანეს ნარკოლოგიურში შემოწმებისთვის, სადაც დაუდასტურდა ,,სუბოტექსის” და მეტადონის მოხმარების ფაქტი და მიხვდა, რომ წყალში შერეული იყო ,,სუბოტექსი”, რადგან მას იგი 20 დღეა არ მიუღია, გამომდინარე იქიდან, რომ იღებდა მეტადონს, აკრძალული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების მიღება, განსაკუთრებით კი ,,სუბოტექსის”, ვინაიდან იწვევს უკურეაქციას და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობაც. მანვე განმარტა, რომ იგი არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მხოლოდ გართობის მიზნით იყო მეტადონის პროგრამაში.

 

მსჯავრდებულ პა-----------–---ის განმარტებას მისი უდანაშაულობის შესახებ პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან. მსჯავრდებულის მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტი, რაც მისივე განმარტებით გამოიხატა მის ცემასა და შეურაცხყოფაში არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:

 

მოწმე ზუ-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 მაისს შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია პა-----------–---ის თაობაზე, რომელიც ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ. ქ-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით შესაძლოა პა-----------–---ს ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც თანამშრომლებთან ერთად გაემართა მითითებულ მისამართზე, სადაც შემჩნეული იქნა ავტომანქანა - სახელმწიფო ნომრით Z------, რომელშიც უკანა სავარძელზე იჯდა პა-----------–---ი. პოლიციის თანამშრომლებმა პა-----------–---ს წარუდგინეს სამსახურეობრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რა დროსაც მან ჩაკეტა ავტომანქანის უკანა ორივე კარი, მარჯვენა ხელი მიიტანა პირთან და თანნაქონი პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ნივთიერება მოითავსა პირის ღრუში, სცადა მისი გადაყლაპვა და ჩაღეჭვა, თუმცა მათ მიერ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა (რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანის საქარე მინა) და პა-----------–---ს არ მისცეს მისი გადაყლაპვის საშუალება. მისივე განმარტებით, პა-----------–---ი დააწვინეს ასფალტზე, შემდეგ წამოაყენეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გუ-----–--–--ის მიერ პირის ღრუდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში და ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც პა-----------–---ის განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“ და მას ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს პა-----------–---ი, ხოლო მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და პირადი ნივთები დალუქეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა გუ-----–--–--ემ და გი--------–-------–---–მა.

 

მოწმეთა ჩვენებები დასტურდება პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლის თანახმად, პა-----------–---ის პირადი ჩხრეკისას მისი პირის ღრუდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში და ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება.

 

ხოლო, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, პა-----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოთეთრო ფერის ფხვნილი მოთეთრო ფერის ტაბლეტის მცირე ზომის ნატეხებთან ერთად, წონით 9,83 გრამი, წარმოადგენს ბუპრენორფინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის რაოდენობაა 0,1966 გრამი.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ინ------------მ და პე------–--–---–--ემ.

 

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ავტომანქანის კარები იყო ჩაკეტილი, რის გამოც თანამშრომლებმა მარჯვენა მხარეს ჩატეხეს მანქანის მინა, მძღოლი და მისი მგზავრი გადაიყვანეს ავტომანქანიდან და ჩაუტარეს ჩხრეკა, დასტურდება მოწმე ბე-----------–---–ის ჩვენებით. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოწმემ არ დაადასტურა მსჯავრდებულის ჩვენება, რომ მასზე ფიზიკურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც იგი ყვიროდა და პოლიციელებს მოუწოდებდა შეეწყვიტათ მისი ცემა, კერძოდ:

მოწმე ბე------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ მაისის თვეში ლ----–----------- კუთხეში გააჩერა პა-----------–---მა, რომელიც წაიყვანა დიდ დიღომში, იქიდან კი ო---------–-, ლ----–------------- იყო საცობი, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ვინაიდან კარები ჩაკეტილი იყო მარჯვენა მხარეს ჩატეხეს შუშა და გააღეს კარები. ისიც და პაატაც გადმოიყვანეს მანქანიდან და ჩაუტარეს ჩხრეკა, თუმცა თავად არ დასწრებია პა-----------–---ის ჩხრეკას, ვინაიდან იმყოფებოდნენ მანქანის სხვადასხვა მხარეს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მას არ შეუმჩნევია წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი პა-----------–---ის მხრიდან და არც მისი ყვირილის ხმა გაუგია. პირადი ჩხრეკის შემდეგ ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკაც, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა შესაბამისი ოქმები და მოაწერინეს ხელი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის საფუძველზე არ შეიძლება გაკეთდეს ცალსახა და უტყუარი დასკვნა ამ საპროცესო დოკუმენტის ობიექტურობისა და სანდოობის შესახებ, ვინაიდან დარღვეულია, სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად ამოღების წინ ან ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებელი ვალდებულია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა.

აპელანტის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მოწმეთა: ზუ-------------–---–ის, გუ-----–--–--ის და გი--------–-------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ ბრალდებულს განუმარტეს მისი უფლებები და წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის შესახებ. აღნიშნული ასევე დასტურდება აღნიშნულ დადგენილებაზე არსებული პა-----------–---ის ხელმოწერით.

 

პალატა ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა დაალევინეს წყალი, სადაც გარეული იყო ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, პა-----------–---ს კლინიკურად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, ნარკოტიკული საშუალება - ,,ბეპრენორფინის’’ მოხმარების ფაქტი, მას დაუდგინდა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად.

 

აპელანტები ასევე აპელირებენ ვიდეო ჩანაწერის არარსებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ვიდეოჩანაწერის არარსებობა არ გამორიცხავს პირის ბრალეულობას და ცალსახად არც გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი შეიძლება გახდეს, როდესაც საქმეში არსებობს სხვა ობიექტური მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პა-----------–---ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პა-----------–---ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ პა-----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გრ-----–-------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

პა-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

პა-----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

პა-----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2017 წლის 20 მაისის 22:41 საათიდან.

 

პა-----------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.

 

აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე