განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.07.2018
საქმის ნომერი
080210014655356
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210014655356

საქმე №2/ბ-144

დამატებითი განჩინება

საქართველოს სახელით

18 ივლისი 2018 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე: ირმა პერანიძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე): გ------- თ-----------

წარმომადგენელი: ფ-------- ბ----–---

მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი): თ------ ჭ--–---–-

განცხადების ავტორის მოთხოვნა: დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება

გამოარკვია:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ------- თ------------ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; გავლებული იქნა, გ------- თ------------ კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარი აღმოსავლეთის მხრიდან მოქ. კ--------- საცხოვრებელი სახლის კუთხიდან, 2011 წლის 06 აპრილის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული, მოქ. ა. ლ------- კუთვნილი ნაკვეთის საზღვრის ბოლო წერტილამდე (დანართი №1, წერტილი №10) საჯარო რეესტრის მასალების, 2011 წლის 06 აპრილის და 2015 წლის 01 აპრილის ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად;

მოპასუხე თ------ ჭ--–---–-, გ------- თ------------ სასარგებლოდ დაეკისრა, სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, ასევე ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები 300 ლარის ოდენობით და საადვოკატო ხარჯები 160 ლარის ოდენობით.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ------ ჭ--–---–-- და მისი გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით, თ------ ჭ--–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

კანონით განსაზღვრულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარემ, გ------- თ-----------მ და დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანა მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეულ საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც წარდგენილი ჰქონდა.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ გ------- თ------------ განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შუამდგომლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ადვოკატის მომსახურეობის დამატებითი ხარჯის-300 ლარის თ------ ჭ--–---–-სათვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით, ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება), თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

მითითებული ნორმით, კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადაუწყვეტავი (გამორჩენილი) საკითხები.

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის, გ------- თ------------ მიერ წარმოდგენილი იქნა სს ”თ-----” ბ-----” ქუთაისის ფილიალში, 2017 წლის 07 ივნისს, ფ-------- ბ-----–---- ანგარიშზე, წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის შეტანის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი №----------.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პარაგრაფი (საპროცესო ხარჯები) შეიცავს მსჯელობას, მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების თაობაზე, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ, წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის ანაზღაურების საკითხზე, თუმცა სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ასახული არ ყოფილა.

შესაბამისად, სახეზეა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

როგორც 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ირკვევა, სამოტივაციო ნაწილის მე-6 პარაგრაფში (საპროცესო ხარჯები) სააპელაციო სასამართლომ განმარტა:

იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 41.1 ”კ” ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 4000 ლარით, რომლის 4% შეადგენს 160 ლარს, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე თ------ ჭ--–---–-, მოსარჩელე გ------- თ------------ სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო ხარჯების -160 ლარის ანაზღაურება, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, აღარ არსებობდა გ------- თ------------ სასარგებლოდ, თ------ ჭ--–---–-სათვის 160 ლარზე მეტი ოდენობით საადვოკატო ხარჯების დაკისრების საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მსჯელობა დაფიქისრებულია 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში, მისი შესაბამისი გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილში ასახული არ ყოფილა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, თ------ ჭ--–---–-ს სააპელაციო საჩივარზე, სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება, რომლითაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე), გ------- თ------------ შუამდგომლობა, თ------ ჭ--–---–-სათვის (აპელანტი, მოპასუხე) მის სასარგებლოდ დამატებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის-300 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 391.1-ე და 261.4-ე მუხლების თანახმად, დამატებითი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, თ------ ჭ--–---–-ს სააპელაციო საჩივარზე, სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება;

2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის, გ------- თ------------ შუამდგომლობა, თ------ ჭ--–---–-სათვის (აპელანტი, მოპასუხე), მის სასარგებლოდ დამატებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურეობის ხარჯის-300 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. დამატებითი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული დამატებითი განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე