განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001417323
საქმე №3ბ/2597-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - ს--–---- ა------ე;
აპელანტი (თავდაპირველი მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - მ------ ბ------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი---- თ---–--;
წარმომადგენელი - გ------- კ-------–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ი---- თ---–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.01.16წ. №2------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 21.06.16წ. №1------ ბრძანება.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ი---- თ---–--ს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს ქ. თბილისის, სოფელ თ------–-ში მდებარე 796 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2.2. ი---- თ---–--მ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. ი---- თ---–--ს 08.01.2016წ. განცხადების პასუხად სსიპ არქტიტექტურის სამსახურის მიერ 12.01.2016წ. მიღებული იქნა №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადებას განესაზღვრა ხარვეზი, განმცხადებელს მიეცა 30 დღიანი ვადა მიწის ნაკვეთის ნომენკლატურის შესაცვლელად და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად.
2.3. ი---- თ---–--ს 18.01.2016წ. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 21.06.2016წ. №1----- ბრძანება, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენდა გაუშენებელ არეალს, სადაც უსისტემოდ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების დაყოფა მცირე საკადასტრო ერთეულებად, რაც შემდგომში იწვევს მისასვლელი გზების კიდევ უფრო გაუარესებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არმქონე მიწის ნაკვეთების ჩამოყალიბებას, რომელთა შემდგომი სამშენებლო განვითარება რთულდება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელი აღძრული იყო ხსენებული ნორმის შესაბამისად.
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი---- თ---–--მ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
ი---- თ---–--ს 08.01.2016წ. განცხადების პასუხად სსიპ არქტიტექტურის სამსახურის მიერ 12.01.2016წ. მიღებული იქნა №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადებას განესაზღვრა ხარვეზი და განმცხადებელს მიეცა 30 დღიანი ვადა მიწის ნაკვეთის ნომენკლატურის შესაცვლელად და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად.
სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 3.3. მუხლზე, რომლის თანახმად მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა და როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სასამართლომ მიუთითა იმავე დადგენილების 37.2 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. დადგენილების 3.36 მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.
2.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ არქტიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული 12.01.2016წ. №2------ გადაწყვეტილებით ი---- თ---–--ს განესაზღვრა ვადა მიწის ნაკვეთის ნომენკლატურის შესაცვლელად და განაშენიანების საპროექტო წინადადების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე წარსადგენად.
სამსახურის მიერ ი---- თ---–--ს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილ და მიმდებარე ტერიტორაზე უსისტემოდ მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთების დაყოფა მცირე საკადასტრო ერთეულებად, რაც შემდგომში იწვევდა მისასვლელი გზის და ქალაქის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ მქონე მიწის ნაკვეთების ჩამოყალიბებას, მათ უსისტემოდ განაშენიანებას.
სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ი---- თ---–--ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამოუკიდებლად სამშენებლო განვითარება. მოცემული და მიმდებარე ტერიტორიისთვის სამსახურის მიერ დამუშავებული „ჩარჩო გეგმის“ ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურმა განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამუშავება.
განმცხადებელს მიეთითა, რომ აღნიშნულისათვის შეცვლილი უნდა ყოფილიყო ნომენკლატურა და განაცხადის წარდგენა უნდა მოეხდინა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დადგენაზე, განმცხადებლის მიერ მონიშნული უნდა ყოფილიყო გრგ-ს საპროექტო არეალი და განსახილველად უნდა წარედგინა საპროექტო წინადადება.
სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 81-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
სასამართლომ განმარტა, რომ ი---- თ---–--ს ადმინისტრაციულმა ორგანომ დაავალა ხარვეზის გამოსწორება. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.01.16წ. №2------ გადაწყვეტილებით არ დასტურდებოდა, რომ განმცხადებელს დაევალა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითა გარემოებებზე, რომელთა რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს ნორმატიული აქტის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული გარემოებების აღმოფხვრა არ არის დამოკიდებული განმცხადებლის ნებაზე, რის გამოც მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბუნდოვანი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული ხარევზის გამოსწორების სამართლებრივი გზები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.
სასამართლო აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.01.16წ. №2------ გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 21.06.16წ. №1----- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ იყო საფუძვლიანი და დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი და არასწორი შეფასება მიეცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს: უდავოა, რომ ი---- თ---–--მ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
ასევე უდავოა, რომ ი---- თ---–--ს 08.01.2016წ. განცხადების პასუხად სსიპ არქტიტექტურის სამსახურის მიერ 12.01.2016წ. მიღებული იქნა №2------ გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადებას განესაზღვრა ხარვეზი და განმცხადებელს მიეცა 30 დღიანი ვადა მიწის ნაკვეთის ნომენკლატურის შესაცვლელად და მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარსადგენად.
პალატა განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სწორად მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 3.3. მუხლზე, რომლის თანახმად მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა და როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
იმავე დადგენილების 37.2 მუხლის თანახმად ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. დადგენილების 3.36 მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არის პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები.
6.3. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ არქტიტექტურის სამსახურის გასაჩივრებული 12.01.2016წ. №2------ გადაწყვეტილებით ი---- თ---–--ს განესაზღვრა ვადა მიწის ნაკვეთის ნომენკლატურის შესაცვლელად და განაშენიანების საპროექტო წინადადების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე წარსადგენად.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სამსახურის მიერ ი---- თ---–--ს, ასევე, განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილ და მიმდებარე ტერიტორაზე უსისტემოდ მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთების დაყოფა მცირე საკადასტრო ერთეულებად, რაც შემდგომში იწვევდა მისასვლელი გზის და ქალაქის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ მქონე მიწის ნაკვეთების ჩამოყალიბებას, მათ უსისტემოდ განაშენიანებას.
პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ი---- თ---–--ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამოუკიდებლად სამშენებლო განვითარება. მოცემული და მიმდებარე ტერიტორიისთვის სამსახურის მიერ დამუშავებული „ჩარჩო გეგმის“ ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურმა განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამუშავება.
ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ განმცხადებელს მიეთითა, რომ აღნიშნულისათვის შეცვლილი უნდა ყოფილიყო ნომენკლატურა და განაცხადის წარდგენა უნდა მოეხდინა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დადგენაზე, განმცხადებლის მიერ მონიშნული უნდა ყოფილიყო გრგ-ს საპროექტო არეალი და განსახილველად უნდა წარედგინა საპროექტო წინადადება.
ამდენად, პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ზაკ-ის 81-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.
საქმის მასალებით უდავოა, რომ ი---- თ---–--ს ადმინისტრაციულმა ორგანომ დაავალა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანვიის მსჯელობას, რომ გასაჩივრებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.01.16წ. №2------ გადაწყვეტილებით არ დასტურდებოდა, რომ განმცხადებელს დაევალა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა.
ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთგაანალიზებისა და შეჯერების შედგად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიუთითა გარემოებებზე, რომელთა რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს ნორმატიული აქტის საფუძველზე. პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ დასახელებული გარემოებების აღმოფხვრა არ არის დამოკიდებული განმცხადებლის ნებაზე, რის გამოც მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბუნდოვანი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული ხარევზის გამოსწორების სამართლებრივი გზები.
პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი - ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერია, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან. რაც შეეხება მეორე აპელანტს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს - მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა