განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018002201307
საქმე№2/ბ-955-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი -ქ.ბ------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი -ზ------ ქ-–----ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა------ ვ---–----ე
წარმომადგენელი-ე---–--- მ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 05 დეკემბერს ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიამ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე ა------ ვ---–----ის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა მასზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის - 3704.80 (სამი ათას შვიდასოთხი ლარი და 80 თეთრი) ლარისა და ვადამოსული გადასახდელი თანხების დადგენილ ვადებში გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება 5629.42 (ხუთი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და 42 თეთრი) ლარის ოდენობით.
1.1.სარჩელის საფუძვლები:
სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–----------------ს ერთის მხრივ თვითმმართველ ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორეს მხრივ ა------ ვ---–----ეს შორის დაიდო „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბ------ის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქუჩა №---ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული 80.00 კვ.მ სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმდაგვარად, რომ სხვენის ნაწილში შექმნილიყო მანსარდული სართული ფართით 15.20 კვ.მ და 7.96 კვ.მ აივანი (აივანი წარმოადგენს სხვენის დანამატს, ახალ შექმნილ ფართს) სულ 23.16 კვ.მ.
1.1.2.ზემოხსენებული ხელშეკრულებით, ა------ ვ---–----ემ აიღო ვალდებულება: ქ. ბ------ში, გ------–---–ის №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 463-.00 (ოთხი ათას ექვსასოცდათორმეტი) ლარი .
1.1.3. ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით.
1.1.4. ქ. ბ------ის მერიასა და მეორეს მხრივ ა------ ვ---–----ეს შორის „სამუშაოთა განხორციელების თაობაზე“ 2----–-–----------------ს გაფორმებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ა------ ვ---–----ის მიერ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევისას, რაც გამოიხატება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ვადამოსული გადასახდელი თანხის 3 (სამი) თვის ვადაში გადაუხდელობაში, ქ. ბ------ის მერია უფლებამოსილი იყო წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა ა------ ვ---–----ისაგან მოეთხოვა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ვადის დაუცველად ნებისმიერ დროს.
1.1.5. ხელშეკრულების თანახმად, ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ. №---ში მდებარე, ა------ ვ---–----ის საკუთრებაში არსებულ ფართზე (რომელზეც ხელშკრულების საფუძველზე ქ. ბ------ის მერიის მიერ უნდა განხორციელებულიყო მანსარდული სართულის და აივნის დაშენება) ქ. ბ------ის მერიის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება არ განიმარტებოდა აღნიშნული ფართის ქ. ბ------ის მერიის მიერ სარგებლობად ა------ ვ---–----ისათვის ზიანის მიყენებად და აღნიშნულის გამო ქ. ბ------ის მერიას არ მოეთხოვებოდა მისთვის რაიმე საზღაურის გადახდა. ასევე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბ------ის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.1.6. ქ. ბ------ის მერიის მიერ, ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იქნა. კერძოდ, ქ. ბ------ის მერიამ განახორციელა ქ. ბ------ში, გ------–---–ის №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის სასარგებლოდ 15.20 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის და 7,96 კვ.მ აივნის დაშენება, რაზედაც ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. ბ------ის მერიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
1.1.9. 2----–-–----------------ს ქალაქ ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის ,,სამუშაოების განხორციელების შესახებ“ გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ დაეკისრება ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ა------ ვ---–----ის მიერ ფიქსირებულ გადახდებში სახეზეა დარღვევები. კერძოდ, მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 2011 წლის 15 ივნისამდე ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2011 წლის 31 ოქტომბერს (გრაფიკის დარღვევით) და 2011 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 464,00 ლარი 2012 წლის 10 მაისს (გრაფიკის დარღვევით). 1.1.4. მოპასუხე ა------ ვ---–----ის მიერ შესრულებული გადახდების მიხედვით,მას ხელშეკრულების დანართით დადგენილი ვადების დარღვევით აქვს გადახდილი ვადამოსული გადახდები. სახელდობრ, ა------ ვ---–----ეს გადასახდელი აქვს: 2012 წლის 15 ივნისისათვის ვადამოსული გადასახდელი 463.20 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2013 წლის 15 ივნისისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2014 წლის 15 ივნისისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2015 წლის 15 ივნისისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს 2012 წლის 05 მაისს ზედმეტად გადახდილი 0.8 ლარი. შესაბამისად ა------ ვ---–----ეს გადასახდელი აქვს 3704,80 (სამი ათას შვიდასოთხი ლარი და 80 თეთრი) ლარი. პირგასამტეხლოს თანხა სარჩელის შეტანის მდგომარებით შეადგენს 5629,42 (ხუთი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და 42 თეთრი) ლარს.
1.2. მოპასუხის პოზიცია
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ა------ ვ---–----ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:
1.2.1. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხელშეკრულება ა------ ვ---–----ეს 2----–-–----------------ს დადებული არა აქვს. ხელშეკრულება სამუშაოთა განხორციელების შესახებ დაიდო თვითმმართველი ქალაქი - ბ------ის საკრებულოსთან. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ე.ი. არასათანადო მოსარჩელის მიერ და ამიტომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
1.2.2. სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულების ა------ ვ---–----ისა და ბ------ის საკრებულოს 2----–-–---------------ის ხელშეკრულების 6.2. პუნქტის მიხედვით ა------ ვ---–----ის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები განისაზღვრება დანართით, რომლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს თანადაფინანსების თანხის დაფარვას პერიოდულობით, კერძოდ, 2011 წლის 15 ივნისამდე -463.2 ლარის ოდენობით , 2011 წლის 15 დეკემბრამდე -463.2ლარის ოდენობით , 2012 წლის 15 ივნისამდე -ლარის ოდენობით , 2012 წლის 15 დეკემბრამდე -463.2ლარის ოდენობით , 2013 წლის 15 ივნისამდე -ლარის ოდენობით , 2013 წლის 15 დეკემბრამდე -463.2ლარის ოდენობით , 2014 წლის 15 ივნისამდე -463.2ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 დეკემბრამდე -463.2ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისამდე - 463.2ლარის ოდენობით , 2015 წლის 15 დეკემბრამდე -463.2ლარის ოდენობით.
1.2.3. მოპასუხეს 2012 წლის 10 მაისის შემდგომი პერიოდიდან ვალდებულება არა აქვს შესრულებული.იმის მხედველობაში მიღებით, რომ სარჩელი არასათანადო მოსარჩელემ აღძრა 2017 წლის 05 დეკემბერს, მოთხოვნა ხანდაზმულია, სახელდობრ, 2011 წლის 15 ივნისამდე 463.2 ლარის მოთხოვნის ნაწილში (სამი წელი ამოიწურა 2014 წლის 15 ივნისს);2012 წლის 15 დეკემბრამდე 463.2 ლარის მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულია (სამი წელი ამოიწურა 2015 წლის 15 დეკემბრს);2013 წლის 15 ივნისამდე 463.2 ლარის მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულია (სამი წელი ამოიწურა 2016 წლის 15 ივნისს);2013 წლის 15 დეკემბრამდე 463.2 ლარის მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულია (სამი წელი ამოიწურა 2016 წლის 15 დეკემბერს);2014 წლის 15 ივნისამდე 463.2 ლარის მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულია (სამი წელი ამოიწურა 2017 წლის 15 ივნისს);
1.2.4. 2011 წლის 15 დეკემბრამდე გადახდილი 463.2 ლარი უნდა ჩაითვალოს 2011 წლის 29 ოქტომბერს განხორციელებული №- საგადახადო დავალებით;
-2012 წლის 15 ივნისამდე 463.2 ლარი გადახდილია 2012 წლის 08 მაისის №--- საგადახადო დავალებით;
1.2.5. ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, ა------ ვ---–----ეს დაეკისრება გადასახდელი თანხის საერთო ოდენობა 0.1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმის გათვალისწინებით, რომ ა------ ვ---–----ემ დაარღვია ხელშსეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა 2011 წლის 15 ივნისამდე პერიოდის მდგომარეობით, პირგასამტეხლო მხარეს უნდა მოეთხოვა ხანდაზმულობის იმავე ვადაში, რაც მას არ გაუკეთებია და ამჟამად აღარ არის მოითხოვოს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის ვადის ამოწურვის გამო.
1.2.6. სხადასხვა პერიოდებში დამდგარი მოთხოვნის იგნორირების გამო მხარემ თავად თავისივე უმოქმედობით შეუწყო ხელი ზიანის წარმოშობას. ეს გამოიხატა მასში, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულების პერიოდულად არმოთხოვნაში მხარემ თავად და თავისივე ბრალეულობით გაზარდა მოსათხოვი თანხის ოდენობა და მოცულობის გაზრდაში მოპასუხის ბრალეულობა ნულოვანია.
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნა ა------ ვ---–----ეზე ვადამოსული დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა------ ვ---–----ეს ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა ვადამოსული დავალიანების გადახდა 1389.60 (ერთი ათას სამასოთხმოცდაცხრა ლარი და 60 თეთრი) ლარის ოდენობით, მასვე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ა------ ვ---–----ეს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 71,68 ლარის ოდენობით.
2.1.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. 2----–-–----------------ს ერთის მხრივ თვითმმართველი ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორე მხრივ ა------ ვ---–----ეს შორის დაიდო ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბ------ის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ.№---ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული 80 კვმ ბინის თავზე სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმდაგვარად, რომ სხვენში შეიქმნებოდა მანსარდული სართული ფართით 15.20 კვმ და 7.96 კვმ აივანი, სულ 23.16 კვმ. ამავე ხელშეკრულებით ა------ ვ---–----ემ ვალდებულება აიღო ქ. ბ------ში გ------–---–ის ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 1 კვმ ფართზე 200 ლარი, სულ 463- ლარი. ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით. კერძოდ, ა------ ვ---–----ე ვალდებული იყო 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე -463,2 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე -463,2 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე -463,2 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2015 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება;
-ზემოხსენებული ხელშეკრულების დანართი.
2.1.2. მხარეებს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები:
თვითმმართველი ქალაქის - ბ------ის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქ. ბ------ის მერია იღებდა შემდეგ უფლებებსა და მოვალეობებს: ა) განეხორცილებინა ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის საკუთრებაში არსებული სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმდაგვარად, რომ სხვენის ნაწილში შექმნილიყო მანსარდული სართული ფართით 15,2 კვმ, აივანი - 7,96 კვმ; ბ) მოეხდინა დაშენებული ფართის გარე ფასადის კეთილმოწყობა (კედლების შელესვა, შეღებვა, დაშენებული ფართის გადახურვა, ფანჯრების და სხვა ღიობების მოწყობა); გ) ქ. ბ------ის მერიის ვალდებულებას არ წარმოადგენდა განხორციელებული სამუშაოების შედეგად შექმნილი ფართის შიდა სამუშაოების ჩატარება; ე) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე ა------ ვ---–----ისაგან მოეთხოვა ანაზღაურება ერთ კვმ-ზე 200 ლარის ოდენობით, სულ 4632 ლარი.ამავე ხელშეკრულებით ა------ ვ---–----ე იღებდა შემდეგ უფლება- მოვალეობებს:ა) ხელი არ შეეშალა ქ. ბ------ის მერიის ან მისგან უფლებამოსილი პირებისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში, მათ შორის, უზრუნველეყო შესაბამისი პირების სამშენებლო ფართზე დაშვება ნებისმიერ დროს რაიმე შეზღუდვის ან პირობის გარეშე; ბ) ქ. ბ------ის მერიისათვის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე გადაეხადა შექმნილი სართულის ერთ კვ.მ -ზე 200 ლარი, სულ 463- ლარი. გ) ა------ ვ---–----ე ვალდებული იყო არ მოეხდინა ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ.№---ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მის საკუთრებაში არსებულ სხვენში ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად შექმნილი ფართის დატვირთვა იპოთეკით ან/და რაიმე სხვა ვალდებულებით მანამ, სანამ სრულად არ გადაუხდიდა ქ. ბ------ის მერიას აღნიშნული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას; დ) ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ.№---ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მის საკუთრებაში არსებულ სხვენში ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად შექმნილი მანსარდული სართულის გაყიდვის შემთხვევაში ა------ ვ---–----ე ვალდებული იყო ამის შესახებ ეცნობებინა ქ. ბ------ის მერიისათვის. ამასთან მყიდველისათვის ფართი მიეყიდა იმ პირობის დაცვით, რომ მყიდველი ვალდებული იქნებოდა ქ. ბ------ის მერიის მიმართ სრულად უზრუნველეყო იმ ვალდებულების შესრულება, რაც აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნდა ა------ ვ---–----ეს ქ. ბ------ის მერიის მიმართ. ასეთ შემთხვევაში მყიდველზე სრულად გადავიდოდა ყველა ის შეუსრულებელი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების საფუძველზე შესასრულებელი ქონდა ა------ ვ---–----ეს ქ. ბ------ის მერიის მიმართ.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად ქ. ბ------ის მერიის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაშენებულ ფართზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა ა------ ვ---–----ეს და ქ. ბ------ის მერიას აღნიშნულ ფართზე რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის მოთხოვნისა. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად ქ. ბ------ის მერია ვალდებულებას კისრულობდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო 2011 წლის 03 იანვრამდე, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბ------ის მერიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ხელშეკრულების 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა------ ვ---–----ის მიერ ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელების შემთხვევაში, მას ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ვადამოსული გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება;
-ხელშეკრულების შესაბამისი დანართი.
2.1.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბ------ის მერიის მიერ შესრულებული იქნა მასსა და ა------ ვ---–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, ქ. ბ------ის მერიამ განახორციელა ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის სასარგებლოდ 15,20 კვმ საერთო ფართის მანსარდული სართულისა და 7,96 კვმ აივნის დაშენება, რაზედაც ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. ბ------ის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სრულად და ჯეროვნად შეასრულა ერთის მხრივ ქ. ბ------ის მერიასა და მეორე მხრივ ა------ ვ---–----ეს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით ა------ ვ---–----ის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების დანართი;
- ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
2.1.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------ ვ---–----ის მიერ ვადამოსული გადასახდელი თანხიდან გადახდილი იქნა მხოლოდ 2011 წლის 31 ოქტომბერს 463,20 ლარი და 2012 წლის 10 მაისს 464 ლარი, სულ ა------ ვ---–----ის მიერ გადახდილი იქნა 927,20 ლარი და რომ ამ უკანასკნელს 2012 წლის მაისის შემდეგ არც ერთი ვადამოსული გადასახდელი თანხა არ აქვს გადახდილი და სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი ვადამოსული დავალიანება შეადგენს 3704,80 ლარს, ხოლო პ პირგასამტეხლოს ოდენობა _ 5629,42 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულება;
-ხელშეკრულების დანართი;
- 2011 წლის 21 ივლისს გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საგადახდო დავალებები.
2.1.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ა------ ვ---–----ისათვის სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს ვადამოსული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, სარჩელით კი სასამართლოს მომართა 2017 წლის 05 დეკემბერს.
2.2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 649-ე, 400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებზე.
2.2.1. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317 მუხლების პირველ ნაწილებსა და ამავე კოდექსის 327-ე, 629-ე, 649-ე მუხლებში გადმოცემულ ნორმათა შინაარსი და ასეთი შეაჯერა რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიუთითა, რომ მხარეებმა 2010 წლის 01 დეკემბერს დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
2.2.2. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ასეთის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, სახელდობრ 2011 წლის 21 ივლისის მიღება- ჩაბარების აქტზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ. ბ------ის მერიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სრულად და ჯეროვნად შეასრულა 2----–-–----------------ს გაფორმებული ,,სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, ხოლო ა------ ვ---–----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე შეადგენს 3704,80 ლარს, რომლშიც შედის 2012 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით და 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით.
2.2.3.სასამართლომ აპელირება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას, ასევე მიუთითა ამავე კოდექსის მე-400 მუხლზე, რომლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების დაკისრების შესახებ იყო დასაბუთებული.
2.2.4. სასამართლომ განმარტა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შინაარსი, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზეც ასევე დასაბუთებულად მიიჩნია.
2.2.5 ზემოხსენებულის შემდგომ, ასევე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების, სახელდობრ სასამართლოში სარჩელის წარმოდგენის თარიღისა და იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით, ხოლო ასეთი კი ითვალისწინებდა თანხის დაფარვას პერიოდულობით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი თანხების მოთხოვნის ნაწილში არის ხანდაზმული, რადგან 2014 წლის 15 ივნისამდე ვადამოსულ დავალიანებებზე გასულია პერიოდულად შესასრულებელი სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მიუთითა რა მოცემული საკითხის მომწესრიგებელ ნორმებზე-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლების 1-ელ ნაწილებზე.
2.2.6. სასამართლომ მოუხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე და 145-ე მუხლებს, რომელთა თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავად მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია და რომ მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ არის გასული. ამდენად, ზემოთ მოხმობილ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.
2.2.7. 2014 წლის 15 ივნისის შემდგომ, სახელდობრ 2014 წლის 15 დეკემბრამდე, 2015 წლის 15 ივნისამდე და 2015 წლის 15 დეკემბრამდე მოპასუხის მიერ გადასახდელ თანხებთან მიმართებაში, რაც სულ შეადგენს1389,6 ლარს, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2.2.8.ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა 1389,6 ლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად იქნა მიჩნეული, თუმცა აღნიშნულის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით მონიჭებული უფლებამოსილებით და პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობიდან შეამცირა 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა საპელაციო საჩივარში მიუთითა სარჩელით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საჩივრის თვალსაზრისით სასამართლოს ყურადღება მიაქცია 2----–-–----------------ს მხარეთა შორის დადებულ „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულების 1.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, სადაც განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი და მითითებულია, რომ ა------ ვ---–----ე ვალდებულებას ღებულობს ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქ. 3--ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მის საკუთრებაში არსებულ სხვენზე მანსარდული სართულის შექმნის სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით გადაუხადოს ქ. ბ------ის მერიას შექმნილი ფართის (ფართში შედის აივნის ფართობიც) ერთ კვ.მ-ზე 200 ლარი, სულ 4632 ლარი. აპელანტმა მიუთითა, რომ ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განახორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრება ხელშეკრულების დანართით, ხოლო აღნიშნული დანართის თანახმად ა------ ვ---–----ის მიერ თანხა უნდა გადახდილიყო 2015 წლის 15 დეკემბრამდე. შესაბამისად მიაჩნია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 15 დეკემბრიდან და ამდენად, ქალაქ ბ------ის მერიას გააჩნდა მოთხოვნის უფლება როგორც ძირითად დავალიანებაზე -3704,80 ლარზე, ასევე პირგასამტეხლოს სრულ ოდენობაზეც.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, ბ------ის საქალაქო სასამართლომ აბსოლუტურად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.5. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა საქმიასთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1 2----–-–----------------ს ერთის მხრივ თვითმმართველ ქალაქ ბ------ის მერიასა და მეორეს მხრივ ა------ ვ---–----ეს შორის დაიდო „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ქ. ბ------ის მერიამ ვალდებულება აიღო საკუთარი ძალებითა და ხარჯებით განეხორციელებინა ქ. ბ------ში, გ------–---–ის ქუჩა №---ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული 80.00 კვ.მ სხვენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება იმდაგვარად, რომ სხვენის ნაწილში შექმნილიყო მანსარდული სართული ფართით 15.20 კვ.მ და 7.96 კვ.მ აივანი (აივანი წარმოადგენს სხვენის დანამატს, ახალ შექმნილ ფართს) სულ 23.16 კვ.მ.
4.1.2.ზემოხსენებული ხელშეკრულებით, ა------ ვ---–----ემ აიღო ვალდებულება: ქ. ბ------ში, გ------–---–ის №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მის სასარგებლოდ აშენებული ფართის სანაცვლოდ ქ. ბ------ის მერიისათვის გადაეხადა 4632.00 (ოთხი ათას ექვსასოცდათორმეტი) ლარი .
4.1.3. ქ. ბ------ის მერიის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდის ვადები და ანგარიში, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო გადახდა, განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით, რომლითაც დგინდება, რომ ა------ ვ---–----ე ვალდებული იყო 2011 წლის 15 ივნისამდე გადაეხადა 463,2 ლარი, 2011 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2012 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2012 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2013 წლის 15 ივნისამდე -463,2 ლარი, 2013 წლის 15 დეკემბრამდე -463,2 ლარი, 2014 წლის 15 ივნისამდე -463,2 ლარი, 2014 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი, 2015 წლის 15 ივნისამდე - 463,2 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბრამდე - 463,2 ლარი. ამდენად, ზემოაღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ცხადჰყოფს, რომ ა------ ვ---–----ეს თანხის გადახდა უნდა მოეხდინა განსაზღვრული პერიოდულობით, თანაბარ პერიოდებზე განაწილებით, ყოველ 6 თვეში,სულ 10 გადახდის სახით,4.1.4. ქ. ბ------ის მერიის მიერ, ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული „სამუშაოთა განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული იქნა. კერძოდ, ქ. ბ------ის მერიამ განახორციელა ქ. ბ------ში, გ------–---–ის №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ა------ ვ---–----ის სასარგებლოდ 15.20 კვ.მ. საერთო ფართის მანსარდული სართულის და 7,96 კვ.მ აივნის დაშენება, რაზედაც ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2011 წლის 21 ივლისს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ ქ. ბ------ის მერიამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
4.1.5. ა------ ვ---–----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სახელდობრ მან გადაიხადა მხოლოდ 2011 წლის 15 ივნისამდე ვადამოსული გადასახდელი 463,20 ლარი, 2011 წლის 31 ოქტომბერს (გრაფიკის დარღვევით) და 2011 წლის 15 დეკემბრისათვის ვადამოსული გადასახდელი 464,00 ლარი 2012 წლის 10 მაისს (გრაფიკის დარღვევით). შესაბამისად, მისი დავალიანება ქ. ბ------ის მერიის წინაშე სულ შეადგენს 3704,80 ლარს, რომლშიც შედის 2012 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2012 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2013 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2014 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით და 2015 წლის 15 დეკემბრამდე გადასახდელი დავალიანება 463,2 ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება ასეთის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობას, ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის თანახმად გადასახდელი თანხის საერთო ოდენობის 0.1% -იდან დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 5629,42 (ხუთი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და 42 თეთრი) ლარს.
4.1.6.მოსარჩელემ ა------ ვ---–----ისათვის ვადამოსული დავალიანების გადახდის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 05 დეკემბერს.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების 2.2.1.-2.2.8. პუნქტებში მითითებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, აბსოლუტურად სწორად დაადგინა რა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, დავის გადაწყვეტისას ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის, მათ შორის ხანდაზმულობის ნორმები, სახელდობრ:
4.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317 მუხლების 1-ე ნაწილებსა და ამავე კოდექსის 327-ე, 629-ე, 649-ე მუხლებში გადმოცემულ ნორმათა შინაარსი და ასეთი შეაჯერა რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სავსებით მართებულად მიუთითა, რომ მხარეებმა 2010 წლის 01 დეკემბერს დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
4.2.2. საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ასეთის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, დაყრდნობით სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა რომ ა------ ვ---–----ის მიერ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს არ მომხდარა ვალდებულების შესრულება , რომლის შესრულების (თანხის გადახდა) ვალდებულება მას გააჩნდა პერიოდულად და შესაბამისად სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლებაც წარმოეშვა თითოეული ვალდებულების დარღვევის დროიდან.
4.2.3. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და სწორად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 15 ივნისამდე გადასახდელი თანხების მოთხოვნის ნაწილში იყო ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
ზემოთ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში თვით აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულებით, სახელდობრ ქ. ბ------ის მერიასა და ა------ ვ---–----ეს შორის 2010 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სამუშაოთა განხორციელების შესახებ ხელშეკრულების დანართით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ა------ ვ---–----ეს თანხის გადახდა უნდა მოეხდინა განსაზღვრული პერიოდულობით, თანაბარ პერიოდებზე განაწილებით, ყოველ 6 თვეში ერთხელ,სულ 10 გადახდის სახით.ამდენად, ცალსახად ნათელია, რომ სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული ვადამოსული გადახდის დროიდან, შესაბამისად შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული გრაფიკის დარღვევის დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 2017 წლის 05 დეკემბერს.
ამდენად, სასამართლომ მოცემულ სამართლებრივ დავაზე სწორად დაადგინა, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე ვადამოსულ დავალიანებებზე გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
პალატა ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს, რომ ,,ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის დაცვა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ვითარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის თაობაზე.
4.2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ ვალდებულების ნაწილში, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის 15 ივნისამდე, 2012 წლის 15 დეკემბრამდე, 2013 წლის 15 ივნისამდე, 2013 წლის 15 დეკემბრამდე და 2014 წლის 15 ივნისამდე , გასულია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და რადგან მოპასუხემ მიუთითა აღნიშნულზე, შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის გამო.
4.2.5. რაც შეეხება პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ შემთხვევაშიც სწორად მიუთითა, რომ რადგან 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო რაც შეეხება ასეთის შემცირებას 1000 (ერთი ათასი) ლარამდე პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერია რადგან მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და.ა.შ..მითითებული ნორმა ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. შესაბამისდ პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისად ამ მხრივ ვერ იქნება აპელანტ ქ.ბ------ის მერიის პოზიცია გაზიარებული იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხე ა------ ვ---–----ეს უნდა დაკისრებოდა 5629,42 (ხუთი ათას ექვსასოცდაცხრა ლარი და 42 თეთრი),მაშინ როცა მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ძირითად ვალს ბევრად აღემატებოდა და ასეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც უკვე აღინიშნა, ხანდაზმულ პერიოდზე მოდიოდა.
4.2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამავე კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად კი მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ არის გასული. ამდენად, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს განსახილველ საკითხზე პირველი ინსტანციის სამართლებრივ თვალსაზრისს და მიიჩნევს, რომ 2014 წლის 15 ივნისამდე არსებული დავალიანებები ხანდაზმულია, შესაბამისად ასევე ხანდაზმულია აღნიშნულ დავალიანებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.
4.2.7. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლომ ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, ქ. ბ------ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქ. ბ------ის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ქ. ბ------ის მერიის სარჩელისა გამო მოპასუხე ა------ ვ---–----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე