განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002393394
საქმე №1/ბ-919-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ----------------------------------------ის,მსჯავრდებულ: ა-----------------ის,ადვოკატ: ტ------–----–-----–---–ის,თარჯიმან: გ---------------------ის
მონაწილეობით,ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----------–----------------------ის მიმართ, დაბადებულის 19----–-–--------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის: ნ----–-------------------------–--------–-ნში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით.
ა-----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 მარტს, ღამის საათებში, ქ-------–------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ა-----------------მა ორსულად მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) მეუღლეს ა----–-----------ს მათი არასრულწლოვანი შვილის ვ-------------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაავლო თმაში და მოქაჩა, ასევე ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ა----–-----------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მის მოუშლელად და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, დადგენილია, რომ ა-----------------ი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ა----–-----------ს, აგინებდა მას და ეუბნებოდა, რომ სცემდა, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა----–-----------ი განიცდიდა ტანჯვას.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------ემ, რომელმაც მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დანიშვნის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ა-----------------ის პასუხისმგებლობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაზარალებული ა----–-----------ი არის უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ორსული, მიუხედავად ამ გარემოებებისა ა-----------------ს არ მორიდებია და ისევე, როგორც უწინ, ამ შემთხვევაშიც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს, რაც მეტყველებს მის მორალურ მხარეზე. ა-----------------ი წარსულში ორჯერ არის გასამართლებული და ორივეჯერ ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის, მათ შორის გასამართლებულია მეუღლის ა----–-----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა-----------------მა აღიარა ბრალდება მას შემდეგ, რაც სასამართლოში ჩვენება მისცა დაზარალებულმა, მანამდე იგი არ აღიარებდა დანაშაულს, გამომდინარე აქედან მისი აღიარება არ არის გულწრფელი და გასათვალისწინებელი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-----------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ა----–-----------ის, გ-------------ის, ლ-----–----–---–ის, ტ------------–--ის, ზ------------ის, მ--------------ის და გ-----------------ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N158/05/9-4 და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N002681918 ა----–-----------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, პალატას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ა----–-----------ი არის უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ორსული და მიუხედავად ამ გარემოებებისა, ა-----------------ს არ მორიდებია და ისევე, როგორც უწინ, ამ შემთხვევაშიც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს. აგრეთვე, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ ა-----------------ისათვის განსაზღვრული სასჯელი ლმობიერია და გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი. შესაბამისად, ა-----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი უნდა დაუმძიმდეს 6 (ექვსი) თვის ვადით. აღნიშნულთან ერთად, პალატა ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, თუმცა პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ ა-----------------მა ბრალდება აღიარა მას შემდეგ, რაც სასამართლოში ჩვენება მისცა დაზარალებულმა, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს ა-----------------თან შერიგებას და მასთან ცხოვრება აღარ სურს, ამასთან მის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ ა-----------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში, ა-----------------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა;
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ---------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში;
ა-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
არარატ ეზეკიანის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.
ა-----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2018 წლის 09 მარტიდან - 2018 წლის 22 ივნისამდე.
საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჩაქუჩი და ქანჩი (პაკეტის ნომერი FCI 439222), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ა----–-----------ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი