განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
330100118002339205
ინსტანცია
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002339205

საქმე №1ბ/1088-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა---------–---–ის,გამართლებულ: გ---------------–--ის,ადვოკატ: ი----–----–----ის

მონაწილეობით,ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------- ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: თ---–--------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–----------–---------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 06 თებერვალს, ქ-------–--–-----–-----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გ---------------–--ემ მცირეწლივანი შვილის - ლ------------–--ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ---------------ზე, სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც თ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით გ---------------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენის გაუქმება და გ---------------–--ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასაბუთებენ გ---------------–--ის ბრალეულობას, ბრალად წარდგენილ დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება: დაიკითხნენ მოწმეები, ასევე გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები და ის გარემოება, რომ დაზარალებულმა გამოყენა კანონით მინიჭებული უფლება, არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ გ---------------–--ის მხრიდან თ--------------ის მიმართ არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ფაქტი. რაც შეეხება გ---------------–--ის მამის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, ცალსახაა, რომ არის მიკერძოებული და საკუთარი შვილის სასარგებლო ინფორმაციის მიცემისკენ მოწოდებული.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ---------------–--ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში გ---------------–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების ჩვენებებს და წერილობით მტკიცებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-----------–-–---–მა, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, განმარტა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს თ----------------ისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ყოფილმა მეუღლემ მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის - დაზარალებული და მისი დედა, თ---------------ი, ჩატარდა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებიც. 2018 წლის 12 თებერვალს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა თ---------------ის მეუღლე - გ---------------–--ე, რომელსაც პირადად გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, რა დროსაც ეს უკანასკნელი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

 

მოწმე ს---------------–--მ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ------- კირვალიძის ადგილსამყოფელის შესახებ, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 12 თებერვალს, 14:41 სთ.-ზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გ---------------–--ე დაკავებული იქნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ, როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი.

 

მოწმეებმა: კ-----–-------–---–მა და ჯ----------–--ემ, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დაკითხვისას დაადასტურეს 2018 წლის 12 თებერვალს მათ მიერ გ---------------–--ის დაკავების ფაქტი.

 

მოწმე თ---------------მა, დაზარალებული თ---------------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს, სახლში მყოფს, გარედან შემოესმა შვილის, თ--------------ის და ყოფილი სიძის - გ---------------–--ის ჩხუბის ხმა. ფანჯრიდან გადახედვისას დაინახა, რომ ისინი კამათობდნენ. გ-------ს ფანჯრიდან დაუყვირა, რომ გაჩერებულიყო, რის შემდეგაც იგი ბავშვთან ერთად ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. თათიასგან შეიტყო, რომ კონფლიქტისას გ-------მ მას ხელი დაარტყა.

 

მოწმე რ-----------------–--ემ, ბრალდებულის მამამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 06 თებერვალს შვილთან, გ---------------–--ესთან ერთად, მივიდა ყოფილი რძლის საცხოვრებელ კორპუსთან, შვილიშვილის გამოსაყვანად. თავად მოშორებით დადგა, გ------- კი შეხვდა თათიას, გამოართვა ბავშვი და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა მას. შემდეგ მან და გ-------მ ბავშვი სასეირნოდ წაიყვანეს. მოწმემ განმარტა, რომ თათიას და გ-------ს შორის კონფლიქტი არ დაუნახავს, არც ხმამაღალი საუბარი გაუგონია.

ბრალდებულმა გ---------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არც 2018 წლის 06 თებერვალს და არც სხვა დროს მიუყენებია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების ჩვენებებით და წერილობით მტკიცებულებებით დასტურდება გ---------------–--ის ბრალდება, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების, ასევე, წერილობითი მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება გ---------------–--ის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე - თ--------------ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ, ფაქტობრივად, წარმოდგენილი იქნა ერთადერთი ინფორმატიული მტკიცებულება - მოწმე თ--------------ის ჩვენება, რომელიც ჩვენებაში გ---------------–--ის მხრივ დაზარალებულის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებს, ისიც - ერთჯერადს, რაც, მისი უტყუარად დადგენის შემთხვევაშიც, გ. კირვალიძის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას გამორიცხავს. რაც შეეხება თ--------------ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე მოწმე თ--------------ის განმარტებას, - გარდა იმისა, რომ ჩვენების ეს ნაწილი განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, - იგი გამყარებული არ არის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა რაიმე მტკიცებულებით.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ---------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა გ---------------–--ის მხრიდან თ--------------ზე ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გ---------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა გ---------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი გ---------------–--ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი გ---------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ---------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ---------------–--ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გამართლებულ გ---------------–--ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი