განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002511318
საქმე №1/ბ-1136-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,ადვოკატ: ნ--------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ: ა---–---------ის
მონაწილეობის გარეშე,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---–---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------- ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ-------------------–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ -ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენით ა---–---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.
ა---–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
ა---–---------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 მაისს, შუადღის საათებში, გ----------------------------–-----------ში, ა---–---------მა მის მეუღლეს - თ----–-–----------ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენის მიზნით, იმის გამო, რომ თ----–-–---------- არ დაბრუნდა ა---–----------ისთვის სასურველ დროს სახლში, ასევე ეკამათა ა---–---------ის დედას - კ---–------------ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: ერთი ხელი მოსჭიდა თმაში და მოქაჩა, ხოლო მეორე ხელი დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ძალადობის შედეგად, თ----–-–----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------მა რომელმაც მოითხოვა რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ ა---–---------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა და დანიშნული სასჯელის პირობითად არ ჩათვლა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ა---–---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი, ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა, დაზარალებულის ინტერესი იცხოვროს მშვიდ გარემოში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ნათელია, რომ მსჯავრდებული ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ოჯახში ,,წესრიგის“ დამყარებას და მეუღლის დამორჩილებას, რათა მან მისი ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ ა---–---------ისთვის სასჯელის განსაზღვრისას მსჯელობის მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩადენილი იყო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა---–---------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა---–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების - დ---------------–---–ის, ლ-–--------–--–-–---–------–---------------ის და თ----–-–----------ს გამოკითხვის ოქმებითა და მათგან მიღებული ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის დაკავების ოქმითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა---–---------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნისა და დანიშნული სასჯელის პირობითად არ ჩათვლის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა---–---------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა ა---–---------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განაჩენი ა---–---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა---–---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ა---–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 31 მაისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ა---–---------ს დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი