განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
330100118002493138
ინსტანცია
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002493138

საქმე №1/ბ-1095-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: მ------–--------ს,მსჯავრდებულ: ა-------------–---–ის

 

მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის პროკურორის ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა----------------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N1----------- საშუალო განთლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: გ-------------------–-------–-----------------–----------------ში, მცხოვრების: ქ------–-----–-----–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით ა--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ა-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ , ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 31 ოქტომბერს, 13:10 საათზე, ა-------------–---–ი მართავდა ,,ფ-------ს“ მარკის სამარშუტო მიკროავტობუსს და მოძრაობდა ქ. თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე, რა დროსაც ა-------------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, მგზავრთა ჩამოსვლის შემდეგ დაძრა მისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსი და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე-----------------ს, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ ა----–----–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ა-------------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანშაული არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, შესაბამისად მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. ამასთანავე დაზარალებულის განცხადებით, ა-------------–---–მა მას სთხოვა ნოტარიული წესით დაემოწმებინათ განცხადება, რომლის მიხედვითაც მას პრეტენზია არ ექნებოდა, რის შემდეგაც ა-------------–---–ს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. აქედან გამომდინარე საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დაზარალებული ითხოვს ა-------------–---–ის უმკაცრესად დასჯას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ა-------------–---–ის, ე-----------------ის, გ---–-------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სქემით, ვიდეო ჩანაწერის დათვალირების ოქმით, ე-----------------ის სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N24------ დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N5---- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებისა და ინფორმაციის ერთობლიობით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა-------------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა-------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ა-------------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, მისი განმარტებით დაეხმარა დაზარალებულს და იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული კონკრეტულად მიმართავს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით თანახმაა აუნაზღაუროს, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო ან წარმოდგენილიყო დაზარალებულის საწინააღმდეგო მოსაზრება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის პროკურორის ა----–----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ა--------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ა--------------–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოცემულ სს საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: დისკი 01 პაკეტად- დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ავტომობილი ,,ფ-------“ სახ. №TM------ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი