განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
330100116001349976
ინსტანცია
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001349976

საქმე №1ბ/718-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ქეთევან სუპატაშვილის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების - თა-------–---–---–ის, გრ-----–---–------ის

ადვოკატ - ნა----------ის

მსჯავრდებულ - და-----------–---–ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

და-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2------------, საქართველოს მოქალაქის, ნ----------–----------------, პირადი N-----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–------------–-----------, ს-------–---–------- ჩიხი, კორპუსი N8-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენით და-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.

და-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

და-----------–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლის მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 07 იანვარს და-----------–---–ს და გი-------–----–-–---–ს მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც და-----------–---–მა განიზრახა გი-------–----–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 22 იანვარს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-, ს------–---------–-, ბ--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბ--------------------------ში, და-----------–---–მა, ბე----------–-–---–თან და მის თანმხლებ სხვა ორ პირთან ერთად, ჯგუფურად, გი-------–----–-–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

და-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ: 2016 წლის 07 იანვარს და-----------–---–ს და გი-------–----–-–---–ს მოუვიდათ სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც და-----------–---–მა განიზრახა გი-------–----–-–---–ის ჯანმრთელობის დაზიანება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 22 იანვარს, შუადღის საათებში, ქ-------–--–-, ს------–---------–-, ბ--------------------------ზე, და-----------–---–მა გი-------–----–-–---–ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრ-----–---–------ემ, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის განაჩენის გაუქმება და და-----------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები, ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებმაც შეჯიბრობითობის პრინციპის მიხედვით მნიშვნელოვნად გადაწონა დაცვის მხარის არგუმენტები და დაცვის მხარის მიერ წამოყენებულ აშკარად აბსურდულ ვერსიებზე (და არა მტკიცებულებებზე) დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი უტყუარი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა და-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილ იქნა უტყუარ, სანდო, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებდა და-----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოში დაიკითხა დაზარალებული გი-------–----–-–---–ი, ასევე დაიკითხა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი ქე--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა. დანარჩენი მტკიცებულებები კი დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ, რის გამოც ისინი არ გამოკვლეულა სასამართლოში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ და-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ:

ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულ გი-------–----–-–---–ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად დადგენილია, რომ 2016 წლის 7 იანვარს ქეიფობდა და-----------–---–თან ერთად, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კამათი ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის გამო, 2016 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა და-----------–---–ი და გარეთ გასვლა სთხოვა. გავიდნენ ქუჩაში, სახლიდან დაახლოებით 40 მეტრში, სადაც და-----------–---–ის გარდა კიდევ ორი პირი იყო, რომლებიც მანამდე ნანახი არ ჰყავდა. უცხო პირებიდან ერთ-ერთმა ჰკითხა რატომ მიაყენა და-----------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ბოთლი ჩაარტყა თავში, გი-------–----–-–---–ი წაიქცა და შემდეგ სამივე მათგანი ურტყამდა წიხლებს, რა დროსაც თითი მოიტეხა, კონკრეტულად ვისი დარტყმის შედეგად მოტყდა თითი არ იცის. შემდეგ შევიდა სახლში, ის პირები გაეკიდნენ და სახლში შეყვნენ, სადაც და-----------–---–მა მას შუბლში ბოთლი ჩაარტყა და სამივემ ისევ გააგრძელა მისი ცემა. ამ დროს შევიდნენ დაზარალებულის ნათესავები და გააშველეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რიომ დაზარალებულის განმარტებით, მისი მეზობელი ბე----------–-–---–ი იქ იმყოფებოდა და აშველებდა მათ, რაც წინააღმდეგობაში მოდის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომ და-----------–---–მა ბე----------–-–---–თან და მის თანმხლებ სხვა ორ პირთან ერთად, ჯგუფურად მიაყენა დაზიანებები გი-------–----–-–---–ს.

ბრალდების მხარე ასევე აპელირებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და ექსპერტ ქე--------------–---–ის ჩვენებაზე, კერძოდ:

2016 წლის 01 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის და ექსპერტ ქე--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია შემდეგი:

შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე გი-------–----–-–---–ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 22.01.2016 წლის 16:00 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის მოტეხილობა, შუბლის მიდამოს ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით აღინიშნებოდა ქალა-სარქვლის კანქვეშა ჰემატომა. სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.

2016 წლის 03 თებერვლის N----------- წერილის საფუძველზე, 2016 წლის 15 თებერვალს, გამოძიების მიერ წარდგენილი იქნა N---------- მომართვა, რომლის თანახმად, დაზარალებულ გი-------–----–-–---–ს სტაციონარიდან გაწერის შემდგომ ამბულატორიული მკურნალობა არ გაუგრძელებია და ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო ისტორიის გარდა სხვა დოკუმენტაცია არ არსებობს 2016 წლის 22 იანვარს მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. ამავე წერილის თანახმად, ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გი-------–----–-–---–ის მარცხენა მტევანზე გადაღებული რენტგენოფირი მოძიებული ვერ იქნა.

2016 წლის 18 მარტის N----------- წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარდგენილი CD დისკი შესწავლილი იქნა შპს „-----------–------- რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, ნ-----–----------–---–-- მიერ, რომლის პასუხის თანახმად, არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება კანქვეშა ჰემატომა მარცხნივ თხემის არეში. დაზიანება ტრამვული გენეზისაა. დაზიანების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან - 2016 წლის 22 იანვართან, წინააღმდეგობაში არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგად.

 

დაზიანებები შუბლის მიდამოში არსებული ჭრილობის, მარცხნივ თხემის არეში არსებული კანქვეშა ჰემატომის და თავის ტვინის შერყევის სახით მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მარცხენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ვინაიდან მარცხენა მტევანზე გადაღებული რენტგენოფირები მოძიებული ვერ იქნა, ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია. სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მათი ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მათი მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ქე--------------–---–მა.

 

საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: ნი----------–--ის, ავ--------–-–----–-–---–ის, თა-----–--–----–---–ის, ბე----------–-–---–ის, გი----------–---–---–ის, კა---–------–---–---–ის ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ისე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, დასტურდება შემდეგი: 2016 წლის 22 იანვარს, მომხდარი კონფლიქტის დროს, გი-------–----–-–---–ს და-----------–---–თან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კიდევ ორმა, მისთვის უცნობმა პიროვნებამ. დაზარალებული აღნიშნავს, რომ როცა სამივე მათგანი ურტყამდა წიხლებს, მოსტყდა თითი, თუმცა კონკრეტულად ვისი დარტყმის შედეგად, არ იცის. მისივე განმარტებით, სახლში შესვლის შემდეგ სამივე პიროვნება შეჰყვა და გააგრძელეს მისი ცემა, რა დროსაც და-----------–---–მა მას ბოთლი ჩაარტყა თავის არეში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ ქე--------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ გი-------–----–-–---–ის მარცხენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფლანგის მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამასთან, ვინაიდან მარცხენა მტევანზე გადაღებული რენტგენოფირები მოძიებული ვერ იქნა, ხანდაზმულობის დადგენა ვერ მოხერხდა. სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მათი ხანდაზმულობის დადგენა ასევე ვერ მოხდა სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მათი მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო.

პალატის აზრით, და-----------–---–ს არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, რადგან დაზარალებული ვერ ამბობს თუ ვისი დარტყმის შედეგად მოსტყდა თითი, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტის მიერ ვერ დადგინდა მოტეხილობის ხანდაზმულობა. ხოლო, რაც შეეხება ბოთლის ჩარტყმის შედეგად განვითარებულ დაზიანებებს შუბლის მიდამოში არსებული ჭრილობის, მარცხნივ თხემის არეში არსებული კანქვეშა ჰემატომის და თავის ტვინის შერყევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს არცერთ დამამძიმებელ გარემოებას, მათ შორის, არც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სხვისი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ხდება რამდენიმე პირის მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მათ მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის და მიყენებული დაზიანებების შესაბამისად ცალ-ცალკე.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრ-----–---–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

და-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე.

და-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჟაკეტი და ორი ცალი ჯემპრი, რაც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე