განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001981537
საქმე №3ბ/1804-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობა;
წარმომადგენელი - ა-------------;
აპელანტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - შ--–-- კ----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე - ა------- გ-------ი
წარმომადგენელი - მ------ ც--–------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თბერვლის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა -თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თბერვლის გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა------- გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანება; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილი და ისნის რაიონის გამგეობას დაევალა გამოეცა ახალი აქტი ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N---- ში მდებარე N- ბინის ა------- გ-------ის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 6 მარტს ა-------ი გ-------ის წარმომადგენელმა ნ----- ა------–--ლმა ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე N- ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. განცხადებით განიმარტა, რომ ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე N- ბინას ა------- გ-------ი ოჯახთან ერთად ქ.თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტთან არსებული საბინაო-საყოფაცხოვრები კომისიის 1995 წლის 25 მარტის
N- გადაწყვეტილების საფუძველზე 1995 წლის 28 დეკემბერს გაცემული N-- ორდერის საფუძველზე ფლობდა, რის დამადასტურებელ მტკიცებულებად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ---------ს“ N- კრების ოქმი, სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი და კომუნალური გადასახადების გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტები მიეთითა. განცხადებასთან ერთად გამგეობას ორდერის ასლი, ამხანაგობის კრების ოქმი, საინფორმაციო ბარათი და მინდობილობა წარედგინა.
2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- მიმართვით ა-------ი გ-------ს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე N- ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე იმაზე მითითებით, რომ არ იყო წარდგენილი ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ორდერის დედანი.
2.3. 2017 წლის 13 აპრილს ა-------ი გ-------ის წარმომადგენელმა ნ----- ა------–--ლმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანებით ა-------ი გ-------ის წარმომადგენელის ნ----- ა------–--ლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №--------------- წერილი. სადავო ბრძანების თანახმად, საქმეში წარდგენილია ორდერის ასლი და ვერ დგინდება მისი ნამდვილობა, რის გამოც არსებული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მოთხოვნილი ბინით კანონიერად სარგებლობის დამადასტურებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტად. საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას უნდა ემსჯელა საქმეში წარდგენილ სხვა მტკიცებულებებზე, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ ბინაში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების არსებობა და ამხანაგობის კრების ოქმი წარმოადგენს მხოლოდ მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და არ შეიცავს მონაცემებს მფლობელობის საფუძვლებთან დაკავშირებით.
2.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა------- გ-------ი ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე N- ბინას კანონიერად ფლობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე და აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხეებმა არსებული მტკიცებულებების არასწორი შეფასების შედეგად იმსჯელეს.
მოპასუხესთან წარდგენილი, ქ. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების 1995 წლის 28 დეკემბრის N-- ორდერის ასლის მიხედვით, აღნიშნული ორდერით ა------- გ-------ს ქ. თბილისში, ბ------–--–-ის ქუჩა N----ში მდებარე N- ბინის დაკავების უფლება მიეცა ქ. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების ადმინისტრაციის და პროფკავშირთან არსებული საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1995 წლის 25 მარტის N- გადაწყვეტილების საფუძველზე (ს.ფ. 22).
იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინის პრივატიზების პროცესში ბინის მფლობელობის საფუძვლის ამსახველი დოკუმენტის ასლის შეფასებისა და მისი მტკიცებულებად მიჩნევის კონკრეტულ წესი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, მოპასუხეებს გააჩნდათ წარდგენილი ორდერის ასლის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გონივრული შეფასების საჭიროება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი(იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე- 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავი ქონებით სარგებლობის კანონიერება შეიძლება დადასტურდეს არამარტო კონკრეტული, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული დოკუმენტით, არამედ - სხვა წერილობითი დოკუმენტებითაც, რომლებიც ადასტურებს საცხოვრებელი ფართის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემას.
ამგვარად, საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების 1995 წლის 28 დეკემბრის N-- ორდერის ასლის ნამდვილობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, 1996 წლის 27 იანვრიდან ორდერით გათვალისწინებული ბინის მისამართზე რეგისტრაციისა და ამავე მისამართზე კომუნალური გადასახადების გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტები (ს.ფ. 25-25, 27-32), ასევე, ამავე მისამართზე არსებული ამხანაგობის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 90-91) უნდა ჩათვლილიყო უფლების დამდგენი ორდერის ასლის ნამდვილობასა და, შესაბამისად, კანონიერ სარგებლობაზე მეტყველ მტკიცებულებებად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილი და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო აქტების კანონიერება, მიიჩნია, რომ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი და განმარტა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილის შინაარსის მიხედვით, მისი კანონიერების საკითხი უნდა იქნეს დადგენილი იმ გარემოების შეფასებით, გააჩნდა თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--ის ა------- გ-------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’ განსაზღვრავს. დასახელებული წესი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ( წესის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).
ამავე წესის მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – შესაბამისი რაიონის გამგებელი იღებს (წესის მე-3 მუხლი), გადაწყვეტილების მისაღებად კი განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
დასახელებული ნორმების მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონების კანონიერმა მოსარგებლემ ამ ქონების საკუთრებაში მიღების უფლების რეალიზებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს წერილობითი განაცხადი და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უძრავი ქონების მფლობელობასა და მფლობელობის კანონიერ საფუძველს, ამასთან, კანონმდებლობა დაინტერესებულ პირს კონკრეტული მტკიცებულების წარდგენას მისი არსებობის შემთხვევაში ავალებს, არსებული მტკიცებულების წარუდგენლობას განცხადების განუხილველად დატოვებას უკავშირებს, განხილვის პირობებში კი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას იმ პირობებში უშვებს, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის ფაქტს (,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე- 6, მე-7, მე-9 პუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები). მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ა------- გ-------ი ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე N- ბინას კანონიერად ფლობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე და აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხეებმა მტკიცებულებების არასწორი შეფასების შედეგად იმსჯელეს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილი გამოცემულია რა საქმის გარემოებების არასწორად დადგენის შედეგად და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე გამგეობას უნდა დაევალოს, ა------- გ-------ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ თბილისში, ბ------–--–-ის ქუჩა N----ში მდებარე N- ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
2.7. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილის ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით ცხადია, რომ დასახელებულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა. შესაბამისად, არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის არის დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული კანონი, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე და მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი აპელანტები მიიჩნევენ, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული,არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები, რომლებიც უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებას, ერთ-ერთი მათგანია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ („დ“ ქვეპუნქტი).
ამდენად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული "კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" 4.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინის ორდერი წარმოადგენს ფართის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილის შინაარსის მიხედვით, მისი კანონიერების საკითხი უნდა იქნეს დადგენილი იმ გარემოების შეფასებით, გააჩნდა თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე ბინა N--ის ა------- გ-------ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
ამასთან დადგენილია, რომ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს, მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’ განსაზღვრავს. დასახელებული წესი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების უფლებამოსილებას შესაბამისი ფართის კანონიერ მოსარგებლეს ანიჭებს და განმარტავს, რომ ამ წესის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე ( წესის მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტი).
ამავე წესის მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – შესაბამისი რაიონის გამგებელი იღებს (წესის მე-3 მუხლი), გადაწყვეტილების მისაღებად კი განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
ამრიგად, უძრავი ქონების კანონიერმა მოსარგებლემ ამ ქონების საკუთრებაში მიღების უფლების რეალიზებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს წერილობითი განაცხადი და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უძრავი ქონების მფლობელობასა და მფლობელობის კანონიერ საფუძველს, ამასთან, კანონმდებლობა დაინტერესებულ პირს კონკრეტული მტკიცებულების წარდგენას მისი არსებობის შემთხვევაში ავალებს, არსებული მტკიცებულების წარუდგენლობას განცხადების განუხილველად დატოვებას უკავშირებს, განხილვის პირობებში კი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას იმ პირობებში უშვებს, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის ფაქტს (,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ მე-4 მუხლის მე- 6, მე-7, მე-9 პუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები).
დადგენილია, რომ ა------- გ-------ი ქალაქ თბილისში, ბ-----–--–--ს ქუჩა N----ში მდებარე N- ბინას კანონიერად ფლობდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე და აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხეებმა მტკიცებულებების არასწორი შეფასების შედეგად იმსჯელეს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ცალსახაა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილი გამოცემულია რა საქმის გარემოებების არასწორად დადგენის შედეგად და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე გამგეობას უნდა დაევალოს, ა------- გ-------ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ თბილისში, ბ------–--–-ის ქუჩა N----ში მდებარე N- ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
6.3. პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილისა. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილის ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით ცხადია, რომ დასახელებულ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა. შესაბამისად, არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, არის თუ არა ა------- გ-------ი დაკავებული ფართის კანონიერი მოსარგებლე და სადავო ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლების მქონე სუბიექტი, შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს, წარმოადგენს თუ არა სადავო ბინაში მისი რეგისტრაციის ფაქტი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების, პოზიცია ემყარება ნორმის არასწორ განმარტებას, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებას, რომ ა------- გ-------ის მიერ წარდგენილი ბინის ორდერის ასლი არ ქმნის საკმარის საფუძველს მისი სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის, ვინაიდან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს მიეკუთვნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული წესით გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც ცალსახად დგინდება უძრავ ქონებაზე მოსარგებლის მართლზომიერი მფლობელობა.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა------- გ-------ი დღემდე სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით, სადაც ასევე რეგისტრირებულია აბონენტად და საკუთარი სახელით დღემდე იხდის კომუნალურ გადასახადებს.
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა გამოეკვლიათ და შეეფასებინა ა------- გ-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რადგან ბინის ორდერის ასლის გარდა ისინი განეკუთვნებოდნენ სწორედ იმ „სხვა დოკუმენტებს“, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სადავო ბინის პრივატიზება.
კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების 1995 წლის 28 დეკემბრის N-- ორდერის ასლის მიხედვით, ა------- გ-------ს ქ. თბილისში, ბ------–--–-ის ქუჩა N----ში მდებარე N- ბინის დაკავების უფლება მიეცა ქ. თბილისის საავიაციო სახელმწიფო გაერთიანების ადმინისტრაციის და პროფკავშირთან არსებული საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1995 წლის 25 მარტის N- გადაწყვეტილების საფუძველზეცალსახად დასტურდება, რაც საკმარისი საფუძველია განმცხადებლის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტების მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საქმეს არ ერთვის ორდერის დედანი, ა------- გ-------ი არ უნდა იქნეს მიჩნეული პირვატიზებამოთხოვნილი ბინის კანონიერ მოსარგებლედ.
პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ასევე ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივრის განხილვისას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა საჩივრის ავტორს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებად. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ არ დასტურდებოდა ა------- გ-------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით უძრავი ქონების კანონიერი ფლობის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღნიშნულ მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ, ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ამდენად, პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოების დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობის 2017 წლის 17 მარტის №-------------- წერილის ბათილად ცნობის საფუძველი.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა