განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066786
ინსტანცია
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN010141318700066786-1აგ/545-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე,განიხილა მსჯავრდებულ მ------ კ--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 09 თებერვლის განაჩენით:

 

მ------ კ--------ე (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.

 

მასვე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 ნოემბრის განაჩენით:

 

მ------ კ--------ე (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

 

2018 წლის 21 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ------ კ--------ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 09 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ------ კ--------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 09 თებერვლის განაჩენით მ------ კ--------ეს (პ/ნ 6----------) მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით;

 

ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია,რომ მ------ კ--------ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, ვერ გახდება მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენის გაუქმების და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო მსჯავრდებული მიუთითებს, რომ ლ-–- ჭ------ესთან ერთად ბრალდებული იყო ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური დანაშაულისათვის თაღლითობისათვის, თუმცა 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ამავე საქმეზე ქმედების არ არსებობის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაუკმაყოფილების მოტივით ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბრალდებულ ლ-–- ჭ------ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა. შუამდგომლობის ავტორი აქედან გამომდინარე მიუთითებს, რომ ის ფაქტი, რომ ლ-–- ჭ------ის მიმართ შეწყდა დევნა და გამართლდა წარმოადგენს ახალ უდაო ფაქტს, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ უნდა უნდა გაუქმდეს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დადგინდეს მისი უდანაშაულობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება მან--- კ--------ის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების და მის მიმართ 2006 წლის 9 თებერვალს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების და მისი გამართლების საფუძვლად, ვინაიდან ბრალდებულ ლ-–- ჭ------ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი გახდა, მოცემულ დანაშაულში ლ-–- ჭ------ის მონაწილეობის არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობა, სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო იქნა შეწყვეტილი ლ-–- ჭ------ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და არა ქმედების არ არსებობის გამო.

 

პალატა მიუთითებს, რომ მართალია ლ-–- ჭ------ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არასაკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა უშუალოდ ლ-–- ჭ------ის ბრალეულობის დასადატურებლად, თუმცასაქმეში ფიგურირებდნენ სხვა პირებიც, რომლებიც ერთმანეთს დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ (დ-------- კ-------ე, ნ--- ბ-----ე და მ------ კ--------ე), რომელთა მიმართაც ასევე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი იგივე დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე (ნ--- ბ-----ის მიმართ 2005 წლის 21 დეკემბერს, დ-------- კ-------ის მიმართ 2005 წლის 31 დეკემბერს) შესაბამისად სახეზეა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი. აღნიშნულიდან გამომდინარე ის ფაქტი, რომ ბრალდებულ ლ-–- ჭ------ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და მის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, არ წარმოადგენს მსჯავრდებულ მ------ კ--------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.მსჯავრდებულ მ------ კ--------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

 

2.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ისაევი

 

მ. თეთრაული