განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100117002180291
საქმე №1ბ/1115-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: ლ---------–---ს
ადვოკატის: კ-----------–-----ის
მსჯავრდებულების: ხ----------------ს და ა-–--------------ს
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ლ---------–---ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების: ხ------ ვ-–--------ის ძე რ-------ს მიმართ - დაბადებული 19---–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა--–--------------------–--------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------ და ა-–---- ა-–---–-ს ძე რ-------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა--–--------------------–-------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით, ხ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(ხუთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით( (–---------–--------------- ეპიზოდი) ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შ------------------------ ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის იანვრის დასაწყისის ეპიზოდი) ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - იმავე წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–--------------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 4000(ოთხიათასი)ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ხ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ხ----------------ს მიმართ, სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ხ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ა-–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით(ხუთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით( (–---------–--------------- ეპიზოდი) ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შ------------------------ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის იანვრის დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა 2000(ორი ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–--------------- ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (5 ეპიზოდი).
ა-–--------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (5 ეპიზოდი).
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ხ----------------სთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ო--–-------------- დაკავებულია ონლაინ სესხების გაცემით, გააჩნია ვებ-გვერდი w--------------- სადაც სესხის აღების მსურველი რეგისტრირდება, უთითებს პირად მონაცემებს და თუ პოტენციური მსესხებელი განაცხადის შევსებისას მიუთითებს სს „ბ-------------–---–-- არსებულ საბანკო ანგარიშს, საზოგადოება ვერ ახდენს ანგარიშის ვერიფიკაციას და მსესხებელს სესხის თანხას ურიცხავს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადამოწმების გარეშე. 2016 წლის ნოემბერში, ხ----------------მ გადაწყვიტა სხვა პირების მონაცემების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს „----–--------------- კუთვნილ თანხებს, რისთვისაც დაუკავშირდა თავის თანასოფლელ ა-–--------------ს, გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა და დაიყოლია დახმარებაზე. მან, 2016 წლის 30 ნოემბერს I-------------------------------- პოტენციური კლიენტი დაარეგისტრირა შპს „----–--------------- ვებ-გვერდზე ი-–--------–--ის სახელით, მიუთითა მისივე პირადი ნომერი 0----------- გააფორმა სესხის ხელშეკრულება N8--------- და სესხის სახით მოითხოვა 500 ლარი, ხოლო ანგარიშის ნომრად მიუთითა სს „ბ-------------–---–-- არსებული მისი თანამზრახველის - ა-–--------------ს საბანკო ანგარიშის ნომერი - G---------------------- ვინაიდან აღნიშნული ანგარიში ეკუთვნოდა სს „--------------–------ მისი რეალური მფლობელის გადამოწმება შპს „----–--------------- წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. იმავე დღეს, აღნიშნულ ანგარიშზე შპს „----–--------------- გადარიცხა თანხა 500 ლარის ოდენობით, საიდანაც ა-–--------------მ და ხ----------------მ 160 ლარი გადარიცხეს ონლაინ ტოტალიზატორ „a----------ში არსებულ ხ----------------ს ანგარიშზე - 1------ ხოლო დარჩენილი 340 ლარი გადარიცხეს ა-–--------------ს კუთვნილ - G--------------------- ანგარიშზე, რაც გაინაწილეს ხ------ და ა-–---- რურუებმა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს „----–-------------- მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ხ----------------სთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,------- დაკავებულია ონლაინ სესხების გაცემით, გააჩნია ვებ-გვერდი w----------- სადაც სესხის აღების მსურველი რეგისტრირდება, უთითებს პირად მონაცემებს და თუ პოტენციური მსესხებელი განაცხადის შევსებისას მიუთითებს სს „ბ-------------–---–-- არსებულ საბანკო ანგარიშს, საზოგადოება ვერ ახდენს ანგარიშის ვერიფიკაციას და მსესხებელს თანხას ურიცხავს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადამოწმების გარეშე. 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში, ხ----------------მ გადაწყვიტა სხვა პირების მონაცემების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,-------- კუთვნილ თანხებს, რისთვისაც დაუკავშირდა თავის თანასოფლელ ა-–--------------ს, გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა და დაიყოლია დახმარებაზე. მან, 2016 წლის 04 დეკემბერს, I- მისამართიდან - 162.158.210.166, პოტენციური კლიენტი დაარეგისტრირა შპს ,-------- ვებ-გვერდზე ი-–--------–--ის სახელით, მიუთითა მისივე პირადი ნომერი - 0----------- გააფორმა სესხის ხელშეკრულება N---- და სესხის სახით მოითხოვა 400 ლარი, ხოლო ანგარიშის ნომრად მიუთითა სს „ბ-------------–---–-- არსებული მისი თანამზრახველის - ა-–--------------ს საბანკო ანგარიშის ნომერი - G---------------------- ვინაიდან აღნიშნული ანგარიში ეკუთვნოდა სს „--------------–------ მისი რეალური მფლობელის გადამოწმება შპს ,-------- წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. იმავე დღეს, აღნიშნულ ანგარიშზე შპს ,-------- გადარიცხა თანხა 400 ლარის ოდენობით, რასაც ა-–-------------- და ხ---------------- დაეუფლნენ თაღლითურად და სრულად გადარიცხეს ონლაინ ტოტალიზატორ „a----------ში არსებულ ხ----------------ს ანგარიშზე - 1------ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს ,-------- მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ხ----------------სთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „----–--- დაკავებულია ონლაინ სესხების გაცემით, გააჩნია ვებ-გვერდი s-------- სადაც სესხის აღების მსურველი რეგისტრირდება, უთითებს პირად მონაცემებს და თუ პოტენციური მსესხებელი განაცხადის შევსებისას მიუთითებს სს „ბ-------------–---–-- არსებულ საბანკო ანგარიშს, საზოგადოება ვერ ახდენს ანგარიშის ვერიფიკაციას და მსესხებელს თანხას ურიცხავს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადამოწმების გარეშე. 2017 წლის იანვრის დასაწყისში, ხ----------------მ გადაწყვიტა სხვა პირების მონაცემების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა შპს ,-----–---- კუთვნილ თანხებს, რისთვისაც დაუკავშირდა თავის თანასოფლელ ა-–--------------ს, გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა და დაიყოლია დახმარებაზე. მან, 2017 წლის 18 იანვარს, I- მისამართიდან - 8-------------- რომელიც ეკუთვნის ქ---------–------–-------------------------ში რეგისტრირებულ ი/მ „ზ-----------–--–---–ს“, პოტენციური კლიენტი დაარეგისტრირა შპს „----–---- ვებ-გვერდზე ზ-------------–---–ის სახელით, მიუთითა მისივე პირადი ნომერი - 6----------- სესხის სახით მოითხოვა 1 500 ლარი, ხოლო ანგარიშის ნომრად მიუთითა სს „ბ-------------–---–-- არსებული ანგარიშის ნომერი - G---------------------- რომელიც გაიხსნა 2017 წლის 18 იანვარს ა-–--------------ს განცხადების საფუძველზე. ვინაიდან აღნიშნული საბანკო ანგარიში ეკუთვნოდა სს „--------------–------ მისი რეალური მფლობელის გადამოწმება შპს „----–---- წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. იმავე დღეს აღნიშნულ ანგარიშზე შპს „----–---- გადარიცხა თანხა 1 500 ლარის ოდენობით. საკრედიტო საგადახდო დავალებაში მიმღებად მითითებულ იქნა ზ-------------–---–ი, ხოლო ბენეფიციარად ა-–--------------, რომელმაც აღნიშნული თანხა სრულად გადარიცხა სს „ბ-------------–---–-- არსებულ მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - G---------------------- საიდანაც ბანკომატის საშუალებით, თანხა გაანაღდა ხ----------------მ და გაუნაწილა ა-–--------------ს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს ,-----–---- მიადგა 1 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
შპს ,-----–---- კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების განზრახვით მოქმედმა ხ----------------მ განაგრძო თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა. თანამზრახველ ა-–--------------ს მეშვეობით, დაუკავშირდა თანასოფლელ ბ---------------–--ს და სთხოვა მის სახელზე სს ,,ბ-------------–---–-- ანგარიშის გახსნა, რაზეც ეს უკანასკნელი ენდო და დასთანხმდა. 2017 წლის 24 იანვარს, ბ---------------–--მ განცხადებით მიმართა სს „--------------–----- და მოითხოვა საბაზისო მიმდინარე ანგარიშის გახსნა, რაც დაკმაყოფილდა და მის სახელზე გაიხსნა საბანკო ანგარიში - G---------------------- ხ----------------მ 2017 წლის 25 იანვარს, I- მისამართიდან - 1-------------- რომელიც ეკუთვნის ქ-------------–-----–-------------------------ში რეგისტრირებულ შპს „------–------ პოტენციური კლიენტი დაარეგისტრირა შპს „----–---- ვებ-გვერდზე რ-------------–---–ის სახელით, პირადი ნომრით - 6----------, სესხის სახით მოითხოვა 800 ლარი, ხოლო ანგარიშის ნომრად მიუთითა სს „---------------–---–-“ არსებული საბანკო ანგარიში - G---------------------- ვინაიდან აღნიშნული საბანკო ანგარიში ეკუთვნოდა სს „--------------–------ მისი რეალური მფლობელის გადამოწმება შპს „----–---- წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. იმავე დღეს აღნიშნულ ანგარიშზე შპს „----–---- გადარიცხა 800 ლარი, საკრედიტო საგადახდო დავალებაში მიმღებად მითითებულ იქნა რ-------------–---–ი, ხოლო ბენეფიციარად - ბ---------------–--. ხ----------------ს მითითებით, 2017 წლის 25 იანვარს, ბ---------------–--მ მის კუთვნილ ანგარიშზე ჩარიცხული 800 ლარი გადარიცხა ონლაინ ტოტალიზატორ „a----------ში არსებულ ხ----------------ს ანგარიშზე - 1------ ხოლო 2017 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „--------------–----- და მოითხოვა მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშის - G--------------------- დახურვა. ამგვარად, ხ---------------- ა-–--------------სთან ერთად, დაეუფლა შპს ,-----–---- კუთვნილ 800 ლარს, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
შპს ,-----–---- კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების განზრახვით მოქმედმა ხ----------------მ განაგრძო თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა. თანამზრახველ ა-–--------------ს მეშვეობით დაუკავშირდა თანასოფლელ ბ---------------–--ს და სთხოვა მის სახელზე სს ,,ბ-------------–---–-- ანგარიშის გახსნა, რაზეც ეს უკანასკნელი ენდო და დასთანხმდა. 2017 წლის 6 თებერვალს, ბ---------------–--მ განცხადებით მიმართა სს „--------------–----- და მოითხოვა პრიზმა ანგარიშის გახსნა. მისი მოთხოვნის საფუძველზე, ბ---------------–--ს სახელზე გაიხსნა საბანკო ანგარიში - G---------------------- ხ----------------მ 2017 წლის 06 თებერვალს, I- მისამართიდან - 9-------------- პოტენციური კლიენტი დაარეგისტრირა შპს „----–---- ვებ-გვერდზე გოჩა ადამიას სახელით, პირადი ნომრით - 3------------ სესხის სახით მოითხოვა 800 ლარი, ხოლო საბანკო ანგარიშის ნომრად მიუთითა სს „ბ-------------–---–-- არსებული ანგარიშის ნომერი - G---------------------- ვინაიდან აღნიშნული საბანკო ანგარიში ეკუთვნოდა სს „--------------–------ მისი რეალური მფლობელის გადამოწმება შპს „----–---- წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. იმავე დღეს აღნიშნულ ანგარიშზე შპს „----–---- გადარიცხა თანხა 800 ლარის ოდენობით. საკრედიტო საგადახდო დავალებაში მიმღებად მითითებულ იქნა გოჩა ადამია, ხოლო ბენეფიციარად - ბ---------------–--, რომელმაც ხ----------------ს მითითებით, ანგარიშზე ჩარიცხული თანხა 800 ლარის ოდენობით გადარიცხა სს „ბ-------------–---–-- არსებულ ბ---------------–--ს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე - G---------------------- რაც 2017 წლის 6 თებერვალს, ბანკომატის საშუალებით, გაანაღდეს ა-–--------------მ და ბ---------------–--მ. მოტყუებით დაეუფლნენ რა შპს ,-----–---- კუთვნილ 800 ლარს, ხ----------------მ და ა-–--------------მ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მითითებულ საზოგადოებას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ლ---------–---მ, რომელმაც მოითხოვა, პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება და მათ მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მათ პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ხ----------------ს და ა-–--------------ს მიერ ჩადენილ ქმედებებს. მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯარებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ი-–--------–--ის, გ---------------–---–ის, გ--–--------ის, დ-------------ის, თ------------------ის, დ--------–----–---–ის, თ---------------ს, რ-------------–---–ის, ზ-------------–---–ის, ბ---------------–--ს, ს---–-------------ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, დათვალიერებული დოკუმენტებით, საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხ----------------მ და ა-–--------------მ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, ა-–-------------- დასაქმებულია საჯარო სკოლაში მასწავლებლად და ჰყავს მოხუცებული დედა, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მათ მიმართ არ არის გამოვლენილი. ამასთან, განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი სრულად არის ანაზღაურებული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის ინდივიდუალურობის პრინციპის დაცვით, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას თითოეული მსჯავრდებულის როლის და მათ მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ხ----------------ს და ა-–--------------ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3.ხ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–--------------- ეპიზოდი) - ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შ------------------------ - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის იანვრის დასაწყისის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 06 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ხ----------------ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ხ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ხ----------------ს მიმართ, სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით გათვალისწინებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ხ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
4.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ხ----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოყენებული დამატებითი ღონისძიებანი - ყოველ პარასკევს სასამართლოში გამოცხადების, საგამოძიებო ორგანოსთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე გაუქმებულია და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ხ----------------ს.
5.ა-–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (5ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–--------------- ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შ------------------------ - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის იანვრის დასაწყისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 25 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (–---------–---- 2017 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი)ლარის ოდენობით.
6.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ა-–--------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, ა--–--------–----–-----------------–---------–------------------–--------------------------------------------------------------------------- მდებარე, ა-–--------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
7.მსჯავრდებულების - ხ----------------ს და ა-–--------------ს მიმართ დანიშნული სასჯელის - ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების შესაბამისად.
8.საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
-ერთი DVD დისკი და ერთი CD-R დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
9. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი