განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002381697
საქმე №1/ბ-1198-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ-------------–---–ის,მსჯავრდებულ: გ-------–-----------ის,ადვოკატ: ი-----------------ს,თარჯიმან: ა---------–--------ის
მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------- საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–----------–---------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით გ-------–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ-------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 მარტიდან - 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით.
გ-------–-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 მარტს დაახლოებით 10:30 საათზე ქ.მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------–-----------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლე ფ---–------------–-----სთან მათი ქორწინების რეგისტრაციის გაუქმების საკითხზე, რა დროსაც ხელით ორჯერ ჩაარტყა სახის არეში. ცემის შედეგად ფ---–------------–-----მ განიცადა ფიზიკურიტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ გ-------–-----------ისთვის უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული თავს არ ცნობდა დამნაშავედ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, იგი არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მან არ გადადგა ნაბიჯები დაზარალებულთან შესარიგებლად და დაზარალებულსაც ამ ეტაპზე აქვს პრეტენზია გ-------–-----------ის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 53 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ რაც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------–-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ფ---–------------–-----ს, მოწმე - ზ-----------------–-----ს, ბ-------------–--ის, ვ---------------ის ჩვენებებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 მაისისსასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №002942318 დასკვნით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ-------–-----------ისთვის უფრო მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ გ-------–-----------ი აღიარებას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არაა ნასამართლევი, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გ-------–-----------ი არის ავად, შეზღუდული აქვს შრომითი საქმიანობის უნარი, 01.12.2015-30.11.2018 წლამდე იღებს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის სოციალურ პაკეტს 100 ლარს, ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-------–-----------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ-------–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
გ-------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 მარტიდან - 2018 წლის 2 აპრილის ჩათვლით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი