განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
190100118002493251
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002493251

საქმე №1/ბ-1199-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----------------ის,მსჯავრდებულ: გ-------–-----------ის,ადვოკატ: ზ-----------–---–---–ის,თარჯიმან: ა---------–--------ის

 

მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.----------------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენით გ-----------–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათის ხანგრძლივობით.

 

გ-------–-----------ს მსჯავრი დაედო მასზედ,რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 მარტს, ღამის დაახლოებით 21:40 საათზე, 9-------–-------------ში, ვალთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას კ-----------------ს გ-------–--------------მა მუშტის სახის არეში დარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა და მსჯავრდებულ გ-------–-----------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის ქცევა უშვალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, ქმედებაში გამოხატული ძალადობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და დაზარალებულთან ამ მომენტამდე არსებული მტრული დამოკიდებულება. დღეის მდგომარეობით კ-----------------ი არ შერიგებულა მსჯავრდებულთან და მასსა და გ-------–-----------ს შორის კვლავ აქტიურია კონფლიქტი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ-------–-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ-------–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ კ-----------------ის ჩვენებით, მოწმეების: ი----------------------–-------–----------------------------–---–-------------------------------–---------------------–-------------- ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ-------–-----------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ გ-------–-----------ი აღიარებას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ-------–-----------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ-------–-----------ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, მოცემულ შემთხვევამდე არ ქონია კანონთან კონფლიქტი და საჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–---------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-------–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათის ხანგრძლივობით.

გ-------–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს პრობაციის ბიუროს.

 

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ სასჯელის აღსრულების პერიოდში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი