განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001561359 (3ბ/1200-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ-----------------ე
წარმომადგენელი - დ-------------ი
დავის საგანი - თანხის უკან დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მოპასუხე თ-----------------ის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 მარტს, ერთის მხრივ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და თ-----------------ეს (შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) შორის დაიდო N3-------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი ექიმ-პათოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს უცხოეთის პროფესიულ დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობასთან, ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი ,,გრანტის მიმღებს’’ გრანტის სახით გადასცემს 23 200,00 ევროს, აქედან: 2.2.1. ა------------- ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების დროს კუთვნილ ყოველთვიურ სტიპენდიას 1700 ევროს ოდენობით. სულ 20,400.00 ევროს ოდენობით. 2.2.2. წიგნებისა და სასწავლო ინვენტარის შესაძენად საჭირო წლიური თანხა 1900 ევროს ოდენობით. 2.2.3. ნ-------–----ების სამეფოში გასამგზავრებლად და ვიზისა და სხვა საბუთებისთვის საჭირო 300 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. 2.2.4. საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ თანხას, არამ უმეტეს 600 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 3.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს გრანტი მიმღები ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად. 3.3. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღების მიერ 3.4. და 3.7. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს მოცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. 3.4. თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სტაჟირების დასრულების შემდეგ 1 წლის ვადაში დაბრუნდეს საქართველოში და საქართველო პათოლოგიის ეროვნული ცენტრის მოთხოვნისამებრ, აღნიშნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდეს არანაკლებ 1 წლის ვადით ან წარმოადგინოს საქართველო პათოლოგიის ეროვნული ცენტრის წერილობითი უარი დასაქმების შესახებ. 3.5. თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. განსაზღვრული მიზნებისთვის. 3.6. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ვალდებულია გრანტის მიმცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა გრანტის გამცემის ანგარიშზე. 3.7. გრანტის გამცემს წარუდგინოს ა------------- ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი არაუგვიანეს 2011 წლის 30 აპრილისა. 3.10. პუნქტის თანახმად, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა 1 წლის ვადაში.
2.2. 2010 წლის 15 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თ-----------------ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 15 მარტს დადებული გრანტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის 2010 წლის კვარტალური გადარიცხვისთვის კუთვნილი სტიპენდიის - 5100 ევროს, წიგნებისა და სასწავლო ინვენტარის შესაძენად საჭირო წლიური თანხის - 1900 ევროს, ჰ---–------–- გასამგზავრებლად ვიზისა და სხვა საბუთებისთვის საჭირო თანხის - 300 ევროსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული თანხის - 600 ევროს (სულ 7900 ევროს) გადარიცხვა მის პირად ანგარიშზე.
2.3. 2010 წლის 06 მარტის №- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თ-----------------ეს გადაერიცხა 18734.85 ლარი (თვრამეტი ათას შვიდასოცდათოთხმეტი ლარი და 85 თეთრი).
2.4. 2010 წლის 01 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თ-----------------ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 15 მარტს დადებული გრანტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების საფუძველზე საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხის 5100 ევროს ოდენობით ჩარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშზე.
2.5. 2010 წლის 02 ივლისის №--- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თ-----------------ეს გადაერიცხა 11526.00 (თერთმეტიათას ხუთასოცდაექვსი) ლარი.
2.6. 2010 წლის 10 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თ-----------------ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 15 მარტს დადებული გრანტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების საფუძველზე საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხის 10200.00 ევროს ოდენობით ჩარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშზე.
2.7. 2010 წლის 05 ოქტომბრის №--- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თ-----------------ეს გადაერიცხა 25209,30 (ოცდახუთი ათას ორასცხრა ლარი და 30 თეთრი) ლარი.
2.8. 2011 წლის 03 მარტის V------------------ის სერტიფიკატიდან ირკვევა, რომ თ-----------------ემ გაიარა პათოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტურის სრულწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ამ პროგრამაში შემდეგი დავალებების შესრულებით: კლინიკური ნიმუშების მაკროსკოპული დისსექცია; ამ ნიმუშების მიკროსკოპია; ციტოლოგია; აუტოფსიები. მან კარგად ისწავლა, მიუხედავად ჰ---–----იური ენის სირთულისა და პერიოდულად გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემებისა. მან წარმოადგინა რამდენიმე აუტოფსია (12 შემთხვევა) აუტოფსიის ყოველკვირეულ განხილვაზე დეპარტამენტში და ექიმებთან ერთად მონაწილეობდა მრავალპროფილურ განხილვებში. ასევე, ის ესწრებოდა ჰ---–----იელი პათომორფოლოგების ყოველწლიურ საგანმანათლებლო შეკრებას ,,პ------–---------------’’ 2010.
2.9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 14 იანვრის № M-------------- წერილით თ-----------------ეს ეთხოვა 2010 წლის 15 მარტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
2.10. შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ცნობიდან ირკვევა, რომ თ-----------------ე 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში. 2010 წელს გაემგზავრა ნ-------–-----------------–------------------–-------------------------------------ში სასწავლო ბაზაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მისაღებად. 2011 წელს ნ-------–----ების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტს დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მითითებულ პოზიციაზე მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თ-----------------ეს შორის დადებული N3-------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
2.13. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულდროსა და ადგილას. ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. იმავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გრანტის გამცემი ექიმ-პათოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს უცხოეთის პროფესიულ დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობასთან, ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“ (წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ) ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხოლო ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს - თ-----------------ეს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: 2011 წლის 03 მარტის V------------------ის სერტიფიკატიდან ირკვევა, რომ თ-----------------ემ გაიარა პათოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტურის სრულწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო პროგრამაში შემდეგი დავალებების შესრულებით: კლინიკური ნიმუშების მაკროსკოპული დისსექცია; ამ ნიმუშების მიკროსკოპია; ციტოლოგია; აუტოფსიები. მან კარგად ისწავლა, მიუხედავად ჰ---–----იური ენის სირთულისა და პერიოდულად გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემებისა. მან წარმოადგინა რამდენიმე აუტოფსია (12 შემთხვევა) აუტოფსიის ყოველკვირეულ განხილვაზე დეპარტამენტში და ექიმებთან ერთად მონაწილეობდა მრავალპროფილურ განხილვებში. ასევე, ის ესწრებოდა ჰ---–----იელი პათომორფოლოგების ყოველწლიურ საგანმანათლებლო შეკრებას ,,პ------–---------------’’ 2010. ამასთან, შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ თ-----------------ე 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში. 2010 წელს გაემგზავრა ნ-------–-----------------–------------------–-------------------------------------ში სასწავლო ბაზაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მისაღებად. 2011 წელს ნ-------–----ების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტს დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მითითებულ პოზიციაზე მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია 2010 წლის 15 მარტის N3-------------- ხელშეკრულების 3.4 და 3.7 პუქტები.
2.14. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა, ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე დროს, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის 2010 წლის 15 მარტს გრანტის შესახებ დადებული ხელშეკრულება მოიცავდა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში უსასყიდლოდ მიზნობრივი ფულადი სახსრების გადაცემას, ნ-------–----ების სამეფოში, ა------------- ცენტრალურ კლინიკაში 2010 წლის განმავლობაში სტაჟირების გავლისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად გრანტის მიმღები ვალდებული იყო სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემისათვის წარედგინა ა------------- ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი არაუგვიანეს 2011 წლის 30 აპრილისა. ამავე ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად კი, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა 1 წლის ვადაში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 15 მარტს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და თ-----------------ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 55470.15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სწორედ 2011 წლის 30 აპრილიდან, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 18 ოქტომბერს. ამდენად, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ის გარემოება, რომ, როგორც შპს „ნ------–-----–--------–-----------------------ო კლინიკის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ცნობიდან ირკვევა, თ-----------------ემ 2011 წელს ნ-------–----ების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა ზემოაღნიშნულ კლინიკის პათოლოგიის დეპარტამენტს დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს. თუმცა, სასამართლოს არანაირი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ ხელშეკრულების 3.4 პუნქტი გრანტის მიმღებს ავალდებულებდა სტაჟირების დასრულების შემდეგ 1 წლის ვადაში დაბრუნდეს საქართველოში და საქართველოს პათოლოგიის ეროვნული ცენტრის მოთხოვნისამებრ, აღნიშნულ ცენტრში დასაქმდეს არანაკლებ 1 წლის ვადით, ან წარმოადგინოს საქართველოს პათოლოგიის ეროვნული ცენტრის დასაქმების შესახებ წერილობითი უარი. სასამართლოს საერთოდ შეფასება არ მიუცია იმ ფაქტისათვის, რომ მოპასუხე არც დასაქმებულა სტაჟირების დასრულების შემდეგ საქართველოში და არც ამის შესახებ უცნობებია გრანტის გამცემისათვის.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა და არანაირი შეფასება არ მისცა საქართველოს განათლების სამინისტროსა და თ-----------------ე შორის 2010 წლის 15 მარტს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულებას N3--------------, რომლის მეორე მუხლის თანახმად, ,,გრანტის გამცემი’’ გრანტის მიმღებს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს, ნ-------–----ების სამეფოში, ა------------- ცენტრალურ კლინიკაში 2010 წლის განმავლობაში სტაჟირების გავლისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს გრანტის სახით გადასცემს 23.200 ევროს ექვივალენტით ლარში, აქედან 1700 ევროს ოდენობით ყოველთვიურად სტიპენდიის სახით სულ 20,400 ევროს, წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის შეძენისათვის 1900 ევროს, ვიზისა და სხვა საბუთებისთვის 300 ევროს, არაუმეტეს 600 ევროს საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯისათვის, გრანტის გაცემა ხორციელდება ეტაპობრივად, დანართის შესაბამისად, კვარტალურად მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე ჩარიცხვით. 2.2.3 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს აღნიშნული საბუთებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ხელშეკრულების 3.4 და 3.7 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მართალია, გამოიყენა კანონი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მაგრამ არანაირი შეფასება არ მისცა მას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს განათლების სამინისტროსა და თ-----------------ე შორის 2010 წლის 15 მარტს გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება N3--------------. ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად ,,გრანტის გამცემი’’ გრანტის მიმღებს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს, ნ-------–----ების სამეფოში, ა------------- ცენტრალურ კლინიკაში 2010 წლის განმავლობაში სტაჟირების გავლისათვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს გრანტის სახით გადასცემს 23.200 ევროს ექვივალენტით ლარში, აქედან 1700 ევროს ოდენობით ყოველვიუთად სტიპენდიის სახით სულ 20,400 ევროს., წიგნებისა და საკოლო ინვენტარის შეძენისათვის 1900 ევროს, ვიზისა და სხვა საბუთებისთვის 300 ევროს, არაუმეტეს 600 ევროს საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯისათვის, გრანტის გაცემა ხორციელდება ეტაპობრივად დანართის შესაბამისად კვარტალურად მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე ჩარიცხვით. 2.2.3 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს წარუდგინოს აღნიშნული საბუთებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. ნაშთის არსებობის შემთხვევაში კი დარჩენილი თანხა დააბრუნოს უკან. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად ,,გრანტის გამცემს’’ უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. 3.4 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სტაჟირების დასრულების შემდეგ 1 წლის ვადაში დაბრუნდეს საქართველოში და საქართველოს პათოლოგიის ეროვნული ცენტრის მოთხოვნისამებრ, აღნიშნულ ცენტრში დასაქმდეს არანაკლებ 1 წლის ვადით. 3.5 პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1 მიზნებისათვის. 3.7 პუნქტის შესაბამისად, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემს წარუდგინოს ა-----------შის ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი არაუგვიანეს 2011 წლის 30 აპრილისა. დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, „გარანტის გამცემს’’ სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა 1 წლის ვადაში.
3.4. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და სასარჩელო მოთხოვნა ცნო ხანდაზმულად, რაც უსაფუძვლოა, ვინაიდან სასამართლომ მოპასუხის მიერ შესაგებელზე წარმოდგენილი დოკუმენტებით მიიჩნია, რომ გრანტის მიმღების მიერ არ დარღვეულა ხელშეკრულების 3.4 და 3.7 პუნქტები და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პოზიციას, სადაც აღინიშნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ მხოლოდ ეს წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ჩაითვლებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულებად, ვინაიდან მოპასუხე მხარეს ჰქონდა ვალდებულება წარმოედგინა თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის არცერთ პუნქტზე, რომელიც გრანტის მიმღებს ავალდებულებდა, რომ მას მხოლოდ მიზნობრივად გამოეყენებინა გადაცემული საგრანტო თანხა და ამის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოედგინა გრანტის გამცემისათვის, შესაბამისად, გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულება, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შესრულებულა.
3.5. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა ის გარემოება, რომ, როგორც შპს „ნ------–-----–--------–-----------------------ო კლინიკის“ კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ცნობიდან ირკვევა, თ-----------------ემ 2011 წელს ნ-------–----ების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა ზემოაღნიშნულ კლინიკის პათოლოგიის დეპარტამენტს დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლო მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს, თუმცა სასამართლოს არანაირი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ ხელშეკრულების 3.4 პუნქტი გრანტის მიმღებს ავალდებულებდა სტაჟირების დასრულების შემდეგ 1 წლის ვადაში დაბრუნდეს საქართველოში და საქართველოს პათოლოგიის ეროვნული ცენტრის მოთხოვნისამებრ, აღნიშნულ ცენტრში დასაქმდეს არანაკლებ 1 წლის ვადით, ან წარმოადგინოს საქართველოს პათოლოგიის ეროვნული ცენტრის დასაქმების შესახებ წერილობითი უარი. სასამართლოს საერთოდ შეფასება არ მიუცია იმ ფაქტისთვის, რომ მოპასუხე არც დასაქმებულა სტაჟირების დასრულების შემდეგ საქართველოში და არც ამის შესახებ უცნობებია გრანტის გამცემისათვის.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,გრანტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რომლის თანახმადაც, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ამასთან, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლები, არასწორად მოახდინა ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2011 წლის 30 აპრილიდან. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის საერთო ვადა შედაგენს ათ წელს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2010 წლის 15 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და თ-----------------ეს (შემდგომში ,,გრანტის მიმღები’’) შორის დაიდო N3-------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი ექიმ-პათოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს უცხოეთის პროფესიულ დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობასთან, ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი ,,გრანტის მიმღებს’’ გრანტის სახით გადასცემს 23 200,00 ევროს, აქედან: 2.2.1. ა------------- ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების დროს კუთვნილ ყოველთვიურ სტიპენდიას 1700 ევროს ოდენობით. სულ 20,400.00 ევროს ოდენობით. 2.2.2. წიგნებისა და სასწავლო ინვენტარის შესაძენად საჭირო წლიური თანხა 1900 ევროს ოდენობით. 2.2.3. ნ-------–----ების სამეფოში გასამგზავრებლად და ვიზისა და სხვა საბუთებისთვის საჭირო 300 ევროს ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. 2.2.4. საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ თანხას, არამ უმეტეს 600 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 3.1. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს გრანტი მიმღები ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად. 3.3. პუნქტის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღების მიერ 3.4. და 3.7. პუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, იტოვებს მოცემული საგრანტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას. 3.4. თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სტაჟირების დასრულების შემდეგ 1 წლის ვადაში დაბრუნდეს საქართველოში და საქართველო პათოლოგიის ეროვნული ცენტრის მოთხოვნისამებრ, აღნიშნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდეს არანაკლებ 1 წლის ვადით ან წარმოადგინოს საქართველო პათოლოგიის ეროვნული ცენტრის წერილობითი უარი დასაქმების შესახებ. 3.5. თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. განსაზღვრული მიზნებისთვის. 3.6. პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები მისთვის გამოყოფილი გრანტის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ვალდებულია გრანტის მიმცემს დაუბრუნოს მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა გრანტის გამცემის ანგარიშზე. 3.7. გრანტის გამცემს წარუდგინოს ა------------- ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი არაუგვიანეს 2011 წლის 30 აპრილისა. 3.10. პუნქტის თანახმად, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა 1 წლის ვადაში.
4.3. 2010 წლის 15 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თ-----------------ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 15 მარტს დადებული გრანტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის 2010 წლის კვარტალური გადარიცხვისთვის კუთვნილი სტიპენდიის - 5100 ევროს, წიგნებისა და სასწავლო ინვენტარის შესაძენად საჭირო წლიური თანხის - 1900 ევროს, ჰ---–------–- გასამგზავრებლად ვიზისა და სხვა საბუთებისთვის საჭირო თანხის - 300 ევროსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული თანხის - 600 ევროს (სულ 7900 ევროს) გადარიცხვა მის პირად ანგარიშზე.
4.4. 2010 წლის 06 მარტის №- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თ-----------------ეს გადაერიცხა 18734.85 ლარი (თვრამეტი ათას შვიდასოცდათოთხმეტი ლარი და 85 თეთრი).
4.5. 2010 წლის 01 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თ-----------------ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 15 მარტს დადებული გრანტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების საფუძველზე საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხის 5100 ევროს ოდენობით ჩარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშზე.
4.6. 2010 წლის 02 ივლისის №--- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თ-----------------ეს გადაერიცხა 11526.00 (თერთმეტიათას ხუთასოცდაექვსი) ლარი.
4.7. 2010 წლის 10 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თ-----------------ემ წარადგინა განცხადება და მოითხოვა სსიპ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის 2010 წლის 15 მარტს დადებული გრანტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების საფუძველზე საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხის 10200.00 ევროს ოდენობით ჩარიცხვა მის პირად საბანკო ანგარიშზე.
4.8. 2010 წლის 05 ოქტომბრის №--- საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ თ-----------------ეს გადაერიცხა 25209,30 (ოცდახუთი ათას ორასცხრა ლარი და 30 თეთრი) ლარი.
4.9. 2011 წლის 03 მარტის V------------------ის სერტიფიკატიდან ირკვევა, რომ თ-----------------ემ გაიარა პათოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტურის სრულწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ამ პროგრამაში შემდეგი დავალებების შესრულებით: კლინიკური ნიმუშების მაკროსკოპული დისსექცია; ამ ნიმუშების მიკროსკოპია; ციტოლოგია; აუტოფსიები. მან კარგად ისწავლა, მიუხედავად ჰ---–----იური ენის სირთულისა და პერიოდულად გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემებისა. მან წარმოადგინა რამდენიმე აუტოფსია (12 შემთხვევა) აუტოფსიის ყოველკვირეულ განხილვაზე დეპარტამენტში და ექიმებთან ერთად მონაწილეობდა მრავალპროფილურ განხილვებში. ასევე, ის ესწრებოდა ჰ---–----იელი პათომორფოლოგების ყოველწლიურ საგანმანათლებლო შეკრებას ,,პ------–---------------’’ 2010.
4.10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 14 იანვრის № M-------------- წერილით თ-----------------ეს ეთხოვა 2010 წლის 15 მარტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მას შორის დადებული გრანტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
4.11. შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ცნობიდან ირკვევა, რომ თ-----------------ე 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში. 2010 წელს გაემგზავრა ნ-------–-----------------–------------------–-------------------------------------ში სასწავლო ბაზაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მისაღებად. 2011 წელს ნ-------–----ების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტს დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მითითებულ პოზიციაზე მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თ-----------------ეს შორის დადებული N3-------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
4.15. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულდროსა და ადგილას. ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. დასახელებული კანონის 2.1 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. იმავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ის სუბიექტები, თუ ვინ შეიძლება წარმოადგენდეს გრანტის მიმღებს, ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და ამ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ,,გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გრანტის გამცემი ექიმ-პათოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს უცხოეთის პროფესიულ დაწესებულებაში კვალიფიკაციის ამაღლების ღირებულებასთან ან/და საზღვარგარეთ მგზავრობასთან, ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, ,,გრანტის გამცემი“ ვალდებულია სრულად და დროულად დააფინანსოს ,,გრანტის მიმღები“ (წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ) ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხოლო ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემულ შემთხვევაში, საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს - თ-----------------ეს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება. საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ: 2011 წლის 03 მარტის V------------------ის სერტიფიკატიდან ირკვევა, რომ თ-----------------ემ გაიარა პათოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტურის სრულწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო პროგრამაში შემდეგი დავალებების შესრულებით: კლინიკური ნიმუშების მაკროსკოპული დისსექცია; ამ ნიმუშების მიკროსკოპია; ციტოლოგია; აუტოფსიები. მან კარგად ისწავლა, მიუხედავად ჰ---–----იური ენის სირთულისა და პერიოდულად გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემებისა. მან წარმოადგინა რამდენიმე აუტოფსია (12 შემთხვევა) აუტოფსიის ყოველკვირეულ განხილვაზე დეპარტამენტში და ექიმებთან ერთად მონაწილეობდა მრავალპროფილურ განხილვებში. ასევე, ის ესწრებოდა ჰ---–----იელი პათომორფოლოგების ყოველწლიურ საგანმანათლებლო შეკრებას ,,პ------–---------------’’ 2010. ამასთან, შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ თ-----------------ე 2006 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა შპს ,,ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში. 2010 წელს გაემგზავრა ნ-------–-----------------–------------------–-------------------------------------ში სასწავლო ბაზაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების მისაღებად. 2011 წელს ნ-------–----ების სამეფოდან დაბრუნების შემდეგ მიმართა შპს ნ------–----------–------–--------–----------------------------–----ის კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტს დასაქმების მიზნით, თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო მითითებულ პოზიციაზე მუშაობა, რაც შეატყობინა დეპარტამენტს. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა დაარღვია 2010 წლის 15 მარტის N3-------------- ხელშეკრულების 3.4 და 3.7 პუქტები.
4.16. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებიოთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვს წელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა, ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებითი მნიშნელობის არის იმის გარკვევა, თუ როდის დაიწყო სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა, თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, აღნიშნული დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამავე დროს, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია. შესაბამისად, სწორედ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში არის შესაძლებელი ადმინისტრაციულმა ორგანომ შეამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლით იფარება პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, კანონმდებელი სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის 2010 წლის 15 მარტს გრანტის შესახებ დადებული ხელშეკრულება მოიცავდა ,,ცოდნის კარის’’ ფარგლებში უსასყიდლოდ მიზნობრივი ფულადი სახსრების გადაცემას, ნ-------–----ების სამეფოში, ა------------- ცენტრალურ კლინიკაში 2010 წლის განმავლობაში სტაჟირების გავლისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად გრანტის მიმღები ვალდებული იყო სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემისათვის წარედგინა ა------------- ცენტრალურ კლინიკაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი არაუგვიანეს 2011 წლის 30 აპრილისა. ამავე ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად კი, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გაცემული თანხა 1 წლის ვადაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 15 მარტს სსიპ განვითარებისა და რეფორმების ფონდსა და თ-----------------ეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული 55470.15 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სწორედ 2011 წლის 30 აპრილიდან, ხოლო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 18 ოქტომბერს. ამდენად, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე: მერაბ ლომიძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე