განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001487446
საქმე №3ბ/1569-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- წ--------------–----------------–--ში;
წარმომადგენელი - მ------ ხ----ე;
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ----- ბ-–--ე;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი - გ------- ჭ------ე;
მესამე პირი (16.1) - სსიპ ,,ახუნდოვის სახლმუზეუმი";
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება ,,ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 1-18).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №------ ბრძანება ,,უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–--------------–--ში’’ დირექტორის მ----- მ---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ.სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 1-18).
2. მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1 მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–----------------–--ში მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2.3 მესამე პირს - სსიპ ,,ახუნდოვის სახლმუზეუმს’’ წერილობითი ფორმით შესაგებელი ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–----------------–--ში მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად მისი პოზიცია წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–----------------–--ში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №------ ბრძანება ,,უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში’’, დირექტორის მ----- მ---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება ,,ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
3.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2009 წლის 06 აგვისტოს, ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ ა------------------------–---- სახელმწიფო ნავთობის კომპანიას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ,,გამყიდველი’’ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემდა, ხოლო ,,მყიდველი’’ იღებდა პირობადადებულ საკუთრებაში ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 282.98კვ.მეტრ არასაცხოვრებელ ფართს და მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთს(მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №-----------------------). ქონების საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენს 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის მიხედვით.
დასახელებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა მხარეთა უფლება - მოვალეობები, კერძოდ, 2.1. პუნქტის თანახმად მყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საპრივატიზებო თანხის გადახდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპრივატიზებო ღირებულება დროულად გადახდილად ითვლება თუ შესაბამისი თანხა ,,გამყიდველის’’ საბანკო ანგარიშზე აისახება 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) უზრუნველყოს გადაცემული ქონების ბაზაზე მირზა -ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ფუნქციონირება;
გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის განმავლობაში, უზრუნველყოს გადაცემული ქონების რეკონსტრუქცია და ამ მიზნით არანაკლებ 400 000(ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
დ) ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის განმავლობაში, უზრუნველყოს საქართველოში აზერბაიჯანის კულტურის ცენტრის შექმნა და მისი შექმნიდან 1 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამხატვრო გამოფენის მოწყობა;
ე) ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უზრუნველყოს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ქ.თბილისის მერიასთან ხელშეკრულების გაფორმება უძრავი ძეგლის მოვლა -პატრონობისა და მასში განთავსებული კულტურულ -ისტორიული ფასეულობების, ექსპონატების შენახვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
დასახელებული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია
,,ქონებაზე’’ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია 6 თვეში ერთხელ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანხლებით და ასევე გამყიდველის მოთხოვნისთანავე.
დასახელებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო ვალდებულია ,,მყიდველის’’ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო ღირებულების სრულად დაფარვისა და გამყიდველის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ასახვის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში დაუდასტუროს საკუთრების უფლება, მის მიერ გამოსყიდულ ქონებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების პირობით. (იხ. ტომი 1.ფ 22-28)
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 30 მაისის მდგომარეობით საჯარო
რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი:1490.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 3; მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:№-----------------------, სართული 2, ფართი 282,98 კვ.მეტრი, 2009 წლის 31 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–--------------–--ში სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, დამოწმების თარიღი: 25/08/2009, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 86-87)
3.2.3. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის
05 ნოემბრის №------- ბრძანებით მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის რაიონში(სექტორი -კ--–----ი), გ--------–ის ქუჩა №---ში (უძრავი ძეგლი), თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა -ფათალი ახუნდოვის სახლ -მუზეუმის რეკონსტრუქცია - გამაგრებითი სამუშაოების, სადრენაჟე სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების არქიტექტურული პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2010 წლის 08 ნოემბრიდან 2012 წლის 08 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, დაცული უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №--- ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა -ნაგებობის უსაფრთხოება საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს დაევალა არქიტექტურის სამსახურში 8 თვის ვადაში წარედგინა ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში მდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა თანხმობა საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხოლო ბრძანების მე-6 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური იტოვებდა უფლებას წინამდებარე ბრძანება გამოეცხადებინა ძალადაკარგულად. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 125-126)
3.2.4. ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობამ საქართველოში 2011 წლის 31 აგვისტოს და 02 სექტემბერს
№------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა კომპანიის საკუთრებაში არსებულ, აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ - მუზეუმის სარეკონსტრუქციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის განხილვა, ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემა. (ტომი 1, ს.ფ. 124,123)
3.2.5. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების თანახმად, მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის რაიონში(სექტორი კ--–----ი), გ--------–ის ქუჩა №---ში(უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა -ფათალი ახუნდოვის სახლ -მუზეუმის რეკონსტრუქცია - გამაგრებითი სამუშაოების, სადრენაჟე სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა
2011 წლის 19 სექტემბრიდან 2012 წლის 01 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, დაცული უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა - ნაგებობის უსაფრთხოება საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს დაევალა წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში წარედგინა არქიტექტურის სამსახურში ცნობა თანამესაკუთრეთა შესახებ და მათი თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებზე, ან ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით(დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი). ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს ასევე დაევალა წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში წარედგინა არქიტექტურის სამსახურში ფასადების დეტალური ნახაზები, ხოლო ბრძანების მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური იტოვებდა უფლებას წინამდებარე ბრძანება გამოეცხადებინა ძალადაკარგულად.
ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების საფუძველზე ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 16 სექტემბერს გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა №---------.(იხ. ტომი 1, ს.ფ. 33-34) (იხ. ს.ფ. 345 ტ.1)
3.2.6. 2015 წლის 02 დეკემბერს, ა-------------------------–---- ს----–-–---------------------------- წ--------------–-----------------–--ში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა დავალებული დოკუმენტაცია, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი-------- მ----------ის’’ წევრთა სია მათი ხელმოწერებით, ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი, ფასადების დეტალური ნახაზები და ფოტომასალა. (ტომი 1, ს.ფ. 150) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 151) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 152).
3.2.7. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანება და გაუქმდა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 36-37)
3.2.8. 2016 წლის 15 იანვარს, ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობა საქართველოში №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 03 აგვისტოს №------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–--------------–--ში’’, დირექტორის მ----- მ---------ის 2016 წლის 15 იანვრის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 147-148) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 38-42)
3.2.9. საქმეში წარმოდგენილი ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი
,,დ----- რ-------ის’’ 2016 წლის 31 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში თანასაკუთრებაში რიცხული ქონებებიდან ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობა(ფილიალი) საქართველოში კუთვნილი ქონება(საკადასტრო კოდი: №-----------------------) და სხვა ფიზიკური პირების საკუთრებაში რიცხული ქონებები ფაქტობრივად წარმოადგენენ დამოუკიდებელ ქონებებს, რომლებსაც ერთმანეთთან, გარდა საერთო მიწის ფართისა, არანაირი უშუალო შეხება(კავშირი) არ გააჩნიათ და ფაქტობრივად წარმოადგენენ ურთიერთგამიჯნულ ობიექტებს. ამასთან ერთად, ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–----------------–--ში, კუთვნილი ინდივიდუალური ქონების განვითარებას ზეგავლენა არ მოუხდენია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე. ამავე დასკვნის თანახმად, სარეკონსტრუქციო - გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად არ მომხდარა ფიზიკური პირების ინტერესების შელახვა რაიმე კუთხით და არც არანაირ ხელშეშლას არ აქვს ადგილი ამხანაგობის წევრთა მიმართ. ამასთან, რეკონსტრუქცია - გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ამხანაგობის წევრთა მიერ როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო ქონების გამოყენებაზე. (იხ. ტომი 1, ს.ფ. 351-354)
3.2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №2/33060 -17) აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში სარჩელი დაკმაყოფილდა და ა-------------------------–---- სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში, ნება დაერთო მოპასუხეების - ე---–- ა------–---–ის, ა--------- ა-–--------ის, ლ--–- ბ--------–---–ის, გ---–----- გ----------ს, ე---------------ს, უ-–-- ე------ის, დ--------- თ-----ის, ვ------- ი-----–---ის, გ------ კ------–---ის, ქ------- მ-------ის, გ--- მ-----------ის, კ------ პ-----------ის, კ------- ტ-----–--ის, ბ------- ფ---–---–--ას, ო------ ფ-----ის, ნ--- ჩ----ის, მ----- ხ------ს, ტ------- ხ------ს და ე----- გ---–-----–---–ის თანხმობის გარეშე განეხორციელებინა ქალაქი თბილისი, გ--------–ის №-- მდებარე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აზერბაიჯანელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის მირზა -ფათალი ახუნდოვის სახლ -მუზეუმის სარეკონსტრუქციო - გამაგრებითი სამუშაოები, სადრენაჟე სისტემის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებელი სამუშაოების ჩატარების უფლება. (იხ. ტომი 2, ს.ფ. 19-23).
3.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
3.3.1 სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი ავტომატურად ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასეთი აქტის ძლადაკარგულად გამოცხადებისას უნდა არსებობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლებივი წინაპირობები. რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი ხდება იმსჯელოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, შეაფასოს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დაადგინოს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული და მხოლოდ ასეთ ვითარებაში საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელემ არ წარადგინა სათანადო დოკუმენტები, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციას წარდგენა თავის მხრივ არც ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ.თბილისის მეირის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ მოუთხოვია მხარისათვის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, უფრო მეტიც, გასაჩივრებული 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანება და გაუქმდა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული იქნა ოთხი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც მოსარჩელემ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების საფუძველზე განახორციელა იურიდიული მოქმედებები, კერძოდ, ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის რაიონში(სექტორი კ--–----ი), გ--------–ის ქუჩა №---ში(უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა-ფათალი ახუნდოვის სახლ- მუზეუმის რეკონსტრუქცია-გამაგრებითი სამუშაოები, სადრენაჟე სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა, რომლის განსახორციელებლად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინდა 1932683,11ლარი, ასეთ პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებიდან რატომ იყო მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, რამეთუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. სასამართლოს მოსაზრებით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.6 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელობა გააჩნია(და არა ვალდებულება) განსაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა, ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს და იმსჯელოს იმ გარემოებაზე დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რამდენად არსებობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობები.
რაც შეეხება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №------ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–--------------–--ში დირექტორის მ----- მ---------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, რადგან სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება ,,ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’, შესაბამისად გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №------ ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
4. სააპელაციო მოთხოვნები:
4.1 ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- წ--------------–----------------–--ში სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
4.2 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
4.3. ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- წ--------------–----------------–--ში სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, მოცემულ დავაში სამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გარდა არსებობდა სხვა გარემოებებიც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდნენ გასაჩივრებული აქტების კანონშეუსაბამობას. კერძოდ, სასამართლომ უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში გ--------–ის ქ. N-- -ში არსებული შენობას არანაირი შეხება არ ჰქონდა სხვა მესაკუთრეთა ქონებებთან და რომ ისინი ფაქტობრივად წარმოადგენდნენ ურთიერთგამიჯნულ ობიექტებს. ასეთ შემთხვევაში კი არქიტექტურის სამსახურის მხრიდან ბინათმესკუთრეთა ყველა წევრის თანხმობის მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოთხოვოს დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული ინფორმაციისა და საბუთების გარდა. ამხანაგობის წევრთა მით უფრო 100% თანხმობას კანონი არ ითვალისწინებდა; მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით მშენებლობის ნებართვა გაიცემა კანონით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთმა უნდა წარმოადგინოს თანამესაკუთრეთა თანხმობა. კონკრეტულ შემთხვევაში 2011 წლის 1 სექტემბრის სსიპ ქ თბილისის არქიტექტურის მიერ გამოცემული N------- ბრძანებაში პირობის ჩადება, რომელიც ითვალისწინებდა თანხმობების წარმოდგენას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ატარებდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათს .
სასამართლოს ასევე დადგენილად უნდა მიეჩნია ის გარემოება, რომ შეთანხმებული პროექტის ერთი ეგზემპლარი არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა გადაცემული ზედამხედველობის სამსახურისათვის, რომელსაც ასევე გააჩნდა ვალდებულება მოეხდინა სანებართვო პირობების კონტროლი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გარკვეულ შეფასებას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ ულებამოსილებაზე, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში თუ დავუშვებთ იმას, რომ ძალადაკარგულად ცნობისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მაშინ გაუგებარია რა კრიტერიუმებით დადგინდა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა ან რაში გამოიხატა კანონის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო მხარისათვის ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.
4.4 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნიათ, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. ვინაიდან, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში თავად უთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობა საქართველოში“-ს მიერ არ იქნა წარდგენილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია სრულად, თანამესაკუთრეთა თანხმობა ან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძ---–-------–--ის სანებართვო განყოფილების მთავარი სპეციალისტის მ. მ-------–---–ის 2016 წლის 16 თებერვლის განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა არ ემთხვევა დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ფასადების ნახაზებს; აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში 2015 წლის 02 დეკემბერს წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავს შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ფასადების დეტალურ ნახაზებს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაკისრებული ვალდებულება ვერ იქნება მიჩნეული შესრულებულად.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლზე და განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიულად მნიშვნელოვანი ქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი ატის ბათილად ცნობით მას მიადგა ზიანი.
აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა გვაქვს სახეზე როდესაც მან აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს საჯარო და კერო ინტერესების შეწონასწორება და დადგინდეს, კანონიერი ნდობის არსებობის გამო რა ზიანი შეიძლება მიადგეს მხარეს მისი ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერი ნდობა აქტის მიმართ სახეზე არ გვაქვს, ვინაიდან დამკვეთისათვის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანების გამოცემის დღიდან იყო ცნობილი, რომ თუკი ის არ შეასრულებდა მასში მითითებულ პირობას, აქტი გამოცხადდებოდა ძალადაკარგულად.
ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრძანებაში მითითებულ ვადაში მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია ის სავალდებულო დოკუმენტები, რაც მითითებული იყო ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტებით. ე.ი სასამართლო ადგენს, რომ მხარემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რაც აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას გამოიწვევდა. ასეთ პირობებში კი წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა, როდესაც ის აქტის მიმართ მხარის კანონიერ ნდობაზე უთითებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ არქიტექტურის სამსახური ითხოვს გასაჩივრებული აქტის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
5. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული ,,ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე’’ , ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანების კანონიერების შემოწმება, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კი პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების თანახმად, მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის რაიონში(სექტორი კ--–----ი), გ--------–ის ქუჩა №---ში(უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ -მუზეუმის რეკონსტრუქცია - გამაგრებითი სამუშაოების, სადრენაჟე სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.
პალატა მიუთითებს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანება, ადრესატზე ზემოქმედების ხასიათიდან გამომდინარე, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც აღნიშნული აქტის საფუძველზე ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- წარმომადგენლობას წარმოეშვა ლეგიტიმური საფუძველი განეხორციელებინა შესაბამისი რეკონსტრუქცია - გამაგრებითი სამუშაოები. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერების შემოწმებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ საქმე გვაქვს აღმჭურველ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან.
გასაჩივრებული სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება ეფუძნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „გ“ პუნქტს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული წინაპირობები. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. აკრძალვის აუცილებლობა მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ამ პირობის (დამატებითი მოთხოვნის) დაცვა არის აუცილებლი წინაპირობა კონკრეტული უფლების განხორციელებისათვის, ხოლო ეს ღონისძიება მაშინ არის პროპორციული, თუ ადმინისტრაციულ ორგანო მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, მის ხელთ არსებულ სხვა, უფრო მსუბუქ საშუალებებს გამოიყენებს და ძალადაკარგულობა რჩება როგორც უკანასკნეილი საშუალება მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების თანახმად, მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის რაიონში (სექტორი კ--–----ი), გ--------–ის ქუჩა №---ში(უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა-ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-გამაგრებითი სამუშაოების, სადრენაჟე სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა; მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2011 წლის 19 სექტემბრიდან 2012 წლის 01 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, დაცული უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს დაევალა წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში წარედგინა არქიტექტურის სამსახურში ცნობა თანამესაკუთრეთა შესახებ და მათი თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებზე, ან ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი). ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს ასევე დაევალა წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში წარედგინა არქიტექტურის სამსახურში ფასადების დეტალური ნახაზები, ხოლო ბრძანების მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური იტოვებდა უფლებას წინამდებარე ბრძანება გამოეცხადებინა ძალადაკარგულად. დადგენილია, რომ ბრძანებაში მითითებულ ვადაში აპელანტს (მოსარჩელე მხარეს) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში არ წარუდგენია ცნობა თანამესაკუთრეთა შესახებ და მათი თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებზე, ან ამხანაგობის კრების ოქმი ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით(დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი) და ასევე არ წარუდგენია არქიტექტურის სამსახურში ფასადების დეტალური ნახაზები, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციას წარდგენა თავის მხრივ არც ადმინისტრაციულ ორგანოს- ქ.თბილისის მეირის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ მოუთხოვია მხარისათვის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში.
სააპელაციო სასამართლო აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანება და გაუქმდა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული იქნა ოთხი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, კერძოდ, ქ.თბილისში, ძ---–-------–--ის რაიონში(სექტორი კ--–----ი), გ--------–ის ქუჩა №---ში(უძრავი ძეგლი) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, აზერბაიჯანელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მირზა-ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-გამაგრებითი სამუშაოები, სადრენაჟე სისტემისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა, რომლის განსახორციელებლად ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინდა 1932683,11ლარი.
ამდენად ნათელია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა თავიდან აერიდებინა 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანების ძალადაკარგულობის საფუძვლების შექმნა, იმ პირობებში როდესაც აშკარაა დროის ინტერვალის ასეთი დიდი სხვაობა ინდივიუალური აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილ ვადასა და აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების დროს შორის. ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო განესაზღვრა დამატებითი ვადა მხარისათვის ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- საქართველოში წარმომადგენლობამ განახორციელა იურიდულად მნიშვნელოვანი ქმედება (ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინდა 1932683,11ლარი), თუმცა არ არსებობს სუბიექტის კანონიერი ნდობა 2011 წლის 16 სექტემბრის №------- ბრძანებასთან მიმართებით, რამდენადაც აღნიშნულ აქტში მითითებული იყო მისი ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობის შესახებ, ასეთი მითითების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ დაინტერესებულ მხარეს წინასწარ მიუთთოს ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობაზე და თავიდან აიცილოს მხარის კანონიერი ნდობის წარმოშობა.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, რამდენადაც კანონი მას ანიჭებს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. შესაბამისად პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ საკითხის გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახლა განხილვისას ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.6 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელობა გააჩნია (და არა ვალდებულება) განსაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება. აღნიშნულთან მიმართებით პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის გაუქმება საჭიროებს სათანადო, დამაჯერებელ დასაბუთებას, რადგან სწორედ დასაბუთების შეფასების გზით შეუძლია სასამართლოს შეამოწმოს დისკრეციული უფლებამოსილების კანონშესაბამისად გამოყენების საკითხი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს; ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოიყენა ეს უფლებამოსილება, რომ არ დაუსაბუთებია, რატომ იყო მიზნის მიღწევა შეუძლებელი აქტის მოქმედების შეწყვეტით მისი ძალადაკარაგულად გამოცხადების დღიდან და რატომ გამოიყენა უკიდურესად შემზღუდავი ღონისძიება - აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმების თვალსაზრისით.
ამასთან ადმინისტრაციულმა ორგანომ, მხედველობაში უნდა მიიღოს და იმსჯელოს იმ გარემოებაზე, დღეის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რამდენად არსებობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61.2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობები, რადგან როგორც საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე №2/33060-17) ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–----------------–--ში, სარჩელი დაკმაყოფილდა და ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობას საქართველოში, ნება დაერთო მოპასუხეების ე---–- ა------–---–ის, ა--------- ა-–--------ის, ლ--–- ბ--------–---–ის, გ---–----- გ----------ს, ემა გ----------ს, უ-–-- ე------ის, დ--------- თ-----ის, ვ------- ი-----–---ის, გ------ კ------–---ის, ქ------- მ-------ის, გ--- მ-----------ის, კ------ პ-----------ის, კ------- ტ-----–--ის, ბ------- ფ---–---–--ას, ო------ ფ-----ის, ნ--- ჩ----ის, მ----- ხ------ს, ტ------- ხ------ს და ე----- გ---–-----–---–ის თანხმობის გარეშე განეხორციელებინა ქალაქი თბილისი, გ--------–ის №-- მდებარე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, აზერბაიჯანელი მწერლის და საზოგადო მოღვაწის მირზა-ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმის სარეკონსტრუქციო - გამაგრებითი სამუშაოები, სადრენაჟე სისტემის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწესრიგებელი სამუშაოების ჩატარების უფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე შეფასება უნდა მისცეს საქმეში წარმოდგენილ ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი ,,დ----- რ-------ის’’ 2016 წლის 31 იანვრის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ქ.თბილისში, გ--------–ის ქუჩა №---ში თანასაკუთრებაში რიცხული ქონებებიდან ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–--------------–--ში კუთვნილი ქონება(საკადასტრო კოდი: №-----------------------) და სხვა ფიზიკური პირების საკუთრებაში რიცხული ქონებები ფაქტობრივად წარმოადგენენ დამოუკიდებელ ქონებებს, რომლებსაც ერთმანეთთან, გარდა საერთო მიწის ფართისა, არანაირი უშუალო შეხება (კავშირი) არ გააჩნიათ და ფაქტობრივად წარმოადგენენ ურთიერთგამიჯნულ ობიექტებს. ამასთან ერთად, ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წ--------------–---------–---–--------------–--ში, კუთვნილი ინდივიდუალური ქონების განვითარებას ზეგავლენა არ მოუხდენია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე. ამავე დასკვნის თანახმად, სარეკონსტრუქციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად არ მომხდარა ფიზიკური პირების ინტერესების შელახვა რაიმე კუთხით და არც არანაირ ხელშეშლას არ აქვს ადგილი ამხანაგობის წევრთა მიმართ. ამასთან, რეკონსტრუქცია-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ამხანაგობის წევრთა მიერ როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო ქონების გამოყენებაზე.
5.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღნიშნლის ფარგლებში კი მოწმდება როგორც აქტის კანონიერება ასევე მიზანშეწონილობა განსხვავებით სასარჩელო წარმოებით საკითხის გადაწყვეტისა სადაც სასამართლო მხოლოდ აქტის კანონიერებას აფასებს.
პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №------ ბრძანება „უცხოური საწარმოს ფილიალის „ა------------------------–---- ს----–-–--------------------------- წარმომადგენლობა (ფილ--–-) საქართველოში“ დირექტორის მ----- მ---------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
6. პროცესის ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტების ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- საქართველოში წარმომადგენლობისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 - 150 (ასორმოცდაათ - ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
„სახელმწიფო ბაჟის შესახე“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- საქართველოში წარმომადგენლობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
3. ა------------------------–---- ს----–-–---------------------------- საქართველოში წარმომადგენლობის და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 -150 (ასორმოცდაათ - ასორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რ-------ის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -