განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2018
საქმის ნომერი
330310015799484
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015799484

საქმე №3ბ/868-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი

 

აპელანტი (მესამე პირი) – მი----–-------ე

წარმომადგენელი - ბ-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ირ---------–---–ი, ბე---------–---–ი, მ------–----------–--ე, გ------------–--ე

წარმომადგენლები - გ------ი ქ----–--ლი, გ------ი კ-------–---–ი

 

მესამე პირი - ლ--–--------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა:

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 1967 წლის 29 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულებით (ნოტარიუსი თ.მ--------ე) რეესტრის N1------- მა-------------მ ასინეთ და ჟ---------------ებისაგან შეიძინა ქ. თბილისში, ზ---------სის N35-ში არსებულ 450 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორსართულიანი სახლის 1/3 ნაწილის უფლება, რაც მოიცავდა ორ ოთახს პირველ სართულზე, ზომით 32,88 კვ.მ, შემინულ შუშაბანდსა და სამზარეულოს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 215-219).

 

3.2. აღნიშნული 1/3 წილი, 1998 წლის 21 თებერვალს სამკვიდრო მოწმობის (რეესტრის N1---- ნოტარიუსი-თ.დ-----–---–-) საფუძველზე მემკვიდრეობით გადავიდა ემა კვახაძისა და თ----- ა----–---–ის საკუთრებაში, ე.ი. თითოეულ მათგანზე მთელი სახლთმფლობელობის 1------ წილი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N1---- (ტ. I, ს.ფ. 315).

 

3.3. თ----- ა----–---–ის კუთვნილი 1/6 წილი, 2006 წლის 12 ივნისს სამკვიდრო მოწმობის (რეტრის N-----, ნოტარიუსი მ. ბ--------) საფუძველზე მემკვიდრეობით მიიღეს ბ---კ და ირ---------–---–ებმა საკუთრებაში და აღირიცხა საჯარო რეესტრში მათ სახელზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სანოტარო აქტი, 2006 წლის 12 ივნისის სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის N----- (ტ.I, ს.ფ.195-197);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.4. ემა კვახაძის კუთვნილი 1/6 წილი, 1999 წლის 14 სექტემბერს სამკვიდრო მოწმობის (რეესტრის N2-165, ნოტარიუსი-ვ.ჭ---–---–ი) საფუძველზე მემკვიდრეობით გადავიდა ილია ქ---–--ის საუთრებაში, ხოლო შემდეგ მ------–---ა და გ------ ქ---–--ეების საკუთრებაში და აღირიცხა საჯარო რეესტრში მათ სახელზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 316);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.5. საკადასტრო კოდი N01--------------. მიწის ნაკვეთზე, ფართი: 440 კვმ. საჯარო რეესტრში 2009 წლის 21 დეკემბრის N8----------- განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია ბე---------–---–ის, გ------ ქ---–--ის, ვ------ კ-----ის, ირ---------–---–ის, მ------–---ა ქ---–--ისა და მი----–-------ის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე უძრავი ქონება 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მი----–-------ის (1/3 წილი), ლ--–--------ის (1/3 წილი), ირ---------–---–ის და ბე---------–---–ის (1/6 წილი), მ------–---ა და გ------ ქ---–--ეების (1/6 წილის) საერთო საკუთრებას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 21).

 

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მი----–-------ისა და ლ--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა, ერთის მხრივ, მი----–-------ესა და ლ--–--------ეს და, მეორე მხრივ, მ------–---ა და გ------ ქ---–--ეებსა და ირ---------–---–სა და ბე---------–---–ს შორის არსებული საზიარო უფლება ქ. თბილისი, ზ---------სის ქ. N35 მდებარე საცხოვრებელ სახლზე და მის წინ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე; ქ. თბილისი, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამიჯვნა განხორციელდა საქმეში არსებული სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2011 წლის 5 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N5-0---------- დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, გ------ და მ------–---ა ქ---–--ეებს და ბ---კ და ირ---------–---–ებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ მათ მიერ საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად დაკავებული 49,65 კვ.მ. -პირველ სართულზე N5 ოთახი, N7 ოთახი, N8 ოთახი დამხმარე სათავსოები (დანართი N1 და N2), ხოლო მ-----– და ლ--–--------ეებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნა შენობის დარჩენილი ნაწილი 199,92 კვ.მ.; ქ. თბილისი, ზ---------სის ქ. N35-ში არსებული საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე გამყოფი ღობით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა განხორციელდა საქმეში არსებული სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2011 წლის 5 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ესპერტიზის N5-0---------- დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, გ------ და მ------–---ა ქ---–--ეებს და ბ---კ და ირ---------–---–ებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 49,65 კვ.მ., ხოლო მ-----– და ლ--–--------ეებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ 46,47 კვ.მ.; ქ. თბილისი, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი დარჩა მი----–-------ის, ლ--–--------ის, მ------–---ა ქ---–--ის, ირ---------–---–ისა და ბე---------–---–ის საერთო საკუთრებაში; ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2011 წლის 5 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N5-0---------- დასკვნა წარმოადგენს გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 36-40).

 

3.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ-----– და ლ--–--------ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 ლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ-----– და ლ--–--------ეებს უარი ეთქვათ მ------–---ა და გ------ ქ---–--ეებისათვის და ბ---კ და ირ---------–---–ებისათვის განაშენიანებისაგან თავისუფალ (ცარიელ) მიწის ნაკვეთზე მათ მიერ დაკავებული ფართის (საცხოვრებელ სახლში) შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად 93,6 მ2-ის მიკუთვნებაზე, ხოლო მიწის ნაკვეთზე მათ მიერ საცხოვრებელ სახლში დაკავებული ფართის შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად 228,2 მ2-ის მიკუთვნებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 42-52).

 

3.8. 2014 წლის 3 ივლისს მი----–-------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილობრივი მონაცემების კვადრატული მონაცემებით ჩანაცვლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 3 ივლისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 32).

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვტილების შესაბამისად, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ზ---------სი, N35 რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მ------–---ა ქ---–--ე, გ------ ქ---–--ე, ბ---კ ქ---–--ე და ირ---------–---–ი რეგისტრირებულ იქნენ 49.65 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის პირველ სართულზე ოთახი N5, ოთახი N7 და ოთახი N8 დამხმარე სათავსოების, ხოლო მ-----– და ლ--–--------ეები 199,92 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებად. ,,რეგისტრაციის შესახებ’’ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საჯარო რეესტრის მონაცემებში მიწის ნაკვეთზე მ------–---ა ქ---–--ის, გ------ ქ---–--ის, ბ---კ ქ---–--ის, ირ---------–---–ის, მ-----– და ლ--–--------ეების უფლებრივი მონაცემები გაუქმდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვტილება (ტ. I, ს.ფ. 151).

 

3.10. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონება 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მი----–-------ის, ლ--–--------ის, მ------–---ა ქ---–--ის, გ------ ქ---–--ის, ირ---------–---–ისა და ბ---კ ა----–---–ის თანასაკუთრებაში. ამასთან, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონება 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი იმყოფებოდა მი----–-------ის (1/3 წილი), ლ--–--------ის (1/3 წილი), ირ---------–---–ის, ბე---------–---–ის (1/6 წილი) და მ------–---ა და გ------ ქ---–--ეების (1/6 წილი) თანასაკუთრებაში შესაბამისი იდეალური წილებით. ,,რეგისტრაციის შესახებ’’ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის (რომლითაც მხარეებს სურდათ როგორც სახლის, ასევე მიწის ნაკვეთის რეალური წილების განსაზღვრა, რითაც მხოლოდ საცხოვრებელ ფართებთან მიმართებაში გადაწყდა სადავო საკითხი) საჯარო რეესტრის მონაცემებში მიწის ნაკვეთზე მ------–---ა ქ---–--ის, გ------ ქ---–--ის, ბ---კ ქ---–--ის, ირ---------–---–ის, მ-----– და ლ--–--------ეების უფლებრივი მონაცემები გაუქმებულია.

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვეტილებას. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის’’ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულმა საკუთრების უფლების პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონება 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მი----–-------ის, ლ--–--------ის, მ------–---ა ქ---–--ის, გ------ ქ---–--ის, ირ---------–---–ისა და ბ---კ ა----–---–ის თანასაკუთრებაში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე საჯარო რეესტრის მონაცემებზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონება 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მი----–-------ის (1/3 წილი), ლ--–--------ის (1/3 წილი), ირ---------–---–ის, ბე---------–---–ის (1/6 წილი) და მ------–---ა და გ------ ქ---–--ეების (1/6 წილის) საერთო საკუთრებას. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N01--------------, მხარეთა საკუთრება განისაზღვრებოდა შემდეგი მონაცემებით - მ------–---ა ქ---–--ე და გ------ ქ---–--ე-1/6, მი----–-------ე 1/3, ვ------ კ-----ე 1/3, ირინე ადეიშილი და ბე---------–---–ებს -1/6 ანუ მოსარჩელეების თანასაკუთრებაში- 1/3, ხოლო მესამე პირებს -2/3 იდეალური წილები ჰქონდათ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული.

 

საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამიჯვნა განხორციელდა საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 5 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, გ------ და მ------–---ა ქ---–--ეებს და ბ---კ და ირ---------–---–ებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ მათ მიერ საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად დაკავებული 49,65 კვ.მ. პირველ სართულზე, ოთახი N5, ოთახი N7 და ოთახი N8 დამხმარე სათავსოები (დანართი N1 და N2), ხოლო მ-----– და ლ--–--------ეებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ შენობის დარჩენილი ნაწილი 199,92 კვ.მ. (დანართი N1, N2). მოცემული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა განახორციელა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N01-------------- ქ. თბილისი, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონება- 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შონობა-ნაგებობა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მი----–-------ის, ლ--–--------ის, მ------–---ა ქ---–--ის, გ------ ქ---–--ის, ირ---------–---–ისა და ბ---კ ა----–---–ის თანასაკუთრებაში, ამასთან, მხარეთა საკუთრება საცხოვრებელ ფართებთან მიმართებაში გ------ და მ------–---ა ქ---–--ეებს და ბ---კ და ირ---------–---–ებს სახელზე დარეგისტრირდა 49,65 კვ.მ. პირველ სართულზე ოთახი N5, ოთახი N7 და ოთახი N8 დამხმარე სათავსოები, ხოლო მ-----– და ლ--–--------ეებს საკუთრების უფლება 199,92 კვ.მ.-ზე. წილობრივი მონაცემები აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე გაუქმებულია როგორც საცხოვრებელ ფართებზე, ასევე მიწის ნაკვეთზე, რაც სასამართლოს მოსაზრებით სცილდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს და არ გამომდინარეობს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებიდან, მოცემული ნორმის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი იძლევა საჯარო რეესტრის ფუნქციის განმარტებას, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილებების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამდენად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ნამდვილობას განსაზღვრავს მისი რეესტრში რეგისტრაცია და ჩანაწერის უსწორობაზე მსჯელობა. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრში აღრიცხული მხარეთა თანასაკუთრება იდეალურ წილში საზიარო უფლების გაუქმების გზით მოსარჩელეების მი----–-------ისა და ლ--–--------ის მიერ შედავებულ იქნა სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ-----– და ლ--–--------ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 ლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ-----– და ლ--–--------ეებს უარი ეთქვათ მ------–---ა და გ------ ქ---–--ეებისათვის და ბ---კ და ირ---------–---–ებისათვის განაშენიანებისაგან თავისუფალ (ცარიელ) მიწის ნაკვეთზე მათ მიერ დაკავებული ფართის (საცხოვრებელ სახლში) შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად 93,6 მ2-ის მიკუთვნებაზე, ხოლო მიწის ნაკვეთზე მათ მიერ საცხოვრებელ სახლში დაკავებული ფართის შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად 228,2მ2-ის მიკუთვნებაზე. სასამართლომ ყურადღება მიაქცია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხის ირგვლივ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიწის ნატურით გაყოფასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. N35-ში მდებარე უძრავი ქონება 440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მი----–-------ის (1/3 წილი), ლ--–--------ის (1/3 წილი), ირ---------–---–ის და ბე---------–---–ის (1/6 წილი) და მ------–---ა და გ------ ქ---–--ეების (1/6 წილის) საერთო საკუთრებას. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნატურით გაყოფისას მიწის ნაკვეთი სწორედ ამ სახით უნდა გაიყოს მხარეთა შორის და არა მათ მიერ საცხოვრებელ სახლში არსებული წილების შესაბამისად, რაც გახდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ამასთან, აპელანტებმა 2012 წლის 16 იანვრის განცხადებაში დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით საზიარო უფლების გაუქმება ,,მხარეთა ხვედრითი წილების შესაბამისად’’, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდაზე სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მი----–-------ის 2014 წლის 3 ივლისის განცხადების წარდგენით სარეგისტრაციო წარმოების დაწყების სამართლებრივ საფუძველს ქმნის მხარეთა - მი----–-------ის, ლ--–--------ესა და ირ---------–---–ს, ბე---------–---–ს, მ------–---ა და გ------ ქ---–--ეებს შორის დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, უნდა აღსრულდეს იმავე ფარგლებში და დაუშვებელია მისი იმგვარად ინტერპრეტაცია, რომელიც ისე შეცვლის სამართლებრივ მოცემულობას, რაც დავის საგანზე მიღებულ გადაწყვეტილებას გასცდება. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების ამგვარი განხორციელება არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილების (მისი ყველა კომპონენტის, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილს) აღსრულების ფარგლებსა და მიზანს, იწვევს მიწის ნაკვეთზე დავის მხარეთა საკუთრების უფლებაში ცვლილებებს, რაც ასევე ცვლის სადავო საკითხის სამართლებრივ მოცემულობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებში წილობრივი მონაცემების შეცვლა, გაუქმება თუ მხარეთა საკუთრების მოცულობის სხვაგვარი განსაზღვრა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

ზემოაღნიშნულმა სასამართლოს მისცა საფუძველი დასკვნისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლებებში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რასაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ მოიცავდა, დავა ამ შედეგით არ დამთავრებულა, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც ისინი ითხოვდნენ მ------–---ა და გ------ ქ---–--ეებისათვის და ბ---კ და ირ---------–---–ებისათვის განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ დაკავებული ფართის (საცხოვრებელ სახლში) შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად 93,6მ2 -ის მიკუთვნებას, ხოლო მ-----– და ლ--–--------ეებისათვის განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ საცხოვრებელ სახლში დაკავებული ფართის შესაბამისად ინდივიდუალურ საკუთრებად 228,2 მ2-ის მიკუთვნებას. შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N01-------------- თანასაკუთრების მანამდე არსებული მონაცემები კანონით დადგენილი წესით არ შეცვლილა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს, ხოლო იმავე კოდექსის მე-601 მუხლის, პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ აღნიშნა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა-შეფასების გზით უნდა დაედგინა და გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა–შეფასების გზით მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, კერძოდ, 2014 წლის 3 ივლისს მი----–-------ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან მოითხოვა სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილობრივი მონაცემების ჩანაცვლება კვადრატული მონაცემებით, სარეგისტრაციო წარმოების ჩატარების გზით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება, რომლითაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდება რეგისტრირებულ მონაცემებში სათანადო ცვლილებები.

 

4.2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

5. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ თანდართული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მითითებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისში, ზ---------სის ქ. №35-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამიჯვნა განხორციელდა საქმეში არსებული სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 05 აპრილის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №5-0---------- დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, გ------ და მ------–---ა ქ---–--ეებს, ბ---კ და ირ---------–---–ებს საკუთრების უფლებით მიეკუთვნათ მათ მიერ საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად დაკავებული 49.65 კვ.მ - პირველ სართულზე ოთახი №5, ოთახი №7 და ოთახი №8, დამხმარე სათავსები, ხოლო მ-----– და ლ--–--------ეებს - შენობის დარჩენილი ნაწილი - 199.92 კვ.მ. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. აპელანტის აზრით, აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, სრულად იქნა შესრულებული მისთვის დაკისრებული ვალდებულება, გადაწყვეტილება მიიღოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება განსახილველ შემთხვევაში არამართებულია, რის გამოც არსებობს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

5.2. აპელანტი - მი----–-------ე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით მოსარჩელეების საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო წილობრივი სახით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა კვადრატულ მეტრებში სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მოსარჩელეების საკუთრების უფლება მიწაზე წილობრივი საკუთრების სახით, გამომდინარეობდა შენობა-ნაგებობებზე მათი წილობრივი მონაცემების არსებობიდან, ხოლო, როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაცია შენობა-ნაგებობებზე მოხდა კვადრატულ მეტრებში გამოხატული ფართის სახით, მიწაზეც ამ პირთა საკუთრების უფლების აღრიცხვა განხორციელდა ამ მონაცემების შესაბამისად. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო რეგისტრაცია განხორციელებული იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, რის გამოც არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას ნაწილობრივ. დამატებით, პალატა აღნიშნავს, რომ:

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფერო არ განეკუთვნება აბსოლუტურად შეუზღუდავი ძირითადი უფლებების კატეგორიას და იგი შეიძლება შეიზღუდოს, ლეგიტიმური მიზნით, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებით დაცული სფერო, სწორედ ასეა შეფასებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ განაცხადის №36548/97). მითითებულ გადაწყვეტილებაში (იხ. პუნქტი №45), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის I დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ის არის, რომ ნებისმიერი ჩარევა საჯარო ხელისუფლების მხრიდან საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობაში უნდა იყოს კანონიერი: პირველი აბზაცის მეორე წინადადება იძლევა საკუთრების ჩამორთმევის ნებართვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ივლისის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, კერძოდ, მოცემული დავის გადაწყვეტისას, საქალაქო სასამართლოს უნდა ემსჯელა ქ. თბილისში, ზ---------სის N35-ში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია რამდენად განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

6.3. პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამდენად, უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო, თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ივლისს მი----–-------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილობრივი მონაცემების კვადრატული მონაცემებით ჩანაცვლება, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვტილებით დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ზ---------სი, N35 რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ, მ------–---ა ქ---–--ე, გ------ ქ---–--ე, ბ---კ ქ---–--ე და ირ---------–---–ი რეგისტრირებულ იქნენ 49.65 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის პირველ სართულზე ოთახი N5, ოთახი N7 და ოთახი N8 დამხმარე სათავსოების, ხოლო მ-----– და ლ--–--------ეები 199,92 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებად, თუმცა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მონაცემებში მიწის ნაკვეთზე მ------–---ა ქ---–--ის, გ------ ქ---–--ის, ბ---კ ქ---–--ის, ირ---------–---–ის, მ-----– და ლ--–--------ეების უფლებრივ მონაცემებსაც, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილებით აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილი არ იყო.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის N--------------- გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლებაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რასაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ მოიცავდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ იქნა მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N01-------------- თანასაკუთრების მანამდე არსებული მონაცემები კანონით დადგენილი წესით არ შეცვლილა.

 

პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოსარჩელეების უშუალო მონაწილეობით ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მას უნდა შეეძლოს, რომ იცოდეს თუ რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებას საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების არამართებულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მი----–-------ის 2014 წლის 3 ივლისის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია რამდენად ქმნიდა სათანადო საფუძველს (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს) მიწაზე რეგისტრირებულ საკუთრების უფლების მონაცემებში ცვლილების განსახორციელებლად.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა, საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი აქტი, ხოლო აპელანტების მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მი----–-------ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც აპელანტების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მი----–-------ის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტების მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მი----–-------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე ლევან მურუსიძე