განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
120100118002533873
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002533873

საქმე №1/ბ-1218-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: კ---------–---–---–ის,მსჯავრდებულ: ს---------------ის,მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, პ/ნ (0-----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის ა------------------------–-------–-----, მცხოვრების: ქ.----––--------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენით ს---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63 მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 წელი.

 

ს---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 ივნისიდან 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით;

 

ს---------------ი მსჯავრი დაედო მასზედ,რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ქ-----––---–----------------------------ში მცხოვრები ს---------------ე მეუღლეს - ლ-----------ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა როგორც სიტყვიერ - ასევე ხელის დარტყმით ტანის არეში ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, 2018 წლის 02 ივნისს დაახლოებით 16:00 საათზე სახლში მისულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ს---------------ემ მეუღლეს - ლ-----------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე კვლავ მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ლ-----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა, რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ არ იღო ყურად დაზარალებულის მდგომარეობა მისთვის მიყენებული მტკივნეული და დამამცირებელი მოპყრობის გამო, ასევ არ გაითვალისწინა ჯეროვნად ქმედების განხორციელების მართლსაწინააღმდეგო შედეგი. აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ს---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ს---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის ლ-----------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გ--------------ის, მა-------------------------–-----------ის ჩვენებებით, ა-–---–- და ოლ-----------ის გამოკითხვის ოქმით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ს---------------ის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ს---------------ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ს---------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ს---------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ს---------------ეს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ს---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, საქართველო სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 წელი.

 

პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ს---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 ივნისიდან 2018 წლის 08 ივნისის ჩათვლით;

 

ს---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 3 000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - ლევან ბერიძეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი