განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002540637
საქმე №1ბ/1293-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----------------------------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N4----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: დ--------------------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–---------–-----------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენით კ---------------–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ კ---------------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 ივნისიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან
კ---------------–-------ეს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქარელიდან თბილისის მიმართულებით მიმავალ ავტომობილში მყოფმა კ---------------–-------ემ განახორციელა ძალადობა თავისი მეუღლის - ნ---------------ის მიმართ, კერძოდ, მუშტი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც ნ---------------ემ იგრძნო ფიზიკური ტკივილი. ხოლო ამავე დღეს, შუადღის საათებში, თ---–--–-------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ---------------–-------ემ ფეხის დარტყმითა და თმების მოქაჩვით კვლავ იძალადა მეუღლეზე, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა კ---------------–-------ისა და ნ---------------ის საერთო შვილის - 5 (ხუთი) წლის დავით ლოქაბიძის თანდასწრებით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ---------------–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ დაზარალებული მსჯავრდებულის ოჯახის წევრია და არსებობს მასზე ზემოქმედების საფრთხე, დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედების კვლავ განხორციელების საფრთხის გამოსარიცხად, მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მსჯავრდებულმა კვლავ განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრების მიმართ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ---------------–-------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, კ---------------–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: მ-----------–--–-------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ნ---------------ის გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად მსჯავრდებულიც, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა
რაც შეეხება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-------------ის მოთხოვნას კ---------------–-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, კ---------------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ასევე დაზარალებულის პოზიცია, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვს მის მსუბუქად დასჯას და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ---------------–-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
პალატა კ---------------–-------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ იგი სამ თვეზემეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში, ამიტომ მისთვის პირობითი მსჯავრის პატიმრობით შეცლის აუცილებლობა არ არსებობს. ასევე სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებლიდან ირკვევა, რომ აღარ ცხოვრობს მეუღლესთან, აპირებს განქორწინებას და შვილების დახმარებას.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ---------------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ კ---------------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 03 ივნისიდან 2018 წლის 05 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ---------------–-------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი