განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.11.2018
საქმის ნომერი
330310014648413
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №33-3100146484-3 (3ბ/22-6-16)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ--------------–---–ი

წარმომადგენელი - დ-------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ----------–---–ი, ლ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1.1 აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1--- წლის 2--------- გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებულია №4- დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც ბავშვის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება: „ნ--------------–---–ი“, სქესი „მ--------------“, დაბადების თარიღი „1---------“. დაბადების აქტის ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ დედისთვის ახალშობილი არის პირველი ბავშვი, დედის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „რ---------- ო----ს ა----–- ნ-------–---–ი“ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 2- წლის, სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“, მამის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი“, დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 3- წლის, სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“. დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია ქ-------–-----------–--------------–-ს მიერ 1--- წლის 1--------- გაცემული ცნობის საფუძველზე. დაბადების აქტის ჩანაწერზე განმცხადებლად ფიქსირდება კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი. ამავე ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ გაცემულია პირველადი დაბადების მოწმობა №1-----.

 

2.2. გარდაბნის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წელს რეგისტრირებული იყო №4-- დაბადების აქტის ჩანაწერი, რომელშიც ბავშვის შესახებ მონაცემების გრაფაში დაფიქსირებული იყო „ნ--------------–---–ი“, სქესი „მ--------------“, დაბადების თარიღი „1---------“. დაბადების აქტის ჩანაწერზე ფიქსირდებოდა, რომ დედისთვის ახალშობილი არის პირველი ბავშვი. დედის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „რ--------- ო----ს ა----–- ნ-------–---–ი“, დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 2- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“). მამის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი“, დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 3- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“). ჩანაწერში არ ფიქსირდებოდა ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი (მითითებულია 1--- წლის 1---------ს №2- ქორწინების ჩაწერის აქტი, კ----–-- ნ-------–---–ის რ--------- ა--------ასთან ქორწინების შესახებ), განმცხადებლად ფიქსირდებოდა მამა კ----–-- ნ-------–---–ი. დაბადების აქტის ჩანაწერზე ფიქსირდებოდა, რომ გაიცა პირველადი დაბადების მოწმობა №5------ დადგენილია, რომ სსგს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში აღნიშნული დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი არ იძებნება.

 

2.3. გარდაბნის რაიონის ს-------–----ის ს/საბჭოს 1--- წლის 1---------ს №2- ქორწინების ჩაწერის აქტით დაფიქსირებულია კ----–-- ნ-------–---–ის ქორწინების ფაქტი რ--------- ა--------ასთან. აქტში საცოლის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება: „რ--------- ა--------ა“, მამის სახელი „ო----“, ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის იყო 2- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“), ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი „ნ-------–---–ი“. საქმროს შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება: „კ----–-- ნ-------–---–ი“, მამის სახელი „ვ-–--------ი“, ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის იყო 3- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“).

 

2.4. სსგს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 1--- წლის 1--------- დაბადებული ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის სახელზე ფიქსირდება „1----------“ პირადი ნომრით გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც 2014 წლის 14 აპრილს გაუქმებულია მიზეზით „არასწორი დაბადების თარიღი“. კერძოდ, 1998 წლის 1--------–- ნ--------------–---–ზე რეგისტრირებული იყო № ბ0------ პირადობის მოწმობა, 1998 წლის 28 აპრილს გაცემული იყო №0------ პასპორტი, 2008 წლის 1--------ს გაცემული იყო №ბ------- პირადობის მოწმობა და 2008 წლის 2- მარტს გაცემული იყო №0-------- პასპორტი. ამასთან, დადგენილია, რომ 2008 წლის 1--------ს გაცემული პირადობის მოწმობის №ბ------- განცხადება-ანკეტაზე (ფორმა №1) პიროვნების შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდებოდა: „ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი“, დაბადების თარიღი „1---------“. პირადობის გაცემის საფუძვლად მითითებული იყო დედოფლისწყაროს რაიგანყოფილების მიერ 1998 წლის 1--------–- გაცემული №ბ0------ პირადობის მოწმობა, ხოლო 1998 წლის 1--------–- გაცემული №ბ0------ პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტაზე (ფორმა №1) პიროვნების შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდებოდა: „ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი“, დაბადების თარიღი „1---------“ ,პირადობის გაცემის საფუძვლად მითითებულია იყო გარდაბნის რაი აღმასკომის შსგ-ს მიერ 1987 წლის პირველ ივლისს გაცემული № 5----- სსრკ პასპორტი. საქმეზე ასევე წარმოდგენილია 1987 წლის პირველ ივლისს გაცემული სსრკ პასპორტის №5----- განცხადება-ანკეტა (ფორმა №3), რომელშიც პიროვნების შესახებ გრაფაში ფიქსირდება „ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი“ დაბადების თარიღი „1---------“.

 

2.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №0----------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ--------------–---–ის სახელზე 1--- წლის 8 დეკემბერს გარდაბნის მმაჩის განყოფილების მიერ დარეგისტრირებული №4-- დაბადების აქტის ჩანაწერი და ძალაში დარჩა 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ დარეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერი.

 

2.6. 2014 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნ--------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №0----------- გადაწყვეტილებისა და 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--------------–---–ის 2014 წლის 3 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

2.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--------------–---–ის მოთხოვნა მის სახელზე 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2.8. 2014 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნ--------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებისა და 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილებით ნ--------------–---–ს უარი ეთქვა 2014 წლის 16 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ,,ბ” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ,,გ” პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ხოლო 2--ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს დაბადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--------------–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული იყო ორი დაბადების აქტის ჩანაწერი: 1) გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს 1--- წლის 1---------ს №4- აქტი და 2) გარდაბნის მმაჩის განყოფილების 1--- წლის 1---------ს №4-- აქტი. ასევე დადგენილია, რომ ნ--------------–---–ი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს სხვადასხვა დროს ფლობდა დაბადების თარიღით „1---------” და დაბადების თარიღით „1---------“. ამასთან, 2008 წლიდან პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ფლობა დაფიქსირდა დაბადების თარიღზე „1---------“.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. იმავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

იმავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა - მოსარჩელის მშობლებმა რ--------- და კ----–-- ნ-------–---–მა განმარტეს, რომ მათ ჰყავდათ 3-–---–ი, რომელთაგან ერთ-ერთი ა--------- 1--- წლის 1--------- დაბადებისთანავე გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, 1--- წლის 3- იანვარს დაიბადა მათი მეორე შვილი ქეთევან ნ-------–---–ი, ხოლო 1--- წლის 1--------- ნ--------------–---–ი. ამასთან, ორივე მოწმემ დაადასტურა 1--- წლის 1--------- დაბადებული შვილის ა---------ს მშობიარობისთანავე გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, მათივე მითითებით, რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი შვილის დაბადებისა და გარდაცვალების დადასტურების შესახებ არ გააჩნიათ.

 

მოწმე რ--------- ნ-------–---–ის განმარტებით, იგი დიდი ხნის განმავლობაში (მათ შორის ნ--------------–---–ის მიერ საშუალო განათლების მიღების პერიოდშიც - 1--- წლიდან 1--- წლამდე) მუშაობდა პედაგოგად კ--–------ საშუალო სკოლაში. ამასთან, აღნიშნული სასწავლებელი, რომელშიც მისი შვილი ნ--------------–---–ი საშუალო განათლებას იღებდა, ითვალისწინებდა სწავლების იმგვარ მეთოდიკას, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთად უტარდებოდათ. შესაბამისად, შესაძლებელი იყო მისი შვილის კლასელები სხვადასხვა ასაკის ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, მისი შვილის მხოლოდ ერთი კლასელი იმყოფება საქართველოში, რომლის საცხოვრებელი ადგილიც მისთვის უცნობია.

 

მოწმე კ----–-- ნ-------–---–მა ასევე დაადასტურა 1--- წლიდან 1--- წლამდე მისი შვილის ნ--------------–---–ის მიერ კ--–------ საშუალო სკოლაში განათლების მიღების ფაქტი, თუმცა ვერ გაიხსენა, ვისთან ერთად სწავლობდა მისი შვილი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ შემთხვევაში მოწმემ მიუთითა მისი პირველი შვილის ა---------ს დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტის არარსებობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითა, რომ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მიმართა შესაბამის ორგანოს დაბადების აქტის ჩანაწერის განხორციელების მიზნით.

 

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული განმარტებები, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში შეფასებისას, ვერ ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს. მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა 1--- წელს დაბადების შესახებ მონაცემების შემცველ დაბადების აქტის ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიცავენ მოწმეთა განმარტებების საწინააღმდეგო მოსაზრების დასაბუთებას, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ნ--------------–---–ის სახელზე გაცემულ საშუალო განათლების ატესტატს, რომელშიც ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--- წელია მითითებული, სასამართლოს მოსაზრებით, ეს დოკუმენტი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ და სასამართლოსათვის სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტებზე დაფიქსირებულია მოსარჩელის დედის (პედაგოგის) ხელმოწერა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით) სარწმუნოდ ვერ დადასტურდა ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--- წლის 1---------ს მიჩნევის საფუძვლების არსებობა, რის გამოც, უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ ნ--------------–---–ის მშობლების ქორწინების აქტის ჩანაწერის განხორციელების თარიღი (1--- წლის 1---------) მხოლოდ ერთი დღით უსწრებს წინ ნ--------------–---–ის დაბადების შესახებ 1--- წლის 2--------- განხორციელებულ ჩანაწერში მითითებულ დაბადების თარიღს (1--- წლის 1---------). სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული თარიღით აღნიშნული ქორწინების აქტის ჩანაწერის განხორციელების აუცილებლობა (იმ პირობებში, როდესაც ნ--------------–---–ის მშობლები, მათივე განმარტებით, ერთი წლით ადრე უკვე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში) წარმოიშვა სწორედ იმის გამო, რომ მომავალში დაბადებული შვილის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებში, დადგენილი წესით დაფიქსირებულიყო შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, მონაცემები მშობლების შესახებ.

 

2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით გაიზიარა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როდესაც №4-- დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მომენტისათვის, იმავე პირის მიმართ გარდაბნის რაიონი ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ 1--- წლის 2--------- უკვე რეგისტრირებული იყო №4- დაბადების აქტის ჩანაწერი (რომლის რეგისტრაციის კანონიერებაც გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ეჭვქვეშ არ ყოფილა დაყენებული), ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მითითებული მუხლის საფუძველზე ბათილად ეცნო 1--- წლის 8 დეკემბერს განხორციელებული №4-- დაბადების აქტის ჩანაწერი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ №4- დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს მოქმედებდა „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 193- წლის 2- იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი. მითითებული კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას აწარმოებდნენ: ქალაქებსა და რაიონებში - მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი საქალაქო და სარაიონო ბიუროები, ხოლო სოფლად და დაბებში - მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოები. იმავე კოდექსის 13--ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაბადება რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს ერთი თვისა ბავშვის დაბადების დღიდან. იმავე მუხლში მითითებულია, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხდებოდა მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის განცხადების საფუძველზე, ხოლო თუ ავადმყოფობის, სიკვდილისა თუ სხვა მიზეზის გამო მათ არ შეეძლოთ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენა, დაბადების რეგისტრაცია ხდებოდა ნათესავების ან სხვა ისეთი პირების განცხადებით, რომელთა მზრუნველობაშიც იმყოფებოდა ბავშვი. ბავშვის დაბადების ფაქტი ამავე მუხლის თანახმად, დადასტურებული უნდა ყოფილიყო ქალაქებში, დაბებში, სარაიონო ცენტრებში და იმ სასოფლო საბჭოებში, სადაც სამკურნალო პუნქტები იყო ექიმის მოწმობით, ხოლო სხვა ადგილებში - სასოფლო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის ან რწმუნებულის მიერ. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, 1--- წლის 2--------- გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულ №4- დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული აქტი რეგისტრირებული იყო მისი რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 193- წლის 2- იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 120-ე და 13--ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, 1--- წლის 8 დეკემბერს მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-20 მუხლის თანახმად, დაბადების აქტის რეგისტრაციისას წარდგენილი უნდა ყოფილიყო ცნობა სამშობიარო სახლიდან ან ექიმის ცნობა და მშობელთა ქორწინების მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში კი, ნ--------------–---–ის მიმართ 1--- წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული დაბადების აქტის №4-- ჩანაწერში არაფერია აღნიშნული ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რაც ეწინააღმდეგება მისი რეგისტრაციისას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ 1--- წლის 2--------- განხორციელებული დაბადების რეგისტრაციის საფუძვლად კი მითითებულია ქ-------–-----------–--------------–-ს 1--- წლის 1--------- გაცემული ცნობა, რაც შესაბამისობაშია რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 193- წლის 2- იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 13--ე მუხლის მოთხოვნებთან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბავშვის დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტის სახით ვერ იქნა მოძიებული შპს „მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრში“ (ყოფილი ქ-------–-----------–--------------–-), აღნიშნული შესაძლოა დაარქივებული დოკუმენტების სიძველის გამო, კანონით დადგენილი წესით მათი განადგურებით იყოს განპირობებული, დაბადების აქტის ჩანაწერში ამგვარი ცნობის არსებობის შესახებ მითითება კი, თავისთავად არ გამორიცხავს, რომ რ--------- ნ-------–---–ს (ქორწინებამდელი გვარი - ა--------ა) არ გაუჩენია 1--- წლის 1--------- ქ-------–-----------–--------------–ში მ-------------- სქესის ახალშობილი.

 

2.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მნიშვნელოვანია ანალიზი გაუკეთდეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით (გვ. 8-9). სასამართლოს განმარტებით, ,,რ--------- და კ----–-- ნ-------–---–ის ჩვენებები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში ვერ ქმნიან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს, მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა 1--- წელს დაბადების შესახებ მონაცემების შემცვლელ დაბადების აქტების ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიცავენ მოწმეთა განმარტებების საწინააღმდეგო მოსაზრების დასაბუთებას, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით’’. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი განმარტება გაკეთებულია რ--------- ნ-------–---–ის ჩვენებაზე, სადაც იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 1--- წლიდან იგი მუშაობდა პედაგოგად კ--–------ საშუალო სკოლაში, სადაც განათლებას იღებდა მისი შვილი ნ--------------–---–ი. სწავლება იმგვარ მეთოდიკას ითვალისწინებდა, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთად უტარდებოდა. გარდა ამისა, მისი შვილის მხოლოდ ერთ კლასელი იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ადგილსამყოფელიც მისთვის უცნობია. აღნიშნული ჩვენება, რომელიც არ გაიზიარა სასამართლომ, აპელანტს მიიჩნია არასწორად. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიცემული ჩვენების უსწორობას. ორივე მშობელმა მიუთითა ნ--------------–---–ის დაბადების ერთსა და იგივე თარიღზე, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითაც დასტურდება. ის, რომ ნ--------------–---–ის კლასელები არ იმყოფებიან ქვეყანაში, რა მტკიცებულებით უარყო სასამართლომ ან რა შემხებლობა აქვს საქმესთან გაუგებარია. ერთ კლასში არსებულ მოსწავლეთა განსხვავებული ასაკი სასამართლომ არაბუნებრივად მიიჩნია, თუმცა რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით უარყო აღნიშნული, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული. სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა კ----–-- ნ-------–---–ის ჩვენება, სადაც იგი აღნიშნავს იმ ფაქტის შესახებ, რომ არ ახსოვს ნ--------------–---–თან ერთად მისი შვილის კლასში ვინ სწავლობდა, მაგრამ სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა სცოდნოდა აღნიშნული კ----–-- ნ-------–---–ს ან რა სამართლებრივი ვალდებულება ჰქონდა მას ამის შესახებ. სასამართლო ვერც იმ გარემოებას ასაბუთებს, რომ კ----–-- ნ-------–---–მა იცის ნ--------------–---–ის კლასელების შესახებ და იგი შეგნებულად მალავს ინფორმაციას. არავითარი შემხებლობა არა აქვს საქმესთან სასამართლოს ამგვარ მსჯელობას და არ დგინდება არასწორი ჩვენების მიცემის ფაქტი. ა---------ს დაბადების ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური ცნობა არ აუღია რ--------- ნ-------–---–ს, ხოლო კ----–-- ნ-------–---–მა თუ მოახდინა სათანადო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება ბავშვის (ა---------ს) დაბადების ან გარდაცვალების შესახებ, რატომ უნდა მივიჩნიოთ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებად გაუგებარია. ორივე მშობელმა განმარტა, რომ მათ ინფორმაციის მიწოდება კი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კ----–-- ნ-------–---–მა მიიღო დაბადების ან გარდაცვალების მოწმობა და იგი ცრუობს. აღნიშნული ინფორმაცია საერთოდ არ გადამოწმებულა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან. კ----–-- ნ-------–---–ი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, რომ დავაალდებულოთ გაეწია სათანადო შემოწმება, მოხდა თუ არა ა--------- ნ-------–---–ის დაბადების ან გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია, მაგრამ რაც მთავარია, გაუგებარია თუ რა იცვლება სასამართლოსათვის ამ ჩვენებით ან როგორ უარყო 1--- წელს ნ--------------–---–ის დაბადების ფაქტი.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ნ--------------–---–ის სახელზე გაცემული საშუალო განათლების ატესტატი სასამართლომ სარწმუნოდ არ ჩათვალა მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ რამდენიმე პედაგოგთან ერთად მას ხელს აწერს რ--------- ნ-------–---–ი. სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს დაუსაბუთებელ მსჯელობას, რომელიც სცილდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელი კანონი კრძალავს პედაგოგი მშობლის მიერ სასკოლო დოკუმენტზე ხელის მოწერას სასამართლოს არ მიუთითებია. სასამართლო ვერც აღნიშნული დოკუმენტის უკანონობაზე მიუთითებს, რომ მას არ ჰქონდეს რაიმე რეკვიზიტი. სასამართლომ ვერ შეძლო დაესაბუთებინა რატომ უნდა იქნეს მიჩნეული ნ--------------–---–ის სახელზე გაცემული სასკოლო ატესტატი არასათანადოდ.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ მისცა საერთოდ სამართლებრივი შეფასება საქმეში აპელანტის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ლეგალიზაციის და აპოსტილის სამმართველოს მიერ ნ--------------–---–ის სახელზე გაცემული დაბადების მოწმობის შესაბამისობას გარდაბნის სამსახურში დაცულ მონაცემებთან. ფაქტიურად ნ--------------–---–ს მისი დაბადების მონაცემების სისწორეს უდასტურებს შესაბამისი სამსახური, რაც ეცნობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს. ნ--------------–---–ის სახელზე 1--- წელს გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერი რომ შესრულებულია აქტზე მითითებულ დროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ უარყო, რომლის საფუძველზეც აპელანტს მიღებული აქვს ატესტატი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რითაც იგი დღესაც გადაადგილდება. სასამართლომ რწმუნებულებაც მიიღო იმ დაბადების თარიღით და ნათელია, რომ აპელანტს აქვს მის მიმართ კანონიერი ნდობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ამ აქტის მიმართ, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ნ--------------–---–ი, რომ 1--- წელს ვერ მოახერხებდა რაიმე დოკუმენტის შექმნას მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს არც არის სადაო, რის გამოც სარჩელში მითითებული მოთხოვნები არის სრულიად დასაბუთებული.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, გარდაბნის რაიონის ფ-------–-- საბჭოს მიერ შესრულებული N4- სააქტო ჩანაწერის საფუძვლად მითითებულია სამშობიარო ცნობა, რომელიც ვერ იქნა მოძიებული. რაც შეეხება 4-- დაბადები სააქტო ჩანაწერს, იგი შესრულებულია კ----–-- ნ-------–---–ის გაცხადების საფუძველზე. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ცნობა შესაძლოა სიძველის გამო განადგურდა და ადმინისტრაციული ორგანო გათავისუფლებულია აქტის კანონიერების მტკიცების მოვალეობისაგან, არ ჩაითვლება საფუძვლიანად, რომ არსებობდა აღნიშნული დოკუმენტი და შემდეგ განადგურდა, ეს არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით. სასამართლო ვალდებულია აქტის კანონიერება შეისწავლოს არა ფორმალურად, არამედ საფუძვლიანად და დაადგინოს გაცემულია თუ არა ის დოკუმენტი საერთოდ და მასში ასახულია თუ არა ის ინფორმაცია, რაზედაც არის მითითებული შესაბამის აქტში. დაბადების ფაქტი დგინდება სამედიცინო დოკუმენტით, მაგრამ მისი არ ქონის შემთხვევაში სასამართლო უნდა დაეყრდნოს სხვა მტკიცებას, მათ შორის მოწმის ჩვენებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოწმე მშობელს წარმოადგენს. სასამართლოს 12 გვერდზე კი მითითებულია, რომ 1--- წელს 1--------- შესაძლოა რ--------- ნ-------–---–ს საერთოდ არ გაუჩენია მ-------------- სქესის ახალშობილი. ამგვარი მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ხდის დაუსაბუთებელს. რაც მთავარია უნდა აღინიშნოს, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერის გაუქმება ისე განახორციელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ მოუწვევია ნ--------------–---–ი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ ხელახლა განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1--- წლის 2--------- გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებულია №4- დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც ბავშვის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება: „ნ--------------–---–ი“, სქესი „მ--------------“, დაბადების თარიღი „1---------“. დაბადების აქტის ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ დედისთვის ახალშობილი არის პირველი ბავშვი, დედის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „რ---------- ო----ს ა----–- ნ-------–---–ი“ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 2- წლის, სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“, მამის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი“, დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 3- წლის, სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“. დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია ქ-------–-----------–--------------–-ს მიერ 1--- წლის 1--------- გაცემული ცნობის საფუძველზე. დაბადების აქტის ჩანაწერზე განმცხადებლად ფიქსირდება კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი. ამავე ჩანაწერზე ფიქსირდება, რომ გაცემულია პირველადი დაბადების მოწმობა №1-----.

 

4.3. გარდაბნის მმაჩის განყოფილების მიერ 1--- წელს რეგისტრირებული იყო №4-- დაბადების აქტის ჩანაწერი, რომელშიც ბავშვის შესახებ მონაცემების გრაფაში დაფიქსირებული იყო „ნ--------------–---–ი“, სქესი „მ--------------“, დაბადების თარიღი „1---------“. დაბადების აქტის ჩანაწერზე ფიქსირდებოდა, რომ დედისთვის ახალშობილი არის პირველი ბავშვი. დედის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „რ--------- ო----ს ა----–- ნ-------–---–ი“, დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 2- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“). მამის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება „კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი“, დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის იყო 3- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“). ჩანაწერში არ ფიქსირდებოდა ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი (მითითებულია 1--- წლის 1---------ს №2- ქორწინების ჩაწერის აქტი, კ----–-- ნ-------–---–ის რ--------- ა--------ასთან ქორწინების შესახებ), განმცხადებლად ფიქსირდებოდა მამა კ----–-- ნ-------–---–ი. დაბადების აქტის ჩანაწერზე ფიქსირდებოდა, რომ გაიცა პირველადი დაბადების მოწმობა №5------ დადგენილია, რომ სსგს სამოქალაქო აქტების ცენტრალურ არქივში აღნიშნული დაბადების აქტის ჩანაწერის მეორე ეგზემპლარი არ იძებნება.

 

4.4. გარდაბნის რაიონის ს-------–----ის ს/საბჭოს 1--- წლის 1---------ს №2- ქორწინების ჩაწერის აქტით დაფიქსირებულია კ----–-- ნ-------–---–ის ქორწინების ფაქტი რ--------- ა--------ასთან. აქტში საცოლის შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება: „რ--------- ა--------ა“, მამის სახელი „ო----“, ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის იყო 2- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“), ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა გვარი „ნ-------–---–ი“. საქმროს შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდება: „კ----–-- ნ-------–---–ი“, მამის სახელი „ვ-–--------ი“, ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის იყო 3- წლის (სავარაუდო დაბადების თარიღი „1--- წელი“).

 

4.5. სსგს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 1--- წლის 1--------- დაბადებული ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის სახელზე ფიქსირდება „1----------“ პირადი ნომრით გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც 2014 წლის 14 აპრილს გაუქმებულია მიზეზით „არასწორი დაბადების თარიღი“. კერძოდ, 1998 წლის 1--------–- ნ--------------–---–ზე რეგისტრირებული იყო № ბ0------ პირადობის მოწმობა, 1998 წლის 28 აპრილს გაცემული იყო №0------ პასპორტი, 2008 წლის 1--------ს გაცემული იყო №ბ------- პირადობის მოწმობა და 2008 წლის 2- მარტს გაცემული იყო №0-------- პასპორტი. ამასთან, დადგენილია, რომ 2008 წლის 1--------ს გაცემული პირადობის მოწმობის №ბ------- განცხადება-ანკეტაზე (ფორმა №1) პიროვნების შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდებოდა: „ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი“, დაბადების თარიღი „1---------“. პირადობის გაცემის საფუძვლად მითითებული იყო დედოფლისწყაროს რაიგანყოფილების მიერ 1998 წლის 1--------–- გაცემული №ბ0------ პირადობის მოწმობა, ხოლო 1998 წლის 1--------–- გაცემული №ბ0------ პირადობის მოწმობის განცხადება-ანკეტაზე (ფორმა №1) პიროვნების შესახებ მონაცემების გრაფაში ფიქსირდებოდა: „ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი“, დაბადების თარიღი „1---------“ ,პირადობის გაცემის საფუძვლად მითითებულია იყო გარდაბნის რაი აღმასკომის შსგ-ს მიერ 1987 წლის პირველ ივლისს გაცემული № 5----- სსრკ პასპორტი. საქმეზე ასევე წარმოდგენილია 1987 წლის პირველ ივლისს გაცემული სსრკ პასპორტის №5----- განცხადება-ანკეტა (ფორმა №3), რომელშიც პიროვნების შესახებ გრაფაში ფიქსირდება „ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი“ დაბადების თარიღი „1---------“.

 

4.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №0----------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ--------------–---–ის სახელზე 1--- წლის 8 დეკემბერს გარდაბნის მმაჩის განყოფილების მიერ დარეგისტრირებული №4-- დაბადების აქტის ჩანაწერი და ძალაში დარჩა 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ დარეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერი.

 

4.7. 2014 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნ--------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 23 მაისის №0----------- გადაწყვეტილებისა და 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №0---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--------------–---–ის 2014 წლის 3 სექტემბრის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი.

 

4.8. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ--------------–---–ის მოთხოვნა მის სახელზე 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ რეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

4.9. 2014 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ნ--------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის №0----------- გადაწყვეტილებისა და 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებული №4- დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 12 ნოემბრის №0---------- გადაწყვეტილებით ნ--------------–---–ს უარი ეთქვა 2014 წლის 16 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

4.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული ნ--------------–---–ის მიერ.

 

4.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით ნ--------------–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ნ--------------–---–ის საშუალო განათლების ატესტატი. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ უნდა გამოეკვლია, რომელ წელს, რა ასაკში შევიდა ნ--------------–---–ი სკოლაში. თუ შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს მოსწავლის პირადი საქმე. საკასაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ დაბადების ჩანაწერის ბათილად ცნობით ნ--------------–---–ს ზიანი არ ადგება. საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ--------------–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ და სარგებლობს 2008 წლის 2- მარტს გაცემული პასპორტით, რომელიც 2008 წლის 1--------ს გაცემული პირადობის მოწმობას ემყარება და მასში ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--------- წელია მითითებული. საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის წარმომადგენლის მოსაზრება მასზედ, რომ ნ--------------–---–ს საზღვარგარეთ ყოფნისას და გადაადგილებისას, ასევე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეექმნას, რაც ადასტურებს მის უშუალო და კანონიერ ინტერესს სადავო ჩანაწერის აღდგენასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატამ სააპელაციო პალატას დაავალა გამოეკვლია, ხომ არ არსებობს საქართველოში ნ--------------–---–ის სახელზე გაცემული სხვა დოკუმენტებიც, მაგალითად, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მართვის მოწმობა ან სხვა მსგავსი და რა მონაცემებია მასში ასახული მოსარჩელის შესახებ, რაც სასამართლოს გაუადვილებდა ნ--------------–---–ის დაბადების თარიღის თაობაზე სწორი ინფორმაციის შეგროვებას.

 

4.12. საკასაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე, სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის კ--–------ საშუალო სკოლიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი 1--------–წ). ასევე, იმავე საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----იდან გამოთხოვილი იქნა საკომლო წიგნის ჩანაწერები კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ის და რ--------- ნ-------–---–ის ოჯახთან დაკავშირებით 1--- წლიდან 1980 წლის ჩათვლით, კომლის წევრთა დაბადების თარიღის მითითებით.

 

4.13. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის №M---------------- წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ სკოლის მოსწავლეების პირადი საქმეების სამინისტროს არქივში დაცული არ არის. ასევე, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–------ საჯარო სკოლის 2018 წლის 16 აპრილის №M---------------- წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მოქალაქე ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი 1--------–წ) სკოლაში არ იძებნება. ამასთან, წერილს თან ერთვის სოფელ კ--–------ საშუალო სკოლის განათლების ატესტატების გაცემის წიგნის დამოწმებული ასლი იმის დასადასტურებლად, რომ ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის სახელზე 1-------- სასწავლო წელს გაცემულია ატესტატი. თუმცა, მითითებული წიგნის მეორე გვერდიდან დგინდება, რომ ნ----- კ----–--ს ა----– ნ-------–---–ზე გაცემულია დუბლიკატი, ამასთან, იმავე დოკუმენტში, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ატესტატები მიიღეს და მითითებულია მათი დაბადების რიცხვი, თვე და წელი, ნ--------------–---–ის გრაფაში ასეთი მონაცემები - მისი დაბადების თვე, რიცხვი და წელი საერთოდ არ არის მითითებული. ასევე, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებთან დაკავშირებითაც მითითებულია, თუ რომელ მოსწავლეს სხვადასხვა საგნებში რა ნიშნები გამოჰყვათ, ნ--------------–---–ის მიმართ ასეთი მონაცემებიც საერთოდ არ არის დაფიქსირებული.

 

4.14. საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 15 თებერვლის №1------- წერილი (მომართვა) სააპელაციო სასამართლოს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ს-------–----ის სასოფლო საბჭოს სოფელ გ------ის (დოკუმენტში ასეა მითითებული) 1----1--- წლების, ასევე 1-------- და 1----1--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში კომლის უფროსად მითითებულია კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი, დაბადებული 0--------- წელს. მისი კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ცოლი რ--------- ა-----ის ა----–- ნ-------–---–ი, დაბადებული 2-----1--- წელს და 2. შვილი ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი, დაბადებული 1--------- წელს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული 1----1---, 1-------- და 1----1--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი დაბადებულია არა 1---, არამედ 1--- წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია, რომ 1--- წელს დაბადებული მოსარჩელე მოხვედრილიყო დაბადებამდე არსებულ 1----1---, 1-------- და 1----1--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.15. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.18. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ,,ბ” პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ,,გ” პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. იმავე კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ხოლო 2--ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს დაბადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ--------------–---–ის (პ/ნ 1----------) სახელზე რეგისტრირებული იყო ორი დაბადების აქტის ჩანაწერი: 1) გარდაბნის რაიონის ფ-------–-- ს/საბჭოს 1--- წლის 1---------ს №4- აქტი და 2) გარდაბნის მმაჩის განყოფილების 1--- წლის 1---------ს №4-- აქტი. ასევე დადგენილია, რომ ნ--------------–---–ი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს სხვადასხვა დროს ფლობდა დაბადების თარიღით „1---------” და დაბადების თარიღით „1---------“. ამასთან, 2008 წლიდან პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ფლობა დაფიქსირდა დაბადების თარიღზე „1---------“.

 

4.19. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. იმავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მითითებული კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

4.20. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა - მოსარჩელის მშობლებმა რ--------- და კ----–-- ნ-------–---–მა განმარტეს, რომ მათ ჰყავდათ 3-–---–ი, რომელთაგან ერთ-ერთი ა--------- 1--- წლის 1--------- დაბადებისთანავე გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, 1--- წლის 3- იანვარს დაიბადა მათი მეორე შვილი ქეთევან ნ-------–---–ი, ხოლო 1--- წლის 1--------- ნ--------------–---–ი. ამასთან, ორივე მოწმემ დაადასტურა 1--- წლის 1--------- დაბადებული შვილის ა---------ს მშობიარობისთანავე გარდაცვალების ფაქტი, თუმცა, მათივე მითითებით, რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი შვილის დაბადებისა და გარდაცვალების დადასტურების შესახებ არ გააჩნიათ. მოწმე რ--------- ნ-------–---–ის განმარტებით, იგი დიდი ხნის განმავლობაში (მათ შორის ნ--------------–---–ის მიერ საშუალო განათლების მიღების პერიოდშიც - 1--- წლიდან 1--- წლამდე) მუშაობდა პედაგოგად კ--–------ საშუალო სკოლაში. ამასთან, აღნიშნული სასწავლებელი, რომელშიც მისი შვილი ნ--------------–---–ი საშუალო განათლებას იღებდა, ითვალისწინებდა სწავლების იმგვარ მეთოდიკას, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთად უტარდებოდათ. შესაბამისად, შესაძლებელი იყო მისი შვილის კლასელები სხვადასხვა ასაკის ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, მისი შვილის მხოლოდ ერთი კლასელი იმყოფება საქართველოში, რომლის საცხოვრებელი ადგილიც მისთვის უცნობია. მოწმე კ----–-- ნ-------–---–მა ასევე დაადასტურა 1--- წლიდან 1--- წლამდე მისი შვილის ნ--------------–---–ის მიერ კ--–------ საშუალო სკოლაში განათლების მიღების ფაქტი, თუმცა ვერ გაიხსენა, ვისთან ერთად სწავლობდა მისი შვილი. მნიშვნელოვანია, რომ ერთ შემთხვევაში მოწმემ მიუთითა მისი პირველი შვილის ა---------ს დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტის არარსებობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითა, რომ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მიმართა შესაბამის ორგანოს დაბადების აქტის ჩანაწერის განხორციელების მიზნით. მოწმეთა ჩვენებების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განმარტებები ვერ ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს. მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა 1--- წელს დაბადების შესახებ მონაცემების შემცველ დაბადების აქტის ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეიცავენ მოწმეთა განმარტებების საწინააღმდეგო მოსაზრების დასაბუთებას, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ნ--------------–---–ის სახელზე გაცემულ საშუალო განათლების ატესტატს, რომელშიც ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--- წელია მითითებული, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ეს დოკუმენტი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ და სასამართლოსათვის სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტებზე დაფიქსირებულია მოსარჩელის დედის (პედაგოგის) ხელმოწერა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით) სარწმუნოდ ვერ დადასტურდა ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--- წლის 1---------ს მიჩნევის საფუძვლების არსებობა, რის გამოც, უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ ნ--------------–---–ის მშობლების ქორწინების აქტის ჩანაწერის განხორციელების თარიღი (1--- წლის 1---------) მხოლოდ ერთი დღით უსწრებს წინ ნ--------------–---–ის დაბადების შესახებ 1--- წლის 2--------- განხორციელებულ ჩანაწერში მითითებულ დაბადების თარიღს (1--- წლის 1---------). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, მითითებული თარიღით აღნიშნული ქორწინების აქტის ჩანაწერის განხორციელების აუცილებლობა (იმ პირობებში, როდესაც ნ--------------–---–ის მშობლები, მათივე განმარტებით, ერთი წლით ადრე უკვე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში) წარმოიშვა სწორედ იმის გამო, რომ მომავალში დაბადებული შვილის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებში, დადგენილი წესით დაფიქსირებულიყო შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, მონაცემები მშობლების შესახებ.

 

4.2-. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სწორად გაიზიარა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პირობებში, როდესაც №4-- დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მომენტისათვის, იმავე პირის მიმართ გარდაბნის რაიონი ფ-------–-- ს/საბჭოს მიერ 1--- წლის 2--------- უკვე რეგისტრირებული იყო №4- დაბადების აქტის ჩანაწერი (რომლის რეგისტრაციის კანონიერებაც გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ეჭვქვეშ არ ყოფილა დაყენებული), ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მითითებული მუხლის საფუძველზე ბათილად ეცნო 1--- წლის 8 დეკემბერს განხორციელებული №4-- დაბადების აქტის ჩანაწერი. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ 1--- წლის 1--------ს გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ №4- დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის დროს მოქმედებდა „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 193- წლის 2- იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი. მითითებული კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციას აწარმოებდნენ: ქალაქებსა და რაიონებში - მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი საქალაქო და სარაიონო ბიუროები, ხოლო სოფლად და დაბებში - მშრომელთა დეპუტატების სასოფლო და სადაბო საბჭოები. იმავე კოდექსის 13--ე მუხლის თანახმად, ბავშვის დაბადება რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს ერთი თვისა ბავშვის დაბადების დღიდან. იმავე მუხლში მითითებულია, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხდებოდა მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის განცხადების საფუძველზე, ხოლო თუ ავადმყოფობის, სიკვდილისა თუ სხვა მიზეზის გამო მათ არ შეეძლოთ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენა, დაბადების რეგისტრაცია ხდებოდა ნათესავების ან სხვა ისეთი პირების განცხადებით, რომელთა მზრუნველობაშიც იმყოფებოდა ბავშვი. ბავშვის დაბადების ფაქტი ამავე მუხლის თანახმად, დადასტურებული უნდა ყოფილიყო ქალაქებში, დაბებში, სარაიონო ცენტრებში და იმ სასოფლო საბჭოებში, სადაც სამკურნალო პუნქტები იყო ექიმის მოწმობით, ხოლო სხვა ადგილებში - სასოფლო საბჭოს პრეზიდიუმის წევრის ან რწმუნებულის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, 1--- წლის 2--------- გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ რეგისტრირებულ №4- დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ აღნიშნული აქტი რეგისტრირებული იყო მისი რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 193- წლის 2- იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 120-ე და 13--ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, 1--- წლის 8 დეკემბერს მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქციის“ მე-20 მუხლის თანახმად, დაბადების აქტის რეგისტრაციისას წარდგენილი უნდა ყოფილიყო ცნობა სამშობიარო სახლიდან ან ექიმის ცნობა და მშობელთა ქორწინების მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში კი, ნ--------------–---–ის მიმართ 1--- წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული დაბადების აქტის №4-- ჩანაწერში არაფერია აღნიშნული ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტზე, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ეწინააღმდეგება მისი რეგისტრაციისას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდაბნის რაიონის ფ-------–-- სასოფლო საბჭოს მიერ 1--- წლის 2--------- განხორციელებული დაბადების რეგისტრაციის საფუძვლად კი მითითებულია ქ-------–-----------–--------------–-ს 1--- წლის 1--------- გაცემული ცნობა, რაც შესაბამისობაშია რეგისტრაციის მომენტისთვის მოქმედი „საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 193- წლის 2- იანვრის დადგენილებით დამტკიცებული საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსის 13--ე მუხლის მოთხოვნებთან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბავშვის დაბადების თარიღის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტის სახით ვერ იქნა მოძიებული შპს „მ. შარაშიძის სამედიცინო ცენტრში“ (ყოფილი ქ-------–-----------–--------------–-), სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული შესაძლოა დაარქივებული დოკუმენტების სიძველის გამო, კანონით დადგენილი წესით მათი განადგურებით იყოს განპირობებული, დაბადების აქტის ჩანაწერში ამგვარი ცნობის არსებობის შესახებ მითითება კი, თავისთავად არ გამორიცხავს, რომ რ--------- ნ-------–---–ს (ქორწინებამდელი გვარი - ა--------ა) არ გაუჩენია 1--- წლის 1--------- ქ-------–-----------–--------------–ში მ-------------- სქესის ახალშობილი.

 

4.22. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით ნ--------------–---–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ნ--------------–---–ის საშუალო განათლების ატესტატი. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ უნდა გამოეკვლია, რომელ წელს, რა ასაკში შევიდა ნ--------------–---–ი სკოლაში. თუ შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოითხოვოს მოსწავლის პირადი საქმე. საკასაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ დაბადების ჩანაწერის ბათილად ცნობით ნ--------------–---–ს ზიანი არ ადგება. საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ--------------–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ და სარგებლობს 2008 წლის 2- მარტს გაცემული პასპორტით, რომელიც 2008 წლის 1--------ს გაცემული პირადობის მოწმობას ემყარება და მასში ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--------- წელია მითითებული. საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის წარმომადგენლის მოსაზრება მასზედ, რომ ნ--------------–---–ს საზღვარგარეთ ყოფნისას და გადაადგილებისას, ასევე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეექმნას, რაც ადასტურებს მის უშუალო და კანონიერ ინტერესს სადავო ჩანაწერის აღდგენასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატამ სააპელაციო პალატას დაავალა გამოეკვლია, ხომ არ არსებობს საქართველოში ნ--------------–---–ის სახელზე გაცემული სხვა დოკუმენტებიც, მაგალითად, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, მართვის მოწმობა ან სხვა მსგავსი და რა მონაცემებია მასში ასახული მოსარჩელის შესახებ, რაც სასამართლოს გაუადვილებდა ნ--------------–---–ის დაბადების თარიღის თაობაზე სწორი ინფორმაციის შეგროვებას.

 

4.23. საკასაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე, სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის კ--–------ საშუალო სკოლიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი 1--------–წ). ასევე, იმავე საოქმო განჩინებით, გარდაბნის რაიონის სოფელ კ--–----იდან გამოთხოვილი იქნა საკომლო წიგნის ჩანაწერები კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ის და რ--------- ნ-------–---–ის ოჯახთან დაკავშირებით 1--- წლიდან 1980 წლის ჩათვლით, კომლის წევრთა დაბადების თარიღის მითითებით.

 

4.2-. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 15 თებერვლის №M---------------- წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ სკოლის მოსწავლეების პირადი საქმეების სამინისტროს არქივში დაცული არ არის. ასევე, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კ--–------ საჯარო სკოლის 2018 წლის 16 აპრილის №M---------------- წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ მოქალაქე ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი 1--------–წ) სკოლაში არ იძებნება. ამდენად, ცალსახაა, რომ ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის მოსწავლის პირადი საქმე (სწავლის პერიოდი 1--------–წ) სკოლაში არ იძებნება და არ არის დაცული, რის გამოც შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ წელს შევიდა ნ--------------–---–ი სოფელ კ--–------ საჯარო სკოლაში, რომელ საგნებში რა ნიშნებზე სწავლობდა, რომელ წელს დაამთავრა სკოლა და ა.შ. ამასთან, წერილს თან ერთვის სოფელ კ--–------ საშუალო სკოლის განათლების ატესტატების გაცემის წიგნის დამოწმებული ასლი, იმის დასადასტურებლად, რომ ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ის სახელზე 1-------- სასწავლო წელს გაცემულია ატესტატი. თუმცა, მითითებული წიგნის მეორე გვერდზე დგინდება, რომ ნ----- კ----–--ს ა----– ნ-------–---–ზე გაცემულია დუბლიკატი, ამასთან, იმავე დოკუმენტში, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებმაც ატესტატები მიიღეს და მითითებულია მათი დაბადების რიცხვი, თვე და წელი, ნ--------------–---–ის გრაფაში ასეთი მონაცემები - მისი დაბადების თვე, რიცხვი და წელი საერთოდ არ არის მითითებული. ასევე, სხვა მოსწავლეებისაგან განსხვავებით, რომლებთან დაკავშირებითაც მითითებულია, თუ რომელ მოსწავლეს სხვადასხვა საგნებში რა ნიშნები გამოჰყვათ, ნ--------------–---–ის მიმართ ასეთი მონაცემებიც საერთოდ არ არის დაფიქსირებული.

 

4.25. სააპელაციო პალატა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 15 თებერვლის №1------- წერილზე (მომართვა) სააპელაციო სასამართლოს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის ს-------–----ის სასოფლო საბჭოს სოფელ გ------ის (დოკუმენტში ასეა მითითებული) 1----1--- წლების, ასევე 1-------- და 1----1--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში კომლის უფროსად მითითებულია კ----–-- ვ-–--------ის ძე ნ-------–---–ი, დაბადებული 0--------- წელს. მისი კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ცოლი რ--------- ა-----ის ა----–- ნ-------–---–ი, დაბადებული 2-----1--- წელს და 2. შვილი ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი, დაბადებული 1--------- წელს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული 1----1---, 1-------- და 1----1--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები ცალსახად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ნ----- კ----–--ს ა----–- ნ-------–---–ი დაბადებულია არა 1---, არამედ 1--- წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია, რომ 1--- წელს დაბადებული მოსარჩელე მოხვედრილიყო მის დაბადებამდე არსებულ 1----1---, 1-------- და 1----1--- წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებში.

 

4.2-. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკასაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ დაბადების ჩანაწერის ბათილად ცნობით ნ--------------–---–ს ზიანი არ ადგება. საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ--------------–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ და სარგებლობს 2008 წლის 2- მარტს გაცემული პასპორტით, რომელიც 2008 წლის 1--------ს გაცემული პირადობის მოწმობას ემყარება და მასში ნ--------------–---–ის დაბადების თარიღად 1--------- წელია მითითებული. საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის წარმომადგენლის მოსაზრება მასზედ, რომ ნ--------------–---–ს საზღვარგარეთ ყოფნისას და გადაადგილებისას, ასევე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეექმნას, რაც ადასტურებს მის უშუალო და კანონიერ ინტერესს სადავო ჩანაწერის აღდგენასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო ჩანაწერის გაუქმებით შესაძლებელია ზიანი ნამდვილად მიადგენს ნ--------------–---–ს იმით, რომ გაუქმდეს სადავო (1--- წლის დაბადების აქტის ჩანაწერის) საფუძველზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მის საფუძველზე გაცემული სხვა დოკუმენტებიც, მაგრამ, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ, თუ ეს აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის არა ნებისმიერ ინტერესს, არამედ მხოლოდ კანონით დაცულ უფლებას, ან კანონიერ ინტერესს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არსებობს სადავო სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი, ამიტომ გაზიარებული ვერ იქნება არგუმენტი იმის შესახებ, რომ სადავო უკანონო სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში, თუ ბათილად იქნება ცნობილი მის საფუძველზე გაცემული დოკუმენტებიც (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და ა.შ), ამით მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს მიადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.

 

4.27. აპელანტის წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ--------------–---–ს 1--- წელს გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე აღებული აქვს ატესტატი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რითაც იგი დღესაც გადაადგილდება და შესაბამისად, აპელანტს აქვს მის მიმართ კანონიერი ნდობა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. პირველ რიგში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კანონის ჩანაწერზე იმის შესახებ, რომ კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ნ--------------–---–ის დაბადების შესახებ არსებობს ორი სრულიად განსხვავებული სააქტო ჩანაწერი, რაც უდავოდ ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ჩანაწერი (სააპელაციო პალატის მოსაზრებით 1--- წლის სააქტო ჩანაწერი) გაცემულია სწორედ დაინტერესებული პირების, სადავარაუდოდ მოსარჩელის მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის, არასწორად მიწოდებული მონაცემის საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ნ--------------–---–ს 1--- წლის სააქტო ჩანაწერის მიმართ ვერ ექნება კანონიერი ნდობა, ვინაიდან იგი გაცემულია დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების შედეგად. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, თუნდაც აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას იმ შემთხვევაში, თუ იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ დაბადების აქტის ორი ჩანაწერიდან გაუქმდება აშკარად კანონიერი სააქტო ჩანაწერი და ძალაში დარჩება მეორე უკანონო სააქტო ჩანაწერი მხოლოდ იმის გამო, რომ ის წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს და მოსარჩელეს კანონიერი ნდობა აქვს მის მიმართ, ამ შემთხვევაში ადგილი ექნება სახელმწიფო და თუნდაც საზოგადოებრივი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას, ვინაიდან ასეთი რამ არ გამომდინარეობს არც საქართველოს კანონმდებლობის მიზნებიდან და არც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 2- (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე