განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.11.2018
საქმის ნომერი
330310017002027799
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002027799 (3ბ/326-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (უფლებამონაცვლე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური)

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ----- ჯ--------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ----- ჯ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დ----- ჯ--------ესთან მიმართებაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანებით მსჯავრდებული დ----- რ------ ძე ჯ--------ე №-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

2.2. დ----- ჯ--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - დ----- ჯ--------ის ღია დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ხელმოწერილია მინისტრის მოადგილის ზ----- მ-----–---–ის მიერ, დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის M---------------- მიმართვის თანახმად, №- დაწესებულებიდან სხვა რომელიმე დაწესებულებაში დ----- ჯ--------ის გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია.

 

2.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 28 ივლისის M------- 0------- მიმართვის თანახმად, №-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 19 სექტემბრის №2----------- წერილი, რომელიც საფუძვლად დაედო №1---- ბრძანების გამოცემას, რის თანახმადაც დ----- ჯ--------ე №-- დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- დაწესებულებაში არის ოპერატიული ინფორმაცია და გრიფით ,,საიდუმლო”. საიდუმლოების შემცველი ინფორმაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში მისი შინაარსი არ აისახება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №1------, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. პატიმრობის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას. კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება. კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის თანდართული დებულება. აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის დირექტორი განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი, გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებას.

 

2.7. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანებით მსჯავრდებული დ----- რ------ ძე ჯ--------ე №-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ----- ჯ--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დ----- ჯ--------ის ღია დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ხელმოწერილია მინისტრის მოადგილის ზ----- მ-----–---–ის მიერ, დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების კანონიერების მიზნით წარდგენილი ადმნინისტრაციული საჩივრის განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო იგივე პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემაში, რაც კანონშეუსაბამოა და რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციულ საჩივარზე მსჯელობა უნდა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, იმის გათვალისწინებით, რომ დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციულ საჩივარზე იმსჯელა იმ პირმა, ვის მიერაც იყო მიღებული ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე საქმეში წარმოდგენილია ცნობები დ----- ჯ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას დ----- ჯ--------ის ადმინისრტრაციული საჩივარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის - ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანებაზე, ასევე გამოკვლეული უნდა იქნას, დ----- ჯ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად არის შესაძლებელი მისი იმ ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსება, სადაც განთავსებულია, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- ჯ--------ესთან მიმართებაში.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დ----- ჯ--------ესთან მიმართებაში.

 

2.10. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №1------, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, დ----- ჯ--------ის ნახევრადღია დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისმხობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას. აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. აღნიშნული ნორმების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მითითებული გარემოებები გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლებია. ამავე კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად ცნო მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა არასწორედ შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები. მოსარჩელე ითხოვდა სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც დ----- ჯ--------ე სასჯელის მოსახდელად N-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა N- პენიტენციურ დაწესებულებაში. სამინისტრომ სასამართლოს წარუდგინა მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია, რაც გახდა აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული ბრძანება დატოვა ძალაში და ბათილად ცნო მხოლოდ ის აქტი, რომლითაც დ----- ჯ--------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ აქტის ხელმომწერი არის ზ----- მ-----–---–ი, იგი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამოკვლეულია ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა 2017 წლის 19 სექტემბრის N1---- ბრძანების მიღებაზე, ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 ივნისის აქტი (რომლითაც მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე) ხელმოწერილია ზ----- მ-----–---–ის მიერ, რაიმე უარყოფით გავლენას არ ახდენს დ----- ჯ--------ეზე.

 

3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს არ გააჩნდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხოლოდ ფორმალური მხარე არ უნდა გამხდარიყო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. სამინისტროს პოზიცია დადასტურებული იყო არაერთი უტყუარი მტკიცებულებით. აპელანტი მიუთითებს პატიმრობის კოდექსის 46.2 მუხლზე, რომლის თანახმად, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში, მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი, მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი დაუფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმომწერი არის იგივე პირი, რომლის მიერაც არის გამოცემული 2017 წლის 19 სექტემბრის N1---- ბრძანება, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 22 ივნისის წერილს ხელს აწერს მინისტრის მოადგილე და არა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს დაინტერესების შემთხვევაში, წარმოდგენილი იქნება სამინისტროში არსებული ის ოპერატიულ-საიდუმლო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულ დ----- ჯ--------ის N- დაწესებულებაში გადაყვანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანებით მსჯავრდებული დ----- რ------ ძე ჯ--------ე №-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

4.3. დ----- ჯ--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება - დ----- ჯ--------ის ღია დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ხელმოწერილია მინისტრის მოადგილის ზ----- მ-----–---–ის მიერ, დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

4.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 28 სექტემბრის M---------------- მიმართვის თანახმად, №- დაწესებულებიდან სხვა რომელიმე დაწესებულებაში დ----- ჯ--------ის გადაყვანა უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია.

 

4.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 28 ივლისის M------- 0------- მიმართვის თანახმად, №-- პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 19 სექტემბრის №2----------- წერილი, რომელიც საფუძვლად დაედო №1---- ბრძანების გამოცემას, რის თანახმადაც დ----- ჯ--------ე №-- დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- დაწესებულებაში არის ოპერატიული ინფორმაცია და გრიფით ,,საიდუმლო”. საიდუმლოების შემცველი ინფორმაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში მისი შინაარსი არ აისახება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.6. სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4.9. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. პატიმრობის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას და პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება; ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას. კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება. კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მის მიერ დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევის გამო, მისი ავადმყოფობის გამო ან/და რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, ლიკვიდაციისას ან გადატვირთულობისას, ან ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, ან სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას ან/და მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. მსჯავრდებულის რისკების შეფასებას და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდი. მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი და პირობები, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის თანდართული დებულება. აღნიშნული დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ”მ” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის დირექტორი განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი, გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებას.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანებით მსჯავრდებული დ----- რ------ ძე ჯ--------ე №-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დ----- ჯ--------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება დ----- ჯ--------ის ღია დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადებაში ან გამოცემაში. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ხელმოწერილია მინისტრის მოადგილის ზ----- მ-----–---–ის მიერ, დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ზ----- მ-----–---–ის 2016 წლის 19 სექტემბრის №1------ ბრძანების კანონიერების მიზნით წარდგენილი ადმნინისტრაციული საჩივრის განხილვასა და მასზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო იგივე პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასა და გამოცემაში, რაც კანონშეუსაბამოა და რის გამოც სწორად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 22 ივნისის M------- 0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო დ----- ჯ--------ის ადმინისტრაციულ საჩივარზე მსჯელობა დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე