განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100118002336204
საქმე №1ბ/1077-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ელენე ომანიძის მდივნობით,პროკურორის: გ------------–---–---–ის
ადვოკატის: ი--------------–---–ის
მსჯავრდებულის: ი-----–-----------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–-----------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------- პ/ნ 4----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქ----–--------–--------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენით, ი-----–-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლისა და 6(ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2017 წლის 19 დეკემბრიდან.
ი-----–-----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი, პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 დეკემბერს ქ----–-–-------------–-------------ში ი-----–-----------მა ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა მ-----–---------ესთან, რომელიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ი-----–-----------ი არაერთხელ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რა დროსაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში დატოვება.
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ი-----–-----------ის ბრალეულობის დამადასტურებელი შეთანახმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. ი-----–-----------ს მ-----–---------ესთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. ხოლო, რაც შეეხება მის სხეულზე მიყენებულ დაზიანებებს, მსჯავრდებულმა არ უარყო, რომ კონფლიქტის დროს რამდენჯერმე დაარტყა ხელი დაზარალებულს სხვადასხვა ადგილას.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა მ-----–---------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქალაქ ვა-–-–-------------–----------- მდებარე რამოდენიმე ბინიან საცხოვრებელ კორპუსში, მე---------------–---. მის ოთახსა და გარეთ შესასვლელ კარს შორის არის დერეფანი, რომელიც არ იკეტება და ღამე მას ხის მორებით ამაგრებს. თავდაპირველად 2017 წლის ოქტომბერში, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მასთან მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-----–-----------ი, რომელმაც უთხრა, რომ დაემყარებინათ სქესობრივი კავშირი. მოწმემ აღნიშნულზე უარი განუცხადა, სახლიდან გაიქცა და ი-----–-----------ს უთხრა მასთან აღარასდროს დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ 2017 წლის 19 დეკემბერს დაახლოებით ღამის 3 საათზე დაზარალებული გააღვიძა შემოსასვლელ კარზე ბრახუნის ხმამ. იგი შეეცადა ტელეფონზე დარეკვას, მაგრამ ვერ მოახერხა და საძინებელი ოთახის კარს უკან დაიმალა. ვიღაც კარს აწვებოდა, შეამტვრია საკეტი, რომელიც საძინებლის კარს აქვს შიგნიდან და შევიდა ოთახში. სახეზე იცნო, რომ იყო ი-----–-----------ი, ნასვამ მდგომარეობაში. ამ უკანასკნელმა კვლავ მოსთხოვა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, მაგრამ მოწმე კატეგორიულ უარზე იყო, გავიდა დერეფანში, აიღო შეშა და თავში ჩაარტყა. თუმცა, ი-----–-----------მა ძალით მიიყვანა საწოლთან და დაუწყო ტანსაცმლის გახდა. მოწმე უწევდა წინააღმდეგობას, რის გამოც ა--------- სცემდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში, პირზე აფარებდა ხელს და თან ემუქრებოდა ხმა არ ამოეღო, თორემ მოკლავდა. ბრალდებულმა მ-----–---------ეს გახადა წელს ქვემოთ და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი გაუკუღმართებული ფორმით. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ჩხუბის დროს წაიქცნენ და იქვე მდგომ რკინის ვედროზე დაეცნენ, რომელმაც განიცადა დეფორმაცია. წასვლისას ბრალდებულმა უთხრა, რომ კარი არ დაეკეტა, ღვინოს მოიტანდა და დაბრუნდებოდა, თუმცა აღარ მოსულა. ასევე გააფრთხილა მომხდარი ფაქტის შესახებ თუ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა.
დაზარალებულის განმარტებით ი-----–-----------ის ქმედებებიდან გამომდინარე მას შეეშინდა მუქარის სისრულეში მოყვანის. ვინაიდან მან არ იცოდა ტელეფონის ნომერი, სადაც შეიძლებოდა განეცხადებინა მომხდარი დანაშაულის შესახებ, იგი დაელოდა გათენებას და დილით მივიდა სამართალდამცავ ორგანოში.
პალატა განმარტავს, რომ იმ კატეგორიის დანაშუალისათვის, რისთვისაც ი-----–-----------ს მსჯავრი დაედო, ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, რამდენიმე პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება გარკვეულწილად, ობიექტურად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. მ-----–---------ემ დამაჯერებლად და სრულყოფილად აღწერა 2017 წლის 19 დეკემბერს ღამის საათებში განვითარებული მოვლენები. დაზარალებულს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია არცერთი შეუსაბამო განცხადება, რაც თავის მხრივ პალატას მისი ჩვენების ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა.
დაზარალებულის ჩვენება ურთიერთშესაბამისობაშია და გამყარებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი მტკიცებულებით.
2017 წლის 19 დეკემბერის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ----–-–-------------–---------ში. კორპუსი არის ო------------–----- მე---------------–--- განთავსებულია ოთახები, სადაც ერთ-ერთი ოთახი დაკავებულია მ-----–---------ის მიერ. მ-----–---------ის საცხოვრებელ სახლში შესასვლელში არის ორფრთიანი კარი ხის მასალისგან დამზადებული, კარის ორი მინა არის ჩამტვრეული და მის ადგილზე შიგნიდან გაკეთებულია ქაღალდის ნაჭრები, ხოლო გარედან ლითონის ფირფიტა. აღნიშნული კარი შედის დიდი ზომის დერეფანში, სადაც დაჭრილია ხის ტოტები და ფიცრები. დერეფნიდან დასავლეთის მხარეს არის ერთფრთიანი ხის შესასავლელი კარი, რომელიც შედის მ-----–---------ის საცხოვრებელ ოთახში. ოთახს დასავლეთის მხარეს აქვს ფანჯარა, ჩრდილო დასავლეთ მხარეს არსებული ფანჯარა დალუქულია ხის ფიცრებით, ხოლო სამხრეთ დასავლეთ მხარეს ფანჯრიდან გაყვანილია შეშის ღუმელის მილი. ოთახში არის ერთი რკინის საწოლი, მდივანი, გაზის პატარა ზომის ბალონი და აღმოსავლეთის მხარეს კედელზე გაკრულია ხატები. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ნაქსოვი თავშალი, დაჭეჭყილი ვედრო, 5 ცალი საწუწნი კანფეტი, დივანზე არსებული გადასაფარებელი, დივანზე არსებული ცხვირსახოცი, მ-----–---------ის საცხოვრებელი ოთახის კარის დაზიანებული საკეტი, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მ-----–---------ემ მიუთითა საცხოვრებელი სახლის კარზე გარედან მიმაგრებული ქაღალდის და ლითონის ფირფიტაზე, რომელიც გადასწია ი-----–-----------მა და გააღო კარი; მიუთითა კარის შიდა საკეტზე, რომელიც იყო გადაწეული ძალის გამოყენებით ი-----–-----------ის მიერ. ასევე ხის ჯირკებზე, რომლებიც მიწყობილი ჰქონდა გარეთა კარზე; აჩვენა ადგილები, სადაც ი-----–-----------ს ფიცრის ნაჭერი ჩაარტყა თავში და სადაც ჯიკაობის დროს ის და ი-----–-----------ი დაეცნენ ვედროზე, რომელიც დაზიანდა, მიუთითა საძინებელ ოთახში არსებულ დივანზე, სადაც ი-----–-----------მა დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.
2017 წლის 19 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ მ-----–---------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი (მარჯვენა მხრის ქვემო მესამედში და მარცხენა მხარზე) მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 19 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–-----------ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი (მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე) და ნაჭდევი (მარჯვენა სხივ-მაჯაზე) მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 16 იანვრის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–-----------ის სპორტულ ზედა ჩასაცმელზე აღმოჩენილ მოთეთრო ფერის შალის ბოჭკოებს და მ-----–---------ის როლინგის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები.
მ-----–---------ის სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ ღია ნარინჯისფერი ბამბის ბოჭკოებს და ი-----–-----------ის სპეცტანსაცმლის-კომბინიზონის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
2018 წლის 29 იანვრის საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N------- ტრასოლოგიური დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ობიექტს - ლითონის სათლს აღენიშნება დაზიანების კვალი ძლიერი დეფორმაციის, რომელიც არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ საქმის გარემოებას და იგი შესაძლებელია მიყენებული იყოს ერთი კონკრეტული შემთხვევის შედეგად, რაიმე წონადი საგნის სათლის ზედაპირზე გვერდიდან ზემოქმედების შედეგად (როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის სხეული).
გამოსაკვლევ ობიექტს - ქ----–-–-------------–--------ში მცხოვრები მ-----–---------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის შესასვლელ კარს რაიმე დაზიანებები გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღენიშნება, ხოლო კარის საკეტი მექანიზმის მთლიანობა დარღვეულია ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიყენებულია კარის გარედან შიგნით მიმართულებით, იგი არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ საქმის გარემოებას და შესაძლებელია მიყენებულია ერთი კონკრეტული შემთხვევის დროს - კარის ზედაპირზე გარედან შიგნით ზემოქმედების შედეგად.
2018 წლის 02 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მ-----–---------ის საშოდან აღებული ნაცხი (ობ. N1; პაკეტში წარწერით: „მ-----–---------ის ნერწყვის ნიმუში და მ-----–---------ის საშოდან აღებული ნიმუში“ მოთავსებული კონტეინერი წარწერით: „ზ-------------–------------ საშოდან“) შეიცავს სპერმას, რომელიც ეკუთვნის ი-----–-----------ის (ობ. N25; პაკეტი, წარწერით: „ი-----–-----------ის ნერწყვის ნიმუში"), გენეტიკური პროფილი იდენტურია;
პაკეტში, წარწერით „მ-----–---------ის ტანსაცმელი“ შარვლის უკანა ზედა მესამედში არსებული ლაქა (ობ.N4) შეიცავს სპერმას, ხოლო მარჯვენა ტოტზე არსებული ლაქა (ობ.N5) სპერმას არ შეიცავს. ობ.N4–ის გენეტიკური პროფილი შერეულია. რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი და ობ.N5–ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–---------ეს (ობ.N26), ხოლო ობ.№4-ის მინორული წილი ეკუთვნის ი-----–-----------ს (ობ. N25). პაკეტში მოთავსებულ ქვედა საცვლის შიდა ზედაპირზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე უბნები (ობ. N6) შეიცავს სპერმას, ხოლო საცვლის გარეთა ზედაპირზე უბის მიდამოში არსებული სუსტი ფლუორესცენტული ნათების მქონე უბნები (ობ. N7) სპერმას არ შეიცავს. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–-----------ს (ობ. N25), ხოლო ობ. N6-ის მინორული წილი და ობ. N7-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–---------ეს (ობ.N26). პაკეტში მოთავსებულ სვიტერზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი შერეულია. რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–-----------ს (ობ. N25), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის მ-----–---------ეს (ობ. N26). პაკეტში მოთავსებულ ქსოვილზე არსებული ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქები (ობ. N9) შეიცავს სპერმას. ობ. N9–ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი-----–-----------ს (ობ. N25), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის მ-----–---------ეს (ობ. N26).
პაკეტში, წარწერით: „ი-----–-----------ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N19ა) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის მ-----–---------ეს (ობ. N26), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ი-----–-----------ს (ობ.N25). ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N20) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----–---------ეს (ობ. N26).
2018 წლის 28 მარტის N--------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ-----–---------ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან შარვალზე აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება. ყელიან სვიტერზე, აზღუდზე, ტრუსზე, კაშნეზე დაზიანებები არ აღინიშნება. ქსოვილის ფრაგმენტი ხასიათდება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანებებით, რომელთა მორფოლოგია არ გამორიცხავს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას.
ამდენად, ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა არაერთი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომლებიც ამყარებენ დაზარალებულ მ-----–---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და თავის მხრივ ეჭვის ქვეშ აყენებენ მსჯავრდებულ ი-----–-----------ის პოზიციას, რომელმაც თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მ-----–---------ესთან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. მასთან დაუკითხავად მიდიოდა კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. 2017 წლის 19 დეკემბრის ღამესაც დაუკითხავად იყო მისული მ-----–------, ნასვამ მდგომარეობაში. იცოდა მისი ბინის კარი როგორც იღებოდა და თავისუფლად შევიდა. მასთან ნამდვილად ჰქონდა სქესობრივი კავშირი, თუმცა ურთიერთობა იყო ნებაყოფლობითი, ძალა არ გამოუყენებია და არც არანაირი მუქარა მ-----–---------ის მიმართ არ განუხორციელებია.
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტებები არ არის დამაჯერებელი, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ რამდენიმე უტყუარ გარემოებას, რომელთა ანალიზის შედეგად იმთავითვე ბათილდება დაცვის მხარის პოზიცია ი-----–-----------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებული აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორ იღებოდა მ-----–---------ის სახლის კარი, აღებდა და შედიოდა თავისუფლად, საქმეზე წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მ-----–---------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის კარის საკეტი მექანიზმი დაზიანებულია კარის გარედან შიგნით მიმართულებით ზემოქმედების შედეგად. ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ი-----–-----------ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი, მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, რომ იგი ი-----–-----------ოს არ აძლევდა სქესობრივი კავშირის დამყარების საშუალებას და უწევდა აქტიურ წინააღმდეგობას.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, მ-----–---------ის შარვლის უკანა მხარეს, ზედა მესამედში ფიქსირდება ლაქა, რომელიც შეიცავს სპერმას და რომლის მინორული წილი ეკუთვნის ი-----–-----------ს. აღნიშნული კი კიდევ უფრო ამყარებს მ-----–---------ის ჩვენებას, სადაც ის მიუთითებს, თუ რა ფორმით დაამყარა სქესობრივი კავშირი ი-----–-----------მა.
დაცვის მხრის მტკიცებით, მსჯავრდებულს და დაზარალებულს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა, რაც საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ იქნა დადსტურებული. თუმცა, ასეც რომ იყოს, ეს გარემოება ნამდვილად არ გამორიცხავს ი-----–-----------ის მიერ მ-----–---------ის გაუპატიურების ფაქტს.
პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მტკიცებულებათა შეფასება მოხდა ობიექტურად და კანონიერად. საქმეში არსებული ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ი-----–-----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ი-----–-----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ი-----–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
4.მსჯავრდებულ ი-----–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- მ-----–---------ის ტანსაცმელი: ერთი ცალი წითელი ფერის აზღუდი, ქვედა საცვალი-ტრუსი, ჯემპრი, ე.წ „პიჟამოს შარვალი", ნაქსოვი თავსაფარი, ერთი ცალი თეთრი ფერის ნაჭერი ,რომელიც ინახება შ-------––---------------– სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–---------ეს.
- ი-----–-----------ის ტანსაცმელი: სპორტული შარვალი, სპორტული ზედატანი და სტაფილოსფერი კომბინიზონი, რომელიც ინახება შ-------––---------------– სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-----–-----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- მ-----–---------ის ნაცხის, ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუში, ასევე ი-----–-----------ის ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუშები, ხუთი ცალი კანფეტი, რომელიც ინახება შ-------––---------------– სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- საქმეზე ამოღებული ცხვირსახოცი, თავშალი, ლითონის ნაჭერი, რომელიც ინახება შ-------––---------------– სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ-----–---------ეს.
7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი