განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
330100117002200830
ინსტანცია
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100117002200830

საქმე №1ბ/1118-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

ელენე ომანიძის მდივნობით,პროკურორის:კ-------------ს

ადვოკატის: ნ--------------ის

მსჯავრდებულის:პ------------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ პ------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, პ----- ლ----ს ძე კ-----------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------–-------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით, პ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით;

მსჯავრდებულ პ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ოქტომბრიდან.

პ------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 2:15 საათზე, თბილისში, გ-–--------------------–------------------------------ში, პ------------------მა სახლის დაწვის მიზნით, განზრახ წაუკიდა ცეცხლი ამავე ბინაში არსებულ სხვადასხვა ნივთს, რის შედეგადაც სრულად დაიწვა მ-----–--------ის კუთვნილი ბინა, ხოლო ნაწილობრივ დაზიანდა ამავე კორპუსში მდებარე: ს-----–-------------ს კუთვნილი N3-ე, ნ-----–------–----–---–ის კუთვნილი N9-ე, ნ-----------–-–---–ის კუთვნილი N12-ე და ლი----------–---ს კუთვნილი N5-ე საცხოვრებელი ბინები.

პ------------------ის ქმედებით, მ-----–--------ეს მიადგა 25 520 ლარის ქონებრივი

ზიანი, ს-----–-------------ს - 3 000 ლარის ქონებრივი ზიანი, ნ-----–------–----–---–ს - 1.480 ლარის ქონებრივი ზიანი, ნი-----------–-–---–ს - 1.280 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო ლ----------–--ეს - 300 ლარის ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოში კი დაცვის მხარემ, დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ მსჯავრდებულს ქმედება ჩადენილი ჰქონდა გაუფრთხილებლობი, და ითხოვდა მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირებას შესაბამისი მუხლით.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი გამოტანილია მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით და საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულების და მოწმე მ-----------------–---–ის ჩვენებებს, რომლებიც უშუალო თვითმხილველები არ არიან და შესაბამისად, მათი ჩვენება განხილული უნდა იქნეს ირიბი მტკიცებულების ჭრილში. ამასთან, პ------------------ის მხრიდან გაუფრთხილებლობით მოხდა სხვისი ნივთის დაზიანება, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება, რომ პ------------------მა ბრალად შერაცხული ქმედება განზრახ ჩაიდინა, საქმეში არ არსებობს.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც პირდაპირ მიუთითეს მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----------------–---–მა განმარტა, რომ პ------------------ი ცხოვრობდა მის გვერდით მეზობლად. 2017 წლის 8 ოქტომბერს, პ------------------მა ღამის საათებში დაუკაკუნა კარზე და სთხოვა დახმარება, რადგან ცუდად იყო. შევიდა მასთან სახლში და მალევე გამოვიდა სასწრაფოს გამოსაძახებლად, ვინაიდან პ------------------ს სახლში არ ჰქონდა ტელეფონი. უკან მიბრუნებისას, დაინახა ლოჯიასა და სამზარეულოს შორის განთავსებულ ლინოლეუმზე მოკიდებული ცეცხლი. პ------------------ს ცეცხლის ჩაქრობა არ უცდია, პირიქით, სანთებელას გამოყენებით ცდილობდა ფარდისთვის ცეცხლის მოკიდებას. ის გაღიზიანებული იყო დედაზე და აცხადებდა, რომ დედა არ ენდობოდა მას. ლინოლეუმზე გაჩენილი ცეცხლი ჩააქრო თავად და მას შემდეგ, რაც პ-----სთან მივიდნენ მისი მეგობრები, დაბრუნდა სახლში. მოგვიანებით, სადარბაზოში გამოსულმა დაინახა, თუ როგორ გამოდიოდა ძლიერი ცეცხლი პ------------------ის ბინიდან. ვინაიდან იყო ძლიერი კვამლი, ვერ ახერხებდა გარეთ გასვლას. მოწმის განმარტებით, პ------------------ის სახლში ცეცხლის გაჩენა არ იყო პირველი შემთხვევა. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე პ------------------ის ბინაში ადგილი ჰქონდა ხანძრის გაჩენას.

პალატას არ გააჩნია არავითარი საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულების ჩვენებებში. დაზარალებულ ნ-----–------–----–---–ის ჩვენებით დასტურდება პ------------------ის განზრახვა, რომ მას ნამდვილად სურდა სახლში ცეცხლის გაჩენა.

დაზარალებულ ნ-----–------–----–---–ის ჩვენებით, პ----- კ-----------ი ცხოვრობდა მის მეზობლად, ერთი სართულით ქვემოთ. ბინა, რომელშიც პ----- ცხოვრობდა წარმოადგენდა თუ არა მის საკუთრებას, მისთვის უცნობია. ბინიდან, პ------------------ის იქ ცხოვრების პერიოდში, ხშირად გამოდიოდა ხმაური. მოწმის განმარტებით, ხანძრის გაჩენის წინა დღეს ფანჯრიდან გაიგო პ------------------ის ნათქვამი, რომელიც იმუქრებოდა „სანამ ამ სახლს არ დავწვავ, ისე აქედან არ წავალო“.

2017 წლის 8 ოქტომბერს, ღამის საათებში, საძინებელ ოთახში გასვლისას დაინახა მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებზე ამოსული ალი. შეეცადა გარეთ გასვლას და ქვევით ჩასვლას, მაგრამ ვინაიდან იყო ძლიერი ხანძარი, ჩასვლა ვერ შეძლო და ავიდა ზედა სართულზე, სადაც გახდა შეუძლოდ. დაზარალებულის განმარტებით, ცეცხლი ამოდიოდა პ------------------ის საცხოვრებელი ბინიდან.

ანალოგიური შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმა: მ-----–--------ემ; ს-----–-------------მ; ლ----------–--ემ და ნ-----------–-–---–მა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მას თითქოს სიგარეტის მოწევის პროცესში ჩაეძინა და სავარაუდოდ ანთებული სიგარეტი ჩაუვარდა ტახტის უკან, რამაც გამოიწვია ხანძარი.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ვ-–--------------ემ, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასვნის სისწორე უჩვენა, რომ ექსპერტ პ------ წ--–---–--ესთან ერთად გასცა სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის N-------- და N-------- დასკვნა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის ნაწილში, ასევე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რითაც დადგინდა, რომ დამწვარი ბინა მდებარეობდა გლდანის „-----------------–----------------------------------ში, ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე. დამწვარი ბინის ფასადის ფანჯრებიდან გამოსული არასრული წვისას წარმოქმნილი წვადი პროდუქტის დანაშრევი აღინიშნებოდა კორპუსის ბოლო სართულამდე, რაც მიანიშნებდა იმ გარემოებას, რომ სახლში იყო დიდი რაოდენობით წვადი მასალა, ხოლო შავი ფერის სქელი დანაშრევი დამახასიათებელია ნავთოპროდუქტების შემცველი მასალებისთვის. ბინის დათვალიერების დროს დადგინდა, რომ ხანძრისგან მთლიანად დაზიანებულია ბინა, ხოლო განსაკუთრებით დაზიანებულია მისაღები ოთახი და ლოჯია. თერმული ზემოქმედებით, ასევე დაზიანებულია სადარბაზო. სამზარეულო ოთახი ნაწილობრივ გადარჩენილია თერმული ზემოქმედების დაზიანებისაგან და ჩანს, რომ ბუნებრივი აირის მილის ონკანის ბერკეტი დაკეტილია, ამასთან გაზიც რომ ყოფილიყო ჩართული ხანძარში მსგავსი სურათი არ იქნებოდა, რადგანაც გაჟონვის ადგილზე მილები იქნებოდა დამწვარი. მისაღებ ოთახში და ლოჯიაში, მიუხედავად თანაბარი თერმული ზემოქმედების ინტენსივობისა, ხანძრის კერისთვის დამახასიათებელი ნიშნები მდებარეობს მისაღებ ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს. ნიშები კი გამოიხატება მისაღები ოთახის კარის ღიობზე, გარედან წვადი მასალის მეტი დანაშრევისა და დაზიანების სახით, ხოლო ოთახში მეტი ინტენსიური თერმული ზემოქმედების სახით. ხანძრის კერის ზონაში და მიმდებარედ, არ ფიქსირდებოდა ელექტროსადენები და მომხმარებლები, რომლებზეც იქნებოდა ელექტროტექნიკური მიზეზით გამოწვეული დაზიანებების კვალი. შესაბამისად, ხანძრის გაჩენა ელექტროტექნიკური მიზეზით გამოირიცხა. მოწმის განმარტებით, ანთებული სიგარეტის დაცემას მართალია შესაძლოა გამოეწვია ცეცხლი, მაგრამ სიგარეტის დაცემის შედეგად გამოწვეული ცეცხლის შემთხვევაში იქნებოდა სხვა სურათი, როგორც ცეცხლის კერების, ისე საერთო სურათის და დამწვრობის ხარისხთან მიმართებით. შემთხვევის ადგილზე არსებული თერმული ზემოქმედების დათვალიერების საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის კერის ზონა მდებარეობდა მისაღებ ოთახში შესასვლელი კარიდან მარცხენა მხარეს. ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტების, შემთხვევის ადგილის დათვალიერება-გამოკვლევისა და ხანძრის გაჩენის კერის ზონის ადგილმდებარეობის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან, შესაძლოა ნავთობპროდუქტთან.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტ პ------ წ--–---–--ის ჩვენებით დგინდება, რომ ქიმიური კვლევის ნაწილში, რომლის მიხედვითაც, ქიმიური მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებულ საკვლევად წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი.

პალატა აანალიზებს, რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ისინი სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მათ სანდოობასა და უტყუარობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პ------------------ის ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.მსჯავრდებულ პ------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. პ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.მსჯავრდებულ პ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 8 ოქტომბრიდან.

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ პ------------------ის მიმართ გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

-შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნერწყვის ნიმუშები, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო კომპიუტერული დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

7.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი