განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
180100116002514262
ინსტანცია
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100116002514262

საქმე №1ბ/761-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ნანა უნდილაშვილის, ლელა ბახტაძის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-----–--–--ის

გამართლებულის: ნ-----------–---–-ს

ადვოკატის: ა-–-----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №032251215002) ნ-----------–---–-ს მიმართ. ნ-----------–---–- დაბადებულია 1--- წლის 5 აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნომერი 3----------- ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–----ის რაიონი, სოფელი წ---------.

 

წარდგენილი ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდებით:

2015 წლის მაისში კ-----------–---–მა მ----------------სგან იყიდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 5900 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ში და კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა საკუთრებაში. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ ნაკვეთს ფლობს ნ-----------–---–-, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა კ-----------–---–ის მიერ ნაკვეთის ყიდვის გამო და აცხადებდა, რომ ამ ნაკვეთის ნაწილი მას ეკუთვნოდა. 2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ნ-----------–---–მა დაიქირავა ტრაქტორი საკუთარი მიწის ნაკვეთის მოსახნავად და კ-----------–---–ს დაუზიანა და გაუნადგურა მიწის ნაკვეთის მომნიშვნელი 02 (ორი) ცალი ბოძი, ხოლო შემდეგ მოახვნევინა კ-----------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილი - 1500 მ2 ფართობი, სადაც ამ უკანასკნელს მოჰყავდა ბალახი. ამ ქმედებით, კ-----------–---–ს მიადგა 164 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით: ნ-----------–---–- საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ნ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა.

 

მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ, რომელმაც მოითხოვა ნ-----------–---–-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა - ნ-----------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 360–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გამართლებულმა ნ-----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–-----------------მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც მოითხოვეს მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ნ-----------–---–-ს მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ნ-----------–---–-ს მიერ თვითნებობის ჩადენა, ესეიგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი - დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაიკითხა მოწმეები, გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები და დადასტურებული იქნა შემდეგი: 2015 წლის მაისში კ-----------–---–მა მ----------------სგან იყიდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 5900 მ2 მიწის ნაკვეთი, მდებარე მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ში, რომელშიც გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი და რომელიც კანონის შესაბამისად დაირეგისტრირა საკუთრებაში. შემდეგ კ-----------–---–მა მიიყვანა მიწის ამზომველები, რომლებმაც სპეციალური სამზოველო მოწყობილობებით ადგილზე განსაზღვრეს ნაკვეთის საზღვრები და წერტილები დააფიქსირეს რკინის ჯოხების (არმატურების) მიწაში ჩარჭობით. კ-----------–---–მა გადაიხადა 100 ლარი ორი წერტილის ჩასმის მომსახურებაში. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი სარგებლობაში აქვს ნ-----------–---–ს. ნ-----------–---–- მიიჩნევდა, რომ კ-----------–---–მა წერტილების დასმით მიისაკუთრა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელსაც ის ფლობდა. 2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ნ-----------–---–მა დაიქირავა ტრაქტორი, მოახვნევინა როგორც მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, ასევე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რასაც ის კ-----------–---–ის მიერ მითვისებულად მიიჩნევდა. კ-----------–---–ს თავისი მიწის ნაკვეთის ამ ნაწილშიც სურდა ბალახის დათესვა, მოყვანა და გაყიდვა, რაშიც მოხვნით ხელი შეუშალა ნ-----------–---–მა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ კ-----------–---–ის ჩვენების, ბრალდებულ ნ-----------–---–-ს ჩვენების, ასევე მოწმეების უ–-----–-----–---–ის, ტ-----------------ის, ზ-------------------ის, ზ------------–-–---–ის, მ----------------ს, კ----------------–-–---–ის, ე--------–--ის, ბ----------–-------ას, ვ--------------–---–ის, ვ----–-–--–---–---–ის, ი-------------–-–---–ის, ი-----–------------ის, გ-------------–---–ის, თ-- ს----–---–-ს, გ-----------------ის ჩვენებების, მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, საჯარო რეესტრის ამონაწერის, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის, 2017 წლის 27 აპრილის სანოტარო აქტის და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, რასაც პალატა იზიარებს.

 

პირვლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამართლებულმა ნ-----------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებაში და განმარტა, რომ მისი ნაკვეთის მეზობლად მყოფმა მ----- კ--------მა გაყიდა თავისი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ბანკი უყიდიდა ბინას, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. მ----- კ--------მა ნ-----------–---–-ს მეუღლეს სთხოვა აღნიშნული მიზეზის გამო მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე თანხმობა მიეცა და ხელი მოეწერა. დაეთანხმნენ და ნ-----------–---–-ს მეუღლემ მოუწერა ხელი, თუმცა ნ-----------–---–მა კიდევ ერთხელ შეახსენა მ----- კ--------ს მათი ნაკვეთების მიჯნები. მეორე დღეს ნ-----------–---–- და მ---------------- წავიდნენ მინდორში და ნ-----------–---–მა აჩვენა, თუ საიდან სადამდე მდებარეობდა მისი ნაკვეთი. არ დასწრებია უშუალოდ იმ პროცესს, როდესაც მიწათმზომელმა მიწის ნახაზი გაუკეთა მ----- კ--------ს. მოგვიანებით დაინახა, რომ ვიღაც ბიჭი თვითნებურად ღობავდა მის მხარეზე მიწის ნაკვეთს. ამოღებული იყო მისი ბოძები, რითიც მონიშნული ჰქონდა ადგილები და მიწის ნაკვეთის ახალ მეპატრონეს კ-----------–---–ს მონიშვნითი წერტილები მის მხარეს ჰქონდა გადმოწეული, რაზეც მისცა შენიშვნა. კ-----------–---–მა დაუწყო გინება. ტელეფონით დაურეკა ვიღაც პიროვნებას და ეუბნებოდა, ეს ქალი მომაშორეთო. პოლიციის თანამშრომლების მისვლის და მათთან გასაუბრების შემდეგ ისინი წავიდნენ სახლში. დეკემბერში მის შვილს, თ--------–---–ს ჰქონდა ვაუჩერი და ნაკვეთი უნდა მოეხნათ. ტრაქტორისტმა დაიწყო მოხვნა, რა დროსაც ჩასმულ ბოძს წამოედო და ბოძის ნაწილი მოტყდა, რაც მან იქვე დადო მიწაზე და მიაყარა მიწა, რომ არ დაკარგულიყო. ნ-----------–---–-ს განმარტებით, მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი - 6000 კვ. მეტრი, არა აქვთ დარეგისტრირებული. კ-----------–---–ი კი თვითნებურად არის მათკენ გადაწეული. კ-----------–---–ის მიერ მონიშნული 2 წერტილიდან, სადაც ჩასმული ჰქონდა ბოძები, ერთი მიწის ნაკვეთის მოხვნის დროს შემთხვევით მოტყდა, ხოლო მეორე დარჩა ადგილზე. მოწმემ განმარტა, რომ კ-----------–---–ის ბოძების დაზიანების სურვილი რომ ჰქონოდა, ორივეს დააზიანებდა. დაზიანებული ბოძი კი ადგილზე დატოვა და მიწა დააყარა, რომ არავის მოეპარა. ტრაქტორისტის მიერ მოხნული იქნა ის მიწის ნაკვეთი, რაც მათ ეკუთვნოდათ სარგებლობის უფლებით. კ-----------–---–მა ამოიღო მისი მონიშნული წერტილები და გადაიწია მის მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1995 წელს მისცეს. მოწმის განმარტებით, მან, მისმა ადვოკატმა, შვილმა თ--------–---–მა დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი აზომვითი ნახაზის მიხედვით და მოახდინეს ფოტოგადაღება. აღმოჩნდა, რომ კ-----------–---–ი თვითნებურად გადავიდა მის მიწის ნაკვეთზე და ჩასვა ბოძი, რომელსაც დასავლეთის მხარეს წამოედო ტრაქტორი. კ-----------–---–ის მიერ თვითნებურად დასმული წერტილების იქით მოხნულია მეტრნახევარი ან ორი მეტრი - მხოლოდ ერთი გუთნის ჩავლა, რაც არის მისი და შეადგენს არა 1500 მეტრს, არამედ დაახლოებით 150 მეტრს, რაც დასტურდება მათ მიერ მიწის დათვალიერების დროს ჩატარებული აზომვების შედეგად მიღებული მონაცემებით.

 

დაზარალებულმა კ-----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მოწმე ნ-----------–---–-ს ჩვენების ის ნაწილი, რომელიც შეეხება მ----------------საგან მიწის ნაკვეთის ყიდვას და განმარტა, 2015 წლის მაისში მ----------------საგან იყიდა მ–----ის რაიონის სოფელ წ-------ის დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მინდორში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც შეადგენს 5900 კვადრატულ მეტრს და გადაიხადა 10 000 აშშ დოლარი. მიწის ნაკვეთი გაიფორმა 2015 წლის 15 მაისს მ–----ის საჯარო რეესტრში. მიწის საკადასტრო კოდია 7------------ მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ დაასმევინა ნაკვეთის გამყოფი ე.წ. კოლები - წერტილები. მისი ნაკვეთის სამხრეთი მხარე ესაზღვრება შ----- რ-------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელიც არის შემოღობილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება ნ-----------–---–-ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი მიწის საკუთრების შესახებ ანუ საჯარო რეესტრის ამონაწერი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არავისზე არ არის რეგისტრირებული. 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში კ-----------–---–მა დაასუფთავა მიწის ნაკვეთი, რასაც 4 დღე დაჭირდა. შემდეგ დაიწყო მიწის ნაკვეთის შეღობვა, რაშიც ეხმარებოდა მეზობელი უ–-----–------–---–ი. მათთან მივიდა ნ-----------–---–- და არ მისცა მიწის ნაკვეთის შეღობვის საშუალება იმ მიზეზით, რომ მიწის გამყოფი კოლები იყო არასწორად დასმული და გადასული იყო მის მიწის ნაკვეთზე. კ-----------–---–ის განმარტებით მიწის ნაკვეთი ჰქონდა მოსუფთავებული და სურვილი ჰქონდა, გაეზარდა ბალახი, რათა შემდგომში მოეთიბა და გაეყიდა. კ-----------–---–მა ასევე განმარტა, რომ მის მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ამზომველების მიერ მონიშნული იყო ორი წერტილი ანუ ჩასმული ჰქონდა ორი ბოძი. ისინი დაუზიანა ნ-----------–---–მა. თვითონ დაზიანების ფაქტი არ დაუნახია, მაგრამ ვინაიდან კამათი მოუვიდა ნ-----------–---–თან მიწის ნაკვეთების გამყოფ ზოლთან დაკავშირებით და ნ-----------–---–მა მოახვნევინა მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი, სწორედ ამიტომ ივარაუდა, რომ ჩასმული წერტილები მისი დაზიანებული იქნებოდა. წერტილების დასმაში გადახდილი ჰქონდა 100 ლარი. ნ-----------–---–მა ტრაქტორით მოახვნევინა თავისი მიწის ნაკვეთი, რა დროსაც გადავიდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რითიც მას მიადგა მატერიალური ზიანი, ვინაიდან იმ ადგილას მოსული ბალახი უნდა მოეთიბა და გაეყიდა. მოხნული მიწის ნაკვეთი არ გაუზომია, მისი ფართი თვალის ზომით დაადგინა. ნ-----------–---–-ს მოქმედებით მას მიადგა 250 ლარის ზიანი. 100 ლარი გადაიხადა გამყოფ წერტილებში, თითოში - 50 ლარი, ხოლო თივა უნდა მიეღო 150 ლარის.

 

მოწმე უ–-----–------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა კ-----------–---–ის და ნ-----------–---–-ს ჩვენებების ის ნაწილი, რომელიც ეხება კ-----------–---–ის მიერ ნაკვეთის ყიდვას, მის შემოღობვას, მონიშვნითი წერტილების დასმას და ნ-----------–---–სა და კ-----------–---–ს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას მიწის ნაკვეთის მიჯნებთან დაკავშირებით.

 

პირველი ინსტანციაში სასამართლოში დაკითხული მოწმე ტ-----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის შეესწრო კ-----------–---–სა და ნ-----------–---–ს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას. ასევე ნახა, რომ ნ-----------–---–-ს მიერ მოხნული იქნა მიწის ნაკვეთი, რა დროსაც ასევე მოხნა კ-----------–---–ის მიწის ნაკვეთის ნაწილი. ნ-----------–---–- აცხადებდა, რომ ეს მისი მიწის ნაკვეთი იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ნ-----------–---–-ს შვილმა თ--------–---–მა იგი წაიყვანა თბილისში. არ უთქვამს სად მიყავდა. მივიდნენ ნოტარიუსთან და რაღაც დოკუმენტზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ არ გაცნობია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ზ-------------------მა განმარტა, რომ მუშაობს შ.პ.ს. ,,მ--------------ში’’ ბრიგადის მენეჯერად. ჰყავთ ტრაქტორები და ემსახურებიან მოსახლეობას აგრობარათებით მიწის ნაკვეთების მოხვნაში და დამუშავებაში. 2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დღის პირველ ნახევარში მობილურ ტელეფონზე დაურეკა ოპერატორმა ზ------------–-–---–მა, რომელმაც შეატყობინა, რომ მ–----ის რაიონის სოფელ წ---------ს დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში უნდა მოეხნა სოფელ წ--------ში მცხოვრები ვინმე ნ-----------–---–-ს მიწის ნაკვეთი ვაუჩერის საფუძველზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო გასასუფთავებელი და მიწის ნაკვეთში იყო ვაზის ძირები, რის გამოც მიწის ნაკვეთის მოხვნაზე უარს აცხადებდა, რადგან ვაზის ძირები გაუტეხავდა ტრაქტორს ,,გუთანს’’. მას ტელეფონზე დაელაპარაკა ბენეფიციარი ვინმე ნ-----------–---–-, რომელმაც ტელეფონში საუბრისას უთხრა, რომ მოხვნაში დაეხმარებოდა მ--------------ს და სათითაოდ აჩვენებდა ყველა ვაზის ძირს, რომ არ დაზიანებულიყო ტრაქტორის გუთანი. იგი დათანხდა და ზ------------–-–---–ს დაავალა, რომ როგორც შეძლებდა, ისე მოეხნა აღნიშული მიწის ფართობი.

 

მოწმე ზ------------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2013 წლიდან მუშაობს შ.პ.ს. მ--------------ში’’ ტრაქტორის ოპერატორ-მძღოლად. აღნიშნული შ.პ.ს. ემსახურება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც სახელმწიფოსაგან უფასოდ დარიგებული აქვთ აგრო ბარათები და მათი სამსახური სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ამუშავებს უფასოდ. 2015 წლის სექტემბრიდან იგი მიამაგრეს მ–----ის რაიონის სოფელ წ---------ს თემზე და ვისაც ჰქონდა აგრო ბარათები, მისთვის უნდა დაემუშავებინა მიწის ნაკვეთი. 2015 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში იმყოფებოდა სოფელ წ---------ს გამგეობის შენობის ეზოში, რა დროსაც გამგეობაში მივიდა ვინმე ნ-----------–---–-, წარადგინა გამგეობაში აგრო ბრათი და მოითხოვა მიწის ნაკვეთის დამუშავება. მოწმე მას გაჰყვა და მივიდნენ წ-------ის ახალ დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთთან და ნ-----------–---–მა მიუთითა ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, უთხრა, რომ იყო მისი და უნდოდა დაემუშავებინა. აღნიშნულ ნაკვეთსა და მეზობელ ნაკვეთს შორის იყო ჩასმული ორი ბოძი. ნ-----------–---–მა მას უთხრა, რომ ბოძები იყო ჩასმული მეზობლის მიერ. მის ნაკვეთში სხვისი ნაკვეთი იყო გადმოწეული. ნაკვეთს ეტყობოდა, რომ იყო დაუმუშავებელი. მანვე აღნიშნა, რომ ნ-----------–---–მა უთხრა, რომ მას ასევე მოეხნა ბოძების იქით მდებარე მიწის ნაკვეთიც. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვინაიდან იყო დაუმუშავებელი, ტრაქტორს გაუჭირდებოდა მუშაობა და უთხრა, რომ მას ვერ დაამუშავებდა, ვინაიდან შესაძლო იყო, ტრაქტორს გატეხოდა გუთანი. ამიტომ ზ------------–-–---–მა დარეკა თავის უფროსთან ზ-------------------თან და აუხსნა სიტუაცია, ხოლო შემდეგ თავად ნ-----------–---–- ესაუბრა ტელეფონზე ზ-------------------ს და აუხსნა, რომ საშიში არაფერი იყო და ტრაქტორს გუთანი არ დაუზიანდებოდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ ზ-------------------მა დაავალა მას, რომ დაემუშავებინა ნ-----------–---–-ს მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები. მას არ ახსოვს, რამდენი მოხნა. ახსოვს, რომ ერთი ბოძი ნ-----------–---–მა მოაძრო და იქვე მიაგდო.

 

მოწმე მ----------------ს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის მაისში თავისი კუთვნილი 5900 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე მ–----ის რაიონის სოფელ წ---------ს ახალ დასახლებაში, 10 000 აშშ დოლარად მიჰყიდა იმავე დასახლებაში მცხოვრებ კ-----------–---–ს. გვერდით ნაკვეთი ჰქონდა სოფელ წ--------ში მცხოვრებ ნ-----------–---–-ს მეუღლეს ს----- ს----–---–ს. მ----------------ს განმარტებით, როდესაც ნაკვეთის დასარეგისტრირებლად მიმართა საჯარო რეესტრს, განუმარტეს, რომ აუცილებელი იყო მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მეპატრონეების თანხმობა, რათა მომხდარიყო მისი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია თავისივე სახელზე. მისცეს შესაბამისი ოქმის ფორმა, სადაც მეზობელი ნაკვეთების მეპატრონეებს უნდა მოეწერათ ხელი. აღნიშნულ ოქმზე ხელი მოაწერინა მეზობლად მდებარე ნაკვეთების მეპატრონეებს, მათ შორის - ნ-----------–---–-ს მეუღლეს ს----- ს----–---–ს. გამოძიების პროცესში გამომძიებელს წარუდგინა აღნიშნული ოქმი.

 

მოწმე კ----------------–-–---–მა პირველი ინსტანციიის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მუშაობს შსს მ–----ის რაიონულ სამმართველოს წ---------ს პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლად. მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნა სასამართლო ექსპერტიზა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სასაქონლო ექსპერტიზა იმ დროს დაინიშნა, როდესაც დაზარალებულს სურდა თავისი ტერიტორიის შემოღობვა. სამაგრები ჰქონდა ჩარჭობილი, რაც მოგვიანებით ნ-----------–---–მა ამოყარა და დაშალა. ამას მოჰყვა დაზარალებულის საჩივარი და ასევე იგი ედავებოდა, რომ ნ-----------–---–მა გაუნადგურა ბალახი და მოხნა მისი მიწა, რაზეც ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა. დაზარალებულის ნაკვეთი არის ნახევრად შემოღობილი, ვინაიდან ნ-----------–---–მა ხელი შეუშალა შეღობვაში. მოცემულ ნაკვეთებს ასევე ესაზღვრება რ-------–---–ის ნაკვეთი, რომელიც არის შემოღობილი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ამოღებული იყო ღობის მომნიშვნელი ორი ბოძი. ერთი - დასავლეთის მხარეს ნ-----------–---–-ს ნაკვეთის მიჯნაზე, ხოლო მეორე კი - ასევე დასავლეთით რ-------–---–ის ნაკვეთის მიჯნაზე.

 

მოწმეების ბ----------–-------ას და ვ--------------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მუშაობენ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტ კრიმინალისტებად. 2015 წლის 26 დეკემბერს ბ----------–-------ა იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც შევიდა მოთხოვნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე მიწის ნაკვეთის თვითნებურად მითვისების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კ-----------–---–ის მითითების საფუძველზე. კ-----------–---–ი აცხადებდა, რომ ნაკვეთი იყო მისი. ნაკვეთის ნაწილი იყო მოხნული სხვა პირის მიერ. კ-----------–---–მა ასევე აჩვენა ექსპერტ კრიმინალისტებს ის ტერიტორია, რომელიც იყო მისი საკუთრება, ნაკვეთი იყო ნიშნულებით მონიშნული. ნიშნულების ნაწილი იყო ამოყრილი. შემთხვევის ადგილზე დათვალიერების დროს ასევე იმყოფებოდნენ გამომძიებელი ე--------–--ე და კ-----------–---–ი. ექსპერტ კრიმინალისტებმა გადაიღეს ფოტოები, რომელიც შემდეგ გადაეცა გამომძიებელს. კ-----------–---–ს კითხვები დაუსვეს და მიათითებინეს, თუ საიდან სადამდე იყო ნაკვეთი მისი საკუთრება.

 

მოწმეების ვ----–-–--–---–---–ის და ი-------------–-–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მუშაობენ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტებად. 2015 წლის 29 დეკემბერს შევიდა შეტყობინება შსს მ–----ის სამმართველოდან მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ში მდებარე მიწის ნაკვეთის თვითნებურად მითვისების ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ გამომძიებელი და დაზარალებული კ-----------–---–ი. დაზარალებული განმარტავდა, რომ მისი ნაკვეთის რაღაც ნაწილი იყო თვითნებურად მითვისებული. ფოტო გადაღება მოხდა ი-------------–-–---–ის მიერ, ხოლო ვ----–-–--–---–---–ი ახდენდა ტერიტორიის ვიდეო გადაღებას. დათვალიერების შემდეგ გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურეს ექსპერტებმა. ნაკვეთში იყო ნამწვი, არსებობს ვიდეო და ფოტო მასალა, ვ----–-–--–---–---–ის განმარტებით ადგილზე, ნაკვეთებს შორის გამყოფი ღობე არ იყო.

 

მოწმე ი-----–------------მა სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ 2015 წლის დეკემბერში წ---------ს პოლიციის განყოფილებაში დაწყებული იქნა გამოძიება კ-----------–---–ის განცხადების საფუძველზე ამ უკანასკნელის მიწის ნაკვეთის ნ-----------–---–-ს მიერ თვითნებურად დაუფლების ფაქტზე. საქმეზე გამომძიებელი იყო ე--------–--ე. როდესაც იგი გადავიდა სხვა განყოფილებაში, მისი საქმეები გადაეწერა ი-----–------------ს, მათ შორის იყო ნ-----------–---–-ს სისხლის სამართლის საქმე. მან ჩაატარა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. დაზარალებულად ცნო კ---------------–---–ი, რომელიც მოგვიანებით იქნა დაკითხული. კ---------------–---–ს განემარტა დაზარალებულის უფლება-მოვალეობები. კ---------------–---–მა განაცხადა, რომ ნ-----------–---–მა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თვითნებურდ მოუხნა და დაუზიანა მონიშვნის კოლები. გამოკითხული იქნა ნ-----------–---–-, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ და არ აღიარებდა ბრალს.

 

მოწმე გ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ 2016 წლის 25 მაისს მიწის საზომი ათხოვა ნ-----------–---–-ს შვილს თ--------–---–ს და გაჰყვა თან, რათა ისევ უკან წამოეღო თავისი საზომი. მიწის საზომი იყო ქარხნული წარმოების, 5 მეტრიანი. ნაკვეთში დახვდა ნ----- (გ---–--) ს----–---–ი, თ--------–---–ი და კ-----------–---–ი. ერთ მხარეს სიგრძე გამოვიდა 39 კვ. მ. ხოლო მეორე მხარეს - 38 მეტრი. ზომები არ ემთხვეოდა. ამიტომ დაიწყეს ბოძის მოძებნა. ბოძისთვის ტრაქტორს ჰქონდა გადავლილი და მიწაში იყო ჩაფლული. ახლოს იყო სხვა ბოძიც. მოგვიანებით კ-----------–---–ს შესთავაზეს, რომ ენახა ეს ზომები, რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ თავისი ნაკვეთის ზომები იცოდა და გაერიდა მათ. მოწმემ დაადასტურა, რომ კ-----------–---–ს ჰქონდა ბოძები ჩარჭობილი და მონიშნული თავისი ნაკვეთი. აზომვის დღეს ნაკვეთი იყო მოუვლელი, არ იყო დამუშავებული. ნაკვეთის აზომვის დროს ფოტოებს იღებდა თ--------–---–ი. ადგილზე შეადგინეს დოკუმენტი, რომლის შინაარსიც არ ახსოვს, მაგრამ ხელი მოაწერა მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმს. მოწმემ მიუთითა, რომ ს----–---–ი არ წაეტანება სხვის ქონებას. კ-----------–---–ი იყო შეჭრილი ნ-----------–---–-ს ნაკვეთში დაახლოებით 2 მეტრზე.

 

მოწმე თ--------–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ-----------–---–-ს შვილი. კ-----------–---–ი გაიცნო კონფლიქტის დროს. 2016 წლის დეკემბერში თ--------–---–მა ვაუჩერით მოახვნევინა წ--------ში არსებული თავისი მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის მოხვნა ვერ ხერხდებოდა განსაზღვრულ დროში. აღნიშნულთან დაკავშირებით თ--მ დარეკა ცხელ ხაზზე და ვადაგასულ ვაუჩერს 2 კვირით გაუგრძელეს ვადა. ტრაქტორისტი რომ მივიდა, ადგილზე დახვდნენ თ-- და ნ-----------–---–ები. ტრაქტორმა მოხვნა დაიწყო ჩრდილოეთის მხრიდან სამხრეთის მხარეს. კ-----------–---–ის მიწის ნაკვეთი იყო მოუვლელი, იქ იყო ჯაგები, ბოძები იყო დამსხვრეული სიძველისგან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც დედისგან იცის, კ-----------–---–ი ისაკუთრებდა მის მიწის ნაკვეთს, რაც დაუშალა. ამიტომ კ-----------–---–მა გაიწია ნ-----------–---–ზე, ხოლო შემდეგ დაურეკა ვიღაც პიროვნებას და უთხრა, მოეშორებინა ეს ქალი, თორემ შემოაკვდებოდა. მას შემდეგ, რაც ტრაქტორი გაიყვანეს მიწის მოსახნავად, მათ მიერ ადრე ჩარჭობილი სანიშნეები აღარ იყო ადგილზე. კ-----------–---–ს ჩასმული ჰქონდა თავისი სანიშნეები და შემოსაზღვრული ჰქონდა ვითომდა თავისი ტერიტორია. თ--------–---–ი დაუკავშირდა კ-----------–---–ს და უთხრა, რომ უნდოდა მასთან ლაპარაკი. კ-----------–---–მა კი უპასუხა, რომ არ ეჩივლა მისთვის და შაბათ - კვირას ავიდოდა და ნახავდა მას. კ-----------–---–მა უთხრა მას, რომ შეიძლება რამე შეცდომა ყოფილიყო და მოილაპარაკებდნენ. თ--------–---–ი ელოდებოდა კ-----------–---–ს, მაგრამ ის არ ავიდა და მოგვიანებით შეღობა კიდეც ერთი მხარე. ტრაქტორისტს მოსახნავი ადგილი მიუთითეს ნ-----------–---–მა და თ--------–---–მა, ამ დროისთვის მათი სანიშნები უკვე მოშლილი იყო. აღმოსავლეთის მხარე იყო შეღობილი ორი ბოძით, ხოლო დასავლეთის მხარეს იყო მხოლოდ 1 ბოძი, რომელსაც ტრაქტორი დაეჯახა შემთხვევით და წააქცია. თ--------–---–მა ჩაატარებინა აზომვები. გადაზომვა მოხდა შ----- რ-------–---–ის ბაღის თავიდან, აღმოჩნდა, რომ ბ------–---–ი მათ ნაკვეთში იყო შეჭრილი დაახლოებით 2 მეტრით. როცა ზომავდნენ კ-----------–---–ის მიწის ნაკვეთს, კ-----------–---–იც იქ იმყოფებოდა. მას შესთავაზეს მონაწილეობის მიღება, რაზეც უარი განაცხადა.

 

მოწმე გ-----------------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასაქონლო ექსპერტად. შსს მ–----ის რაიონული სამმართველოს წ---------ს პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის 2016 წლის 9 თებერვლის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა. მოწმემ ქ. მ–----აში მოახდინა 2-3 ობიექტში ამზომველებთან გასაუბრება და დაადგინა 1 ე.წ. კოლის ჩასმის საფასური, რაც შეადგენს 50 ლარს. შესაბამისად, 2 წერტილის ჩასმის საფასური შეადგენდა 100 ლარს. მოკვლევით დაადგინა, რომ სათიბი ბალახის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე შეადგენდა 110 ცალ ე.წ. ტუკს. შესაბამისად, 1500 კვ.ზე, საორიენტაციოდ მოვიდოდა 16 ცალი ტუკი. 1 ცალი ტუკის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 4 ლარს. ხოლო 16 ცალი კი 64 ლარს. წერტილების განადგურებითა და მიწის ნაკვეთზე მოხვნით მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში შეადგინა 164 ლარი. ექსპერტმა გ-----------------ემ დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 7 მარტს გაცემული დასკვნის სისწორე.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის დადგენილია, რომ მისამართი: მ–----ა, სოფელი წ---------, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 5900.00 კვ.მ: საკადასტრო კოდი-ზონა მ–----ა 72, სექტორი წ--------- 08, კვარტალი 20, ნაკვეთი 109; მესაკუთრეა კ-----------–---–ი (პ/ნ 0----------), იპოთეკა, ვალდებულება რეგისტრირებული არ არის.

 

სასაქონლო ექსპერტიზის №001219416 დასკვნის თანახმად, მ–----ის რაიონის სოფელ წ---------ს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის გამყოფი ზოლების ე.წ. ორი ცალი თანამგზავრის საშუალებით დასმული ზუსტი წერტილის განადგურებით მიყენებული მტერიალური ზარალი 2016 წლის 7 მარტის მდგომარეობით შეადგენს 100 ლარს. 1500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მოხვნით მიყენებული მატერიალური ზარალი შეადგენს 64 ლარს.

 

ამდენად, პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ–----ის რაიონის სოფელ წ--------ში კ-----------–---–მა იყიდა მიწის ნაკვეთი, დაირეგისტრირა კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრში და ამზომველების მიერ საამზომველო მოწყობილობით განსაზღვრული იქნა მომიჯნავე ნაკვეთთან გამყოფი წერტილები. ჩაისვა რკინის ჯოხები. ნო----------–---–მა, რომელსაც არა აქვს დარეგისტრირებული მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, თვითნებურად, თავისად დაგულებული უფლებით, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, კ--- ბ------–---–ის საკუთრებაში არსებული, მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი განკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ უკანონოდ. ნ-----------–---–- თუკი თვლიდა, რომ ამზომველების მიერ არასწორად იყო ჩასმული გამყოფი წერტილები და ამით კ--- ბ------–---–მა მიისაკუთრა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, მას უფლება ჰქონდა, ედავა მხოლოდ კანონით დადგენილი წესით და არა თვითნებურად მოეხდინა სადავო უფლების განხორცილება.

 

აღნიშნულ შეფასებაში პალატა მთლიანად ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმავდროულად თვლის, რომ სავსებით არგუმენტირებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ნ-----------–---–-ს არამართლზომიერი ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში აღწერილი ქმედება იმ შემთხვევაში იძლევა დანაშაულის შემადგენლობას, თუკი მისმა ჩადენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ზიანი არის თუ არა მნიშვნელოვანი, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს სასამართლომ.

 

როგორც დაზარალებულის ჩვენებაშია მითითებული, მან ივარაუდა, რომ ვინაიდან ნ-----------–---–- მიიჩნევდა, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრები მისი ნაკვეთის მხარეს იყო გადაწეული, საზღვრის აღმნიშვნელ ,,კოლებს“ სწორედ ის მოაძრობდა. აღნიშნული გარემოება ნ-----------–---–მა მხოლოდ ნაწილობრივ დაადასტურა და მიუთითა, რომ როდესაც ტრაქტორით ხნავდა თავისად მიჩნეულ მიწის ნაკვეთს, ტრაქტორი შემთხვევით წამოედო და დააზიანა მისი და დაზარალებულის ნაკვეთების მიჯნაზე არსებული მონიშვნის მხოლოდ ერთი ბოძი. ასევე ერთი ბოძის მოძრაობის ფაქტი დაადასტურა მოწმე ზ------------–-–---–მა, რომელმაც ტრაქტორით მოხნა ნაკვეთი. სხვა მტკიცებულება საზღვრის დაფიქსირებული წერტილის დაზიანების შესახებ საქმეში არ მოიპოვება. მეორე ბოძის დაზიანების ფაქტი კი ნ-----------–---–მა არ დაადასტურა. მეორე ბოძი კი საქმის მასალების თანახმად მდებარეობდა დაზარალებულისა და მისი მეორე მეზობლის შ----- რ-------–---–ის ნაკვეთების გამყოფ მიჯნაზე, რის გამოც მისი დაზიანება ტრაქტორის მიერ მიწის მოხვნისას არ მოხდებოდა. ბრალდებას არ წარმოუდგენია დამატებით მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მეორე ბოძიც ნ-----------–---–მა განგებ დააზიანა, რის გამოც ამ ფაქტობრივ გარემოებას პალატა დადგენილად ვერ მიიჩნევს. საქმის მასალების მიხედვით ბოძის დაზიანების თვითმხილველი მოწმე ვერ მოიძებნა. შესაბამისად, შეუძლებელია მეორე მონიშვნის წერტილის დაზიანების ფაქტი დადასტურებულად იქნას მიჩნეული მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოთქმული ვარაუდის საფუძველზე. ამიტომ დასტურდება მხოლოს ის, რომ ნ-----------–---–მა თვითნებური ქმედებით დააზიანა მხოლოდ ერთი მონიშვნის წერტილი, რითიც დაზარალებულს თანახმად სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა, მიაყენა 50 ლარის მატერიალური ზიანი.

 

რაც შეეხება მიუღებელი მოსავლით (თივით) გამოწვეული ზიანის ოდენობას, სასაქონლო ექსპერტიზამ მისი გამოანგარიშებისას გამოიყენა სამი მონაცემი: 1) თივის სავარაუდოდ რამდენი შეკვრის - ე.წ. ,,ტუკის“ მიღებაა შესაძლებელი 1 ჰა მიწიდან; 2) ,,ტუკის“ სავარაუდო ღირებულება; 3) ასაღები ,,ტუკების“ რაოდენობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადდგენილებაში მითითებულ ფართობზე - 1500 კვ. მ-ზე.

 

როგორც აღინიშნა, ნ-----------–---–-ს მიერ თვითნებურად მოხნული მეზობლის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა დაზარალებულის ჩვენების შესაბამისად. სწორედ მან მიუთითა, რომ, როგორც ,,თვალით გაზომა“, მოხნული იყო 1500 კვ. მეტრი, თუმცა საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაზარალებულის ნაკვეთის მოხნული ნაწილის სიგანე არ აღემატება 2 მეტრს. ნაკვეთის სიგრძის გათვალისწინებით კი ფართობი, შესაბამისად, არ აღემატება 150 კვ. მეტრს. ამდენად, თუკი ექსპერტიზის დასკვნაში მოყვანილ გაანგარიშებაში მიწის ფართობი 1500 კვ. მეტრიდან შემცირდება 150 კვ. მეტრამდე, შესაბამისად ათჯერ შემცირდება დასკვნაში მითითებული მატერიალური ზიანი მიუღებელი თივის სახით - ნაცვლად 64 ლარისა ზიანი შეადგენს 6 ლარს და 40 თეთრს. ჯამში ნ-----------–---–-ს ქმედებით გამოწვეული მატერიალური ზიანი შეადგენს 56 ლარს და 40 თეთრს, რაც დაზარალებულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობის (5900კვ.მ) მასში გადახდილი ღირებულების (10000 ა.შ.შ დოლარი), გათვალისწინებით გონივრული შეფასებით არ შეიძლება მიწის მესაკუთრისთვის მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის არარსებობის გამო კი სახეზე არ გვაქვს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გონივრილ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიაბას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ნ-----------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი) გათვალისწინებულ ინკრიმინირებულ ქმედებას. შესაბამისად ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მითითებულ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის შეფასების დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე- 3 ნაწილის დებულებას, საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპის გამოყენებით, რომელიც საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09 , 22/11/2016, §28) და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს ნო----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ნ-----------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ–----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მ–----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ნ-----------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ნ-----------–---–- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ნ-----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ნო----------–---–ს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - 1 ცალი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე