განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100118002509108
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1096-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ლ-------------ის,ადვოკატ- ლ---–--------–--ლის,მსჯავრდებულ - გ--------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ----------–------------–--ლის მიმართ - (პ/ნ 4----------); დაბადებული 19---–-–-----------ს; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; ფაქტობრივად მცხოვრები: ს---------------------------–--------იანი, პ------–-------------ში; ამჟამად პატიმარი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით:

 

გ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ--------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

გ--------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ------–--–--------------------–--–-------------–---–-----–-----------ლელში დანით შეიარაღებულმა გ--------------–---–მა ლ----------------ს მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომლითაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა „სამსუნგის“ ფირმის „გრანდ პრაიმის“ მოდელის, 300 (სამასი) ლარის ღირებულების მქონე მობილური ტელეფონი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ--------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მის მიმართ დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო: მან ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადრე არ ყოფილა ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც იმყოფებიან ნაქირავებ ბინაში მის კმაყოფაზე. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი იყო მის მიმართ გაევრცელებინა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა ლ---–--------–--ლმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების - ნ-----–--------------–-–---–-----–-------------------------–---------–--–---–-----------------------------------------------–---–----------–-----–--–---–-----------------–---–------–------------–---–------–-------------------------------------------–--ლის გამოკითხვის ოქმებს; ამოღების ოქმებს; ამოცნობის ოქმებს; დაკავების ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა გ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გამოვლენილა) გარემოებები, მათ შორის ისინიც, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე ბრალდებულის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულ გ--------------–---–ის მიმართ განსაზღვრულია სამართლიანი და კანონიერი მინიმალური სასჯელი, შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და განხორციელების ხერხის, მისი საზოგადეობრივი საშიშროების და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია გ--------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება და დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი;

გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ--------------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მაისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

1.სუნის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ანაწმენდები, დანა - განადგურდეს. 2.ოთხი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 3.მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე