განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1113-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - მ----------–---ძის,მსჯავრდებულ - ვ-–------------–-–--ლის მონაწილეობით,ქ------–-------–-------------–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ-–--------------------------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–--------------–-----------------------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------–-–---------------------------ს საერთო საცხოვრებელი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით:
ვ-–------------–-–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ-–------------–-–--ლმა ჩაიდინა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის დასაწყისში, ვ-–------------–-–--ლმა დაარწმუნა ნ---------–-ძე, რომ იყო განქორწინებული მეუღლესთან და გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ცოლად შერთვა, რითაც მოიპოვა მისი ნდობა. ამავდროულად დაარწმუნა, თითქოსდა ელიავას ბაზრობაზე და გლდანში საკუთრებაში გააჩნდა გასარემონტებელი კომერციული ფართები, სურდა მათი გარემონტება და შემდეგ ამუშავება. ვ-–------------–-–--ლი მოტყუებით დაეუფლა ნ---------–-ძის ფულად თანხას იმ დაპირებით, რომ გაარემონტებდა, ამუშავებდა ობიექტებს, მის სახელზე გადააფორმებდა აღნიშნულ ფართებს და სარგებელსაც მისცემდა, რის შემდეგაც ნ---------–-ძემ ვ-–------------–-–--ლს სარემონტოდ გადასცა: 2017 წლის 07 თებერვალს - 5000 (ხუთიათასი) ლარი; 2017 წლის 10 მარტს - 1200 (ათასორასი) აშშ დოლარი (2972 ლარი); ხოლო 2017 წლის 13 მაისს - 800 (რვაასი) ლარი, რაც ვ-–------------–-–--ლმა განკარგა საკუთარი მიზნებისთვის, ხოლო დაზარალებულ ნ---------–-ძეს მიაყენა 8772 (რვაათასშვიდას სამოცდათორმეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ------–-------–-------------–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–-ამ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულ ვ-–------------–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა დამნაშავის სურვილზე - დაზარალებულს აუნაზრაუროს ზიანი და აღნიშნული მიიჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად, თუმცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დამნაშავის სურვილი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი და საჭიროა მისი მხრიდან თუნდაც მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც ვ-–------------–-–--ლს მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ზიანი დღემდე არ ანაზღაურებულა. ჩადენილი დანაშაულის ხერხისა და ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს ვ-–------------–-–--ლის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლას უფრო მკაცრი სახის სასჯელით.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა მ----------–---ძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ვ-–------------–-–--ლმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ------–-------–-------------–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ვ-–------------–-–--ლის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმეების: ქ---------------------–--------------------–------–-–---–--------------------–-–---–----------------–-–---–------------–----------------------------------ლის, დაზარალებულ ნ---------–-ძის, მსჯავრდებულ ვ-–------------–-–--ლის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; სალომბარდე ხელშეკრულებით; ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ-–------------–-–--ლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას ვ-–------------–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის გამკაცრებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ვ-–------------–-–--ლის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების საკითხი, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიემებლი რაიმე გარემოება მის მიმართ არ არის გამოვლენილი.
თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ჩადენილი დანაშაულის ხერხი, ის გარემოება, რომ ვ-–------------–-–--ლმა იმოქმედა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით - მოატყუა დაზარალებული, რომ განქორწინებული იყო მეუღლესთან და მომავალში აპირებდა მასთან ქორწინებას; ასევე, გააჩნდა კომერციული ფართები, რომელსაც გაარემონტებდა და აამუშავებდა. აღნიშნული ხერხით იგი ნდობაში შევიდა დაზარალებულთან და დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ-–------------–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და დამდგარი შედეგის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი; დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; ასევე, არ იქნება მისთვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგი.
ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე - ჯარიმა უნდა შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული მინიმალური სასჯელის ზომა. ამასთან, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ-–------------–-–--ლის მიმართ გამოყენებული იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი. დანიშნული სასჯელი კი იქნება კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური; ასევე, გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ------–-------–-------------–------ს რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
ვ-–------------–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვ-–------------–-–--ლს დანიშნული სასჯელის 1/3 ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით;
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-–------------–-–--ლს დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 7 ნოემბრიდან;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის პერიოდში კონტროლი და მეთვალყურეობა ვ-–------------–-–--ლის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ვ-–------------–-–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ლომბარდიდან ამოღებული ნ---------–-ძის ოქროს ჯაჭვი, ოქროს გულსაკიდი ღვთისმშობლის გამოსახულებით და ოქროს ბეჭედი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ნ---------–-ძეს, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია, გადატანილი CD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე